Posts

Showing posts from September, 2008

...в стране чудес?

"То ли колодец был очень глубок, то ли падала Алиса очень медленно, только времени у неё было достаточно, чтобы прийти в себя и подумать, что же будет дальше..." и что-же будет? времени и вправду достаточно, чтобы подумать об этом; только вот, все время откладываешь, или думаешь и не действуешь. а потом - окажется - уже нет времени...

”დოხლა”

Image
ეს ძროხა მოძრავია ოღონდ მე არ ვიცი როგორ უნდა დავდო, ისე რომ ანიმაციური იყოს, GIF :( ეეეჰ, კიდევ რამდენი რამე არ ვიცი... დოხლა იმიტომ, რომ ბავშვობაში ძროხას ”დოხლა”-ს ვეძახდი

Tрава у дома :D

Image
- ირაკლი, რა მინდა გკითხო! :))) რა მაინტერესებს, იცით, მშობლიურ მიწას განუსაზღვრელი ვადით მოწყვეტილი და კოსმოსის უსასრულობაში ჩაკარგულნი რომ უმღეროდნენ И снится нам не рокот космодрома Не эта ледяная синева А снится нам трава, трава у дома Зеленая, зеленая трава - ო ამ ბალახს გულისხმობდნენ?! :P :)))

Manao tupapau ანუ Spirit of the Dead Watching

Image
ხანდახან რაღაცის დაწერა რომ მომინდება, ვფიქრდები, ამაზე უკვე ხომ არ დავწერე მეთქი :) თემა შეიძლება ზოგადად განმეორდეს, მაგრამ მე რომ გავმეორდე, არ მინდა :) ანუ ერთი და იგივეს რამდენჯერმე ხომ არ დავწერ, თუნდაც რომ განწყობა ბრუნდებოდეს და თუნდაც არ ჰქონდეს ის ძველი ბევრს წაკითხული. ვისაც აინტერესებს, ძველ პოსტებსაც გადახედავს :) ხოდა მოკლედ, ამ პოსტის წერას რომ ვიწყებდი, გამახსენდა, გოგენზე რაღაც მეწერა უკვე. პოსტის სათაურიც გამახსენდა, ვიპოვე და თემა სხვა აღმოჩნდა, მაგრამ პოსტი თავისთავად ძალიან მესიამოვნა, დადებითი და მზიანი განწყობით სავსე იყო. ნამდვილად არ მახსოვს, რატომ, მგონი ისე, უბრალოდ, როგორც ხშირად მემართება ამ ბოლო დროს. მოკლედ, აი, ისიც, ყოველი შემთხვევისთვის :) ”მზე ოქროს ჩარჩოში” ახლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ პოსტს :) უბრალოდ გოგენის ერთ ნახატზე მინდა დავწერო. და ასოციაციაზე. ასე არ დაწოლილხართ? (в смысле პირქვე და ხელები ასე დაწყობილი). კი, ალბათ. მძინარე, შეიძლება - ნაკლებად. აი ასე შეიძლება დაწვე და ფიქრობდე ან არ ვიცი, ისე დაწვე და არ გეძინოს და გონება სადღაც იყოს. და

ძველი. old. старье. alt

*********** მე სულ არ მინდა დავწერო ქარზე რომელიც ახლა მართლა მინგრევს ოთახის კარებს და არც წვიმაზე, რომელიც ვგრძნობ, რომ უკვე გზაშია მე არც ის მინდა, ვისაუბრო რაღაც გრძნობაზე როცა არ ვიცი ეს გრძნობა ჩემთან ამ წუთებში რა შუაშია სიმშვიდე ჰქვია ამ ყველაფერს მაგრამ საიდან? ლექსები ჰქვია ამ სტრიქონებს მაგრამ როგორი? გადავახვიო ეს დღეები მინდა თავიდან ცხოვრების ხიდან ჩამოვწყვიტო ერთი ფოთოლი სულ ერთი წუთით, გევედრებით გავდგები განზე და ერთი წუთით თვალს შევავლებ ჩემს თავს გვერდიდან მაინც ვერ შევცვლი უნებართვოდ ვიცი, ვერაფერს გადაიზრდება სინანულში გრძნობა სევდიდან მერე ავდგები და ჩავკეტავ სახლის კარებებს ოდნავ გაღებულს დავიტოვებ სულის ფანჯარას შუქსაც ავანთებ, ეს სინათლე ვიცი ოდესმე ვინმეს ნამდვილად ჩაუსახავს იმედს პატარას... და მაშინ მართლა მიეცემა აზრი ამ გრიგალს და სიხარულის აირევა წვიმა ცრემლებში ”რა შუაშია?!” - აღარ ვიტყვი ავიღებ აკორდს ბედნიერების გადავჯდები მატარებელში

