Wednesday, October 28, 2009
დამტვერილი პოსტები. ნაწილი II. გაიღიმეთ ;)
მათთვის, ვინც არ იცის ეს ერთი მგზავრობის ისტორია. (ბლოგზე შემოსვლის გარეშე ნუ ეცდებით წაკითხვას, ან ამ ისტორიის სტრიქონებს შორის ამოკითხვას, არ გამოვა :) )
"სიმართლის დრო"
ამ გადაცემის გარჩევას არ ვაპირებ, ერთი მინდა მხოლოდ ვთქვა/დავწერო - კარგი იქნებოდა გადაცემის ბოლოს, ან თუნდაც დასაწყისში, შალვა რამიშვილი რესპოდენტს (თუ რა ჰქვიათ ამ "წამებულებს"?) შესაბამისი ტონით ეკითხებოდეს: "აღსარებაზე ეშმაკთან მოხვედი, ბიჭო?!"
იმედი მაქვს მკითხველთა 99% მიხვდება, რაზე მაქვს ლაპარაკი და რატომ და შესაბამისად აღიქვამს ამ იდეას
პ.ს. თუ საჭიროა - :)

Tuesday, October 27, 2009
რუბრიკარუბრიკარუბრიკარუბრ
დავარქვათ ამას... არ ვიცი, რა უნდა დავარქვა. ზოგი "შემოქმედებით კრიზისს" ეძახის (ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება), ზოგი კი ეგზისტენციალურს (ეს ალბათ უფრო ახლოა სიმართლესთან).
ასეა თუ ისე, რაღაც ძაფი გამიწყდა. დროებით. ან ვერ ვასწრებ ჩაწერას, და ან განწყობა ქრება.
მოკლედ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ასეა თუ ისე, დიდი ხანია, ჩემს ძველ პოსტებზე მეფიქრება. ხან რომელი მახსენდება და ხან რომელი. განწყობის მიხედვით. გუშინ აღმოვაჩინე, 3 წელი ხდება რაც აქ ვარ. აქ, ანუ აქ!
ახალი "რუბრიკა" მინდა წამოვიწყო. "რეტრო რეტრო". ან "არც ისე კარგად დავიწყებული ძველი". რაში მდგომარეობს? პერიოდულად ძველი პოსტების "ამოგდება"ში. ალბათ უფრო თემატურად. რუბრიკის თითო პოსტში 3-3 ძველი პოსტის ლინკს დავდებ. განწყობა. მე. მიმდინარე მოვლენები და მიმდინარე აზრები. თუმცა შეიძლება თემატურად დაკავშირებული არც იყოს ეს 3 ერთმანეთთან, უბრალოდ შინაგანი რაღაც კავშირი იყოს, განწყობისეული.
მოკლედ, თუ დაგაინტერესებთ, წაიკითხავთ. უმეტესობა ძალიან დიდი იქნება, როგორც საერთოდ მჩვევია, როცა მოდის და მოდის და ვწერ. და არა, როგორც ახლა.
პ.ს.
რომ ვიღაც დადის პოსტებში ღამით
და ამინუსებს დილისთვის ნათქვამს ;)
იმედია, მირზა მომიტევებს მისი ლექსის გადაკეთებას. ეხ, მოვა დრო, და ამისათვის რამდენი ადამიანისთვის მექნება ბოდიში მოსახდელი :) ან იქნებ იუმორით შეხედონ მათაც და არ განაწყენდნენ?
p.p.s. უკვე რუბრიკის პირველი პოსტის შექმნის შემდეგ მომივიდა თავში სახელი რუბრიკის: "დამტვერილი პოსტები"

Monday, October 26, 2009
შეწყვეტილი სიმღ... პოსტი
'მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა _ ედემია,
ვკოცნი ვაზის რქას და ვაზის ფესვებს,
ყველა სირაჯი მამაჩემია
და ყველა კახპას ვუკითხავ ლექსებს.'
