Friday, July 31, 2009
ჩემთვის უჩვეულო ფოტო-სენტიმენტალური გადახვევა
უბრალოდ ახლა თემიდან უნდა გადავუხვიო. რაღაც типа სპეც-გამოშვება
თავი დავანებოთ იმას, სად და რამდენი ვიბოდიალე დღეს, რა ვიყიდე, სად ვიჯექი, ვის შევხვდი, ვისთან ვიყავი და ა.შ. იმას, რომ ძალიან დავიღალე დღის ბოლოს და
მოკლედ, ცოტა სენტიმენტალური პოსტი გამოვა. საერთოდ, ვთვლი, რომ თითქოს ემოციურად გავზერელდი ბოლო დროს. შეიძლება არასწორ ფორმულირებას ვაკეთებ. ანუ არ მეტირება მაგალითად ფილმებზე, რომლებზეც ტირიან, არ ვიგრუზები, არაფერზე მეშლება ნერვები. პრინციპში კი არ გავზერელდი, უბრალოდ კარგად ვარ :))))
ხოდა. დღეს "პლაშჩადკაზე" გასულს მეზობელმა ამომხედა ქვედა სართულიდან და მითხრა - დედას და მამას უთხარი, კოტე მოკვდაო. ვისაც წაკითხული გაქვთ ჩემი "ბატონო ვასო თქვენზე ამბობენ ლიფტში გაიჭედაო" - იქ მყავს ნახსენები მეზობელი, არა მოხუცი, მაგრამ მაინც ხანშიშესული, რომელიც მთელი ის დრო არ მომცილებია და მამხნევებდა "ნუ გეშინია, ბაბუ"-თი. რომელიც ყველასთვის "ბაბუ" იყო, ყველას იცნობდა. ძალიან თბილი. რამდენიმე დღის წინ შეხვედრია დედაჩემს - "თქვენს გადასვლას მე ვერ გადავიტან, ბაბუ"-ო. ნუ, ეს გადაჭარბებით, მაგრამ გული სწყდებოდა, დარწმუნებული ვარ. რამდენჯერ მახსოვს ღამე გვიან გულგახეთქილი ამოქანებული ჩვენთან - შვილიშვილი ავად ჰყავდა ხოლმე ხშირად და ჯერ ბაბუაჩემი და მერე უკვე მამაჩემი მკურნალობდა. ვიცი, ძალიან მადლიერი იყო და უყვარდა ჩვენები. ხოდა აი რა - ადამიანი, რომელსაც 7 სართული გაშორებს, რომელსაც იშვიათად ხედავ, მაგრამ თბილად გხვდება, რომელიც იცი, რომ კარგად არის განწყობილი და უკვე მერე, როცა აღარ არის, ხვდები, რომ ძალიან საყვარელი იყო და თურმე გული დაგწყვიტა. არ მეგონა, გამიკვირდა კიდეც ჩემი თავის, მაგრამ ტირილი ამივარდა...
როგორც ჩანს, მთლად არ გავქვავებულვარ (ეს ცოტა ხუმრობით)
და
საღამოს სახლში მოსულს ცოტა ხანი დაძინება მინდოდა. ვჭამე, ტელეფონი გამოვრთე და წამოვწექი. მერე აღმოჩნდა, რომ რა დროს წამოწოლა იყო... მორიგი კარადის გამოცლა და ნივთების გადაწყობა. კარადის, რომელიც ხვალ აგარაკზე მიემგზავრება... ძველი ალბომები მომხვდა ხელში. ერთი - ჩემი ძმის ბავშვიბის, რომელზეც ძალიან ბევრი ვიცინე და წარმოვიდგინე, რომ ზუსტად თავისნაირი შვილი უნდა ჰყავდეს და წინასწარ გადავირიე სიხარულით. მაშინ არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო ვერ აღვიქვამდი რა იყო ეს :)
მერე ჩემი ალბომი. ღიმილით ვათვალიერე. ბუნდოვნად მახსენდებოდა რაღაცეები და... კარგია, რა, ბავშვობა, ალბათ... უამრავი სურათი გვაქვს ბავშვობის ორივეს. ძალიან ბევრი, რადგან დედაჩემის მამა როგორც ვხვდები ძალიან დიდ სიამოვნებას განიცდიდა, ჩვენ რომ დაგვდევდა ფოტოაპარატით, თვითონ გვიღებდა, თვითონ ამჟღავნებდა და თვითონ ბეჭდავდა... ბუნდოვნად გამახსენდა თელავში სახლის სარდაფის სართულზე გაკეთებული მისი ოთახი, სადაც ეს მოწყობილობები იყო. წამლის სუნი. რაღაცნაირი შუქი. სინესტის და სიცივის სუნი და თან სიმყუდროვე. როგორ მიყვარდა იქ შესვლა...
მერე თვითონ პაპაც გამოჩნდა კადრში (ხო, დედის მამას პაპას ვეძახდი. ასე მქონდა განაწილებული. მამის მამა - ბაბუა და დედის მამა - პაპა. და ვერავინ გადამათქმევინებდა :) ). მე 1 წლის ვხდები და დღე დღეზე ავიდგამ ფეხს (ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე გავიარე 1 წლისამ). აუზზე ვდგავარ. აუზი გვქონდა, მრგვალი. პაპას წელზე უკიდია ხელი და ღიმილით დამყურებს. მე ვიცინი, როგორც ყველა ფოტოზე (საერთოდ, ალბომის პირველივე ფოტოდან - სადაც 2 თვის ვარ - ბოლო ფოტომდე ყველგან ვიცინი, ვიპრანჭები ან ვპოზიორობ კამერის წინ. ერთი სერიოზული სურათი არ მაქვს მგონი. გაღიმებულიც კი არ, სულ გაცინებული :) ).
