Posts

Showing posts from November, 2008

განწყობა. მოგონება. თოვლი

ყურებში ნაუშნიკები. მუსიკა წყნარი. განწყობა ცოტა მოწყენილი (ბევრ სიცილს ასე მოსდევს ხშირად). თვალები ძირითადად საათს უყურებს. 5 წუთიც და ლომთა ხვედრი თავისუფლება ჩემია! უცებ რატომღაც ძალიან მომინდა - თოვდეს. არ ვიცი რამ მომანდომა. თოვდეს. ბნელოდეს (ბნელა). არ ციოდეს ძალიან. ის პერიოდი იყოს, სემინარები უკვე დამთავრებული რომ არის და ჯგუფს ავსტრიაში წასვლისთვის რომ ვამზადებთ. სასიამოვნო პერიოდი. მე გამოვდიოდე სასტუმრო საქართველოს ერთ-ერთ ნომერში განლაგებული ჩვენი ყოფილი ოფისიდან (და ჩემი ყოფილი სამსახურიდან). ჯერ ლიფტით. მერე ჩამოვდიოდე დიდ კიბეებს, მელიქიშვილზე გამოსასვლელს. სითბოდან სიცივეში გამოსულს სუფთა ჰაერი სასიამოვნოდ მეცემოდეს სახეში და აუჩქარებლად მივდიოდე ფეხით. ცოტა ხანი - ფეხით. ყურებში - ნაუშნიკები და შესაბამისი მუსიკა. განწყობის და ამინდის შესაბამისი. და... არ ვიცი. რამ გამახსენა ეს განწყობა?! ის დრო? ალბათ ჩემი ახლანდელი სამსახურის ოთახის ფანჯრიდან ღამე და ბევრი მანქანა, ფარები და შუქები რომ ჩანს. სიცივეს რომ ვხედავ თითქმის და მუსიკა რომ შესაბამისია... ალბათ ამან. რა ვიცი

რიგითი ...ძის გადასარჩენად ანუ ბატონო ვასო, თქვენზე ამბობენ, ლიფტში გაიჭედაო

Пост основан на реальных событиях Все факты и имена подлинны აი, ვიცი, ყველაფერი ჩემი თანამშრომლის - თორნიკეს ბრალია! მართალია, ეს დღეს დილით გამახსენდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს! გუშინ ლანჩზე სამზარეულოში შესულს უცებ შემომაგება: შენზე ამბობენ ლიფტში გაიჭედაო! ხოდა აი, ასრულდა მისი ხუმრობითი წინასწარმეტყველება: საღამოს, სამსახურიდან სახლში ასულს საჭმელი არაფერი დამხვდა ისეთი, რაც მომინდებოდა. დავდე ჩანთა, მობ-ი და უკან ჩავბრუნდი, მაღაზიაში. ვარენიკიი! ოოო, ყველის ვარენიკიიი! და პირველ სართულზე ჩასული... გავიჭედე... კარი ოდნავ გაიღო და საოცარი ღმუილი დაიწყო ლიფტმა. კი, გამხდარი ვარ მაგრამ იმდენადაც არა, რომ მამაკაცის მკლავის სიგანის ღრიჭოში გავეტიო. სადარბაზო, რა თქმა, უნდა ჩაბნელებული იყო. ბედად, იმავე წუთას შემოვიდა სადარბაზოში მეზობელი ბიჭი, რეზო. ჯერ მითხრა, არაფერს ხელი არ ახლო, ასე იცის ხოლმე და თვითონ დაიკეტებაო. მეც რატომღაც ვენდე და მშვიდად ველოდი, რა მოხდებოდა. ლიფტი ღმუილს განაგრძობდა და კარი დახურვას არ აპირებდა.... ბოლოს მოთმინება აღარ მეყო და დავიწყე ჩალიჩი. ხშირ

