Tuesday, May 26, 2009

"ჩვენისთანა ბედნიერი...

რა ვქნა, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და უნდა დავწერო :))) -ისტები ალბათ გაბრაზდებიან და რა არის ეს დაცინვაო, იტვიან, მაგრამ მეცინება მართლა გულით. სასაცილოა მართლა, ოღონდ ასევე მართლა სატირალი რომ არ იყოს.

კავკასიაზე "გადამერთო" და სანამ შემდეგ არხზე გადავრთავდი, მზერა მიმეყინა ეკრანზე: წითელ ხალიჩაზე რაღაც ხდებოდა. აი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალი ხომ გინახავთ? დაწყებამდე მსახიობები რომ მოდიან და აჟიტირებული ფანები ისტერიული კივილით რომ ხვდებიან, არანაკლებ აჟიტირებული ჟურნალისტები კი წითელ ხალიჩაზე რომ მისდევენ უკან ვიტრინების საწმენდი "ღრუბელი"ს სადარი მიკროფონებით ხელში, ფეხში, პირში და ა.შ. რომ გავარჩიე, ვინ იყო ის თეთრებში ჩაცმული კაცი მათ გარემოცვაში, კინაღამ გავგორდი. არც ერთ ჰოლივუდელ მსახიობს არ ჩამოუვარდებოდა მისი ჟესტიკულაცია და ღიმილი. ხალხს თბილად, ჰაეროვანი კოცნებით და ხელების ქნევით ესალმებოდა და წითელ ხალიჩაზე თავდაჯერებული მიაბიჯებდა.... შალვა ნათელაშვილი!.....

სანახაობით მოხიბლულმა აღარ გადავრთე და სმს-ების კითხვაც დავიწყე. ეს არანაკლებ სახალისო აღმოჩნდა. ზუსტად ვერ მოვიყვან ტექსტებს, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსს და არსს არ დავამახინჯებ, ვფიცავ! :)

"დავით აქუბარდია ეროვნული გმირია!" (თვალებს არ ვუჯერებ და ტექსტი გრძელდება) "მან ერი გამოაფხიზლა!"......
ახლა გულწრფელად მინდა ვიკითხო: როგორ, აი რა მეთოდით და რა მანქანებით შეიძლება დავით აქუბარდიამ ვინმე გამოაფხიზლოს?! ერზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ჯერ ერთეულებზე გეკითხებით. ეს კაცი ვინმეს თუ დააძინებს, ლეთარგიული ძილით, თანაც, თორემ გამოაფხიზლეეეებს?! რა ვიცი... ვიცი?! რა ვიცი?!


კიდევ სმს: "მიხუისტებო! წადით!" თუ რაღაც მსგავსი. ნუ, პირველი სიტყვა ზუსტად ასეთი იყო, არ შემიცვლია! ვფიცავ!

კიდევ ერთი სმს იყო გინების ტექსტით, რომელიც ცხადია სამი წერტილით იყო ჩანაცვლებული. ავტორი ალბათ ყელის კანის ორი თითით გამოწევით ითხოვდა: გთხოვთ, გაუშვითო! ნუ, გაუშვეს, მაგრამ ... -ასე. ვფიქრობ, არც ერთ ქართველს არ გაუჭირდება სიტყვა დედის შემდეგ სამი წერტილის შინაარსის მიხვედრა....

ამასობაში ჩემი ძმა რეკავს, ისიც აჟიტირებული და მეკითხება, მაესტროს თუ ვუყურებ. ნუ, პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, მაესტრო, კავკასია... მთავარია რუსთავზე და იმედზე არ გადართო, თორემ მექსიკის მწველ მზეს და ჭორფლიანი გარუჯული ჯეელების დამატყვევებელ მზერას ვეღარ დააღწევ თავს. ხო და კითხვა ისმის ტელეფონში - "მესია როდის გამოდის, არ იცი?!" :))))

მესია ჯერ არ ჩანს ეკრანებზე... ის ალბათ ბოლოსთვის არის შემონახული

მერე ხალხში კიდევ უფრო ცხოველი გამოფხიზლება აღინიშნება (ასე ალბათ ქართველი ჟურნალისტები მეტყველებენ) და შეძახილები - გი ა! გიიი ააა! გიიი.... მეც ვტყუვდები, და მგონია რომ მესია ხალიჩაზე გამოგოგმანდა და ძმას ვურეკავ აღფეთოვანებული, თან წაკითხული სმს-ების შინაარს ვაცნობ. მეორე მხრიდან ხან სიცილი და ხან გინება მესმის.
მაგრამ მესიამდე გზას მას ძმა ლევანი, არანაკლები მოღვაწე უთელავს. ხალხს ეტყობა აერია, ან შეიძლება მის გვერდზე ყარყარაშვილი შენიშნეს და მას ეძახდნენ?! რა ვიცი.. ვიცი?! რა ვიცი?!

