Posts

Showing posts from February, 2009

в городе пахнет...

Image
меня преследует этот запах... периодически ცუდი არაააა, არა! კარგი. ძალიან ნაცნობი. და ძააალიან სასიამოვნო. ჯერ გულის რევის შეგრძნება იყო. თითქმის ფიზიკურად რომ გრძნობ, ისეთი. სიბრაზის და გულის რევის. საიდანღაც გაჩენილი. და მერე უცებ ასევე საიდანღაც გაჩენილმა ამ შეგრძნებებმა და საკმაოდ უცენზურო ეპითეტებმა ადგილი დაუთმო ამ სურნელს. სრულიად არაადეკვატურად. და ვერ ვწერ ამაზე. და კიდევ ბევრ რაღაცაზე. და საერთოდ - ვეღარ ვწერ და მაწუხებს ეს. სამაგიეროდ ვიღებ ფოტოებს. ხანხახან. ვცდილობ. დანარჩენი (უფრო ხარისხიანები) შეგიძლიათ ჩემს ფლიკრზე იხილოთ. ლინკი დევს ბლოგის ზედა კუთხეში. нескромный p.s. მიყვარს ეს კაბა და ჩემი თმის ფერი. და მიყვარს როცა ყველას მოსწონს და აღნიშნავს. მიყვარს, როცა კარგად ვგრძნობ თავს თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ვიცი - კარგ ფორმაში ვარ და კარგად გამოვიყურები. და განსაკუთრებით მიყვარს როცა ამას არაერთხელ აღნიშნავენ საღამოს/დღის განმავლობაში :) და კიდევ მიყვარს შემთხვევით დაჭერილი მზერა, გამოყოლებული. ხან სხვის მიერ დაჭერილი და მერე ნათქვამი. ოღონდ არა ყველანაირი. ისეთი, რომელ

არ დაგეზაროთ, გაადიდეთ ფოტო და წაიკითხეთ სტატიების სათაურები :))))))

Image

შემოქმედება გარდასულ დღეთა

Image
მულენი. მეორე სართული. შარშან(წინ). ჩემი ტკბილი ფლავის შეუჭმელი ნაწილი და ჯერ კიდევ დაულეველი არაყი ჭიქებში. იდეა და წამოწყება (რამდენადაც მახსოვს) - ჩემი. თანაავტორი იდეის განხორციელებისას - თეზ(ევს)ი. მაგიდასთან მსხდომნი და თვალის მდევნებელნი - სხვანი ბევრნი. ზაჟიგალკა ვისია - არ მახსოვს. არც წელიწადის დრო. მახსოვს (არტე)ფაქტი. ისტორიამ ფოტოც შემოინახა. ვიპოვე. გამახსენდა. დავდე. პ.ს. ხელოვნების ნიმუშსა და მის ფოტოზე საავტორო უფლებები დაცულია

სექსი დიდ..... ურნაში

ხანდახან როგორ ვნანობ ხოლმე რომ არ მაქვს ფოტოაპარატი და ვერ ვაღირსე გაკეთება ჩემს ტელეფონს/ყიდვა - ახალს. ეს კი, რაც მაქვს ღამე ცუდად იღებს არა და რა არაჩვეულებრივ სასურათე სცენას გადავაწყდი რამდენიმე დღის წინ ქუჩაში. დიდი ნაგვის ურნა იყო თავახდილი და ცალ მხარეს კედელზე გადმოკიდებული იყო ლიფი. ხოოო, ხოოო, ბიუსტჰალტერი, დიდი, თეთრი... :) და იცით როგორ იყო გადმოკიდებული, ქალები შირმის იქით რომ შედიან გასახდელად ან გამოსაცვლელად და ტანსაცმელს გამომწვევად კიდებენ შირმაზე, კარებზე ან რასაც არიან ამოფარებულები, იმაზე და მერე გამოდიან უფრო გამომწვევად ჩაცმულები/გახდილები, აი ზუსტად ასე ეკიდა. კინაღამ შიგნით ჩავიხედე, ვინმე ხომ არ ზის და ეს პრელუდია ხომ არ არის მეთქი... :) არ ვიცი რამდენად კარგად გადმოგეცით სურათი. თუ ოდესმე კიდევ შემხვდა მსგავსი სცენა, აუცილებლად გადავიღებ რადაც არ უნდა დამიჯდეს და დავდებ.

ჯადოსნური ღამე

იცით რა ხდება გარეთ ამ წუთებში? რა და "ნისლი ნისლი ნისლი ნისლი ნისლი ნისლი ნისლი" (სანდროს დავესესხე ციტატა ლექსიდან :) ) დაახლოებით 15 წუთია შემოვედი სახლში და ამ ხნის მანძილზე კიდევ უფრო მოიმატა, როგორც ფანჯრიდან ვხედავ. და საერთოდ ბოლო დროს მოუხშირა თბილისში ნალექის ამ სახეობამ. რას უნდა მოასწავებდეს ნეტავ?! :)) მეგობრისგან მოვდიოდი, ჯერ კიდევ ეზოში გამოსულებმა შევამჩნიეთ რომ რაღაც უცნაური იყო ჰაერში. მერე ჭიშკართან, როცა ვიშლებოდით და შევყოვნდით, უკვე თვალშისაცემი და აშკარა გახდა რომ საოცარი ნისლია ქუჩაში. უცებ მომივიდა და გავაჟღერე (არ მიყვარს, ის ეს გამოთქმა) აზრი, რომ შეიძლება დავიკარგო ამ ნისლში და სახლის გზა ვერ გავიგნო (ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით) და გამოვაცხადე რომ ამ საღამოს (პრინციპში ამ შუაღამისას) ვიქნები ежиек в тумане და ვივლი ქუჩაში და ვიყვირებ: медвежонооооок!!! :) რა კაი სანახავი ვიქნებოდი :) თუმცა, რა სანახავი ვიყავი, ეს არ ვიცი, ისეთი ნისლი იყო რომ მანქანებიც კი არ მიჩერებდნენ (თავისი ინიციატივით სიჩქარის შემნელებელი, ზადნით წამომსვლელი და ბოლოს როგორც