Posts

Showing posts from June, 2008

არა?! ;)

და მაინც იგი ბრუნავს! ბრუნავს, აბა რაა, ისევ ორშაბათია :) გუშინ ვფიქრობდი, ის კი არ მინდა რომ მე არ ვმუშაობდე მეთქი, არა, მინდა რომ სულ შაბათ-კვირა იყოს, ხშირად იყოს დღესასწაულები და დასვენების დღეები და შიგადაშიგ - პარასკევი :))))) (არ მახსოვს დავწერე თუ არა უკვე, კვირის ასეთი მოდელი რომ გვქონდა შემუშავებული მე და ჩემს მეგობარს - პარასკევი, შაბათი, კვირა, შაბათი, კვირა, შაბათი, კვირა :))) ) პატარა ”შვებულებუკები” რომ გამოდის ხოლმე ხშირად, ამაზე ვაფანატებ :) უსაქმურობა კი არ მინდა, უბრალოდ დასვენების დღეების განწყობაზე ვგიჟდები :P :) я ясно выразилась? :))))

scheisse

არაჩვეულებრივი დღე. ასეთივე საღამო. ბევრი დადებითი მუხტი და.... ღამე უცებ...... ჰოლანდიამ წააგო :( ....................................................................

ფაქტი. მოვლენა. no comment

ადგილი - კალა. გარეთ დრო - დღეს (ანუ გუშინ). gegen 20:00 ფაქტი/მოვლენა - пугающий приступ счастья მიზეზი - (ამო)უცნობია

მესმის, ხო, მე მესმის

მე მესმის. ხო, მესმის. ის, რომ შეიძლება ადამიანით აღფრთოვანებული იყო, ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი მოგწონდეს, გიჟდებოდე კიდეც ხანდახან, ობიექტურადაც და სუბიექტურადაც იხიბლებოდე, მაგრამ არ გიყვარდეს და პირიქით - არ მოგწონდეს ბევრი რაღაც, ხან - ძალიან ბევრი, სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, მაგრამ გიყვარდეს . შეიძლება ხანდახან გიჟდებოდე კიდეც. შე ყვარებული შეიძლება არ იყო მასში, მაგრამ გიყვარდეს , მშვიდად. შე ყვარებული უფრო პირველ შემთხვევაში უნდა იყო. ალბათ. ან ამ შემთხვევაშიც - რაღაც ეტაპამდე. განსხვავებას ვგრძნობ ამ ორ სიტყვას შორის. მე მესმის. მე ბევრი რამე მესმის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ - ეს უკვე აღარ ვიცი. თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. დავიკიდე, ბევრი რაღაც დავიკიდე, იმიტომ რომ არ დავირღვიო ეს არაჩვეულებრივი განწყობა :)

ვაააა :P

Image
აი ზუსტად ასეთია ჩემი ველური სიმბა :P ნუ, ვიცი რომ ვერ იტანთ, ხო, მაგრამ მე მიყვარს და რა ვქნა ახლა, თან ძალიან მიყვარს :)))

просто улыбнись :)

რა მჭირს დღეს?! არა, რაღაც მჭირს ამ ბოლო დროს და დღეს განსაკუთრებით :) გქონიათ (ნუ, რა თქმა უნდა გქონიათ) ასეთი შეგრძნება, სავსე რომ ხარ, კი არა და გადავსებული რაღაც დადებითი მუხტით და იმდენად кипит это რომ ფიქრობ რამე არ მოხდეს, ფიზიკურად გრძნობ რომ ეხლა შეიძლება ცოტაც და ან აიწიო ჰაერში, ან რაღაც მოხდეს გარშემო, ან არ იცი, რა... ხანდახან ეს წინათგრძნობაა (ყოფილა ასეც, რაღაც ძალიან კარგის წინათგრძნობა), ხანდახან უბრალოდ ისეა და მერე რა :) ბრმას თვალებს რომ აუხელენ და ყველაფრის დანახვა უხარია, ყველაფერს ეხება და იღიმება, ასე მჭირს: я вижууууу! :)))))) - ასე :))) მგონი სიკვდილის წინა ბოდვაააა :)))) предсмертная агония :)))))) ვგიჟდები ჩემი მეგობრის დიიიდ აივანზე და ზაფხულის არჩვეულებრივ საღამოებზე იქ (ეს გუშინდლიდან გამოყოლილი განწყობაა). გუშინ ღამე იქიდან მოვდიოდი და გზაში ძალიან მომაწვა ემოციები. უცებ მივხვდი რომ მინდა ასე იყოს სულ და ძალიან გული მწყდება უკვე, რომ ბევრი რაღაც ჯერ კიდევ წინ კი არ მაქვს, არამედ უკვე უკან არის... და დაშვებაც კი არ მინდა იმისა, რომ აღარ იყოს ოდესმე ის, და