ხო, ერთი მნიშვნელოვანი სმს გამომრჩა - "ხალხო, რატომ ვერ ხედავთ მიშას კეთილ საქმეებს?!"
ეს უკვე კულმინაცია იყო.....
აი რატოოომ?! (ისევ ყურმილი მიჭირავს ხელში და ისევ ღვიძლ ძმას ვეკითხები) რატომ აფრენს ყველა -ისტი ასე?! პასუხი - "-ისტი რომ ხარ, აქ უკვე დამთავრებულია საქმე! სულ ერთია, ვისისტი ხარ!" და მეც ვეთანხმები...

სანამ მე აქ ვზივარ, გვერდზე ოთახიდან ძველი ქართული სიმღერების, სამშობლოს სიყვარულით ერთ დროს მართლა გამსჭვალული სიმღერების ჰანგები და ძახილი "გიიივიიი" მესმის; თან თითქოს ზურგით ვგრძნობ, როგორ აფრიალებენ ტრიბუნებზე სამფეროვან დროშას.... რომელიც ჩემთვის სისხლთან ასოცირდება...

ჩვენ ისტორიაში ალბათ შევალთ როგორც ყველაზე მეტი დროშის, ჰიმნის, "ეროვნული გმირების", მიტინგების, ისტორიულ-ისტერიული მოვლენების და ყველაზე დიდხანს ქუჩის გადაკეტვის პრაქტიკის მქონე ქვეყანა. გინესების წიგნშიც ხომ არ შევიდეთ, ბარემ?! რაღაც ხეირი მაინც იყოს ამ ყველაფრიდან...

ამასობაში, როგორც ახლა გავიგე, მიშა თურმე რომელიღაც სკოლის 10-11 კლასის მოსწავლეებს ხვდებოდა და უყვებოდა რომელიღაც ცივილიზებულ ქვეყანაში პირველად მოხვედრისას მიღებულ წარუშლელ შთაბეჭდილებებს - როგორ გაოცდა, შუქნიშანზე წითელი რომ ენთო, მანქანები არ ჩანდნენ და ხალხი მაინც არ გადადიოდა, სამან მათთვის მწვანე არ აინთო... და როგორი ხუთოსანი ბიჭი იყო სკოლაში...

ვფიქრობ, შეიძლება რაიმე თეატრალური პრემიაც კი დავიმსახუროთ, თუ ოდესმე აბსურდის ჟანრის საუკეთესო წარმომადგენელთა დაჯილდოება შედგება...

"ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ..." მრავალჟამიერი და ხავილი მესმის.... კივილი, ისტერია... გია მოვიდა აშკარად....

წავედი



....განა არის სადმე ერი?!"

Wednesday, May 13, 2009

just without smiles

ტობლერონე ჯობია თუ რიტერ შ/სპორტი?

პორგი და ბესი, ბებერი ტაო...
(შენ ისე ღრმა ხარ...)

თეთრი ტობლერონეს გემო დამრჩა. და შავი - გამახსენდა. ამახსენდა. მახსენდა. ახსენდა. ხსენდა. სენდა. ენდა. ნდა. და. ა.

ხო

თარიღიც კი გამახსენდა

უცებ ძალიან მომინდა ცოტა ხანი სახლში ვიჯდე და ვწერო.... თან რაღაცნაირი სიმშვიდეა ბოლო დროს სახლში. კომფორტი - მაქვს. დღისით - სულ მარტო ვიქნებოდი... საღამოსაც არ გავიდოდი, ან ისე, იშვიათად და არა "ძალიან". ანუ ერთ-ორ-სამ ადგილას. სამიოდ ამოჩემებულ ადგილას. მაქს. - 4. და მერე ისევ მოვიდოდი და დავწერდი.
ცოტა ხანი.

სამსახურიდან? მალე შეიძლება ასეც მოხდეს. ამისთვისაც მზად ვარ. არ ვნერვიულობ. ვიცი, რაღაც იქნება. მშვიდად ვარ. სადღაც მინდა კიდეც.

რაც გადასაწყვეტია, იმაზეც დავიწყებ ნელ-ნელა ფიქრს

შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ...

კარგად ჩაჯდა ისე, "პორგი და ბესი" ქართული ცის გვერდით.

მიყვარს, როცა გვიან სახლში მომავალს უცებ მახსენდება, რომ კარგი წიგნი მელოდება და მივალ და ჩავუჯდები. თან თუ ძალიან გვიანი არ არის და ჯერ არ მეძინება - მით უმეტეს. მოსალოცი...

"გურამ დოჩანაშვილს რომ უწერია, კარცერ-ლუქსი პატიოსან ქიმიკოსსაც არ აწყენდაო..." არ მახსოვდა ეს. გამეცინა.

"ჩარექი" რამდენია? პირველს აკლია ჩარექი (ესეც გურამისეულია). ალბათ მეოთხედი, ხო? თუ?! ნუ, უკვე ნაკლებია. უფრო სწორად - მეტი. პირველი ხდება.

