Posts

Showing posts from July, 2008

გუდიანი პოსტი

დიდხან ვიყვირო კიდე ასე - ააააააააააააააააააააარააააააააააააააა! არ მინდა, ნუ მეუბნებით, ნუ მიყვებით, ნუ მაკითხებთ, ნუ ლაპარაკობთ, ააარააა, არ მესმის, არ მაინტერესებს! აააააარააააა! თვალდახუჭულმა და ყურებზე ხელებაფარებულმა? და თან სისულელეებს ვმღერი, რომ არ გავიგო, პატარა ბავშვები რომ აკეთებენ ხოლმე - ისე ნუ, ეს ცოტა გაფორმებულია. ობრაზნა ვირაჟაიას.... მაგრამ შინაარსი - ეგ არის, რა ნუ, ძალიან გასაგები პოსტია! :))))) ამ.ჩმ.ფხ. თუ არც არის გასაგები, რა გასაგებად წერა რომ დავიწყო ამ ყველაფრის... აუუუუ! შორს კი არა... არ ვიცი სად წაგვიყვანს და არც არაფერს მოიტანს. ასე რომ მკიდია. მკიდია - ეს რაღაც დიდი გუდაა, სადაც თავს ვუყრი ნელ-ნელა ბევრ რაღაცას... პროსტა ასეთ ხასიათზე ვარ

მ......

მ შია მ ტკივა მ ინდა არ მ ინდა მ ეზარება მ იხარია მ ტკივა ი მ იტომ მ ომბეზრდა მ ომენატრა მ შია მ ინდა მ ტკივა ............

ისე. პატარა პოსტი

არ ვიცი რამ გამახსენა და რატომ ამეკიდა ეს ფიქრი, მაგრამ ამეკიდა. დილიდან ამეკიდა გაგა ნახუცრიშვილის ერთი ლექსი და საერთოდ, გაგა ნახუცრიშვილი - ეს სახელი და გვარი და სახე. არა, პირადად არ ვიცნობ, თუმცა მგონია რომ ვიცნობ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანისგან ბევრი რაღაც მსმენოდა მასზე, ერთი პერიოდი აქტიური კონტაქტის დროს. დრო იყო თითქოს სხვანაირი. მაშინ სხვა ადგილებში დავდიოდით. სხვანაირი საღამოები იყო თითქოს. და მეტი... არ ვიცი რა იყო მეტი. მეტი სიცოცხლე, თუ მეტი მოლოდინი თუ მეტი უდარდელობა და იმის შეგრძნება, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ხო, კიდევ პატარა ვიდეო გამახსენა, სადაც გაგაც იყო გადაღებული და თავის ლექსებს კითხულობდა მთვრალი :) მოკლედ, გვყავს ახალგაზრდა პოეტები, ნიჭიერი ადამიანები. და წიგნი გამახსენდა კიდე, გაგას წარწერით. ეს ლექსი, რაც ქვევით არის, არ მახსოვდა. ისე ვიპოვე და მომეწონა. ვდებ. *** მე შემეყარა სევდა ვით სურდო, არ მინდა ვწერო, მინდა ხაზები ღამეს სიჩუმე მოუნდა უფრო, ღამეს სიტყვებით გააბრაზებენ. დროიდან დროშა, ახლა თუ შემდეგ, სინამდვილე