დიდია ეს ლექსი. მთელის დაპოსტვას არ ვაპირებ. უბრალოდ გამახსენდა. ნუ, მთლად უბრალოდ - არა. უფრო იმიტომ, რომ ალკოჰოლის არც ისე მცირე დოზა მაქვს მიღებული :)
მრავალსახეობა ეკრანისა... რა კარგია გადახალისება ხანდახან, ყველაფერში. მრავალფეროვნება... ადამიანებში. სხვანაირი საღამო.
მოკლედ, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან კარგი საღამო იყო ძალიან კარგ ხალხთან ერთად. ძველი ნაცნობი - "გამარჯობა და ღიმილი" - ასეთი ნაცნობი საახეები, ცოტა უფრო მეტად ნაცნობი, კიდევ უფრო ახლოს, თითქმის დამეგობრებული, მეგობარი, და ახალი სახეებით. და საინტერესო და სასიამოვნო და... და ბევრი საერთო ნაცნობი და ბევრი საერთო ინტერესი. ახალგაცნობილ ადამიანებთან საერთო ენის სწრაფად პოვნა და საღამოს ბოლოს თავის ახლობლად გრძნობა. მოკლედ.
რამდენ რაღაცას არ ვწერ, ისე... :(
მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა ედემია...
პ.ს. ერთ დროს ამ ლექსს ყველგან ვეძებდი, ყველას ვეკითხებოდი. ვისაც მეგონა, ეცოდინებოდა, არ იცოდნენ... ახლა კი ხელის ერთი მოძრაობით ვიპოვე... ზუსტად მახსოვს, რა პერიოდში ვეძებდი. რა მნიშვნელობა აქვს
დღეს ერთმა თქვა - არ მიყვარს წარსულიო. არანაირი სახითო. არც ფოტოები, არც ვიდეო, არაფერიო. მერე კი გადაიღო სურათები :) მაგრამ მაინც. მმ, როგორ ვთქვა, წარსული მიყვარს მეთქი. ასე არ არის, მაგრამ... არა, მოგონებების სადღეგრძელოს ნამდვილად არ ვსვამ ახლა :))) უბრალოდ ვხვდები, საკმაოდ ბევრი ეტაპი გამივლია, აშკარად
ხო, ლექსი პეტრე გრუზინსკის არის
პ.პ.ს. ოდესმე თუ შევძლებ, ყველაფერი დავწერო, რაც თავში მიტრიალებს და შიგნით, საერთოდ, კარგი იქნება. ოდესმე. აი ერთხელაც რომ ვეღარ შევიკავო ყველაფერი და გადმოიღვაროს ფურცელზე :) წავიდოდი მაშინ სადმე, ცოტა განმარტოებულ ადგილას და ნონ სტოპ რეჟიმში დაარღვევდა კლავიატურის ხმაური სიჩუმეს. დიდხანს. ვერ ვიტყვი, რომ პასტით დავიწყებდი წერას და ფურცლები მიმოიბნეოდა ოთახში. არა და ასე უკეთ წარმომიდგენია. და ეს ყველაფერი გამოვიდოდა ბეევრი, ბეევრი, და იქნებოდა ყველაფერზე

Sunday, October 25, 2009
in out in out in out in out...
это не то что вы подумали
a вот что:
კიდევ ერთი log in
ახლა უცებ დამარტყა, ჩვენი ცხოვრება შედგება უამრავი log in-ისგან და log out-ისგან. უამრავი (ან ბევრგან ერთი და იგივე) სახელისა და პაროლე(პაროლეპაროოოლე)ბისგან...
და რამდენი გაუქმებული log in ჩაბარდა წარსულს. იქ აღარავინ წვება და აღარავინ დაწვება. და რამდენი კიდევ იქნება.
და ნამდვილ ლოგ ინ-ს რაც შეეხება... მინდოდა, ცოტა ხნის წინ გაცილებისას კიბიდან მობრუნებული მეგობრის ნათქვამი ფრაზა დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე. ჯობია მოვრჩე ამ ღამის ბოდვას და რეალურ ცხოვრებაში შევ ლოგ ინ დე.
იქ 'პასვორდი' არ მჭირდება

fb.აღ-მდე
- Не будет ни книг, ни газет, ни театра, ни кино, ни телевидение...
