Monday, November 30, 2009

Carpe diem/მიყვარს!!!

დღეს დილით დაიწყო, нахлынула რასაც ჰქვია, ტალღა. და სანამ ეს ტალღა გადაივლიდეს,
სანამ გულის კოვზთან რაღაც ძალიან სასიამოვნოს ვგრძნობ, თუ შეიძლება ითქვას - "სასიამოვნოდ гложет", სანამ ისე სავსე ვარ, რომ გადმოდის დადებითი ემოცია, მინდა carpe diem მოვახდინო :) მინდა ეს "пугающий приступ счастья" რაღაცნაირად სიტყვებადაც ვაქციო ნაწილობრივ და აქ ჩავიჭირო, დავტოვო, მინდა დავწერო, რომ


მიყვარს
მიყვარს მზე და მზის ენერგიაზე ვმუშაობ
მიყვარს ზაფხული
და ზამთარიც მიყვარს (როცა კომფორტულად ვგრძნობ თავს)
გვირილები მიყვარს!
სითბო მიყვარს. სიცხეც. და სინათლე!
მე მზე მიყვარს
მიყვარს "გემრიელად" როცა მაცვია
მიყვარს საქმეს რომ ვაკეთებ, რომელიც კარგად გამომდის და შედეგს ვხედავ
მიყვარს, ჩემი დანახვა რომ უხარიათ
მიყვარს, რომ ვუყვარვარ
მიყვარს ჩემი მეგობრები! ვგიჟდები, ისე მიყვარს :) ყველა! ყველა სხვადასხვანაირად (მეტად და ნაკლებად-ს არ ვგულისხმობ). ძალიან მიყვარს!
მიყვარს სიცილი. ვგიჟდები, ისე მიყვარს. სიცოცხლეს მიხანგრძლივებს.
ხუმრობა მიყვარს და იუმორი, მიყვარს, როცა ესმით და მესმის ეს :) ვერ წარმომიდგენია ამის გარეშე
კარგ ხასიათზე ყოფნა მიყვარს, ბედნიერების შეგრძნება მიყვარს
სიმშვიდეც მიყვარს.
სიგიჟეც მიყვარს.
სიმყუდროვეც მიყვარს
ხმაურიც მიყვარს
საღამოს გვიან საქმის დამთავრების შემდეგ через не могу მეგობრებთან შესახვედრად წასვლა მიყვარს
საღამოს გვიან საქმის დამთავრების შემდეგ, შეციებული, დაღლილი და მშიერი სახლში რომ მოვდივარ და ვიცი, სითბო, ვახშამი, სავარძელი და ჩემი ხალათი რომ დამხვდება - ეს მიყვარს
მიყვარს, ასე დაღლილს ჩემზე დაღლილი დედა მაინც რომ მახვედრებს გაშლილ მაგიდას, და მერე მშვიდად ჯდება - მშიერი აღარ ვარ :)
მიყვარს, ამ დროს სიმბა მამაჩემის მუხლებში რომ ისვენებს და ალბათ ველურ სიზმრებს ხედავს, და ორივე თვლემს
ჩემი გადარეული ძმა და მისი დროებით ძალიან გაბერილი საყვარელი ცოლი მიყვარს :)
მათი სტუმრობები მიყვარს
ჩემი ჯერ არ დაბადებული ძმისშვილი მიყვარს უკვე, რომელიც უკვე წარმომიდგენია როგორი იქნება და ვის ემსგავსება :)
ჩემი ოჯახი მიყვარს, ყველა, უძალიანესად და მათთან ერთად ყოფნა რომ მიხარია, ეს მიყვარს
ჩემი ახლობლები მიყვარს
გვიან ღამე საიდანმე დაბრუნება და სახლში შემოსვლა მიყვარს, სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნება ჩემს სახლში.
უკვე დაძინებული სახლი მიყვარს და მხოლოდ ერთი მღვიძარი - კატა, რომელიც ისტერიულად ითხოვს მის ტრაპეზს დავესწრო დღის და ღამის რა მონაკვეთშიც არ უნდა მოვიდე და მერე - მოვეფერო
შაბათს დილას ახლადგაღვიძებულს ასევე ახლადგაღვიძებული სახლის ხმები მიყვარს
ჩემი ახალი სახლი მიყვარს
ჩემი ოთახი მიყვარს
ჩემს ოთახში მეგობრების მიღება მიყვარს
ჩემი მშობლების მეგობრების დაუსრულებელი სტუმრობა მიყვარს
ჩემს მეგობრებთან სტუმრად სიარული მიყვარს
მათთან ერთად სერიოზული თუ არასერიოზული საღამოების ვინმესთან თუ სადმე გატარება მიყვარს
ბოდიალი მიყვარს, ფეხით
მანქანით მათთან ერთად "ბოდიალი" მიყვარს
ჩვენი ხუმრობები, ჩვენი მსჯელობები, ჩვენი საღამოები და ჩვენი ერთმანეთის სიყვარული მიყვარს
ჩვენი სერიოზულ თემებზე საუბარი და სულიერი საზრდოს მიღება და ჩვენი უქმისმეტყველებაც მიყვარს
როცა გჭირდება - შენთან რომ არიან და როცა სჭირდები, შენ რომ ხარ მათთან, ამის შეგრძნება მიყვარს