მამამ დახედა ფოტოს. გაჩუმდა. მერე -
- რა კაცი იყო დათო! შენ არ იცი, რა კაცი იყო!
(ხმა გაებზარა, შევატყე. ასე სიძეს სიმამრი ყვარებოდა, მართლა არ მინახავს...)
- გახსოვს შენ?
- ბუნდოვნად. რაღაც კადრები...
- რა უცნაურია, არა და არ იყავი პატარა
- ხო, 8 წლის ვიყავი... რაღაც კადრები მახსენდება, მისი ჩვევები...
(და მახსენდება - თელავი. სახლი. ზაფხული. რაღაცაზე გაბუტული ვარ და ნამტირალევი. ვზივარ გაბუსხული. შემოდის პაპა და ცდილობს გამამხიარულოს. მივყევარ ტელევიზორთან - "ნახე, რა გაჩვენო, ფოკუსი!" მე ეჭვის თვალით ვუყურებ. ტელევიზორს რთავს. ეკრანი ქრება ნელ-ნელა, ბოლო ნათელი წერტილიც რომ პატარავდება, პაპა ჩემს მკლავს იღებს და ეკრანთან მიაქვს. ქერა ბუსუსები ელექტროვდება და ყალყზე დგება. მე გაოცებული ვუყურებ ხან ჩემს ხელს და ხან პაპას. მავიწყდება, რაზე ვტიროდი...
სასეირნოდ მივყავარ. ისევ ზაფხულია, მე შემაღლებულ ადგილას მინდა სიარული და ვძვრები, მაგრამ ეს მარცხით მთავრდება და მუხლიდან სისხლი მომდის. პაპა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს, ქაღალდს აცლის და მუხლზე მადებს. სისხლი ჩერდება. მე ისევ ვკიდებ ხელს და ბედნიერი და ამაყი ვაგრძლებ გზას ერეკლეს ძეგლისკენ...)
- იცი რატომ არ გახსოვს კარგად? - ერთად რომ არ ვცხოვრობდით
(ხო, მარტო არდადეგებზე, მარტო შვებულებების დროს...)
და მერე დამრჩა საოცარი დანაკლისის შეგრძნება, რომელიც დღემდე მომყვება. სულ, სულ ვფიქრობდი, რომ პაპას დიდხანს რომ ეცოცხლა, სხვანაირად კარგი ურთიერთობა გვექნებოდა. ვფიქრობდი, რომ შეიძლება მოეყოლა კიდეც ჩემთვის ის რაღაცეები თავისი ცხოვრებიდან, რაზეც ასე ძალიან არ უყვარდა ლაპარაკი; იმ მძიმე წლებზე, რომლებმაც განაპირობა მისი ადრეული სიკვდილი. შეიძლება ტყვეობის ამბებიც მოეყოლა, გადასახლებისაც და კიდევ... კიდევ ის, რომ გერმანული ენა უყვარდა ყველაფრის მიუხედავად, რომ ზეპირად იცოდა სიმღერები მაშინდელი ფილმებიდან. ვიცი, რომ საოცრად დახვეწილი და ძალიან საინტერესო იყო. რომ ძალიან მენატრება ხანდახან და ძალიან მწყდება გული რომ ვერ მოვასწარი ურთიერთობა დიდხანს...
და ალბომის ბოლოს ძველი დეპეშები აღმოვაჩინე. დაბადების დღის მოლოცვები. ერთ-ერთი მისგან იყო. გავოცდი, როგორ შეიძლება ერთ წინადადებიანი დეპეშა ასეთი თბილი იყოს! ჯერ თავისთავად დეპეშა. მერე ის, რომ წერ ბავშვს, რომელიც ალბათ ისე პატარაა, ვერც კი გაიგებს, რომ დეპეშით მიულოცეს. და თან - 1 წინადადება. ან.. ან იქნებ იმიტომ, რომ მერე, ამდენი წლის შემდეგ მეპოვა, მენახა და ავტირებულიყავი ბოლო სიტყვების მერე "....ჩემო ბაცაცო. შენი პაპა"... ზუსტად ისეთს ვისურვებდი ჩემს ცხოვრებას, როგორსაც ამ რამდენიმე სიტყვაში მწერს და მისურვებს.
დეპეშა მშობლებს აღარ წავაკითხე...
ახლა კიდევ ერთხე დავხედავ ფოტოს, სადაც 2 თვის ვარ, მჭიდროდ გახვეული "პილიონკებში", თითქმის გაკოჭილი, უცნაური ფორმის (ალბათ მაშინ იყო ასეთები) სოსკით, მარტო სახე მიჩანს და საოცრად კმაყოფილი ვიცინი :) დავხედავ და მერე დავიძინებ.
Tuesday, July 28, 2009
ჩანაწერი на скорую руку
მოკლედ, უცებ გადაირევა ხოლმე, და ფანჯარას, რომლის გახსნაც ცალკე tab-ში მინდოდა და ისიც მხოლოდ ერთხელ, ხსნის ენით აუწერელი ოდენობით, თან in new windows... და ეს არ მთავრდება, ეკრანი ივსება და ივსება, გამოდის და გამოდის ახალი ფანჯრები, ფარავს ერთმანეთს, ქვემოთ პანელზე ადგილი აღარ არის, ლამის ეკრანიდან მაგიდაზე გადაცვივდეს ფანჯრები....