- Ну, все-таки что-то будет?!
- Facebook!. Один сплошной Facebook!
პერიფრაზed by ც.
ადრე ვამბობდით, ტელევიზორი გამორთეთ, კომუნიკაციას უშლის ხელსო. ახლა.... :( ერთ ოთახში, ერთმანეთის გვერდზე მჯდომი ადამიანები საღამოს, სამსახურის მერე, მეგობრების წრეში ერთმანეთს facebook-ზე კომენტარების საშუალებით ეკონტაქტებიან.... :(
არ მინდა აი ფინიში! :( :)

Friday, October 23, 2009
свой стакан газировки...
(შესავალი/განმარტება: ეს არის არც ისე ძველი მაგრამ არც რამდენიმე დღის draft-ი, რომელსაც როგორც იქნა ეღირსა დღის, უფრო სწორად ბლოგის სინათლის ხილვა, დასამუშავებელი იყო. ნუ, დასამუშავებელი - უხეში ნათქვამია. არაფერი შემიცვლია, უბრალოდ წასაკითხად რომ ნორმალური ყოფილიყო, ინგლისურად აკრეფილი ტექსტის გადარუსულება მომიხდა. დიახ, სულ ჩემი ამ ორი ხელით ავკრიფე და არ დამეზარა. და არც ღამე გამითენებია ამისთვის. ქართულივით ცხადია ვერ, მაგრამ არა უშავს ვბეჭდავ რუსულად. ელემენტარული შეცდომები ალბათ იქნება, ამის კირკიტის და გრამატიკულად ზედმიწევნით სწორების თავი აღარ მაქვს. იქნებ არც იყოს?!
მოკლედ, პოსტი - განწყობა - გარკვეული ხნის წინანდელი. განწყობა, რომელიც პერიოდულად მახსენებს თავს. და დიალოგი ჩემი უსაყვარლესი ფილმიდან. დიალოგი, რომელიც მართლა ზეპირად ვიცი. თუმცა საკუთარ თავს არ ვენდე და გადამოწმებულია ;) დედანის იდენტურია J ინტერნეტში ტყუილად დაიწყებთ ძიებას. არსად დევს. ყოველ შემთხვევაში ასეთი სრული და ზუსტად ფილმის დიალოგის იდენტური სახით არსად დევს. სცენარი - კი. მაგრამ იქ ცოტა სხვანაირად მიდის დიალოგი, ცოტა რამ ემთხვევა მხოლოდ.
მოკლედ, ესეც პოსტი)
а меж тем уже забыла о чем хотела писать. это будет просто словесный понос; нет, скорее мысленный
проблема в том, что мне здесь очень хорошо, даже слишком хорошо себя чувствую и слишком уж все это нравится, люблю
а это я чувствую когда то – другое, временное настроение проходит (а оно всегда проходит рано или поздно) и потом какой то поток тихого счастя нахлынывает
вот в чем проблема...
'Если б мне сейчас удалось выпить стакан газировки,- пить ужасно хочется,- то я был бы абсолютно счастлив'
- Гога, а мы расскажем об этом маме?
- Не надо
- Почему? Мне так хочется рассказать. Меня всю так распирывает
- Не надо
- Гога, вы поступили как настоящий мужчина!
- Перестань, я поступил как нормальный мужчина. Защищать и принимать решения - это мужская обязанность. Это нормально. Ты же не будешь хвалить женщину, за то, что она стирает или умеет готовить обед?
- А вы знаете, я совсм не умею готовить обед.
- Ладно, научу
- Гога, а почему вы не стали учиться дальше?
- А зачем?
- А из вас бы мог стать хороший руководитель
-А по твоему все должны быть руководителями?
-Ну не все должны, но все хотят
-Знаешь Сашенmка, был такой римский император – Диоклитиан, к стати сказать - очень приличный император. Так вот, так сказать в самый расцвет своей империи он вдруг отказался от власти и удалился к себе в деревню. А когда из Рима приехали что бы просить его вернуться к властям, он сказал: если бы вы видели какую я вырастил капусту, вы бы перестали меня уговаривать.
- И не вернулся?