სულ პატარა მონაკვეთი, ერთი-ორი მონაკვეთი :)

მინდა სიმღერა აუუუუუუუუუუუუუუუუუ უცებ მაგრა მომინდა კი ვღიღინებ მთელი გზაა მაგრამ უფრო მინდა. ანუ რა ხდება - ჩემთან ვიყავით სახლში ასული მე და ჩემი თანამშორმელი და სადილის დროს დავლიეეეთ, აუ როგორ მიყვარს ეს დალოცვილი წითელი ღვინოოო, ფანტასტიური ღვინო და დავლიე ცოტა და მინდა კიდე და მინდა სადმე საკაიფოდ მოჯდომააა ხოდა რას ვღიღინებ? - "მთვრალი არა ვააარ, მთვრალივით კიიი დავიარეეებიიი გულში რამდენი ჭრილოობა მაქვს ნაიარეევიიი შენ რომ დამტოვოოო იცოდე ლოთად გადავიქცეევიიი ღვინოს დავლევ და მოგიიიგონეეებ, არ წავიქცეეევიიი იანვრის თვეშიიი, ჩემს სიცოცხლეშიიი არასოდეს არ გავყინუუულვააარ გრძნობის მორევში დავცურავდი და აარ ჩავძირუუულვააარ" ხოდა საქმეც იმაშია, რომ უმისამართოდ და გრძნობის გარეშე ვმღერი ეხლა ამას, მაგრამ გრძნობით, ვ სმისლე მგრძნობიარედ, რა :D და თან ფრიად მხიარულად :D ხო, დღეს ერთი შევკერე მგონი, შენს დაჩაზე წაგვიყვანე მეთქიიი :D ხოდა იმედია ონ სდერჟიტ სვაიო სლოვო. დილა იყო დღეს ძალიან დადებითი. ახალ გაღვიძებული სამსახური. ერთი-ორი ოთახის კარი ღია. ერთი-ორი თანამშრომელი მოს

ალტერნატივა საზღვრებს გარეშე

ზოგს შეიძლება არ მოეწონოს, ზოგმა შეიძლება მკრეხელობაშიც ჩამომართვას, და მე რა, ავტორს, ალბათ და მე იმისთვის - რომ მომწონს და აქ ვდებ... არა და მართლა ძალიან მომწონს, ყველაფერს რომ თავი დავანებო, ლამაზი ლექსია... და კიდე? რამ გამახსენა? ამ რამდენიმე დღის წინ მეგობართან აივანზე სხვა ბევრ წამოჭრილ თემათა შორის რელიგიური თემაც წამოიჭრა. ეხლა არ დავიწყებ მოყოლას, რაზე ვმსჯელობდით. უბრალოდ მაშინ გამახსენდა, ეს ალტერნატიული ხედვა იუდას საქციელისა, ლექსად გადმოცემული... თქვენთვის მომინდვია შეფასება. ყველას თავის აზრი აქვს და აქ არც ჩემს აზრს გახვევთ თავზე და არც საერთოდ ჩემს შეხედულებებს ამ საკითხზე. უბრალოდ, არაფერი მოხდება, თუ 2 წუთს დაუთმობთ და წაიკითხავთ.... თუ კომენტარსაც დატოვებთ, კიდევ უკეთესი :) იუდას მონოლოგი მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი და თქვა იესომ: "მამლის მესამე დაყივლებამდე ერთი თქვენგანი მიღალატებსო"..."მიღალატებსო?" და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა, თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო თვით ანგარება და პირფერობა, ქრისტე კი ჩხირი