Österreich. Wien. Prater. Riesenrad

Image
რა დავწერო? რომ მაგრად მენატრება იქაურობა ხანდახან?! რომ ჩასვლის წუთიდან შოკირებული დავდიოდი ქალაქში, და ვერ ვხვდებოდი, როგორ შეილძება ასეთი არაჩვეულებრივი ყოფილიყო გარშემო ეს ყველაფერი?! არა, ხამივით არა :))) ევროპაში მაშინ მეორედ ვიყავი და ასე რომ ”საქართველოს იქით ყველაფერი მაგარია” ნამვილად არ დამმართნია :) უბრალოდ მართლა საოცარი ქალაქია, უზარმაზარი და თან ძალიან... არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო. აი მაშინვე მიმიღო თითქოს. მაშინვე ჩემი გახდა. ცივი არ არის (რასაც ვერ ვიტყვი ზოგიერთ სხვა ასევე ძალიან შთამბეჭდავ, მაგრამ რა ვიცი, მე რომ იქ ვერ ვიცხოვრებ ისეთ ქალაქებზე ;) ) დავდიოდი და ეხლა გადავირევი მეთქი ვიძახდი. სრულიად განსხვავებულია ყველაფრისგან, რაც მანამდე მენახა (ბევრი არ მქონდა ნანახი შეიძლება, მხოლოდ გერმანიის რამდენიმე ქალაქი, მაგრამ თუნდაც რაც არა მარტო პირდაპირ, არამედ ფოტოდან ან თუნდაც ტვ-ში მენახა, ასეთი არაფერი იყო მანამდე). ულაპარაკოდ დავრჩებოდი დიიიდხანს და რაც მთავარია, მეორე ჩასვლაზეც არ გამნელებია ეს გრძნობა. მაშინ კიდევ უფრო ჩემი იყო თითქოს. სხვა ქალაქებზე არ მინდა შევ

ჩიკაგო!

Image
ეს სურათები მეგობარი და მეგობრის მეგობარი ბალერინებისგან ”მოვიპარე” :P ;) გასტროლების დროს აქვთ გადაღებული და მოვიხიბლე :) კვერცხის ფორმა აქვს, და თან ერთ ადგილას შეღრმავებულია, შედიხარ თითქოს და ირეკლავს მთელს (! :D ) ჩიკაგოს. მიყვარს თანამედროვე ხელოვნების ასეთი... ნიმუშები არ მინდოდა მეთქვა :)))) მაგრამ... მმმ... Artefakt! მოკლედ, ხომ მიმიხვდით?! :) ისე, იდეაა! მოვძებნი ჩემს ფოტოებშიც და საერთოდ, სხვაგანაც და დავდებ, მსგავს ფოტოებს

Дожить бы до отпуска

Дожить бы до отпуска შედით აქ აუცილებლად, გადმოწერეთ და დააყენეთ სქრინსეივერი და მერე, როცა ჩაირთვება, დააჭირეთ თავებზე ოფისში მომუშავე ხალხს სათითაოდ და დააკვირდით კარგად ;) :)))) ნუ დანარჩენს თქვენ თვითონ მიხვდებით приятного просмотра! :)

1 2 3 4 5 ...

კარგი საღამო იყო გუშინ, და ეს გუშინვე მინდოდა დამეწერა, მაგრამ თავი არ მქონდა (პრინციპში არც ტრაკი) 1 - დაბადების დღე (არა ჩემი, მეგობრის), რომელიც მეორე წელია ზუსტად იგივე ფორმატით აღინიშნება, დაჟე დეტალები გამახსენდა შარშანდელი ისეთი ”დამთხვეული”, რომ დაჟე ჟუტკა სტალა :)))) უბრალოდ პერსონაჟები იყო ზოგი შეცვლილი 2 - უფრო კარგი იქნებოდა, სახლში მოსული ცუდად რომ არ გავმხდარიყავი და ახლაც რომ არ ვიყო ცოტა არაკარგად. რატომ? : წითელი ღვინო, რომელიც მოგვიტანეს საჩუქრად, ზა სჩოტ ზავიდენია, მაგრამ ის მაინც მოეტანათ, რაც შევუკვეთეთ. ბევრი არა, ერთი ჭიქაც არ დამილევია მთლიანად, და ეგ მიკვირდა, ასე როგორ იმოქმედა მეთქი. სიგარეტი - ძალიან ბევრი სიგარეტი, განსაკუთრებით ბევრი იმ ფონზე, რომ 2 თვეზე მეტი არ ვეწეოდი და ბოლო ორი კვირა კი ძალიან იშვიათად და ძალიან ცოტას. და გუშინ გადავწყვიტე, რომ დროა ისევ ვიყიდო თვითონ (მე თვითონ ვერ ვიტან, როცა ამბობენ არ ვეწევიო და სულ ვიღაცის სიგარეტს ეწევიან), ხოდა ვიყიდე და რა თქმა უნდა ტრადიციისამებრ ძალიან ბევრი მოვწიე, ავინაზღაურე ის ორი თვე, თან პროცენტით ავინ