სარკეში რომ ვიყურები და მეღიმება, ეს მიყვარს
ქუჩაში თვალს როცა მაყოლებენ, ეს მიყვარს
კომპლიმენტები მიყვარს
მოულოდნელად შეხვედრილი დიდი ხნის უნახავი ახლობელი მიყვარს
ხანდახან ჩემი ინტუიცია მიყვარს
იშვიათად - ჩემი სიზმრებიც მიყვარს
გვიანობამდე ცეკვა მიყვარს
მარტო სახლში ყოფნა და ტელევიზორთან სიმშვიდის და "არსად მეჩქარება"ს შეგრძნებით ჯდომა მიყვარს
ხმაური და ბევრ უცხო ხალხში ჩვენი ყოფნა მიყვარს
მარტო ჩვენ და არავინ უცხო - მიყვარს
ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება მიყვარს
საჩუქრების გაკეთება მიყვარს
მადლობა მიყვარს თვალებში დანახული
სიხარული მიყვარს თვალებში დანახული
მონატრება მიყვარს ხანდახან
უსაქმოდ ბოდიალი მიყვარს
ბევრი საქმის კეთება მიყვარს (როცა საქმე არ მსტრესავს)
თვითრეალიზებულობის შეგრძნება მიყვარს
ბევრი თავისუფალი დრო და შესაძლებლობები მიყვარს
კუს ტბა მიყვარს. კვირის განმავლობაში - დილით, ადრე, თავისი იმ დროის ხალხიანად
და კვირას - შუადღისას, მზეში და ცივ ჰაერში, მეგობრებიანად და სხვა უკვე უფრო უცხო ხალხიანად
კარგი მუსიკა მიყვარს, ძალიან
კარგი წიგნები მიყვარს, ძალიან
წერა მიყვარს და მიყვარს, როცა წერის განწყობაზე ვარ და მაქვს დასაწერი, როცა გამომდის
მიყვარს, როცა ჩემი ნაწერი მოსწონთ
მიყვარს ჩემი ახლობლების ცხოვრებაში მომხდარი კარგი ამბები
მიყვარს культура - არხზე საინტერესო გადაცემების ყურება (განსაკუთრებით ხელოვნებაზე და მხატვრების და ტილოების უცნობ და ამოუცნობ დეტალებზე)
папины дочки მიყვარს :)))
"შუა ქალაქში" მიყვარს და მათივე სცენარისტების "ღამის შოუ"
დილას არ სიჩქარის შეგრძნება, ყავის ნელა და დაგემოვნებით სმა და რამე ასეთის ან რამე მსუბუქი ფილმის ყურება მიყვარს
მოულოდნელად მოცლილ მეგობართან ერთად საუზმე მიყვარს
სადმე კაფეში მშვიდი და ევროპული საუზმე მიყვარს
easy like a sunday morning დილები მიყვარს, როცა ყველა ისვენებს და ჰაერში მსუბუქი და ოდნავ ზარმაცსიხარულნარევი განწყობაა
მიყვარს, რა ვქნა, მაინც ძალიან მიყვარს ეს უბედური ქვეყანა და თბილისი მიყვარს, ძალიან, თავისი ყველაფრიანად
კვირა დილები მიყვარს, ვგიჟდები! ადრე ამდგარი თუ ვარ, განსაკუთრებით მაშინ მიყვარს; და განსაკუთრებით მძაფრად - 12 საათისთვის შევიგრძნობ ამას და კარგ ამინდში - ორმაგად
პარასკევი მიყვარს დილიდან
ერეკლე II-ს ქუჩა მიყვარს ჯერ კიდევ (არა იმიტომ, რომ იქ კალაა და ა.შ.), დიიიდი ხნის წინანდელი დროიდან მოყოლებული, სანამ იქ ჯერ კიდევ არაფერი იყო, იქიდან მიყვარს და დღემდე
თოვლიც მიყვარს ("მე თოვლი მიყვარს, როგორც თქვენს ხმაში ერთ დროს ფარული...")
მაგრამ აი მზეეე....
ევროპაში გამოთაყვანებამდე ბედნიერი და ბევრი დროის და თავისუფლების შეგრძნებით ბოდიალი მიყვარს
ერთი სასტუმრო და ქუჩა მიყვარს, ველსში
აგარაკები მიყვარს
და ზღვა მიყვარს
გონიოში დასვენება მიყვარს
მზევინარის აივანი მიყვარს და იმ აივნიდან მოპირდაპირე ორ სახლს შორის პატარა მონაკვეთში დანახული ზღვა მიყვარს
მოულოდნელობები მიყვარს, სასიამოვნო მოულოდნელობები
გაპრანჭვაც მიყვარს
ხანდახან პუბლიკა მიყვარს
მშვიდად ყოფნა და მხოლოდ კომენტარებით შემოფარგვლაც მიყვარს
უსიტყვოდ გაგება მიყვარს
გადახედვა და გაცინება მიყვარს
საინტერესო ხალხის გაცნობა და საერთო ენის უცბად გამონახვა მიყვარს
ხანდახან გაოცებაც მიყვარს
შემთხვევით დაჭერილი მზერა მიყვარს (ბანალურად არ მოგეჩვენოთ. სწორად გაიგეთ)