ვერ დავიწყებული ძველი

Image
სტალინგრადის ბრძოლა. თვითონ ბრძოლა - 1941 წელს. ინფორმაცია - იხ. აქ. მე სპექტაკლზე მინდა გითხრათ. არა, რა უნდა გითხრათ... ბევრი ვეძებე, მაგრამ არც ფოტო და არც ვიდეომასალა ამ სპექტაკლიდან არ არის ინტერნეტში. არის მხოლოდ რეცენზიები, ძირითადად უცხოური, არის მათი ტურების მიმოხილვა და ა.შ. სპექტაკლის შესახებაც წერია ცხადია, მაგრამ ფოტო/ვიდეო მასალა - არა. ეს იყო ორად ორი ფოტო, რომელიც ირლანდიურ გაზეთში ამ სპექტაკლის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ვიპოვე სიმღერებიც... სიმღერებს კი ვიპოვი, მაგრამ სხვა შესრულებით იქნება და იქ სულ სხვაა. გახმოვანებაც - ფანტასტიური, ერთმანეთზე უკეთესი მსახიობების... რამდენიმე წლის წინ ვნახე და ძალიან დიდი ხანი ვიყავი შთაბეჭდილების ქვეშ. ერთადერთი სპექტაკლი ვნახე გაბრიაძის. ”ჩემი გაზაფხულის შემოდგომა” ვერ მოვასწარი მენახა. ახლა ზოგი ამბობს, იმ ადგილას სასტუმრო შენდებაო... ზოგი ამბობს, რეზო მაგ ადგილს ხელიდან არ გაუშვებსო... რა ვიცი. მე იმედი მაქვს რომ თეატრი აქაც განაახლებს მუშაობას და თუნდაც ისევ ისე იშვიათად დადგამენ სპექტაკლებს, როგორც ადრე. ხო, იარონ, იარონ

არაფერი, ისე

ხანდახან რა საყვარლები არიან ხოლმე ეს სომეხი ”ხელოსნები” ჩემი ”წერტი” მაქვს აქვე, სადაც სამი ხელოსანი ზის. ორი ნამდვილად სომეხია და აი მესამე - ზუსტად არ ვიცი. ხოდა ერთი შარვლებს კერავს ( მე მისი კლიენტი ვარ, დამოკლება - ჩავიწროების ამბავში), მეორე ფეხსაცმელებს აკეთებს (მე მისი ქართველი კონკურენტის კლიენტი ვარ,სხვაგან ) და მესამე ტექნიკას კურნავს ( ჯერ არ დამჭირვებია) ხოდა დღეს ველოდები, ჯინსს მიკეთებდა ”ჩემი”. წავალ და მოვალ მეთქი და ”დრო არ გაქვს?!” ოღონდ ეს ყველაფერი უნდა წაიკითხოთ ინტონაციით, კარენას ინტონაციით, სლავიკას ინტონაციით! ძალიან მეცინება ხოლმე ამათ რომ ვუსმენ. დრო მქონდა. მოკლედ, დავრჩი და ველოდები. უცებ რაღაც ძალიან მშობლიური და ნაცნობი ჰანგი მესმის, თან მსიამოვნებს - ” მე სულს მოგცეეემ, ამ სიმღერიიიით...” - ეს ვინ ყვირის, ბესო?! (ინტონაცია!!!) - მეფეა! (ამაყად პასუხობს ბესო) - ააა! ცხონებული... ეგ წამალზე იჯდა, ხო?! (ისევ ინტ.) - ხოოო, აბა რააა... (დანანებით იძახის ბესო) პაუზა - მამამისაი კაი კაცია (ინტ.) არაფერი, აი ხომ არაფერი, მაგრამ რაღაცნაირი განწყობისეული სიტუაცი

თუ წვიმაში მოყვებით :)

ინსტრუქტაჟი ჩაგიტაროთ?! :) მოკლედ, დღეს დილით შხაპიდან ახალი გამოსული წამოვედი სამსახურში, სულ ახალი შემშრალი. დავინახე რომ წვიმდა, მაგრამ ქოლგის ძებნა დამეზარა, სამსახურში მეგულებოდა ნორმალური ქოლგა და ვიფიქრე იქამდე მივალ მეთქი როგორმე, 5 წუთის გზაა სულ. მაგრამ... დასცხო მაგრა და მოვედი გალუმპული, საროჩკიან, შარვლიან თმიანად. ჯერ არავინ იყო ოთახში და დამლაგებელი ანიავებდა, სუფთა ჰაერს უშვებდა... ეხლა მე რას ვაკეთებ: მივდივარ კონდიციონერთან და ვცდილობ გადავრთო რეჟიმზე: ლეტა, თუ ზიმა - არ ვიცი :))) ნუ ანუ მზე რომ დაეხატოს და დაცხეს, და თან ჰაერიც გამოუშვას, ფენივით. ამას ვჩალიჩობ. კარი ღიაა. დერეფანში მიმავალი თანამშრომელი მხედავს და შემოდის: - რას შვები, ისევ პახმელიაზე ხარ?! (!!!!!!) - ოოო, კაი, ოთო, რა, ასეთი ლოთი კი არ ვარ :))) - რა ვიცი, იქნებ გუშინ ისევ დალიე რომ გამოსულიყავი ;) :) - არა, არა. ეხლა ვცდილობ ცხელი ჰაერი ჩავრთო. შეგიძლია? - ? ? არა, შენ რაღაც ქენი გუშინ კიდევ, ეტყობა :)))) - არაააააა :))) გაწუწული ვარ კაცო, დავსველდი და გავშრე მინდა :) - ააააა და ოთო ეჩალიჩება ზაფხ