ძველი ღამეული ბოდვა

თვალდახუჭული თითქოს ხედავ სილუეტებს ნაცნობ საგნების იმასაც ხედავ, როგორ შემოდის შუა ოთახში ქარის თითებით მოფრიალე ფარდა. და შენ არ გძინავს ამ სიფხიზლეში არის რაღაც ველური და ამ სტრიქონებშიც აზრი უაზროდ გადმოცემული და ჩაქსოვილი; არ ეკარება შენს თვალებს რული და ”დახუჭული ფართოდ თვალებით” აგრძელებ წერას შუა ქალაქში რა უნდა ამ ხმას? ასე ნაცნობი, არეული მანქანების ღამეულ ხმებში ჭრიჭინის ხმაა... ჩაქსოვილი ქარის ტირილში. და უფრო მაგრად თუ დახუჭავ თვალებს, იცოდე, რწევით წაგიყვანს ეს ჭრიჭინი სულ სხვაგან შენ ცოტა შეკრთი: ირეალობის ხიბლი უეცრად ქრება, როცა პირისპირ ეჯახები მას რეალობაში. და რჩება შიში თან გული გწყდება, რომ კიდევ ერთხელ ვერ დაძლიე და დარჩი აქვე, სადაც ისევე ხელშესახები და ისევე ჩვეულებრივი გხვდება საგნები. ის კადრი კი ფერმკრთალდება და ბოლოს ქრება...

Она - 13 (8)

. 1-13 შიგნით ურტყამდა, შიგ გულში. ბასები (?). თან გადაჩვეული იყო. ’რამდენი ხანია ასეთ ადგილას არ ვყოფილვარ’. თვალები დახუჭა და ცოტა ხანი ასე გაჩერდა. გრძნობდა მოძრაობას. გარშემო. რაღაცნაირად შენელებულს და თან გიჟურს. გაახილა. ’ვერ ვიტან, რა, ამ განათების ხარჯზე წყვეტილად რომ ჩანს მოძრაობები და სახეები. იდიოტურად ლამაზი. უშნო. სულელური. ცარიელი. დაექსტაზებული. წაშლილი. არაფრისმთქმელი. ისევ დახუჭა და ჩაება. ასე ჩაება. გიჟურად. სწრაფად. თავდავიწყება... იცლებოდა. ’ისე, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დასაცლელად’. უბრალოდ, როცა უცებ მოუნდებოდა, არასოდეს იყო ამის საშუალება და სიტუაცია, და დაგეგმილად ასეთი რაღაცის გაკეთება არ უყვარდა. განწყობა უნდა, რა... - არა, არა, ცარიელი წყალი! უ ლიმ ნოდ! - ძლივს გადაფარა, არა, რა გადაფარა?! ამ ხმაურს რა გადაფარავდა... უბრალოდ გააგონა ხმა, ”სტოიკაზე” ნახევრად გადაწოლილმა. მერე ჩამოჯდა. მაღლა იგრძნო თავი. მისაყუდებელი? უხ... თავით ანიშნა ამდლობა. აღარ ჰქონდა ყვირილის თავი. ნახევარი გამოცალა ერთბაშად. არა, მეტი. და საათზე დაიხედა. ’ნეტა როდემდე უნდა ვიყო აქ?

აწეწილი ფიქრები

ხომ შეიძლება ერთხელაც ვერ გაუძლო ადამიანმა ასეთ перепад-ებს, ხასიათისას ვგულისხმობ სადღაც ზევით ასროლილი, აღმატებულაჟიტირებულაღფრთოვანებულუმაგრესი და მერე უცებ - ბრახ, და... ამ და-ზე ძირითადად умалчиваю არ ვიცი, ან ისე ხდება რომ მინდა წერა და არ მაქვს დრო და საშუალება, ან თავს ვიკავებ. ხან ისე, ხან - ასე ეხლა თავი მტკივა, უკან, კეფასთან მიჭერს საოცრად, და საერთოდ, 2-3 დღეა ასეა. ხო, ნუ სამსახურში სტრესის და საქმის და დაძაბულობის გამო. ყველაფერი რომ ჩაივლის (და იმედია ჩაივლის და თან მალე), მერე მომეხსნება? არ ვიცი... ან შეიძლება ეს ყველაფერი უბრალოდ პროვოცირებას უკეთებს იმას, რასაც ვმალავ სიღრმეში, ჩემს თავსაც კი ვუმალავ და თუ არ ვმალავ, ისეთი ხალისით და იუმორით და სიცილით ვლაპარაკობ ამაზე, თითქოს ძალიან ბედნიერი ვიყო ამით :))) უბრალოდ, ერთხელ რომ გადაწყვეტ - ვსო, მე აღარ მინდა ცუდად ყოფნა, აააღარ და აღარც ვიქნები - მართლაც მორჩება ამით თითქოს, თუნდაც მიზეზი დარჩეს. და მერე ამ მიზეზს იღებ უბრალოდ, მშვიდად, ღიმილით და ხან სიცილით. შენს თავზე კაიფობ, ამ ყველაფერზე კაიფობ, აბა სხვა რა დაგ