გუშინდელი პოსტი

Проспала! Впервые в жизни проспала! :D არა, რა впервые :)))) რამდენჯერ დამძინებია! :) მაგრამ დღეს მაინც განსაკუთრებულად ამეკიდა ეს ფრაზა დილიდან, იმ წამიდან, თვალები როგორც კი გავახილე დილას მეხუთედ: პირველად - მაღვიძარამ რომ დარეკა, მეორედ - კიდევ რომ დარეკა, მეოთხედ - დედაჩემმა რომ შემოიხედა და მეხუთედ - თვითონ რომ გამეღვიძა და საათზე 09:37 რომ იყო :))) ხო, სამსახური 10 საათზე მეწყება და მართალია ჩემი სახლიდან ოფისამდე 5 წუთიც არ მჭირდება, მაგრამ გამოფხიზლება ხომ მინდა, თან ამ ზამთარში, როცა ნაცრისფერი ჩანს ფანჯრებს მიღმა და სიცივეში ჩემი მოძრაობები შეზღუდულ-შენელებულია დილაობით... ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება ხო, ეს გუშინ იყო და გუშინვე უნდა დამეწერა, მაგრამ ან დამავიწყდა და ან დამეზარა, იმდენად ვზარმაცდები ზამთარში, სანამ კარგად შევეჩვევი და ახლიდან შემიყვარდება ეს დრო. და ყოველ წელს ერთი და იგივე. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... გაზაფხული, ზაფხული, შემ... (გოგონა და შადრევანი გახსოვთ?! იქ რომ იძახდა მძიმე და შეწუხებული ხმით გამხმოვანებელი ამ ფრაზას. ასეა, რა :D )

თუ ჩემი ხარ ეს ბეჭედი ვისიაააა?! :)))))

ვისია და ერთი სარკე კონსალტინგის და ერთი - სარკე PR-ის :)))) ერთი მარჯვენა ხელზე მაქვს დარტყმული, ზემოდან, მეორე - მარცხენაზე :) აი, ასეთ ხასიათზე აყენებს ადამიანს ხელფასის თუნდაც ნახევარის აღება, რომლის დიდი ნაწილიც ვალში წავა, იცის, და თითქმის არაფერი დარჩება, მაგრამ მაინც, 2 წუთის წინ ავიღე და ჯერ ხომ ჩემია :) ხოდა ისე გამახალისა ამ ფაქტმა, რომ ხელები გავუშვირე თორნიკეს, რომელიც რატომღაც იქვე იჯდა და ბეჭდებს ურტყამდა რაღაც დოკუმენტებს (რატომ - არ ვიცი) და ერთზე ერთი დამარტყა და მეორეზე - მეორე :))))) ხოდა როცა ამ ფოტოს გადავიტან კომპში - გაჩვენებთ ჩემს ნატიფ ხელებს :)))))))

ვპოვე და პოსტად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები

კალოს ბლოგზე ბოლო პოსტმა ჩემი კომენტარი გამოიწვია, რომელიც მერე მომინდა პოსტად გადმომეკოპირებინა ჩემთან: ”გუშინ მქონდა ეგ განწყობა, უძალიანესად არ მინდოდა ოფისის სავარძელში ჯდომა, თუნდაც კომფორტულში ეხლა იცი რას ვაკეთებ? ვზივარ სავარძელში, კომპში ჩართული მაქვს პროგრამა, რაშიც ვმუშაობთ, ეს იმ შემთხვევისთვის, ვინმე ისეთი რომ შემოვიდეს, რომელსაც უნდა ეგონოს რომ ვმუშაობ :)))) ოღონდ უბრალოდ ჩართულია. ცალ ხელში მიჭირავს ცხელი ჩაი და მეორეში - წიგნი, თანამშრომელმა მომიტანა, ბრედბერი :) და ვკითხულობ :)))) პერიოდულად, როცა თვალები კომპისგან ისვენებს, ვუბრუნდები ისევ ეკრანს და ქვემოთ ჩაკეცილ ფანჯარას ვხსნი, ახლა უკვე იქ ვკითხულობ. იქ - ”пикник на обочине”-ს. მერე, თვალები რომ მეღლება ვასვენებ, გავდივარ, ვეწევი, ყავას ან ჩაის ვისხამ და ისევ ხელშესახებ წიგნს ვუბრუნდები და ა.შ. ოთახში ძალიან თბილა. სიმშვიდეა. პერიოდულად ვიღაც რაღაც თემას წამოჭრის და ცალი ყურით ვუსმენ და კომენტარს ვურთავ. პერიოდულად ვინმე შემოივლის, ან თავისთან მ/გვეპატიჟებადა ა.შ. მიყვარს ასეთი მშვიდი დღეები, თან იმის შეგრძნება, რო