და ეს ყველაფერი მაგონებს:
sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam
:D :D :D :D :D :D :D :D :D
გაგახსენდათ?! :)
Tuesday, July 21, 2009
დილა მარაზმ(ებ)ისა
კარგი, ხელოსნების და მჟონავი მილის ამბავი ახალ სახლში მალე მოგვარდა და გადაბარდა საჭირო პირს
მერე "ქავთარაძის ბაზრობა"ზე აღმოვჩნდი საშხაპე მილით/შლანგით (თუ რა ქვია) ხელში, რომელიც წყალს ასხამდა. ახალი უნდა მეყიდა. აქაც ძალიან კარგად წარიმართა ყველაფერი. ჭაღარა გამყიდველი ხელმარჯვე ოსტატიც აღმოჩნდა და თან პატიოსანი. სანამ "შემომასაღებდა" რამეს, მკითხა, რა სჭირდა შხაპს, შლანგი გამომართვა, შეამოწმა და დაადგინა, რომ არსაიდანაც არ ასხამს. მერე სავარაუდო მიზეზიც მითხრა, პატარა რეზინებიც ჩამიდო პარკში და ასე გაღიმებული გამომიშვა უკან. ეს - კარგი.
მერე დავიწყე შრომის წიგნაკზე ზრუნვა. ჩემდა გასაკვირად ერთ პატარა საკანცელარიო მაღაზიაში აღმოაჩნდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახალი ვერსია. რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე შევიძინე ბაზრობაზე. ახლა კი ძველს ვეძებდი, რომელიც მაშინ ფულის უქონლობის და მისი შედარებით სიძვირის გამო ვერ შევიძინე. და რად მინდა ორივე? არ ვიცი. მგონია რომ თუ დამჭირდება, შეიძლება ეს ძველი დამჭირდეს და თუ გამომივა, ორივეს შევავსებინებ ჩემს ძველ "დამქირავებლებს", რომელთა ჩამოვლაც უსაზღვროდ მეზარება. а придется... სანამ თავისუფალი ვარ. ავედი ფორმატში. დიდი საბითუმო საკანცელარიო მაღაზიაა, მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ. არც ერთი ვარიანტი. აბა რა, საკანცელარიო ნივთების საბითუმო მაღაზიაში რა უნდა შრომის წიგნს?! ფუ, თქვენი...
ნუ, რახან გამოსული ვარ და ფულიც თან მაქვს, წავალ ბარემ ბაზრობაზეც, თან ოდნავ უბერავს და იქნებ არ დავიხრჩო.
მეტრო - საუკეთესო სატრანსპორტო საშუალება მანქანის არ ქონის/ყოლის და პრინციპში ისედაც - შემთხვევაში. გრილა. ჯდები. ვიღაცის უკანალი არ გაქვს სახესთან. სივრცეა და სწრაფია.
ერთი ის არის, დელისიდან ერთი და იგივე ლიანდაგიდან ორი სხვადასხვა მიმართულებით გადის მატარებელი. სანამ აბრა იდგა და განათებული ასოები გამცნობდა მოახლოებული მატარებლის მიმართულებას, მაშინ რა მიჭირდა. ახლა აბრა რატომღაც მოხსნეს და მხოლოდ ქალის ხმა გამცნობს ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ოღონდ ამას უნდა მოუსმინოთ:
1. მატარებელი მიდის სადგურ ვაგზლის მოედანზე
2. მატარებელი მიდის სადგურ ვაჟა-ფშაველაზე
არ ვაჭარბებ, მართლა ვერ გაარჩევ, ზუსტად ერთნაირად ისმის ორივე ვერსია და მიდი ახლა და იმკითხავე, სად მიდის მატარებელი. ხომ შეიძლება შეგეშალოს, ჩაჯდე სხვა მიმართულებით. კარგი, ეს თუ უკვე დაძრულზე აღმოაჩინე, მოგიწევს შემდეგ სადგურზე ჩამოსვლა და უკან დაბრუნება. მაგრამ უკან დაბრუნებულს შემდეგ მატარებელზეც რომ იგივე დაგემართოს და იმის შემდეგზეც და ა.შ.?! წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება. ამაზეც მიფიქრია.
ხო, კიდევ ის ვიფიქრე, უნდა შევხედო სად ზის მძღოლი, მატარებლის თავში, თუ ბოლოში და ამით მივხვდები სად მიდის მეთქი. მაგრამ ესეც რთული გამოდგა. მძღოლი ბოლო მომენტში შედის კაბინაში. არსაიდან აღმოცენდება და შედის. ასე რომ ვერ ენდობი.
კიდევ ერთი ვერსია, სათადარიგო, რომელიც დღეს აღმოვაჩინე - სხვის შეცდომაზე ვისწავლე. მე მართალია ჯერ არასოდეს შემშლია და უშეცდომოდ (ალბათ ქალური ინტუიცია მშველის) ვჯდები სასურველი მიმართულებით, მაგრამ მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ხოდა დღეს, ვიღაც მამაკაცი ელდანაკრავივით გავარდა უკან, ანუ გარეთ, ვაგონიდან, როდესაც ქალის არც თუ ისე მომხიბლავმა ხმამ უკვე გარკვევით გამოაცხადა: ფრთხილად, კარები იკეტება. შემდეგი სადგური - სამედიცინო ინსტიტუტი! როგორც ჩანს ის ვაჟაზე მიდიოდა... ნუ, აღქმა და გასვლა მოასწრო.