სიცილის პახმელია

დღეს დილით აღმოვაჩინე ეს ტერმინი, ჩემთან, თავში, გულში, სულში, რავი, სადღაც შიგნით :) გამოვიგონე, რა. სიცილის პახმელია(ზე) ვარ/მაქვს :))) и так почти каждый день :) ერთი-ორი კვირის წინ ერთმა უმცროსმა მეგობარმა გვკითხა, მე და ერთ სხვა მეგობარს - თქვენს ასაკში ნეტა მეც ასეთი... აუ სიტყვა არ მახსენდება, რა თქვა, მაგრამ შინაარსი იყო ის, რომ მაგრა ვერეკებით, გიჟები ვართ, ძალიან მხიარულები და ცოტა არანორმალურები, თან განსაკუთრებით ეუცხოვა ეტყობა ეს ჩვენი ასაკისთვის. :))) რა თქმა უნდა კომპლიმენტად მივიღეთ ეს, ასეც იყო ჩაფიქრებული :) ხოდა ჩვენც ვეკითხებით ხოლმე ერთმანეთს, სულ ასე იქნება, თუ რამე შეიცვლება?! არა, არაფერიც არ შეიცვლება, ჩვენი ”საშველი” არ არის და ეს ძალიან მაგარია! ძა ლი ან! როცა შეგიძლია ადამიანმა ამდენი იხალისო, იხუმრო და იცინო, გულით, ჩაბჟირებამდე და ფორთხვამდე :) ეს ნიჭია და მადლობელი ვარ ამისთვის. მადლობელი ვარ იუმორისთვის და ასეთი მეგობრებისთვის :) მადლობელი ვარ ასეთი საღამოებისთვის. დღისით აფარებულ საქმიან ნიღაბს ვიგლეჯთ თითქმის ყოველ საღამოს და მერე გვიანობამდე ვსვამთ სი

Вечно молодой, вечно пьяный

Image
ein Glas neee, zwei Gläser ხო, რა, ორი ჭიქა (ოღონდ არა ღვინის, ისეთი, მაღალი, წვენის) წითელი გემრიელი ღვინო, როგორიც რომ მიყვარს და როგორიც რომ სულ გვაქვს სახლში და ძირითადად ჩემი ჰქვია :) და არ მეცილებიან. ხანდახან მეგობრებთან ერთად თუ დავლევ (არა. ჩემი ღვინო და ჩემთან სახლში დალევა ჩემს მეგობრებთან ერთად - ეს დიდი ხანია არ ყოფილა. ყველაფერი ეს სხვაგან და სხვანაირად უკვე). და როგორი ვარ? როგორი ვარ და ცოტა ნასვამი (არა, მთვრალი არა ნამდვილად), საკმაოდ გამხდარი (მგონი უკვე საკმაოზე მეტად), საკმაოდ ქერა (?), მსუბუქ ხასიათზე მყოფი, ყურებში ნაუშნიკებით და სადღაც კუჭის სიახლოვეს ჯიბეში მობილურით (ვიცი რომ კიბოს აჩენს, მაგრამ наплевать), ჩართული რადიოთი და ცეკვით ვაცხობ ნამცხვარს, თან იქვე ჭიქა დევს, ჯერ კიდევ ცოტა დარჩენილი ღვინით და პერიოდულად ვწრუპავ. ხო, მართლა, ასე ვიყავი ცოტა ხნის წინ - გამონაკლისის სახით და მრავალფეროვნებისთვის სახლში შემოვრჩი საღამოს, არა და ჩემი დაუდგრომელი სული და ბუნება :)))) რაღაცას ითხოვდა, დახარჯვას ენერგია ერთად მოვაქციე და გადავწყვიტე შემოქმედებით ცხობაში დ