!@#$%^&*()_+{}|":?><,./';[]=-`~

ფოტოაპარატი მინდა. და ფოტოგრაფი, პირადი (თავისი ფოტოაპარატით) :)

7 ივნისი, ანუ ერთი ჩვეულებრივი(?) შაბათი

შაბათი დილა. 10 საათიც არ არის ჯერ და შენ უკვე საქმეზე იყავი და ახალი გამოსული იქიდან, ოდნავ შესამჩნევად იღიმები და არ ჩქარობ, მშვიდად ფიქრობ სად წახვიდე. უკვე არ გეშლება ნერვები იმაზე, რომ შაბათს ადრე მოგიწია გაღვიძება. სამაგიეროდ ეხლა გრძნობ რამდენი დრო გაქვს კიდევ და კიდე იმ ხიბლს გრძნობ, ასეთ დილებს რომ აქვს. ცოტა ზარმაცი, ახალგაღვიძებული, сладостный განწყობა ჰაერში. გიყვარს შაბათ-კვირას დილით და დღისით ქალაქში მოძრაობა. არა, რა დროს სახლია და გახსენდება წვრილმანი საქმეები, რასაც კვირის მანძილზე ვერ აკეთებ და ეხლა კი - სიამოვნებით. გზად შენი საყვარელი სასუსნავის ”დირკა”. ყველაზე გემრიელი ”კარტოშკა” თბილისში. მარაგს იღებ და ავტობუსიგნორფეხითსიარულმინდაგადაწყვეტილებით მისეირნობ. ჰმ. კიდევ ერთი ”ისტორიული მომენტი”ს მომსწრეც გახდი. ამოვიდა ეს ისტერიულ-ისტორიული მომენტები ყელში. ზედმეტად ისტორიულ დროში მოგვიწია ცხოვრება. საშინლად ისტერიული ხალხი ვართ და საშიბლად გაღიზიანებს ეს ისტერიულობა.... აი, ამას რა უნდა ამ დროს აქ? მოცლილია... მეზარება ნახვა. და გზას აგრძელებ. ”ისტორიული მომენტი”

რა დავარქვა ამას.... :)

ხოოო.... და იმას ვამბობდი რომ... ხომ აღვწერე ჩემი წარმოსახვა ერეკლეს ქუჩაზე ჰამაკის შესახებ. აღარ გავიმეორებ. და წარმოიდგინეთ, რა მომივიდოდა, როცა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, გუშინწინ, შაბათს, სიონისკენ მიმავალმა ჩავუარე ერეკლეს, გავიხედე და............... ჰამაკები დავინახე :) მერე ვფიქრობდი ხომ არ მომეჩვენა მეთქი :) მაგრამ აშკარად არ მომჩვენებია, ქუჩის დასაწყისში (თუ გინდათ ბოლო დაარქვით), ორი - სამი ჰამაკი ეკიდა... ხო, რა ქვია ახლა ამას?! :)

imagine....

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ weekend-ზე ერეკლეს ქუჩაზე ღია კაფეში ჯდომისას გაჩენილი ასოციაცია - (საკუთარი კომენტი გადმომაქვს ქეთას ბლოგიდან ჩემთან, უკვე პოსტის სახით, დამატებებით :) ) სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიყავი სადღაც ისეთ ადგილას, სადაც ცოტა ხანში შემეძლო ავმდგარიყავი და ჰამაკში გადავმჯდარიყავი წიგნით ხელში. ღამე, ან საღამო, ისევ ის დრო და ისეთი განათება, როგორსაც ქუჩის ბოლოში ვხედავდი, საზურგეზე გადაწოლილი რომ ვწევდი სკამს და გავხედავდი ხოლმე ქუჩას.და არსად არ მეჩქარება, არც დღეს და არც ხვალ არსად არ ვარ "წასასვლელი", საღამოები იქნება ასეთი მშვიდი და მხიარული, იქნება ნაცნობი და უცნობი ხალხი, იქნებიან მეგობრბები და იქნება სიცილი, იქნება მუსიკა, და როცა მენდომება, ისევ გადავჯდები ჰამაკში წიგნით ხელში.... სადღაც ახლოს ზღვაა, ძალიან ლურჯი და მშვიდი, პატარა ტალღებით... You may say that I'm a dreamer But I'm not the only one... პ.ს. ფოტოს ვეძებ, ჩემს ასოციაციას რომ შეესაბამება და მოერგება, ისეთს და ჯერ ვერ ვიპოვე... მერე დავდებ. იმედია