- Нет. Так что не все хотят быть руководителями. Хотя, спрпаведливости ради надо сказать что кажется это чуть ли не единственный случай в мировой истории.
- Так значит, вы предпочитаете выращивать капусту?
- Нет, я предпочитаю делать в своей жизни то, что я люблю, а не то что модно, престижно, или положено. Люблю свою работу, потому, что когда я туда прихожу, там начинает крутиться то, что без меня не крутилось. Люблю своих друзей, потому что не смотря на то, что мы знакомы тысячу лет, мы все равно всегда новы и интересны друг другу. Люблю твою мать, потому что... потому что люблю!
- :)
- Чё ты смеешся?
- Да так, ничего. Просто мне с вами ужасно интересно. Так значит, вы обсолютно счастливый человек?
- Не в полне! Если б мне сейчас удалось выпить стакан газировки,- пить ужасно хочется,- то я был бы абсолютно счастлив!
და სცენარში როგორ მთავრდება ეს ადგილი, იცით? -
'Александра посмотрела на Гогу. Тот улыбался оттого, что у него все прекрасно. И Александра задумалась...'
მშურს ამ ადამიანის!.. :) Вот бы мне бы свой стакан газировки....

Sei!
ბოლო დროს განსაკუთრებით დავრწმუნდი იმაში, და სხვებიც დამეთანხმნენ და დამეთანხმებიან კიდეც, რომ სიგოიმის სერიოზული პროპაგანდა მიდის საქართველოში, ყველა სფეროში და ყველა საშუალებით.
იყავი გოიმი და შენს სიმღერებს ხალხი მოისმენს!
იყავი გოიმი და შენს ფრაზებს აიტაცებენ და გაააფორიზმებენ!
იყავი გოიმი და შენ მოგისმენენ!
იყავი გოიმი და შენგან ინტერვიუებს აიღებენ!
იყავი გოიმი და შენ წაგიკითხავენ!
იყავი გოიმი და შენ გაგაპიარებენ! ყველა მასობრივი საშუალებით!
იყავი გოიმი და შენ გიყურებენ!
იყავი გოიმი და შენს სიმღერებს ხალხი იმღერებს!
მაშ იყავი გოიმი!
ან
დალიე fანტა და იყავი ბამბუჩა!

ივლისი. 1996
ვწევარ და ვუსმენ, ვუსმენ სიჩუმეს
სიჩუმეს მოჰყავს შენზე ფიქრები
ფანჯრიდან თითქოს წვიმა მიყურებს
ვერ გაუგია რატომ გცილდები
მინას აწყდება წვეთი მრავალი
მემუდარება სარკმლის გაღებას
დავიწყებია წვიმას თავშალი
და საწვიმარი ქოლგის აღებაც
გარეთ დარჩენილს დასველებია
გაშლილი თმა და მთრთოლვარე მხრები
ფანჯარას ვაღებ, საწვიმარს ვაწვდი
და მის ვერცხლისფერ თითებს ვეხები
ოთახში ისევ შენზე ფიქრი დგას
და გასაშვებად არ ვემეტები
მე კი მივიწევ გარეთ, წვიმისკენ
მის ვერცხლით ნაქსოვ ხლართში ვედები
წვიმა კი თითქოს მადლობას მიხდის
ნაზი ღიმილით მიხუტებს გულზე
და ფიქრით დაღლილს მისი ალერსი
როგორც ყოველთვის - მომისწრებს სულზე
ც.მ.
სიჩუმეს მოჰყავს შენზე ფიქრები
ფანჯრიდან თითქოს წვიმა მიყურებს
ვერ გაუგია რატომ გცილდები
მინას აწყდება წვეთი მრავალი
მემუდარება სარკმლის გაღებას
დავიწყებია წვიმას თავშალი
და საწვიმარი ქოლგის აღებაც
გარეთ დარჩენილს დასველებია
გაშლილი თმა და მთრთოლვარე მხრები
ფანჯარას ვაღებ, საწვიმარს ვაწვდი
და მის ვერცხლისფერ თითებს ვეხები
ოთახში ისევ შენზე ფიქრი დგას
და გასაშვებად არ ვემეტები
მე კი მივიწევ გარეთ, წვიმისკენ
მის ვერცხლით ნაქსოვ ხლართში ვედები
წვიმა კი თითქოს მადლობას მიხდის
ნაზი ღიმილით მიხუტებს გულზე
და ფიქრით დაღლილს მისი ალერსი
როგორც ყოველთვის - მომისწრებს სულზე
ც.მ.