შენ(ა)ც, ბრუტუს?! (თუ მარტო მე?!) :)))

ჩვენს ბავშვობაში იყო რაღაც იდიოტური ანეგდოტი, მოლას ვირზე. ჭამას რომ გადაეჩვია, თუ გადააჩვია და ბოლოს მოკვდა, ზუსტად არ მახსოვს. არა, სიკვდილს ჯერ ნამდვილად არ ვაპირებ (მე ვინ მეკითხება ისე :)))) ), მაგრამ აი ჭამას კი გადავეჩვიე აშკარად (თუ არ ჩავთვლით პერიოდულად კალაბოკის ჭამის მწვავე სურვილს და ალკოჰოლით გამოწვეულ ჭამის სურვილს). გქონიათ ასეთი პერიოდი?! მე ხანდახან მაქვს ხოლმე და ახლა დამიდგა ისევ - ჭამა მეზარება საოცრად! ! ! აი უძალიანესად. და დღეს მაგალითად მხოლოდ ორი ჭიქა ყავა მაქვს მიღებული :))) და მეტი არაფერი. რაც მთავარია წარმოდგენაც კი არ მინდა იმის, რომ დავჯდე და რაღაც ვჭამო. ჩემი საყვარელი სასუსნავებიც კი არ მინდა. ცხელა და იმიტომ? არა და დღის დიდ ნაწილს სადაც ვატარებ, იქ არ ცხელა საერთოდ, ცივა, შეიძლება ითქვას. ხოდა მოკლედ, ამ ბოლო დროს როცა ვჭამ, ვჭამ მხოლოდ მაშინ/და იმიტომ როცა/რომ მახსენდება - მშიერი ვარ და ასე არ შეიძლება, შეიძლება ელემენტარულად გული წაგივიდეს და თან როცა გონებრივ სამუშაოს ასრულებ და საღი გონება გჭირდება, ერთელაც იქნება შეიძლება დაგებინდოს... ნუ რა სი

Она - 13 (7)

. 1-13 - ოდესმე თუ გადაწყვეტ ყვავილები მაჩუქო, ასეთი თაიგული არ მომიტანო, რა! - ბანძძია, ხო?! - ნუ, მე არ მიყვარს ასეთები - შენ როგორი გიყვარს, აბა? ...... და ა.შ. მერე მშვიდად ადევნებდა თვალს, როგორ გააჩერა, გადავიდა, დაბრუნდა: - იასამანს დაეკარგა ფერი არაფერი უკითხავს. ისედაც გასაგები იყო. გაჩერებისთანავე მიხვდა. როგორც ყოველთვის. ასე ხვდებოდნენ. უბრალოდ ჩაეღიმა. უკან მჯდომი ჩუმად უსმენდათ. აღარც გაოცება. აღარც შეკითხვები. დიდი ხანია ამ ყველაფერს უყურებდა და შეიძლება დაიღალა კიდეც. შეიძლება შეკითხვების თავი აღარც ჰქონდა. ან მიხვდა - აზრი არ ჰქონდა ...................................................................................................................................................... პირველად არ დაულევია. არც ბევრი. უბალოდ ის ცოტაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ შიგნით რაღაც დაძრულიყო, დნობა დაეწყო. ძალიან თხელი, ან გათხელებული ქსელი გაწყდა. ან აქამდე როგორ აკავებდა. ბევრი წვრილი, პატარა მრგვალი დაიყარა და გაიფანტა. სინამდვილეში არაფერი დაყრილა. სინამდვილეში - ტიროდა. დიდი ხნის

ესეც მკიდია უკვე (?) არა (?)

