Posts

Showing posts from November, 2007

პარასკევს დღის ბოლოს :)

აი უძალიანესად დავიღალე. რომ მეგონა მოვრჩი მეთქი და ბოლო მეილი გავაგზავნე, თან გადავრეკე კიდეც, ნახეთ მეთქი, საპასუხოდ კიდე დავალება მივიღე, ვინ მრჯიდა ნეტა :) ნუ, არ დავიკიდე რა თქმა უნდა და ბარემ ისიც გავუკეთე კეთილსინდისიერად ხო და რას მოვაყოლე ეხლა ეს, დღეს არ ავმდგარვარ ამ სკამიდან ფაქტიურად და დღის ბოლოს, სახე რომ არ გაქვს და უცებ პროფესიულ ხუმრობას რომ მოისმენ... არ შემეძლო არ დამეწერა ეს დიალოგი, ვინმე მაინც დაამუღამებს: - ჰე ტსუ (დააცემინა ერთმა) - მილიონი - с НДС или без НДС? :)))) კარგი შაბათ-კვირა ყველას :)

რა ვიცი, რა ვიცი...

აი ასე, შემთხვევით გადავაწყდი, უფრო სწორად, წამაკითხეს, რა. მე არ მიპოვია. უბრალოდ ნებართვა ავიღე, შენს ნაპოვნს მეც გამოვიყენებ მეთქი :) რა ვიცი, განსაჯეთ თავად, რამდენად სწორია, ისე, არის რაღაც დამაფიქრებელი ამაში... Нет в мире ни Добра ни Зла. Есть только добрые или злые намерения, которые движут людьми. Все остальное - неумение предвидеть последствия или, как говорят люди, Судьба... Лора Андерсен. Дети Вечности

დღეს თოვდა

ამინდია საოცარი! მართლა! ჯერ შუადღისას გავედი ცოტა ხნით, საქმეზე, აქვე, ფეხით და მინდოდა რომ ასე მევლო დიდხანს, და რა თქმა უნდა აღარ მინდოდა უკან ამობრუნება :) კი, ცივა, ციოდა და ცივა, თან მზეც არ იყო როცა გავედი, მაგრამ რაღაცნაირად სუფთა იყო ჰაერი და იყო რაღაც დამამშვიდებლი და დადებითი, ჰაერში... აი, სიამოვნებით ვიბოდიალებდი ფეხით დიდხანს და უმისამართოდ, ისე, რომ არ გელოდებიან, მშვიდად რომ ხარ და არაფერზე ფიქრობ. უბრალოდ რომ ხარ. ხანდახან ასეც საჭიროა. და უცებ მივხვდი, რომ მაინც მაგრა მიყვარს ზამთარი. მთავარია ქარი არ იყოს. ხო, გეყვარება აბა რაო, მეტყვიან, თუ სადაც ხარ იქ კომფორტიაო... ნუ, სამსახურში более чем თბილა, მცხელა მე პირადად და ძალიან მსიამოვნებს გარეთ გასვლა და მერე გარედან სახემოყინულს შიგნით შემოსვლაც :) სახლშიც არა უშავს, თბილასავით, თუმცა ჩემს საძინებელში პინგვინების სამფლობელო უფროა ვიდრე ადამიანის, მაგრამ არც ეს მაწუხებს ჯერ - ჯერობით და როცა შემაწუხებს, გადავჭრი ამ საკითსაც უპრობლემოდ ისე, რა მაინტერესებს, იცით, ცუდია, იმპუსლური რომ ხარ ადამიანი? არა, ფეთქებადი არა,

Night & Snow

Image
taken by Dv0rsky

night & snow

Image
taken by Dv0rsky გაგრძელება იქნება... :)

ხო, რა...

არა, აღარ უნდა ჭამო როცა გრძნობ რომ გული გერევა. შეიძლება გიყვარს ეს საჭმელი, თუ სასუსნავი, არ აქვს ეხლა მნიშვნელობა და არის, დევს და გინდა რომ ჭამო, იმიტომ რომ გიყვარს და იცი რომ უნდა გინდოდეს, მაგრამ გული თუ გერევა უკვე, უნდა შეწყვიტო ჭამა, დროებით მაინც, გაწიო გვერდზე... დაიცადე. და მერე მიუბრუნდი. თუმცა, მერე შეიძლება აღარ იყოს. შეიძლება სხვამ შეჭამოს, თან ისე, რომ არც კი უნდოდეს, ეკიდოს ეს საჭმელი, ჭამოს იმიტომ რომ უბრალოდ დევს, საჭმელია, რა, და რატომაც არა. შიმშილი დაიკმაყოფილოს უბრალოდ. ნუ, ამ შემთვხვევაში ვეღარ შეჭამ. და დაიკიდებ. ან შეიძლება ისევ დაგხვდეს. და ისევ მოგინდეს და უკვე ძველი გემო ჰქონდეს, ან კიდევ უფრო უკეთესი, აი ისეთი, დიდხანს რომ დევს და უფრო რომ უჯდება საკმაზი საჭმელს და უფრო გემრიელი რომ არის და ჭამო. ანუ უბრალოდ აღარ მოგინდეს საერთოდ. მიხვდე რომ აღარ გიყვარს ეს საჭმელი, აღარ გინდა და ვსო. უკეთესიც არსებობს, ან შეიძლება უარესი მოგინდეს. კაცმა არ იცის. მაგრამ ეხლა, თუ გრძნობ რომ გემო შეცვლილი აქვს, თუ გრძნობ რომ რაღაც ნი ტოა, თუ გულს გირევს და ის არ არის, რისი