წითელი ღვინო მიყვარს
შოკოლადი მიყვარს
ვაკის კანაპეში "შოტლანდიური სუპი" და პანეტერიაში შუადღისას ჯდომა მიყვარს
რაფაელო მიყვარს
ნაბეღლავი მიყვარს, განსაკუთრებით ძალიან რომ მწყურია, ცხელი აბაზანის მერე და ყოველთვის - გემრიელად მოყუდება ნაბეღლავის ბოთლის :)
ახლადნაყიდი Jacobs-ის ქილის ქაღალდის თავსახურის ჩემებურად გახსნა და იქიდან ამოვარდნილი ყავის მძაფრი სურნელი მიყვარს
კარგ საზოგადოებაში და გარემოში ღვინის ნელა წრუპვა მიყვარს
რომ იციან, მე რა მიყვარს, ეს მიყვარს
ოფიციანტს ღიმილით რომ ეუბნებიან ჩემზე: ამას ლიმნის გარეშე მოუტანეთ - ეს მიყვარს
ცხელი შოკოლადი მიყვარს, სქელი და გემრიელი

ჩემს საქმეში რომ არ ერევიან (თუ, რა თქმა უნდა მე თვითონ არ ვითხოვ რჩევას და ჩარევას) - ეს მიყვარს
თავისუფლების და "ჩემი თავი ჩემადვე მეყუდნეს" შეგრძნება მიყვარს
როცა ვენატრები, ეს მიყვარს
ხანდახან სითბოს გამოხატვაც მიყვარს
კარგი რაღაცეების ერთობლივად გახსენება მიყვარს
ჩემი შორეულ ქვეყნებში მიმოფანტული მეგობრების online სივრცეში მოულოდნელად გამოჩენა მიყვარს
კარგი სიახლეები და ოპტიმისტური ხედვა მიყვარს
დახვეწილი ადამიანები მიყვარს
გემოვნებიანი ხალხი მიყვარს
სანდო ადამიანები მიყვარს
არამძიმე ადამიანები გარშემო - მიყვარს
სილაღე მიყვარს და არაფრით შეზღუდულობა
მიყვარს, როცა მაქვს საფუძველი ვიფიქრო - ყველაფერი კარგად იქნება
მიყვარს, როცა ჩემით კმაყოფილები არიან და მეც კმაყოფილი ვარ