აუ ახლა აქ არ უნდა ვიყოოოოო აააააააააააარააააააააააააააააააააააა..... და მარტო არ უნდა ვიყოოო.... фу, блин.... სკოლაში რომ გვქონდა შეცდომების გასწორება, გახსოვთ?! ცხოვრებაშიც რომ იყოს რა მაგარი იქნებოდა :) მაგრამ არ არის, ან არ იცი შენი შეცდომაა თუ რა არის, ან თუ შენია, სად დაუშვი და რა, ან თუ ესეც იცი, გვიანია :) ვოტ სე ლა ვი (მეზარება კლავიატურის გადართვა გადმორთვა ენებზე :)))) )

მთვრალი არა ვარ, ეგოისტი ვარ მე! :))))

დავბოდიალობ ინტერნეტში, სახლში ახალ შემოსული არა, რას დავბოდიალობ, სად მაქვს ბოდიალის თავი, გალეწილი ვარ, მხოლოდ ძალიან ნაცნობ მისამართებზე შევედი, ყოველ დღე რომ იქ ვარ, ისეთზე, სახლში რომ ვარ, რა, ისეთზე... ხოდა რა?! არც რა უბრალოდ დიდი ხანია ასე არ დავმთვრალვარ, კოქტეილმა როგორ დამათრო, ა?! :)))) და რამდენი ვილაპარაკე და რამდენი ვისმინე და რა კარგი იყო, საერთოდ და მერე :))))))) მეცინება მერე მოვიდა მეგობრის ქმარი და მასთან ერთად ჩემი ძვეეელი სიყვ... უიმ, არა, რა სიყვარული (სიყვარული რა არის, ეგ მერე გავიგე, მაგის მერე) სიმპატია, რა :) და დავხვდით ჩვენ ბარში ეს ორი ნასვამი და მხიარული ქალი და გზაში გადავრიეთ მგონი. ნუ, მე ასეთი რომ არ ვუნახივარ ...-ს, ზუსტად ვიცი :) მაგრამ მაგრა მეკიდა :) ისევე როგორც პრინციპში თვითონ ...ც :) თუმცა ხელკავის გაყრაზე და ხელზე დაყრდნობაზე არ ვიტყოდი უარს (წონასწორობის შენარჩუნების მიზნით :)))) ), მაგრამ მხოლოდ დისტანციურად მამხნევებდა, ეტყობა მაინც დაკავებული მამაკაცის სტატუსის შელახვას გაურბოდა, თან ამდენი ხალხის დასანახად, რომელთა 90% ალბათ სახეზე მაინ

Она - 13 (6)

. 1-13 ჰაერი სიცხისგან ალაგ-ალაგ მკვრივდებოდა და უცნაურ ფორმებს იღებდა. მერე დნებოდა. ან რომელიმე შავკაბიანი ეჯახებოდა და ფიგურაც ქრებოდა, რომ მერე სხვა ადგილას და სხვა ფორმით დაენახა. ჰაერს ხედავდა... ’ესენი ეტყობა ვერ ხედავენ’ ”ესენი” ბევრნი არ იყვნენ. ალბათ 3-4. ხან ერთი გადაჭრიდა ეზოს და შევიდოდა - ში ან -ში, ხან მეორე, ხან... ’არ სცხელათ ნეტა?!’. თვითონვე გაეცინა ამ საყოველთაოდ გავრცელებულ შეკითხვაზე. - ვინმეს ელოდები? - წინ შავი გრძელი ”კაბა” ჩანდა. დაბალი, მშვიდი ხმა ცოტა დაგვიანებით დავიდა მის სმენამდე, გამოაფხიზლა და: - თქვენთან ვარ ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომლამდეც ”თვითონ უნდა მიხვიდე, დრო უნდა”. უბრალოდ უთხრა. თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ. - წამოდი, შიგნით შევიდეთ. ხმაში აშკარა დაღლა ეტყობოდა. არა ფიზიკური. ისე... მაგრამ нехотя ნამდვილად რ უთქვამს. შიგნით უცნაურად გრილოდა. და ცოოოტა, სულ ცოტა ბნელოდა. ’ჰაერი აქ სხვანაირია’ - გაიფიქრა. აქ არ იყო ფიგურები ჰაერში... ვიღაც მიესალმა. ”შავკაბიანი”. კიდევ ერთი. ძალიან ახალგაზრდა. 'რას ნიშნავს ძალიან ახალგაზრდა?!' - თვითონვ

Она - 13 (5)