ვაგონის ბოლო ნაწილში ჯდომა მიყვარს, გვერდზე ვაგონს რომ ესაზღვრება. ფანჯარასთან. საიდანაც მეორე ვაგონის ფანჯარა და შესაბამისად იქ მიმდინარე მოვლენებიც ჩანს. დავჯექი და ხალხს დავუწყე თვალიერება. რომელიღაც გაჩერებაზე აღმოვაჩინე რომ იმ ვაგონში კარებთან ფრიად საინტერესო ახალგაზრდა მამრი ობიექტი იდგა. საინტერესო მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით. თეთრი ფართო საროჩკის გრძელი სახელოების მაჯებზე ღილები შეხსნილი ჰქონდა. თავზე შავი საკმაოდ სქელი შლjაპა ეხურა და снисходительно უყურებდა საზოგადოებას. რაღაც მომენტში გავიფიქრე, აქვე, მეტროს სადგურებზე დიდი სარეკლამო ბანერიდან გადმოსული სერიალის გმირი ხომ არ არის მეთქი. ზუსტად მატარებლის მოსვლამდე მომხვდა თვალში კიდევ ერთხელ, რომ მხოლოდ სერიალების უზარმაზარი რეკლამებია გაკრული. მეტროს კედლიდან ბრაზილიელი ლამაზმანები და მაჩოები გიღიმიან. და ძალიან თუ მოიხიბლე, შეიძლება ისე გადააბიჯო დაშვებულ ზღვარს, რომ ლიანდაგზეც ამოჰყო თავი...
ბაზრობა. ზაფხული. ცოტნე დადიანი ჩემი მეგობარი რომ ყოფილიყო, ალბათ თავგანწირვად ჩათვლიდა ამას და თავადაც გამომყვებოდა... მგონი იმუნურმა სისტემამ შექმნა ეს მეთოდი: მივდიოდი სრულიად უტყვად და მიმიკაშეუცვლელად. მივხვდი, რომ გვერდზე არ ვიყურებოდი. მხოლოდ თვალის კუთხით ვგრძნობდი ადამიანის ან მანქანის სახით საფრთხის მოახლოებას. არც ძირს დამიხედია. პირდაპირ და ოდნავ ზევით მიმართული მზერით და სწრაფი ნაბიჯით გავიარე მთელი ტერიტორია. ამჯერად უკვე ზუსტად ვიცოდი, სად მივდიოდი და ამან დავალება გამიადვილა. წინა ჯერთან შედარებით (და ეს წინა ჯერი სულ რამდენიმე დღის წინ იყო) შრომის წიგნი - რუსული ვერსია 2 ლარით გაძვირებულიყო. არ მეგონა ასეთი სისწრაფით თუ აისახება საკანცელარიო ნივთების ფასებზე ნავთობის ფასის მერყეობა. დავიკიდე. ისიც ვიცოდი, ზოგან 5 ლარით მეტიც ღირდა. მიზანი - ყიდვა და აქედან სასწრაფოდ გაღწევა იყო. საბედნიეროდ არ მივეკუთვნები იმათ რიცხვს, ვისთვისაც ბაზრობაზე სიარული რაღაც საკრალურია და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. მხოლოდ უკიდურესი დაჭირვების შემთხვევაში აღმოვჩნდები იქ, როცა ის, რაც მინდა, სავარაუდოდ მხოლოდ იქ იყიდება...
უკანა გზაზე გამახსენდა, რომ დიდი ხანია უკვე სირბილის დაწყებას ვაპირებ. რომ ჩემმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც უნდა დამეწყო, უკვე დაიწყო. და რომ შესაბამისი შორტები ან ბრიჯები მჭირდება. მსგავსი აღჭურვილობის პირველივე დახლთან შევჩერდი. რა თქმა უნდა არაფერი მომეწონა. ის არ იყო, რაც მინდოდა. რადგან ტრუსიკის მსგავსი შორტები დავუწუნე და უფრო ბრიჯები მინდა მეთქი ვუთხარი, კაცმა ეს თავისებურად აღიქვა.
- კარგით, მოვიფიქრებ, თუ სხვა ვერაფერი ვნახე
- კაააგი, იფიქრე, უთხარი. მაინცდამაინც კოჭებამდე ხომ არ უნდა იყიდო?! ეჭვიანია, არ გაცმევს?! რა არის, კაცო?! - და თან ეღიმება გულით
- :) :) :)
არ შევწინააღმდეგებივარ. გამეცინა და წამოვედი... რაზე მეტყობოდა?!...
მივხვდი, ყველგან ერთი და იგივე იქნებოდა და წამოვედი. გამოსვლისას კიდევ სადღაც შევჩერდი, ცოტა ნორმალური ვარიანტები მეჩვენა.
- ბრიჯებს ეძებთ?
- დიახ
- აი, აქ არის. თურქული ხარისხია ყველა (როდის აქეთ გახდა თურქული ხარისხი მისასალმებელი?! ალბათ ამით უნდოდა ხაზი გაესვა, რომ არა ჩინური, არამედ თურქული!...), შესაბამისად ფასიც მეტია...
- (ფასი ვიკითხე. მართლა შთამბეჭდავი აღმოჩნდა. წავალ და Nike-ში ვიყიდი...)
- მოდელები არის. გულს არ დაგწყვეტთ. თუ არ მოეწონება (!!!!) მოდელი, მოიტანეთ და გამოგიცვლით
- ...... ..... მადლობა. მოვიფიქრებ
- დიახ, უთხარით, ჰკითხეთ როგორი უნდა და...
