Posts

Showing posts from October, 2007

გაწელილი პერიოდი ლანჩიდან სამუშაო დღის დასასრულამდე :D

აი ასე. გავედი შესვენებაზე. ავედი სახლში. წითელ ღვინოს მოვკარი თვალი. უგემრიელეს წითელ ღვინოს, სპეციალურად ჩემთვის გამოგზავნილს და ცდუნებას ვერ გავუძელი - ერთი მოზრდილი ჭიქა დავლიე სადილად. აუუუუუ რა სიამოვნებააა კარგი წითელი ღვინო! ვგიჟ დე ბი! :) მერე მოვედი გაპრანჭვის მუღამზე :D დავიხატე, რაღაც დეტალები დავამატე ჩაცმულობას და საოცრად მსუბუქი და აჟიტირებული დავბრუნდი სამსახრუში. არც მანამდე ვიყავი წარბშეჭმუხნული და მერე ხომ საერთოდ :) ეხლა ცოტა მოვითენთე. საქმე აღარ მქონდა რა უცნაურიც არ უნდა იყოს და ლამის ხმამაღლა ვითვლიდი დროს შვიდის ნახევრამდე, მთელს 1,5 საათს და სხვების აყოლიებაც მინდოდა. კარგია, როცა მოგწონს გარემო შენს სამსახურში. კარგია როცა მოგწონს საქმე, რომელსაც აკეთებ და კარგად გამოგდის. კარგია როცა არაჩვეულებრივი ხალხი გახვევია გარს და გადასარევი მეგობრები გყავს. კარგია ცხოვრება, საერთოდ, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან რაღაცეების და ვიღაცეების გამო ”გეჯმევა” (უკაცრავად ასეთ ნატურალისტურ გამოთქმაზე, მაგრამ პირდაპირ თქმა სჯობს {ჯობს.გე} :D ) განწყობაში და ა.შ. მთავარია რომ ეს

ეს კამორაა...

ეს კამორა. რაღაც საოცრება გახდა ეს ქალაქი. თითქოს ყველაფერი ერთ წერტილამდე დავიდა - ყიდვა-გაყიდვა.ზმანებისა და ძონძების ქალაქი. ბონძღების ქალაქი. ქალაქი ”სვეტსკებისა” და ვითომ ”სვეტსკებისა”. ბანძებისა და ბინძურებისა. ქალაქი, სადაც ტრანსპორტში ასულს ტოკსიკოზის ნიშნები გამოგივლინდება და მიზეზი ხალხია, ადამიანები, რომელთათვისაც ცნება ჰიგიენა უცხოა. ქალაქი, სადაც უეცრად საიდანღაც თავზე დამტყდარი ”თავისუფლებისგან” თავბრუდახვეულმა ახალგაზრდებმა არ იციან რა უყონ ამ უეცარ ”ევროპულობას” და ლამის საკუთარი ნარწყევი ალოკონ რომ თავიანთი განსაკუთრებულობა და ”მაგარი ტიპობა” დაამტკიცონ. სადაც ურჩევნიათ მანქანის ბორბლებს შეუვარდნენ, ვიდრე მწვანე შუქს დაელოდონ - wie uncool! სადაც ყვითელ შუქზე თუ უკვე 100-ით არ მიქრიხარ, შენს უკან მდგომი საუკეთესო შემთხვევაში სიგნალით და უფრო ხშირად კი სიგნალითა და გინებით აგიკლებს. ქალაქი, სადაც უგემოვნობა ზეიმობს. სადაც სიტვებიც კი მოდაში შემოდის. გულისამრევი სიტყვები, ვითომ მეგობრობასა და დიდ სიყვარულს რომ გამოხატავს. ქალაქი, სადაც შავი ფერი და გასწორებული თმა მაგარ ტ