. 1-13 Am letzten tag… ’არა, არის აშკარად რაღაც მათემატიკური ამ ენაში. მის გრამატიკაში. ’მართალია მატემატიკაზე არასოდეს გიჟდებოდა მაგრამ ეს ენა (შე)უყვარდა. გააგრძელა. ’ერთი თვეც და მორჩა. ან შეიძლება დაიწყო... ნუ, რა მნიშვნელობა აქვს. ცოტაც უნდა გავიჭირვო’ (რა იცოდა რამდენი რამ იყო წინ. რამდენი ვინმე. არაფრის აზრზე არ იყო ჯერ.). ”და პირველ უცნობს, ქუჩაში გამვლელს იასამანს და ღიმილს ვაჩუქებ” ეს ფურცელი რა თქმა უნდა ამოხია. არანაირ კავშირში არ იყო ლექსი და გრამატიკა. მუზა? გამოცდებისთვის მზადება ნაკლებად გამოდგებოდა მუზად. უბრალოდ გონება გათავისუფლებას ითხოვდა. დაწერა და ამოხია. დაივიწყა. ბოლო ორი კვირა უკვე ყოველ დღე უწევდა ამ გზის გავლა. ბაღი. დღეს ერთი დეტალი იყო დამატებითი. + იასამანი. ელემენტარული ყურადღება. წინა დღის დაბადების დღის... წითელი ქვიშა. ქვიშას ცეცხლი უკიდია. საღამოობითაც კი. და როგორ გინდა შენც არ დადნე და ცივი გონებით გააგრძელო ეს... - უკაცრავად! თითქმის შეხტა. ბიჭი იყო. ცოტა უფროსი. უღიმოდა. ბავშვიც. პატარა. - უკაცრავად, ძალიან მოეწონა თქვენი იასამანი - ბავშვზე ანიშნ

13 გრძელდება

გადავხედე 13 -ს. ჩემს ნაწერებსაც და კომენტარებსაც. და: არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი ex-თანაავტორი აგრძელებს თუ არა თავის ბლოგზე ამ ნაწერების (ანუ ჩვენი ex-ერთობლივი წიგნის - 13ის - თავისი ნაწილის) გამოქვეყნებას. მთავარია, ეს ხომ დაიწერა თავის დროზე. მერე კი გავჩერდი, მაგრამ გამოსაქვეყნებელ-დასადები დარჩა კიდევ ბევრი. და მთავარია, რომ ჩემია, მიყვარდა მაგრად ის, რაც დავწერე, ჩემი იყო და ვგრძნობდი, ერთი ამოსუნთქვით ვწერდი, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი როცა ეს თავში და სადღაც შიგნით დაგროვილი ქაღალდზე გადმომქონდა, რომ მოსწონდათ, ესეც ძალიან მიყვარდა, კითხვისას სახეზე დაკვირვება და კომენტების კითხვა მიყვარდა და ველოდებოდი. ახლა ამის დაწერა განსაკუთრებით ქეთას კომენტმა დააჩქარა - ”სულ მოლოდინის შეგრძნება მაქვს, ამას რო ვკითხულობ, ცის :) რატო არ ვიცი :)” ხოდა გადავწყვიტე გავაგრძელო :) ახალი არაფერი მაქვს, რაც დავწერე, ის უნდა გავაგრძელო. ველოდები კომენტებს (ბევრი არავინ შემოდის აქ, გაპიარება აკლია :))))) მაგრამ ვინც შემოიხედავს :) ) მოკლედ, ახლა გადავხედავ, აქ მაქვს თუ არა რამე, და თუ არ მაქვ

ვერ :)

აი, გავხსენი ახალი პოსტისთვის და რა... ვერ ვწერ ქეთ, კი მთხოვე, დაწერეო, შენს ბლოგზე კომენტებში მითხარი, მაგრამ რა ვქნა :) ვერ ვწერ ამაზე. შეიძლება სხვა დროს, ოდესმე, ან მალე... :) ან ცოტ-ცოტა ყველგან, სხვაგან სტრიქონებს შორის დავწერო. ასე მგონი თან, რომ სულ ვწერ, სულ იგრძნობა სადღაც ჩემი სათქმელი, მაგრამ ისე რომ ცალკე დავწერო - ვეღარ და რატომ, ეგეც არ ვიცი. იმიტომ რომ გაცივდა ეს ყველაფერი თუ იმიტომ რომ კაკ რაზ ძალიან ცხელი :) აზრზე არ ვარ. შემომეწერება პერიოდულა და ეს არის, რა :) ხო და ახლა რაღაც მინდა დავწერო, სხვა პოსტი. ზევით, რა
Image

მზეო, ამოდი! ამოდი!