თურმე ამჯერად უკვე თვითონ მეუღლისთვის ვეძებდი... omg! რა გამიტრაკეს საქმე! :))) რა ვქნა, დიდი ტრაფარატი დავიკიდო გულზე წარწერით - "გათხოვილი არ ვარ!" ?
ბრიჯები, შორტები დავიკიდე. სახლში მაქვს უმოკლესი შორტი. მიყვარს. და დიახაც, ჩავიცმევ და ასე წავალ. რატომაც არა?!
გეზი პირდაპირ მეტროსკენ ავიღე. ადამიანები ისევ მოძრავ ლანდებად იქცნენ.
ხმები არ წყდება: "აბა თეიმუროვის მალამო! ფეხსაცმლის საწმენდი! პარკები! ელემენტები იაფად! რუსეთის ვიზები! ქსეროქსი 3 თეთრად! მანტო-პალტოს საწმენდები! პასტა თეიმუროვა...."
და პერიოდულად (ეს ქალი თან დამდევდა თუ რა იყო?!): "ბრეტელებიი! გოგონა ბრეტელები არ გინდათ?!... ბრეეეტელებიი! გოგონა ბრეტელები არ გინდათ?!... ბრეტე....." 'ქალბატონო! კარგად შემომხედეთ, ჯერ, რა!' - ეს ჩემთვის ჩავილაპარაკე ბოლოს...
- დეიდა, დამეხმარე!
- აქეთ დამეხმარე, "შვილო"! (ეს ჩემი ჩვეული პასუხია ბოლო დროს პატარ ბავშვების ამ თხოვნაზე)
დეიდა! ჰმ! ვინ არის ამის დეიდა?!
რამდენიმე დღით ადრე:
პიკასოს გამოფენაზე შესასვლელად ბილეთებს ვყიდულობ.
- სტუდენტური, ხო?
- სტუდენტური? არა, არა! - მეღიმება. და ვფიქრობ რომ ეს "არა" საკმარისია მისახვედრად - სტუდენტი აღარ ვარ
- ა, მოსწავლის?! - ქალი აშკარად არ ხუმრობს.
- ...
ღიმილს გაოგნება ცვლის. ცოტა ხანი ასე ვუყურებ. მერე ისევ მეღიმება და
- არა, ჩვეულებრივი. დიდი ხანია მაგ ასაკიდან გამოვედი :)
ახლა გამყიდველის გაოცების ჯერია...
ამასობაში მეგობრებიც მიერთდებიან და გზაში სიცილით ვუყვები ამ დიალოგს.
და დღეს - დეიდა! მათხოვარი ბავშვების გარდა ყველა პატარად აღმიქვამს. ანუ ბევრად უმცროსად, ვიდრე ვარ. ისე, 7 წლის ბავშვისთვის კი ვარ ალბათ დეიდა, რას ვერჩი...
მეტროში ჩასული ვგრძნობ, ახლა რომ არ დავჯდე, გული წამივა. შიმშილისგან. მახსენდება, რომ გუშინ საღამოს 5 საათის მერე არაფერი მიჭამია. ახლა 1 საათია... და წინა დღესაც ასე იყო. ისევ დამეწყო 24 საათიანი კვების/უჭმელობის ფაზა. უბრალოდ არ მშია. ვერ ვჭამ. არ მინდა. მაგრამ ხანდახან ამის გამო მაქანავებს :) ახლა სახლში როგორც კი ავალ, შევჭამ - ვფიქრობ. მოაღწია მატარებელმა. სანამ კარი გაიღება, მანამდე აცხადებს ზემოთხსენებული ხმა: "ფრთხილად, კარები იკეტება! შემდეგი სადგური...." არა, გაჩერება მაინც აცადოს ახალმოსულ მატარებელს, კარის გაღება თუ არა. დახურვაზე არაფერს ვამბობ. ვინ დაამონტაჟა ასე საოცრად ეს მექანიზმი....
ვჯდები და მოპირდაპირე კედელზე რეკლამებზე მიშტერდება თვალი. მერე კითხვას ვიწყებ: "10, 11, 12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ...." მე- -ე თავსართ-ბოლოსართის არსებობის შესახებ ყურმოკვრითაც კი არ აქვთ გაგებული... ვახ, რა მარაზმში ვართ...
მეტროდან ამოსული ისევ ჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს და ჭამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება ისევ აბსურდული და უაზრო მომეჩვენა :)
ეზოს მაღაზიაში ნაყინზე შევიარე. "ნუვო" - ჩემი საყვარელი ნაყინი (თუმცა უკვე ნაყინიც მკიდია). ამ ხალხმა კითხვა არ იცის?! რატომ, აი ამიხსენით რატომ წერია ყველა მაღაზიაში ნაყინის მაცივარზე დაკრულ ქაღალდზე ჩამონათვალში "ნუგო" - "ნუვო"-ს ნაცვლად?! მარაზმი...
გამოსვლისას ნაცნობი მეჩეხება კარებში. დიდი ხნის ნაცნობი. ქალი. დიდი სიყვარულით და სითბოთი რომ გხვდებიან ყოველ ჯერზე. დავასწარი, და მე მოვიკითხე ჯერ მისი ოჯახი. პასუხს პირდაპირ მოჰყვა შეკითხვა: "შენ რას შვები? კიდევ ისე დადიხარ?" (გასაგებია, ხო?!!!! ანუ, არ გათხოვილხარ კიდე?!)
.............................................................................................