- (1)40 и вечное летооооо

Image
ხო, ისა, sorry, რა, უცენზურობასა და უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მაგრა გამეცინა ეს რომ ვნახე და მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა :P :D :))))))))) წინ ცივი ზამთარია და... :))))))))))))))))

проснулись с квадратной головой?!

...და ნამთვრალევი დაღლილ ქალივით მივალ ...თან...

ზოგიერთი იტყვის, რა გაახურა ამ ფილმით საქმეო. ხო, ეს არ ნიშნავს რომ მაგრა მომწონს ეს ფილმი და იმიტომ. უბრალოდ ასოციაცია გამოიწვია გარკვეულ სიტუაციაში. სიტუაცია - სამი მთვრალი...? არა, ნასვამი მეგობარი. აქედან ერთი - საჭესთან. და ერთი - მე - უკან, წონასწორობას ვინარჩუნებდი სახელურებზე, არა, რა ქვია იმ დანადგარს :))) ხელის მოსაკიდებელს, ზევით, აქეთ-იქით ამ დანადგარზე ხელის მოკიდებით. სურათი არსებობს. მე არ მინახავს და რომც ვნახო, აქ არ დავდებ :))) ხოდა რაზე დავიწყე? ა, ხო, არა, სწრაფად არ მივდიოდით, უფრო სწორად არც ნელა მივდიოდით, საკაიფოდ, რა, ოღონდ ცუდად - არა, კარგად. და მე რატომღაც მახსენდებოდა ის ფილმი - 99 francs... (კადრები ფილმის ბოლოს) იმიტომ რომ მე ვიყავი ალბათ ყველაზე გაბრუებულ მდგომარეობაში და მე ვხედავდი თითქოს კადრებს ისე, როგორც იქ, და თან მხიარულად (ხო, ეს მერე აღინიშნა, რომ ასეთი უფრო კარგი ვიყავი, ვიდრე რომ მერე - დამშვიდობებისას). არაფერი, just ვწერ, იმიტომ რომ წერის განწყობა მაქვს. სადაც ვისხედით, იტალიურ ეზოში მეგონა თავი, ფასებიც ალბათ იტალიის შესაბამისი იყო. და საე

და რა?!...

ვერ ვიტან დამშვიდობებას. ”პაკა”-ს არ ვგულისხმობ. გლობალური. დიდი. დიდი ხნით. გაურკვეველი ხნით. ძალიან ახლობელი. ძალიან დამაფიქრებელი. მერე ყველაფერი გადის და ისევ ჩვეულ კალაპოტში დგება ცხოვრება. და რა?! დიდი ხნის მანძილზე პირველად დავიგრუზე... ხვალ ისევ ახალი დღე დადგება. завтра будет новый день... (არა უშავს, ამ ჭკუამხიარულ პოსტებს ერთი სერიოზული და ცოტა სევდიანი რომ გამოერიოს, არაფერი მოხდება.)

ფოტოს ფოტო

Image
ეს ფოტო გადავუღე ჩარჩოში ჩასმულ reuters-ის ფოტოს, რომელიც ძალიან მომეწონა, და რომელიც მის მფლობელსაც ძალიან მოეწონა თავის დროზე და ამ ცოტა ხნის წინ საჩუქრად მიიღო :) ხო, მოკლედ, კარგი ფოტოა, ვფიქრობ, და საერთოდ, ფოტოხელოვნება მაგარი რამეა პ.ს. მობილურით გადავიღე არც ისე კარგ განათებაში, ამიტომ შეიძლება ხარისხი კარგი არ არის და ისე კარგად ვერც აღიქმება ფოტო, მაგრამ დამიჯერეთ, ლაივში მაგარია :)

ერთი მგზავრობის ისტორია ;) :)