Monday, October 19, 2009
Легкомыслие!- Милый грех,
Милый спутник и враг мой милый!
Ты в глаза мне вбрызнул смех,
и мазурку мне вбрызнул в жилы.
Научив не хранить кольца,-
с кем бы Жизнь меня ни венчала!
Начинать наугад с конца,
И кончать еще до начала.
Быть как стебель и быть как сталь
в жизни, где мы так мало можем...
- Шоколадом лечить печаль,
И смеяться в лицо прохожим!
М. Ц.
Милый спутник и враг мой милый!
Ты в глаза мне вбрызнул смех,
и мазурку мне вбрызнул в жилы.
Научив не хранить кольца,-
с кем бы Жизнь меня ни венчала!
Начинать наугад с конца,
И кончать еще до начала.
Быть как стебель и быть как сталь
в жизни, где мы так мало можем...
- Шоколадом лечить печаль,
И смеяться в лицо прохожим!
М. Ц.
Tuesday, October 13, 2009
რომელი საათია?!
როგორი შედარებითია ყველაფერი, და ცვალებადი. შეხედულებებიც.
'სამის შეიძლება არის მესამედი...' - ყოველთვის, როცა ამ სტრიქონებს ვკითხულობდი, ეს დრო (სამის მესამედი, სამი...) საოცრად გვიანი და რაღაც იდუმალებით სავსე მეჩვენებოდა ხოლმე.
და ზუსტად მახსოვს, დღესაც თვალწინ მიდგას ის სურათი, სცენა რაც წარმომიდგებოდა თვალწინ. განსაკუთრებით სიტყვებზე - 'ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.' და მერე იქ თამაშდებოდა მთელი სცენა, იქ მიდიოდა მთელი ლექსი, იქ იშლებოდა.
ხატვა რომ შემეძლოს, დავხატავდი. ის - რეალური ადგილი იყო. ახლაც არსებობს, უბრალოდ ალბათ სულ სხვანაირი. სხვა ხალხის ისმის იქ ახლა ჟრიამული.
და ახლა? 'ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.' და რა? მხოლოდ! მხოლოდ გახდა სამი. უბრალოდ სამი, და არაფერი იდუმალი ამაში აღარ არის.
გავიზარდეთ. დიდი ხანია, გავიზარდეთ. უბრალოდ რაღაცეები აღარც კი გვახსოვს. რაღაცეები კი პერიოდულად ტივტივდება სიღრმიდან, დროებით.... და მაქსიმუმ - დავწეროთ ამაზე, ან გავიხსენოთ და ისევ დავივიწყოთ

remember
I'm a....
I'm a...
მე ვარ ქალი, მე ვარ ნათლია, მე ვარ მეჯვარე, მე ვარ (სხვების)სიზმართაღმწერელი....
მე მახსოვს სხვების სიზმრები, სხვების ამბები, მე მახსოვს ის, რაც სხვებს არ ახსოვთ საკუთარი ცხოვრებიდან, მე დეტალები მახსოვს, მე განწყობები მახსოვს, მე მახსოვს ბევრი პატარა რაღაც. მე მკითხეთ, მე, მე გაგახსენებთ, თუ ოდესმე მოგიყოლიათ ჩემთვის, ან მომსწრე ვყოფილვარ....
მე ჩემიც მახსოვს, ისიც, რაც არ მომიყოლია....

спустя 10 лет ÖD
08. 1999. ღამე. ქალაქი ბრემენი. გერმანია. irish pub. სიტუაცია - ცოცხალი კარგი მუსიკა. გაბუღული ბარი. ბევრი ხალხი. ახალგაზრდები. ინტერნაციონალური სასტავი. სილაღე. განწყობა - სრულად გადმოცემული ფრაზით:
"ისე კარგადა ვარ რომ ცjუდადა ვარ"
ფრაზის ავტორი - ელენე ს.