ორშაბათის დილა

დიახ, ფილმია ასეთი, ოთარ იოსელიანის. რამდენიმე წლის წინ ვნახე კინოფესტივალის გახსნაზე, თუ დახურვაზე... და საერთოდ, რა აქტიურად დავდიოდი იქ მაშინ და რა კარგი იყო... ხო, მოკლედ, რამდენადაც მახსოვს, კარგი ფილმი იყო, სხვანაირად ალბათ არც შეიძლება... :) და ეხლაც ორშაბათი დილაა :( და სულ არ არის ეს კარგი, მით უმეტეს, როცა უკან მოიტოვე საკმაოდ კარგი და გრძელი უიკენდი. ფაქტიურად პატარა ”შვებულებუკა” იყო :) და იცი რომ ასეთი სამდღიანი დასვენება კიდევ დიდი ხანი არ იქნება და წინ კი მთელი სამუშაო კვირაა.... მინდა, მინდა ჩემი საკუთარი საქმე, რომელსაც მშვიდად და როცა და როგორც მინდა ისე გავაკეთებ და ჩემს თავზე ვიქნები მხოლოდ დამოკიდებული, იქნება საინტერესო და რა თქმა უნდა შემოსავლიანი. მოკლედ, ძალიან მაგარია ”ჩემი თავი ჩემადვე მეყუდნეს” ამბავი, რა... ხო გესმით, რაც არ უნდა მოგწონდეთ სამსახური და რაც არ უნდა კმაყოფილი იყოთ გარემოთი, საქმით, იმით რომ თვითრეალიზაციას ახდენთ და რომ საჭირო ხართ, მაინც სხვაა შენი, საკუთარი... ნუ, მე ასე ვთვლი და დიიიდი იმედი მაქვს რომ ეს ოცნებად არ დარჩება და ოდესმე... რა

Андрей я алкаш?!

თავი მაქვს ცოტა არ იყოს დამძიმებული და ძალიან მეზარება სამსახურში ყოფნა. გარეთ მირჩევნია, მიუხედავად იმისა რომ წვიმს. სამაგიეროდ ჰაერია კარგი. ხო, ნუ გუშინ საღამოს ღირსეული თანამეინახეობა გავუწიე ორ მამრს :D არყითა და ტომატის წვენით... :) და არც დავმთვრალვარ, არც ცუდად გავმხდარვარ და დროც კარგად გავატარეთ ყველამ. და გამოვიძინე კიდეც, რაც სულ მაკლია, მაგრამ ეხლა მაინც მეძინება :( და საერთოდ, რამდენი რამის დაწერა მინდოდა და რამდენჯერ, მაგრამ პირობები არ მაქვს... და მერე - მერე ვეღარ ვწერ, მერე ამის დრო აღარ არის, მერე აქტუალური აღარ არის და ა.შ. არა, რაღაცეებს დავწერ მაინც, მე კიდევ დავწერ... ისე, ის რუსული ფრაზა გახსოვთ საიდან არის?! :P და პასუხი ამ შეკითხვაზე? ესეც გახსოვთ? ძალიან მაგარი ფილმია ნამდვილად :)

.......

გახუნდა, ხალხო, ეს ყველაფერი, გახუნდა... :( ეხ...

კვირა საღამო

კონიაკი, ცოტაოდენი ძვეეელი, ძალიან გემრიელი კონიაკი ტკბილეული ხალხი - ახლობელები და ცოტაც - ახალი სახე(ლ)ები საუბრები - პოლიტიკაზე და არა პოლიტიკაზე, საინტერესო ანეგდოტები - კარგად დავიწყებული ძველი და ცოტაც - ”პახაბნი” მაგრამ სასაცილო :D ტელევიზორი - ისეთი დოზით, რომ ურთიერთობებს არ უშლის ხელს, პერიოდულად ხმაჩაწეული და საერთო შეთანხმებით - ხმააწეული სიცილი და დასვენება მეორე დღეს - ორშაბათი...