ოოოოოოოოოოოოოოოო (ბეკოოოოო)
ზრდილობიანად ვუპასუხე და მალევე დავემშვიდობე....
თითქმის სადარბაზომდე მისულმა დავინახე კიდევ ერთი უბნ... ეზოელი. ამჯერად ბიჭი. 'აუ ახლა ამანაც რომ რამე მკითხოს, მართლა გავაფრენ ან სიცილით გავგორდები მიწაზე.' მერე უცებ მივხვდი, რომ ბ-ოს შეიძლება სცოდნოდა, რომ გადავდივართ და ამის შესახებ ეკითხა ან გულის დაწყვეტა გამოეხატა (როგორც ყველას, ვინც კი მხვდება ბოლო 7 კვირაა ეზოში თუ შემოგარენში. მგონი ამიტომ არ გავდივარ სახლიდან ღამემდე. მერე ნაკლები შანსია ვინმე შემხვდეს. თუმცა ესეც არ ჭრის: ამას წინათ 2 საათზე სახლში დაბრუნებულს დამემგზავრა მეზობელი, რომელმაც ასევე მოასწრო 8 სართულის მანძილზე ამ თემის განვითარება...). მაგრამ ბ-ოს მობილურზე დაურეკეს ამ დროს და მხოლოდ თავაზიანი ღიმილით და მისალმებით შემოიფარგლა.
მისია თითქმის შესრულებულია! თითქმის სახლში ვარ! სადარბაზოს სულ რაღაც 5 ნაბიჯი მაშორებს. ახლა უკვე ლიფტს მაშორებს 10 საფეხური და... ლიფტის კარი იღება და გამოდის მეზობელი, ხანშიშესული ქალი, რომლის ლაპარაკის უნარიც და ხანგრძლივობაც საარაკოა. მისი სტუმრობის მერე ბებიაჩემს როგორც წესი წნევა უწევს მაღლა, ისე იღლება. 'დამერხა'... ლ-ს როგორც ჩანს ეჩქარებოდა. ჩემდა გასაკვირად როგორც ჩანს არ იცოდა ბინის შესახებ (არა და იმ კატეგორიას მიეკუთვნება, 10 სართულიანი და 8 სადარბაზოიანი სახლის ყველა მაცხოვრებელზე ყველაფერი რომ იციან). ეხ, ლ. ბებია, დაბერდი... ცოტა ხანს მესაუბრა. სამსახურზე (!) მკითხა და ასევე ჩემდა გასაკვირად ძალიან მალე ამოწურა ეს თემაც და ოპტიმისტურ-გამამხნევებელ ნოტაზე დამემშვიდობა....
развязка:
შხაპის შლანგი (?) აღარ ასხამს წყალს. ისე მოვიქეცი, როგორც კეთილმა გამყიდველმა დამარიგა და ახლა ვლოცავ.
ისევ აღარ მშია, რა თქმა უნდა. შხაპის დამაგრების შემდეგ მაშინვე კომპს მივუჯექი, რომ ივლისის სიცხით გაჯერებული შთაბეჭდილებები და გზადაგზა თავში ჩამოყალიბებული პოსტი გაგრილებამდე გადმომეტანა ბლოგზე. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ვინმეს ეყოფა ნებისყოფა ამხელა პოსტის ბოლომდე წაკითხვისა. პატარა პოსტუკებად ხომ არ უნდა დამეყო, ასე ხომ არ ჯობდა?! :)))
ახლა მალე წყალი დაწყდება. ასე რომ ჯობია შევვარდე და მერე... მერე მაინც ვჭამო. სანამ მოლას ვირის ბედი გამიზიარებია...
p.s. საკუთარი რეკორდი მოვხსენი, მგონი. ეს რამხელა პოსტი გამომსვლია... :) თუ წაიკითხავთ, კომენტარიც დამიტოვეთ, რა. თუნდაც - "წავიკითხე". უბრალოდ მაინტერესებს, ვინმე თუ შეეჭიდება და ჩავა ბოლოში და ვინ იქნება ის თავდადებული :)
Monday, July 20, 2009
წარსულის აჩრდილ(ებ)ი
и прочие гуманисты,
За вашу новую американскую «игрушку» —
Не ту, которой играют дети,
А ту, которая играет детьми,
Пока не останется ни одного ребенка…
Евгений Евтушенко.
ვკითხულობ წიგნს, რომელიც, ზუსტად მახსოვს, რომ თავის დროზე დავიწყე და ბოლომდე არ წავიკითხე, მალევე შევჩერდი.
რამდენიმე დღის წინ გამახსენდა. ან შეიძლება თვალში მომხვდა. ან შეიძლება მორიგი დგომის დროს თაროების წინ, როცა დგახარ და ფიქრობ, რომ რაღაც გინდა წაიკითხო, და არ იცი რა და ამ საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკიდან ბევრი წაკითხული გაქვს და ბევრის წაკითხვის სურვილი არ გაქვს და ალბათ არც არასოდეს გექნება. ეს ისეთი გრძნობაა, როცა გშია, და არ იცი რა გშია. არ იცი რისი ჭამა გინდა, არა და ნებისმიერი რაღაცის - არა, ეს ზუსტად იცი.
ხოდა ამ დროს მომხვდა თვალში თუ ხელში. ალბათ 1-2 წლის წინ ვიყიდე. სამწუხაროდ თარიღი არ მიმიწერია. ქუჩაში ვიყიდე, ძველი წიგნებით მოვაჭრე ინტელექტუალთან. მახსოვს, რომ ძალიან გამეხარდა ამ გვარის დანახვა. და ძალიან მომინდა წაკითხვა. თვითონ ეს წიგნი - არ ვიცოდი. მოკლედ, დავიწყე და მივანებე. ეტყობა მაშინ ეს არ მშიოდა...
