Posts

Showing posts from July, 2007

"хорошо иметь домик в деревне"

კარგია თბილისის ქაოსს და საოცარ ხმაურს, რომელსაც ვეღარც კი ვამჩნევთ, რომ მოწყდები თუნდაც ერთი დღე საკუთარი ხელით შეღებილი კედელი (მალიარი ხარ, გოგო?! :D) და დაკრეფილი თხილი. ხის სკამზე გემრიელად ჯდომა, თავქვეშ ხელებამოდებული, თავი თუნდაც ქვის მაგიდაზე, ფეხები გაშლილი და თვალები ცისკენ. ცა ისეთი, როგორიც თბილისში არ არის და ალბათ აღარასოდეს იქნება. და მთები?! ამშვიდებს მაგრა. მიყვარს მთების ყურება ასე... სიმშვიდე. უცებ რომ მიხვდები - საოცარი სიმშვიდეა და სიწყნარე, მარტო ჭრიჭინის ხმა ისმის, მართალია გაუთავებლად, დღისითაც, მაგრამ არ გაწუხებს, პირიქით. საჭმლის სულ სხვა გემო, როცა სასიამოვნოდ დაიღალე და მოგშივდა და ბოთლიდან დალეული - "ს გორლიშკა" - ოდნავ თბილი უგემრიელესი წითელი ღვინო. სადღაც იქვე ცხენი, რომელსაც გინდა ხელი გადაუსვა ზურგზე, მაგრამ გაფრთხილებენ, არ გინდა, ძალიან გიჟიაო... მტკვარი ახლოა.... მაგრამ არ გინდა, არაა, არ გინდა ის, რაც ერთ პოეტს უნდოდა. არ გინდა, იმიტომ რომ კარგად ხარ, თუნდაც ერთი დღე ძალიან კარგად ხარ და არ ფიქრობ არაფერზე. ძილი სავარძლის ბალიშზე - 70x35

поворот

სიზმარი დამთავრდა დაიწყო ახალი ვარიაციები თემაზე ცხოვრება გრძელდება დღეები მიჰყვება ერთმანეთს საათის გვიხდება ხშირად გასწორება. ავდგები წავიდეთ იქნება ისევე გველიან გვიცდიან ღამეებს ითვლიან იქნება ღიაა ისევე კარები იქნება სიჩუმეს ხმაურში გვიცვლიან. შორია ძნელია გზა აღარ მთავრდება სხივები ვარსკვლავებს უთმობენ ადგილებს შენ მარტო არა ხარ თითებზე შემეხე გვერდზე ჩემი სუნთქვა გზას გაგიადვილებს. ცისფერი ფურცელი ზედ თეთრი ლაქებით დისკოთი რომელიც ყველაფერს ანათებს მერე უხილევი ხელით დაქცეული მას შავი მელანი ღამედ გადააქცევს. თითქოს ფანტაზია არ აქვს ოპერატორს თენდება ღამდება ღამდება თენდება კადრები გარბიან ფონი კი ერთია და ბოლოს ამ ფონზე საათი ჩერდება...

ვარიაცია N... "მე თქვენი თმები დამაბრუნებენ"

- ც--, დამაბრუნებენ შენი მოკლე ქერა თმები? - :) - მიპასუხე, რა, დამაბრუნებენ შენი მოკლე ქერა თმები? - ............................ არ ვიცი, ---- ... იცოდა, სადღაც გულის სიღრმეში იცოდა რომ ვერ დააბრუნებდნენ, არ დააბრუნებდნენ... მაგრამ ვერ უთხრა, ასე ვერ ეტყოდა, ვერ ატკენდა გულს. მერე რა, რომ მანამდე ატკინეს, მერე რა, რომ თვითონ გამოცდილი ჰქონდა? არ უნდოდა სხვას ასე მოქცეოდა, არავის, არასოდეს. მერე რა, რომ არ უყვარდა და ამასაც გულის სიღრმეში ხვდებოდა - არ შეუყვარდებოდა, ვერ... მერე, რა... მაინც ვერ უშვებდა, არ ეთმობოდა ის სითბო, რომელსაც იღებდა და რომელსაც ასე მონატრებული იყო. მწყურვალი რომ დაეწაფები წყალს, ისე მოსდიოდა... ესეც დამთავრდა, რა თქმა უნდა :D მერე, რა... ეს ღიმილით ახსენდება, მაინც ღიმილით... :)

just

ისევ მომინდა წერა უნდა განვაახლო უკვე აქ....

Love actually...

Image

Creep

When you were here before, Couldn't look you in your eye You're just like an angel, Your skin makes me cry You float like a feather, In a beautiful world I wish I was special You're fucking special But I'm a creep, I'm a weirdo What the hell am I doing here? I don't belong here I don't care if it hurts, I wanna have control I want a perfect body, I want a perfect soul I want you to notice, When I'm not around You're so fucking special, I wish I was special But I'm a creep, I'm a weirdo What the hell am I doing here? I don't belong here Oh...Oh...She's running out again... She's running She's, run, run, run Run.... Whatever makes you happy, Whatever you want You're so fucking special, I wish I was special But I'm a creep, I'm a weirdo What the hell am I doing here? I don't belong here I don't belong here...