:)

Image
originally uploaded by Тамара

ნუ, მიყვარს, და რა ვქნა :)

მმმმმმმმმმმმმმმმმმმინდა ძალიან, აი ეხლავე, не отходя от кассы აღმოვჩნდე სადმე მზიან ლამაზ ქუჩაზე, ან პარკში, თუნდაც აქვე, გელოვანის ბაღში, ერეკლეზე აღარ ვოცნებობ :) სკამზე, სკამეიკაზე, ოდნავ ჩაცურებული ვიჯდე, ფეხები გაშლილი და გადაჯვარედინებული, თავი ოდნავ უკან გადაგდებული, მზეს მიფიცხებული და ხელში ოქროსფერი ალპენ გოლდი, გვერდზე კი ერთჯერადი ჭიქით ყავა ან ცხელი შოკოლადი... მმმმმ... :) ეს ბოლო ორი ინგრედიენტი მაქვს, მაგრამ ორივე სამუშაო მაგიდაზე მიდევს, კომპის აქეთ იქით და უკვე იმას ვფიქრობ, რომ დამთავრდება ეს ალპენ გოლდი, მერე რა მეშველება მეთქი... :)

во так :)

არის რაღაცეები, რასაც ვერასოდეს გავიგებთ, ისე იყო თუ არა, როგორც ჩვენ გვეგონა. ვერასოდეს გაიგებ, შენი ქალური ინტუიცია ცდებოდა თუ არა, მართლა დაინახე თუ არა ის პატარა გაელვება, რომელიც იმან არ გააღვივა იმ მიზეზით, რომელიც შენ კარგად იცოდი და ის ალბათ კარგად ხვდებოდა. ეს ისეთი რაღაცეებია, რასაც არც კი ყვები, იმიტომ რომ მოსაყოლიც არაფერია, მხოლოდ შეგრძენებებია ეს და მხოლოდ ორი ადამიანი ხვდება. ეს ცხოვრების უმნიშვნელო დეტალებია, რომლებიც უბრალოდ ღიმილს იწვევს და მერე გავიწყდება и которых мы обойдем молчанием... რამ გამახსენა... :)

რემონტი დასასრულს უახლოვდება

Image
ხო, რა, ევრორემონტი მქონდა :) თუ რაც არის. სინათლე და ყვავილები დავამატე :) არ მომწონდა ის ფონი და საერთოდ შეცვლა მინდოდა და განათება. ნუ, კაპიტალური ნაწილი მორჩა და ისე ცვლილებები იქნება პერიოდულად, ისე ვერ მოვისვენებ :) როგორც ქვემოთ, კომენტარებში აღვნიშნე, შუა რემონტის დროს ვიღაც უცხო ბლოგერი მომადგა: მალიარი ხარ, გოგო-ო?! :) ვარ, როცა საჭიროა ვარ :) ვერ ხედავდით ფანჯრებზე გაზეთები რომ მქონდა აკრული და საღებავის წვეთები ჩანდა? ახლაც ცოტა დასალაგებელია, მაგრამ შემოისვლება, ტვორჩესკი ბესპარიადაკ ასატანია :) რამდენი რაღაცის დაწერა ვერ მოვასწარი და რამდენი განწყობის გადმოცემა ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი - მხატვარი რომ ვიყო, ჩემს შემოქმედებაში ეხლა ”ოქროსფერი პერიოდი” იქნებოდა მეთქი. ოქროს ხანის პონტში არა, უბრალოდ ოქროსფერი პერიოდი. აი როგორც მაგალითად... მმმმ... მაგალითად პიკასოს,კადნინსკის - ცისფერი პერიოდი :) რაღაც ასე ვგრძნობდი თავს :) ოქროსფერებს ვგრძნობდი ჩემს ცხოვრებაში, და მზის ფერებს. და ამის დაწერა ვერ მოვასწარი. ახლა ვწერ :) კიდევ არის რაღაცეები, რასა ვერ ასწრებ კი არა არ წერ. კი