ახლა ვკითხულობ, თითქმის ნახევარი წავიკითხე. გასაგებია, რომ თავიდან მეცნობოდა ყველაფერი და მახსენდებოდა გზადაგზა. გასაგებია, რადგან დაწყებული მქონდა კითხვა ადრე. მაგრამ ამდენი? ვაგრძელებ, ვაგრძელებ და ვხვდები, რომ ესეც წაკითხული მაქვს, ესეც. ესეც მახსოვს, რომ მოხდა და ეს წინადადებაც მეცნობა (ხო, ასეთი მეხსიერება მაქვს, მხედველობითი, შეიძლება ზუსტად დამამხასოვრდეს რომელ მხარეს და რომელ ნაწილში და რა ეწარა. შეიძლება - არც...). მოკლედ, ვკითხულობ და მახსენდება თან. ანუ არ მეუცხოება. "ეს ვიცი" შეგრძნება მაქვს. მაგრამ საბედნიეროდ არ მიჩნდება სურვილი, გადავახტე, რადგან უკვე ვიცი და მოვძებნო ადგილი, საიდანაც არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ კითხვისას მახსენდება და ისე - არა. და თან - არ მაღიზიანებს ეს ცოდნა და მაინც როგორც ახალს, ისე ვუყურებ.
უბრალოდ ერთი მაფიქრებს - არ აღმოჩნდეს, რომ წაკითხული მაქვს მთლიანად. ბოლოში გასული არ მივხვდე ამას. ბოლო წინადადებამდე რომ მექნება შეგრძნება - ესეც წაკითხული მაქვს და წიგნს რომ დავხურავ - მერე არ აღმოვაჩინო, რომ ბოლომდე წამიკითხავს :)
თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს.
სიტყვები, რომლებიც წავუმძღვარე პოსტს, წიგნის არაავტორისეულ წინასიტყვაობას აქვს წამძღვარებული.

წარსულის აჩრდილ(ებ)ი მდევს თან. უნდა მოვიშორო...
მათთვის, ვინც თურმე კითხულობს ჩემს ბლოგს, ოღონდ არ ვიცოდი
"სარკე"-დან მე და თამუნა (თათა) შოშიტაიშვილი, ჩემი მეგობარი და თანამშრომელი/თანამებრძლოლი ერთდროულად და საკუთარი ნებითა და გადაწყვეტილებით, ყოველგვარი ექსცესების და კონფლიქტის გარეშე მშვდად წამოვედით.
ანუ ჩვენ "სარკე"ში აღარ ვმუშაობთ! და საერთოდ არსადაც არ ვმუშაობთ ახლა.
ეს იყო ზოგადი მიმოხილვა.
ახლა - ცალ-ცალკე მოკლედ
მე - პირადად ვუსაქმურობ და ვისვენებ. მალე დავიწყებ ფიქრს, რა ვაკეთო მომავალში. ჯერ ფიქრიც კი არ დამიწყია. სამსახურს აქტიურად არ ვეძებ და საერთოდ არ ვეძებ ჯერ. არც ვნერვიულობ. ჯერ სხვა სფეროებში და სხვა დეტალები მაქვს მოსაგვარებელი თუ უბრალოდ მისახედი. იგივე საქმის კეთებას აღარ ვაპირებ. სხვა - ვნახოთ. დრო გვიჩვენებს. ვნახოთ რა გამოჩნდება და ვინ რას შემომთავაზებს ან რა გზას ავირჩევ და ა.შ.
თამუნა - როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, არ იტყვის უარს კარგ სამსახურზე. ჩემგან განსხვევებით - ეძებს, რამდენადაც ვიცი. თუმცა ასევე ვიცი, რომ არ ნერვიულობს და იმედი აქვს - რაღაც გამოჩნდება (რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ - ანუ რაღაც ძალიან კარგი). შემოთავაზებებით და დეტალური შეკითხვებით შეგიძლიათ პირადად მიმართოთ.
p.s. გმადლობთ, რომ (მ)კითხულობთ
Sunday, July 19, 2009
მერე რა, რომ

Saturday, July 18, 2009
Fahrenheit 451 ვაჟა-ფშაველაზე
ეს ყველაფერია ავეჯი, ჭურჭელი და... წიგნები. პირველ ორს დაახლოებით მოეძებნა გამოსავალი და აი წიგნებს, რომელიც 3-4 თაობის მოგროვილია, ყველა სფეროში და ყველა ენაზე, მგონი... მე მშობლებს ვთავაზობ - დავწვათ! ბრედბერის გადავიშლი წინ, როგორც კულინარიული რეცეპტების წიგნს და მის მიხედვით ვიხელმძღვანელებ. როგორია?