ბოლო ათწლეულის ჯერ-ჯერობით უკვდავი ფრაზა
наши дни. 12.10.09. nachmittag. დაახლოებით 15:... ქალაქი თბილისი. საქართველო. კალოს აივანი. მზე. ბევრი მზე. უჩვეულოდ თბილი შემოდგომის ნაშუადღევი. სიტუაცია - easy like a sunday morning. რაოდენობა - 4 (3 გოგო, 1 ბიჭი). განწყობა - ყველაფერი კარგად იქნება. განწყობა (ჩემი) გადმოცემული ფრაზით:
"რა ვქნა, ხანდახან უსინდისოდ ძალიან რომ მიხარია ცხოვრება?!" :)
ფრაზის ავტორი - მე.
პ.ს. პოსტის სათაურში სმაილიკი გერმანულად არის აკრეფილი ;) :)

Saturday, October 10, 2009
განწყობა um 03:13
ღააააამის სამი სააათია და ყველაფერი....
ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება
და ა.შ.
ღამის სამი საათია, ვზივარ კომპთან, არც მეძინება და არც არსად მეჩქარება. ვაპირებ ვნახო ფილმი, რომელიც ფრიად კომპეტენტურმა ადამიანმა გადმომიწერა ;) და აქო. ვენდობი და რადგან დილითაც არ ვარ ადრე ასადგომი, მოვკალათდები ახლა გემრიელად და ჩავუჯდები (თუ ჩავუწვები :)))) ). მერე მოგახსენებთ შთაბეჭდილებას, სახელსაც და დავდებ კიდეც ლინკს ან რამეს.
გარეთ სიჩუმეა. თუმცა პერიოდულად არანორმალური სისწრაფით დიდ ქუჩაზე ჩაქროლებული მანქანის ხმა მაინც არღვევს ამ სიჩუმეს. და კიდევ ვიღაც ბიჭების ხმაური. ერთი მეორეს ძალიან ემოციურად უყვება ასეთივე ემოციურ თავგადასავალს. კარი მივხურე. შემაწუხეს ცოტა არ იყოს :) რა ხმაურიანი ერი ვართ, მაინც...
წითელი ბოტასები წითელმა ხალათმა შეცვალა. девушка в красном. დავივლი ახლა და გამოვრთავ ყველა საკომუნიკაციო საშუალებას, რომ რომელიმე გვიან შემობოდიალებულმა უძილო მეგობარმა არ დამიფრთხოს კომფორტი და შუა ფილმში მაგ. სკაიპის საოცარი ხმა არ გაისმას
რაღაცნაირად დადებითად დამუხტული დღე იყო. დილიდან. კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ჯერ მეგობარმა გამაღვიძა, დამირეკა. ამანაც კი კარგად იმოქმედა. შევიბრუნე. მერე მეორე მეგობარმა - მომწერა. ამ დროს უკვე შეფხიზლებულივით ვიყავი. ბოლოს ავდექი. დღის სტუმარი - მეორე მეგობარი, რომელსაც კარი ჯერ ოდნავ გავუღე, გავიხედე და სანამ შემოვუშვებდი, ვკითხე: "cel' vizita? ძილი, ინტერნეტი თუ უბრალოდ ჩემთან ვიზიტი?" ნუ, რა თქმა უნდა სათანადო რეაქცია მოჰყვა ამას ზღურბლს იქით მდგარი მეგობრისა. ყავა, ინტერნეტი, ტვ, საუბარი, სიცილი და ა.შ.
რამდენიმე საათის შემდეგ. ეს გავისტუმრე და სანამ ეზოდან გავიდოდა და ვუყურებდი, ეზოში მესამემ შემოუხვია. სტუმარი N2. სახლში, მერე გარეთ. მშვენიერი ამინდი. ფეხით სიარული. მერე საქმიანი შესვლა და არასაქმიანი შეხვედრა (მეგობრის მეგობართან) ბანკში. მოულოდნელი შეხვედრა მეგობრის (დაუნომრავი და დაუგეგმავი) - იქვე. კიდევ ბოდიალი. ახლა უკვე სამნი. დამშვიდობება და კიდევ ერთი ვიზიტი - პირველ (დილით გამღვიძებელ) მეგობართან. ისევ დადებითი მუხტი. მერე ისევ სახლში, ისევ მეორე სტუმრიანად.