შესავალი: ისტორია ძველია, სამყაროსავით არა, მაგრამ მაინც :) ბევრმა მეგობარმა უკვე იცის, მონაყოლიდან, ბევრს წაკითხული აქვს - ფორუმზე. გამახსენდა და გადავწყვიტე აქაც დამედო, მათთვის, ვინც ამაზე თავის დროზე მაგრად იხალისა და მათთვის, ვინც არ იცის ჯერ :) თბილისი 2005, ოქტომბერი (ან ნოემბერი). ახალი აკრძალულია სამარშუტო ტაქსების (შემდგომში ”მარშუტკები”ს) მოძრაობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე/ში. საღამოა, მოვდივართ მე და ჩემი მეგობარი გაბრიაძის ბარიდან. მე ჩამსვა სადღაც ბარათაშვილის ხიდთან. თან იქიდან მარშუტკები ერთი და იგივე ნომერი სხვადასხვა მხარეს მიდიან, ნუ მაშინ ასე იყო, ამიტომ თავი დავიზღვიე და ვკითხე დელისთან ხომ ნამდვილად მიდის მეთქი. დამიდასტურა და ავედი. გვერდზე ვიღაც გოგო მიზის და მეკითხება: "ხომ არ იცით ეს მარშუტკა სად მიდის?!" !!! (ნუ, ალბათ იგულისხმა რა გზით მიდისო, რადგან წინასწარ მართლა ვერ გაიგებდი, ისეთ ტრაექტორიებს ახორციელებდნენ ). აზრზე არ ვარ მეთქი (ჩემთვის მთავარი იყო რომ დელისთან მივიდოდა და რა გზით -ეგ უკვე აღარ მაინტერესებდა), ვუპასუხე და ზრდილობიანად გავუღიმ

წყვილების ჩხუბის სავარაუდო მიზეზებიდან ერთ-ერთი

ღამეა. მოვდივართ მეგობრისგან. მანქანით. გზადაგზა ვტოვებთ ხალხს (ასევე მეგობრებს) და ვცოტავდებით (მანქანა პატარაა ერთი შეხედვით, მაგრამ საკმაოდ ტევადი). მე უკან ვზივარ, მძღოლის (ამჯერად არა ტაქსისტის, არამედ მეგობრის) უკან, უკვე კარგად და უკვე ფანჯარასთან. ფანჯარა ბოლომდეა ჩაწეული, და მაინც მცხელა, მიუხედავად იმისა რომ უბერავს. გამახსენდა. იქ, სადაც ვიყავით, მაგრად გრილოდა აივანზე და მე მაიკაზე მაიკა მეცვა, გრძელ სახელოებიანი. შუქნიშანზე ვჩერდებით. მუსიკა. მე ვიწყებ მაიკის გახდას (ზემოდან ჩაცმული მაიკის). გვერდზე - მანქანა. საჭესთან - ახალგაზრდა ბიჭი. გვერდზე - ახალგაზრდა გოგო. მათი წინა ფანჯარა და ჩემი ფანჯარა ძალიან ახლოს არის, ერთმანეთს უყურებს. გოგო ფაქტიურად ჩემს გვერდზე ზის. უცებ ვხვდები, რომ ბიჭი თითქმის ხელით სწევს გოგოს გვერდზე და გადმოდის ფანჯრიდან :))))) ამით გახალისებული უფრო ნელა ვაგრძელებ გახდას, ისე, რომ ვერ მიხვდები - შიგნითაც მაცვია :))) ჩვენთან მანქანაში უკვე იგუდებიან სიცილით. რასაც ვერ ვიტყვი ”მათ” მანქანაზე :))) საბედნიეროდ (”მათდა” საბედნიეროდ) ინთება მწვანე და ჩვე

Короче становился день...