დავწერო?! არ დავწერო?! ?! ?! :)

რაღაც ხდება ჩემს თავს, თუ ჩემს ცხოვრებაში... ჯერ ზუსტად ვერ გავარკვიე - რა. არც ვჩქარობ. ეს შეგრძნება უფრო სასიამოვნოა რაღაცნაირად და არ ვარ წინააღმდეგი, ცოტა გახანგრძლივდეს პრინციპში, რომც მქონდეს გარკვეული, ალბათ არ დავწერდი მაინც :P :) боюсь развеять то, что витает в воздухе вокруг меня :) ვსო, მეშინია, წავედი მე :) პ.ს. ვიღიმები ”პირველად გაიღიმა მთელი საღამოს მანძილზე. არა. იცინოდა. სხვებსაც აცინებდა და თვითონაც იცინოდა. იმხიარულა (?!)მაგრამ არ გაუღიმია. ეს სხვა იყო...” საკუთარი თავის ციტირება რომ მოვახდინე არა უშავს?! :))))) უბრალოდ მივხვდი, რომ ზუსტად ეს იყო და იმიტომ. ხო, ფრაზა ”მთელი საღამოს მანძილზე” ალბათ უნდა ჩანაცვლდეს ამით - ”ბოლო დიდი ხნის მანძილზე” ეს ღიმილი მინდა შევინარჩუნო. სიცილს რომ შევინარჩუნებ ეს უკვე ზუსტად ვიცი და აი ღიმილი... ახლა კი მართლა წავედი, хватит! :)

”ქვევრი”-ს სცენარი ახლა უკვე ამერიკაში!

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ: მაკკეინი: - ბარაქ(ა), ობამ! ობამა: (ჩაბურდღუნებით) - წა ტ ი შენი... ძაან არ გიხარია, ჩემი ბარაქა?! сopiright by ც p.s. იმედია ამ მაიმუნობაზე ”სროკი” არ არის კონსტიტუციით გათვალისწინებული :)))))

მშვიდად

რა მაგარია ტელევიზორთან ჩაძინება, და მერე გაღვიძება და იმის შეგრძნება და აღქმა, რომ გეძინა და ეს ყველაფერი - მშვიდად მანამდე: ჯერ კიდევ საქმეს აკეთებ, ჯერ კიდევ ბევრი სტუმარია, ჯერ კიდევ ხმაურია, უკვე დაღლილი ხარ და იცი, კიდევ უფრო დაიღლები, მაგრამ დიდი ხნით ადრე ისიც იცი უკვე, რომ მერე, გვიან, როცა ეს ყველაფერი (რაც თავისთავად სასიამოვნო იყო) მორჩება, არსად წახვალ, დარჩები; წამოწვები ტელევიზორთან პულტით ხელში, მარტო, მშვიდად, ცოტა ხნით კომპთანაც დაჯდები, გადახედავ რაღაც-რაღაცეებს ვირტუალურად, მერე ძილის წინ დაწოლილი ცოტას წაიკითხავ და მშვიდად და გაღიმებულს ჩაგეძინება იმ სასიამოვნო შეგრძნებით, რომ ხვალ ჯერ კიდევ კვირაა, ხვალ არსად გეჩქარება, გამოიძინებ (რამდენი დღეა არ გამოგიძინია?! 8!!! )... და ეს ყველაფერი აუჩქარებლად, მშვიდად... და წინასწარ გრძნობ უკვე ამ ყველაფერს, შეგრძნებებსაც გრძნობ წინასწარ და გიხარია, დაღლაც კი გიხარია, იმიტომ რომ მერე - დაისვენებ, ძალიან გემრიელად და კომფორტულად მერე.... მერე ტვ-სთან ჩაგეძინება, გვერდზე - პულტით. გამოგეღვიძება - შენს საყვარელ ფილმს უყურებ ის