ვიზიტი სახლში გრძელდება. შემოდის 4 მოქმედი პირი - 3 ოჯახის წევრი და ერთი ოჯახის (ახლა უკვე მშობლის) მეგობარი. სადილი, ვახშამი. ავახშმე. ყავით გაუმასპინძლდი. ერთ ოთახში ოჯახის სამი წევრი (მცირედნი), და ჩემი მესამე მეგობარი, საუბრები, ჩაი და ა.შ. მეორეში - ოჯახის ერთი წევრი და მისი მეგობარი (მშობელთა თაობა). ბოლოს დიდი ნაწილი მიდის. ვრჩებით მე, მშობელი დედა და ჩემი მესამე მეორე მეგობარი.
სმს-თი შემოდის კიდევ ერთი მოქმედი პირი - მეოთხე მეგობარი. იკვეთება გვიანი საღამოს "გეგმა". ვამთავრებ ლაგებას. მესამე მეგობარი ერთგულად მეხმარება და მორალურად მხარში მიდგას. ვიცმევ. გავდივართ ორნი.
ფეხით. მესამეს გზაშივე "ვაბინავებ" სამარშრუტო ტაქსში. ვაგრძელებ გზას. გვიანია. არსად მეჩქარება. კარგად ვარ. + 1-2 ჭიქა უგემრიელესი წითელი ღვინო სადილზე (თუ ვახშამზე). შუქნიშნის ასანთებს ვაჭერ ხელს და მშვიდად გადავდივარ. ადამინად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს ხელდაჭერილზე აჩერებენ მანქანები. მიხარია, რომ შემოიღეს ბოლოს და ბოლოს აქაც და თან მარტო ერთ ადგილას აღარ დგას თბილისში. მაგრამ ქართული მენტალიტეტისთვის მაინც მიუღებელია რაღაცეები, როგორც ჩანს. ნახევარი წუთი ლოდინს რა თქმა უნდა ჯობია წითელზე გადარბენა და 90% ავარიის რისკზე წასვლა. უფრო მაგარი ტიპი ხარ. არა, ამჯერად არ მინდა ამაზე. აქედან მე მივაჭირე, იქიდან ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა. ცივილიზებულად გადავედით. არ ვიცი, არ ვიცი...
შევდივარ ენერგიული და კარგ ხასიათზე მყოფი. მხვდება მეოთხე მეგობარი და ა.შ. ოჯახის წევრები, ოჯახის მეგობარი... საღამო შიგნითაც კარგი, გარეთაც. მუხტი გრძელდება. ლაპარაკის სურვილი და თავი და უნარი - შენარჩუნებული. ბაღი. ყავა. სიგარეტი. ბნელა. ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ... შიგნით. სინათლეა. ტვ. სხვებიც. ვუყურებთ. ვლაპარაკობთ. ვიცინით. ისევ გარეთ. ისევ სიგარეტი... ისევ შიგნით.
გაცილება ქუჩის ბოლომდე. ამ ასახვევიდან ჩემს ჩასახვევამდე თურმე სულ რაღაც 2 წუთი მინდა. ქუჩა თითქმის ცარიელია. მაინც ველოდები მწვანეს. ჩავდივარ ღიღინით. მერე ვხვდები lifeee, ooo lifee-ს ვღიღინებ და მიხარია. ჩავუვლი სახლს. აქ მალე "ჩვენები" გადმოვლენ. მეღიმება. ქუჩა წყნარია. უბანი. ის უბანი მახსენდება. წუთიერი მონოსტალგიო შემოტევა. გარეთ რომ გახვალ ღამე და ყველა კუთხეში, მაღაზიაში, ეზოში, ქუჩაში ნაცნობი გხვდება. არა, აქ მაინც ძალიან კარგად ვარ (მახსენდება ისევ და ისევ მეღიმება. უსინდისოდ კარგად ვარ :) ).