ასეთი ჩვევა მაქვს, თუ თვისება, უნიკალური :))) ყველა სიტუაციაში, ან თითქმის ყველაში მომდის თავში და ენაზე ციტატები სხვადასხვა ფილმებიდან და არა მარტო ფილმებიდან... ხშირად ეს რუსულ ენაზე ხდება. და დღეს დღის ბოლოს (ეტყობა განსაკუთრებით ენაციტატაწყლიანი ვიყავი) მკითხა ერთმა, ქართული სკოლა გაქვს დამთავრებულიო? კი, რა იყო, ქართული სკოლის გავლენა მეტყობა მეთქი? არა, პირიქით, რუსულთან ძალიან კარგად ხარ და იმიტომ, გამიკვირდაო. ხო, რა ვქნა... არის რაღაცეები, რასაც ვერ იღებ გულიდან, რაღაცნაირად გაქვს შეთვისებულ შეხორცებული თუ რა ქვია, არ ვიცი. და რომც გინდოდეს შეიჯავრო, ამოიღო გულიდან, საბოლოოდ ხვდები რომ არ გამოგდის. ასე დამემართა რუსულ ენაზე... იყო პერიოდი თავიდან, რომ ქუჩაში ზურგი მეძაბებოდა რუსული ლაპარაკი თუ მომეჩვენებოდა. ახლა ისევ დამიბრუნდა... just პოსტია, რა. შემოდგომა დადგა. არ მინდა ზამთარი... Уж небо осенью дышало, yж реже солнышко блистало...

გახსოვთ ეს ფრაზა?

«Все казалось — не живу, а так, черновик пишу, успею еще набело перекатать. А оглянулся... Вся жизнь прошла» არ გახსოვთ? რუ ძ იკ, რუდოlf, რა ძ იონ პეტროვიჩ... არც ახლა? ნუ, მაშინ არ აქვს ფილმის დასახელებას აზრი. არა უშავს... ვისაც გაგახსენდათ - ძალიან ჩემიანი ხართ ესე იგი... შეიძლება სულ არ გიცნობდეთ, მაგრამ მაინც :) და რა მინდოდა ამით მეთქვა? ძალიან ბევრი რამე. არ ვიცი, დამეზარა თუ აღარ მომინდა უბრალოდ გავრცობა... ან არ მომინდა მოწყენილი ნოტები შემეტანა ბლოგზე არა და რომ იცოდეთ რამდენი რამე მაქვს სათქმელი. და რომ ვუკვირდები, არასოდეს ვლაპარაკობ მთავარზე, ანუ არასოდეს ვწერ... არა და არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩემს ცხოვრებაში. ყველას დუმილით ვუვლი გვერდს, ან უბრალოდ გვერდს ვკრავ ოდნავ, ზედაპირულად ვეხები აქ. შეიძლება იგრძნობა კიდეც ხანდახან. თუ ძალიან ტონკი ხარ, იგრძნო შეიძლება ზოგ ნაწერში. როგორც ჩანს ასეთ რაღაცეებს პუბლიკა არ სჭირდება. მხოლოდ ერთი ადამიანია ამის მოსაყოლად და მოსასმენად საჭირო, პუბლიკა ერთი ადამიანისგან... ეს შეიძლება ოდესმე განვავრცო, თუ ძალიან გვიან არ

ასე ვხვდებოდით სექტემბერს....

Image
პოსტი ემყარება რეალურ მოვლენებს... როლებში: იური მეჩითოვი (კამერის წინ და კამერის მიღმა) - თამუნა (ვაჩნო) იურის მუზა და ფოტოსიგიჟის წამომწყები - მე ხუჭუჭა სიუ ახალი ვარცხნილობით - ნინო (კალო) დედა მარიკა - მარიკა (რომელმაც ორივე ბავშვი მიაძინა და მერე შემოგვიერთდა) ზაგრიანი მაჩო - დათო (ითონი) ”ა ტაკჟე” (ხმები და შიგადაშიგ კადრები) - გიგა (მარიკას ძმა), ნინო (კალო/მარიკას მეზობელი ახლობელი გოგონა), ნიღაბი (სანდერსის, ანუ სანდროს (მარიკას ვეჟის) ვეფხვის ნიღაბი) ი დრუგიე მოქმედების ადგილი - მარიკას აივანი მოქმედების დრო - ადრეული სექტემბრის გვიანი საღამო/ღამე მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებოოო ”ერთი გიჟური საღამოს მოკლე შემაჯამებელი მიმოხილვა ფოტო და ვიდეო მასალითა და კომენტარებით (რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი მეგობრების ცხოვრებიდამ)” ყველაფერი ერთი საიმიჯო ფოტოთი დაიწყო (რომელსაც პრინციპში დიდი ფოტოსესია მოჰყვა. ყველაფერს არ დავდებ ცხადია). თამუნამ (იურიმ) არ დაიზარა, დამხატა, მომამზადა გადაღებებისთვის და მეც შევიჭერი როლებში შემდეგ ჩემში ვეფხვმა გაიღვიძა! тигрица :D მალე ეს ყველაფე