მოკლედ, 3 კარადა და ბევრი თარო დაიცალა დილიდან. ყველგან ფურცლები, ძველი წიგნების, ყველგან ყდები, ყველა მაგიდაზე წიგნები და მტვერი. თავის დროზე რამდენი სამედიცინო უკვე გამოუსადეგარი ლიტერატურა მიეცა ისტორიის (და ალბათ არა მარტო ისტორიის) სანაგვეს
მოკლედ, გადავახარისხეთ (არც თუ ისე მარტივად. ეს მინდა! ეს არ გადააგდოთ! ეს გადააგდეთ! ეს დაწვით! ეს გაყიდეთ! ამას ვინ წაიკითხავს! ეს მიყვარს! ამას ვერ ვიტან და ა.შ...) დასატოვებელი, მართლა გადასაგდები (და გაუგებარია ვის მიერ როდის და რატომ ნაყიდი), გასაყიდი, გასაჩუქებელი და გაუგებარი სტატუსის წიგნები. მოვიდა ვიღაც. ტრიალებს ახლა იქით, ოთახებში. არ შემიძლია ძალიან მსუქანი და გაოფლილი ინტელექტუალი გამყიდველის საზოგადოებაში დიდხანს გაჩერება. მით უმეტეს, თუ ამ უკანასკნელს სიცხეში ფეხით მოუწია სიარული და ისე მოვიდა ჩვენთან... ნუ, საწინააღმდეგო მისი შეიძლება არაფერი მაქვს, მაგრამ... გასაგებია, ხო? :)
წავედი, წავედი, ჩემი გადარჩეულ-გადარჩენილი არაფერი გააყოლოს ხელს. გემოვნება აშკარად კარგი ჰქონია. ისეთებს მოკიდა წეღან ხელი, კინაღამ ვეფხისტყაოსნის დიდი გამოცემა ჩავარტყი თავში სიტყვებით - руки прочь от достояния народа... მაგრამ ეს ისეთი ჩანს, მიპასუხებდა - а по чем опиум для народа?-ო და შევეშვი...
წავედი
Friday, July 17, 2009
Wednesday, July 15, 2009
Game Over-ს გუშინ 2 კვირა შეუსრულდა :))))
ხო, თითქმის კი არა, ზუსტად 2 კვირა გამოდის! :))))
თავისუფლებაააა ისე არ მოდიიიიიის
თავისუფლებაააა ლომთა ხვეეედრიააა
:))))))))))))))))
მე ხომ თან ლომი ვარ, ჰოროსკოპით
ჰარც
:))))
მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარია! ძალიან, თავის უფლება! განსაკუთრებით მზიან ზაფხულში! :)
Monday, July 06, 2009
flickr-ზე გაჭირვება მანახე და ბლოგზე გაქცევას/გამოსავალს განახებო

Friday, July 03, 2009
პოსტი - მთვრალი ალუბალი :))))))))
ვგიჯდები ამ ფილმზე და კიდევ წითელ ღვინოზე. თუ შავზე? რა ვიცი, რაც ჰქვია, რა. ამ წუთას არ აქვს ამას ჩემთვის გადამწყვეტი და პრინციპული მნიშვნელობა
და მივხვდი, წითელ ღვინოს რომ ვსვამ, ბოლო დროს, მერე ვიწყებ სიმღერას - "შავ ღვინოში ალუბლები ბანაობეეეეეეეეეენ" და ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები. პრინციპში წითელი ღვინის გარეშეც აჩემებული მაქვს ეს სიმღერა ბოლო დღეებია და თან, ასევე პრინციპში თითქმის ყოველ საღამოს ვახერხებ დავლიო ცოტა, ან საჭიროზე/საკმარისზე მეტი, მიუხედავად მამაჩემის პროტესტისა. აბა რა ეგონა, ასეთი ფანტასტიური ღვინო რომ მოჰქონდა?! დიახაც, მე მომიტანა, იმიტომ რომ სპეციალურად მე მიგზავნიან ხოლმე ასეთ წითელ ღვინოებს. მართალია გუშინ გამაფრთხილა, ეს მართლა ცოტა უნდა დალიო, თოფივით არისო, მაგრამ თოფთან ერთად უგემრიელესია და შავ ღვინოში ალუბლები ბანაობეეეეეეეეეეენ......
ვსო, ახლა მინდა სასწრაფოდ სადმე გარეთ, ან ბუნებაში და ან ვერანდაზე და ნუ ჯანდაბას, ნუ იქნება გიტარა და სიმღერა, კარგი განწყობა ყველა ვარიანტში იქნება
ზაფხულია ხალხოოო! როგორც იქნა ზაფხულია და დღეს სრულიად გავისიგრძეგანე რომ ვარ free as a bird და უმაგრესი შეგრძნება იყო, პირველი დღე ნებაყოფლობითი დასვენება-უსაქმურობისა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ღამის სამ საათამდე და დღეს დილის თითქმის 10 დან შუადღემდე გონებრივად, ხოლო შემდეგ საღამოს 8 საათამდე ფიზიკურად ვმუშაობდი, მაინც უბედნიერესი ვიყავი :) იმიტომ რომ სამსახურში არ უნდა წავიდე. უნდა - არ იყო. როცა მინდა და სადაც მინდა გავალ და ის, რასაც ვაკეთებდი, სასიამოვნო და საინტერესო იყო. freelancer-ობა არის ყველაზე მაგარი :)
მოკლედ, მინიმუმ სექტემბრამდე არც კი შემომბედოთ სამსახურის შემოთავაზება :) ვიღებ მხოლოდ გერმანულიდან ქართულად სათარგმნს და ქართულ დასარედაქტირებელ ტექსტებს - სიამოვნებით.
სხვა მხრივ კი დამაცადეთ, ბატონო, უნდა დავისვენო, განვიტვირთო, შევირგო და მერე ვიფიქრო და მოვიფიქრო და გადავწყვიტო :)
უf. მაგარიააა! :) "დაჟე" დღის პირველ საათზე არც კუჭს და არც გონებას ჩვეული სიგნალი არ გამოუშვია და არავინ და არაფერი გამხსენებია ;)
"...მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურაააა"

.jpg)