სძინავთ. კატა მეგებება. არ მომასვენებს, სანამ რიტუალს არ შეასრულებს. car trapeznichat jelaet! ვესწრები მის ტრაპეზს. მერე ვეფერები და თავისუფალი ვარ.
მერე ინტ. ისევ მეგობრები, თითქმის მეგობრები, ნაცნობები, ახალი ინფორმაციები სხვადასხვა სახით და ფორმატით.
უი, მე ხომ ფილმის ყურებას ვაპირებდი?! :)))))) 4 დაიწყო და ყველაფერი რიგზეა :)

Saturday, October 03, 2009
კიდევ ერთხელ
რაღაცნაირად ვერ გადავუხვიე თემიდან. შემოვალ, ვუყურებ ეკრანს. ისევ ოთარ ჭილაძეზე მეფიქრება თუ მეწერება. ჯერ ლექსი მინდოდა დამედო რომელიმე. მერე რაღაც მებანალურა ეს და თან გამახსენდა, რომ არაერთხელ დამიდია აქ, ან შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ სადღაც რამე ნაწყვეტი, უცებ მომსვლია თავში რომელიმე ლექსიდან ნაწყვეტი და პოსტში ჩამირთია. თუ არ ვცდები - არაერთხელ. *
ბევრი შეიძლება როგორც პოეტს, ასე არც იცნობდა. ანუ, ბევრი, რა, ნუ... დღემდე ძალიან მიყვარს ის ლექსები. დღემდე ყველა მახსოვს, რომლებიც არასოდეს მისწავლია ზეპირად (ამ თემას უკვე შევეხე ცოტა ხნის წინ), მაგრამ რაღაცნაირად ჩემი იყო და ძალიან ძალიან ხშირად სხვადასხვა სიტუაციაში გამხსენებია.
ახლა უცებ ისიც გამახსენდა, რომ ბოლო რამდენიმე დღე თავში მიტრიალებდა ხშირად ერთ-ერთი. ჯერ კიდევ მის გარდაცვალებამდე. არაფერი საკრალური და მისტიური ამაში არ არის, ისედაც ხშირად მახსენდებოდა.
არა, უნდა დავწერო, იმიტომ რომ თუ არ დავწერე ახლა, ასე "გამაწვალებს" და არ მომეშვება, ვიცი:
როგორც მორევი ჩუმად და მუხთლად
შენ ისევ მღვრიე ფსკერისკან მითრევ
მე მინდა შენს თმებს ათასჯერ ვუთხრა
ის რაც ჩემამადე ათასჯერ გითხრეს
მერე ვიპოვით უბრალო მიზეზს
და დავშორდებით როგორც ბავშვები
მაგრამ ხსოვნაში დარჩები ისევ
როგორც ჭიქაში ყავის ნარჩენი
სადმე რამე თუ შემეშალა, მაპატიეთ, გადამოწმება არ დამიწყია, ისე დავდე. და სასვენი ნიშნები შეგნებულად არ დამისვამს. მიუღებლობა მაქვს ხანდახან :)
* ერთ-ერთი პოსტი

Thursday, October 01, 2009
.

არა, ახალგაზრდა აღარ იყო, მაგრამ არც იმხელა, რომ... 76 წლის. მოკლედ, მართლა ძალიან დამწყდა გული. მეტკინა... :(
ძალიან მიყვარდა და მიყვარს. ეს ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვისაც მხოლოდ მისი შემოქმედებით იცნობ, მაგრამ შეგრძნება გაქვს, რომ ისედაც იცნობ, ზუსტად იცი, რომ ძალიან კარგია, იცი, თითქოს იცი, როგორი ადამიანია და იცი, რომ გული გეტკინება, როცა აღარ იქნება... როცა არ იცნობ, მაგრამ აგეტირება, როცა წავა.
ვინღა დაგვრჩა?... ცოტაღა, თითებზე, ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი. არც კი.
...
Subscribe to:
Posts (Atom)