საოცრად გამოცარიელებული ვარ. სიცარიელეში ვარ, როგორც სოსო იტყოდა. და მიპასუხებს ვინმე ვაჟა ზაზაევიჩის დარი - ძალიან კარგიო. ვერ ვიტან ასეთ მდგომარეობას. ვერ ვიტან. ცუდადაც კი არ ვარ. მირჩევნია მართლა ცუდად ვიყო და მაწუხებდეს რაღაც კონკრეტული, ვიდრე ასე... წინა პოსტები გადავიკითხე და საკუთარი თავის შემშურდა. რა მაგარ განწყობაზე ვიყავი. როგორ დავფრინავდი. ისე, უმიზეზოდ. და თან ბევრი მიზეზით. ყველაფერში ვპოულობდი მიზეზს ასე აღფრთოვანებულ-აღმატებულ ხასიათზე ყოფნისას. ხო და როგორც ყოველთვის ერთი ხელის მოსმით მოეღო ბოლო ამ ყველაფერს. საერთოდ ასე არის ხოლმე. ძალინ რომ კაშკაშებს, ძალიან მაღალი ძაბვაა და მერე ვერ უძლებს და ბჟუტვას კი არ იწყებს, უბრალოდ ქრება, ერთად და ერთბაშად ქრება ყველა ნათურა. მერე თვალს აჩვევ ამ სიბნელეს და უბრალოდ გახსოვს, რომ გაბრდღვიალებული იყო ცოტა ხნის წინ ყველაფერი და იცი, რომ ისევ მოვარდება დიდი ძაბვა და ისევ განათდება შიგნით ყველაფერი. მაგრამ მანამდე თვალს აჩვევ. მერე შეაჩვევ და შიგადაშიგ ინთება, ქრება, ინთება, ქრება. მოკლე შუალედებით. და ეს ყველაფერი უმიზეზოდ. და ც

იანვრის ჩანაწერი, ანუ ვითომ მონატრება ივლისის სიცხეში

ჯერ ყრუდ ჩაესმოდა საუბარი, მხოლოდ ალაგ-ალაგ სიტყვები ხვდებოდა ყურს გასაგებად. მერე გამოიკვეთა. თვალები გაახილა. ფანჯარასთან ჰაერი რაღაცნაირად შემღვრეული იყო. გამჭვირვალე და თან ხილული, თითქოს ხელშესახები. ’ეტყობა გამათბობელი ჩართეს’ - მოუძებნა ახსნა. ცოტა ხანიც იწვა გატრუნული. შეკითხვებს მხოლოდ უსიტყვოდ - ”უჰუ”-თი და თავის ქნევით პასუხობდა. ბოლოს წამოდგა, ხალათი მოიცვა და ტანსაცმელი გამათბობელზე მიაფინა. თვითონაც იქვე დადგა, ფანჯარასთან. ქვევით ქუჩაა. სახლები. მზიანი თუ არის დილა, ამ სახლების სახურავები განწყობას ქმნის. აუცილებლად მოგაგონებს... მმმმ... რომელიღაც ”ფიქჩერზის” ... კადრს... ”...” ფიქჩერზ სავმესტნა ს ... პრედსტავლიაეტ J ქალაქი რომ ჩანს, მზით განათებული, ზემოდან. переливающий свет на крышах. და ძალაუნებურად გეღიმება. ასეთი დილა იყო :) უფრო ზემოთ, ამ სახლებს მიღმა, ქუჩაა. გრძელი, ”traffic-voll”. სახლებს შორის ქუჩის მოზრდილი მონაკვეთი და ასახვევი ჩანს. იქ ძირითადად საკუთარი სახლებია. ’ქალია? კი, ქალია აშკარად. გრძელ წითელ ხალათშია გახვეული. ეტყობა იქვე ცხოვრობს. აი, ახლა ბუნკე