დავწერდი. რამდენიმე თემა წამოიჭრა თავში, რამენიმე პოსტი. მაგრამ კომფორტულად ვერ დავჯექი. შაბათს დილით მინდოდა. გზაში უნდა ჩამეწერა, გზაშივე. ფეხით სიარულის დროს. იქვე, ცხელი შთაბეჭდილებები და აზრები... როგორც მაშინ. მაშინაც შაბათი დილა იყო, ისევ ისეთი ადრიანი დილა. შაბათისთვის - ადრიანი (11 საათი მაქსიმუმ). ოღონდ განსხვავებული. ტერიტორიაც - იგივე. ისევ მარტო. ისევ ფეხით. იგივე მიზნით ვიყავი გასული, მაგრამ მაშინ ასეთი სუნი არ იდგა იქ...

სიამოვნებით არ ვიქნებოდი ასადგომი ხვალ დილით ადრე.

ოშკი და ზარზმა...


წინ სამი კაკალი მიდევს. ზუსტად "სამი კაკალი კონკიასათვის". არ მახსოვს როდის და რა ვითარებაში გაჩნდა ჩემს მაგიდაზე. ასე დევს მას მერე. კომპოზიციაა თავისებური. რამდენჯერმე დაგორდა. ხან ბავშვი თამაშობდა ვინმესი. ხან კატა - ჩემი... დაიკარგა. ისევ აქ დევს. სამივე. ზუსტად იგივე სამი კაკალი. ჯერ არც ერთი არ გამიტეხია. ბუს ველოდები?!...

Monday, May 11, 2009

Important!!!

ჩემი უსამსახუროდ დარჩენილი მეგობრების და უბრალოდ ბლოგის უმუშევარი მკითხველების საყურადღებოდ! დღეს დილით შემთხვევით გადავაწყდი ამ განცხადებას. ვადა თვის ბოლომდეა, იჩქარეთ!


კომპანია kerdzo
თანამდებობა qseroqsi
სქესი ქალი
ასაკი 22-40
ხელფასი 15 GEL
სამუშაო ადგილი ორგანიზაციაში
სამუშაო განრიგი სრული
დაქირავების ტიპი დროებითი
დამატებითი ინფორმაცია სასწრაფოდ გვესაჭიროება ქსეროქსისი აპარატზე ენერგიული ქალბატონი

ქალაქი თბილისი
მისამართი havhavadzis gamziri


.....



მოკლედ, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მდედრობითი ქსეროქსი, 22-40 წლამდე. ანაზღაურება სავარაუდოდ თვეში 15ლ იგულისხმება, თან -დღგ, - საშემოსავლო და -საგადასახადო. და რაც რჩება ის არის ნეტო... მშვენიერი ვაკანსიაა. ადგილიც კარგია (მისამართს ვგულისხმობ)...



საკონტაქტო ინფორმაციაც გინდათ?! ;) განცხადების სრული ტექსი იხ. აქ. ცრემლებამდე ვიცინე. ჯერ სანამ გავხსნიდი მანამდე გავხდი ცუდად, ვაკანსიების ჩამონათვალში "qseroqsi" რომ დავინახე, ესეც საკმარისი იყო... ნუ, ამ საიტზე რატომ შევედი, არ მკითხოთ, ალბათ იმიტომ, რომ ეს მენახა :)))



რა გვეშველებაა....

Friday, May 08, 2009

? od. ?

ვინ დაგაცდის ან შთაბეჭდილებების დაწერას, ან რამის მოყოლას.... არაა! პირდაპირ c бала - на корабль...

ამჯერად დუმილით და უკომენტაროდ ვუვლი გვერდს მიმდინარე მოვლენებს. ყოველ შემთხვევაში - აქ და ახლა. დავიღალე.

არა და... გამყვეს მეთქი, იქნებ არ ჩაკვდეს და გამყვეს მეთქი ეს განწყობა და ენთუზიაზმი. რა კარგი შეგრძნებაა მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნა, სულ მსუბუქად და მშვიდად ყოფნა. რა კარგი შეგრძნებაა. ისევ ვიპოვე ცოტა ხნით ჩემი თავი. ნამდვილი. მაგრამ ვინ დამაცადა...

დაგვაცადეთ, რა, ცხოვრება, დაგვაცადეთ!

p.s. რა კარგი იქნებოდა, რაღაც ფორმულა რომ არსებობდეს, რომელსაც შეიყვან ვთქვათ ექსელში, ან იმ პროგრამაში, რომელშიც ვმუშაობ ხშირად და რომელიც გამომითვლის და მაჩვენებს, რა არის სწორი. ვგეგმავ, ვგეგმავ, ვუგეგმავ სხვებს კამპანიებს და ჩემი ცხოვრება კი ვერ დამიგეგმია :) "არიანა"-ში ოპტიმიზაციით რომ შეიძლებოდეს სავარაუდო ოპტიმალური ვარიანტის გამოყვანა, რა კარგი იქნებოდა :)))) შევიყვანდი გარკვეულ მონაცემებს, მონახაზს, რაც თავში მაქვს იმ რამდენიმე ვარიანტისას და ვნახავდი, რომელ შემთხვევაში გაამართლებს და რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი.

ან

ან უბრალოდ ავდგები და გავრისკავ, რადგან არაფერს ვკარგავ პრინციპში.... (სამწუხაროდ?!)