ღიმილი მიყვარს ჩემს და სხვების სახეებზე
ქუჩაში მადლობა მიყვარს
ყვითელი ავტობუსები და მეტროც კი მიყვარს
ველოსიპედი მიყვარს....... ოოოო, როგორ მიყვარს... თავისუფლების და სილაღის შეგრძნებას მიჩენს. განსაკუთრებით სწრაფად და თავისუფალ ადგილას გაქროლება...
ჩემი მკითხველები მიყვარს
ჩემი ბლოგი მიყვარს
ოთარ ჭილაძე მიყვარს (ახლა, წერის მომენტში - მისი ლექსები)
ახალი მწერლების აღმოჩენა მიყვარს და ძველი უსაყვარლესი წიგნების მერამდენედ გადაკითხვა შუიდან, ბოლოდან, თავიდან ალაგ-ალაგ საინტერესო ადგილების :) თუ ა.შ.
ფილმებიდან ციტატები მიყვარს (ჩემი ფოლდერი მიყვარს, თავში დესკტოპზე რომ მიგდია ;) )
კარგი რეკლამები მიყვარს, ძალიან
შემოქმედებითად აზროვნება და მოაზროვნე ხალხი მიყვარს
ზაფხულში ცივი ყავა (ოღონდ ნამდვილი ცივი ყავა, ჩვენი ოჯახური საიდუმლო რეცეპტით გაკეთებული :) ) და ზამთარში ბევრი შავი მუქი ცხელი უშაქრო ჩაი მიყვარს
ჩემი გაკეთებული "შოკოლადის ძეხვი" მიყვარს და რუსთაველზე ამოჩემებულ მაღაზიაში - "კარტოშკა"
ქუჩაში ან ტრანსპორტში მარტო ყოფნისას რაღაცის უცებ გახსენება და სიცილისგან თავის ვერ შეკავება მიყვარს
დარეკვა და ამის გაზიარება მომენტალურად - მიყვარს
სხვისთვის როცა არ შეიძლება გაცინება, ამ დროს ეცინება და ვერ იცინის, შენ კი ვერ გხედავს ის, ვის გამოც ვერ იცინიან და შენ - შეგიძლია - აი ამ დროს სიცილი მიყვარს (რა ჩავხლართე :) გამიგებენ "ჩემები" ;) )
რაღაცაზე "აწყობა" და ვერ გაჩერება და "ღადაობა" (ცოტა ყურში მომხვდა, მაგრამ არა უშავს. ამასაც მიხვდებიან :) ) მიყვარს ჩვენი
ცრემლებამდე სიცილი და ჭინკები თვალებში და "ანცობა" მიყვარს
სერიოზულობაც მიყვარს
მიყვარს gmail-ზე მოსული კომენტარები და ჯერ იქ გახსნა და მერე აქ წაკითხვა
ჩემ საყვარელ ბლოგებზე ახალი პოსტების გამოჩენა მიყვარს
კარგი ფილმების ყურება მიყვარს
თეატრიც მიყვარს
კინოც მიყვარს
და ბალეტიც მიყვარს
ღია კაფეში ზაფხულში კვირას დილით (სანამ ძალიან დაცხება) ჯდომა მიყვარს (დილას სხვანაირი ხიბლი აქვს)
გვიან დაღამება და საღამო ჯერ კიდევ წინ არის და სასიამოვნო გეგმების დაწყობა მიყვარს
მწვადიც მიყვარს და ბუხარი
და მიყვარს ჩვენი საათის ყოველ ნახევარ და ერთ საათში რეკვა
სიზმარში გაგონილი ეს ხმაც მიყვარს (სხვათა შორის ერთმა მეგობარმა ამით მანიპულირება მასწავლა :P )
ფოტოები მიყვარს, გადაღება (სუბიექტის როლშიც და პირდაპირი ობიექტის როლშიც ყოფნა)
ფოტოების "დადება" მიყვარს :) წარწერების და სათაურების გაკეთება, ფოტოებით ისტორიის გადმოცემა და მერე კომენტარების წაკითხვა :)
ახლა რომ ავდგები, იქით გავალ, ჩაის დავისხამ და ტელევიზორთან მოვკალათდებით ერთ სავარძელში მე და მეორეში - სიმბა და რამე კარგს შევარჩევ საყურებლად, ეს მიყვარს
რამდენი რამ გამომრჩა, ალბათ (და ალბათ რამდენი შეცდომა ვერ შევამჩნიე კიდევ); შეიძლება ჩავამატო პერიოდულად რაღაცეები. ან - არც. პოსტების "დაედიტება" მიყვარს :)
მოკლედ, მიყვარხართ (იგრძნობთ, ვისაც შეგეხებათ, რომც არ წაიკითხოთ, მაინც იგრძნობთ :) )
და


ცხოვრება, სიცოცხლე მიყვარს :)


"და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი"

რა არის იგი weekendიიი, ჩიტივით გაგვიფრინდეეებააა

გქონიათ, ასე, წვეთი არ დაგილევია და გგონია, რომ მთვრალი ხარ? მანქანაში სავარძელში ცოტა დაბლა რომ ჯდები, რომ თავი მიადო სკამს და ფანჯარას რომ დაბლა წევ ყინვაში?! :) საერთო განწყობა და სხვისი სიმთვრალე გადამდებია :) თუმცა ამ შეგრძნებებს მაინც არ შეუშლია ხელი, რომ მანქანაში უკანა გზაზე უზომოდ ბევრი გვეცინა და გვეხუმ-გევმხიარულა :) აი ზუსტად ისე, ნასვამს რომ გაგეხსნება და ვეღარ ჩერდები და ყველაფერზე რომ კაიფობ :)

წუხელ ღამე სახლში დაბრუნებული თავს ვგრძნობდი როგორც ბევრ ალკოჰოლ მიღებული და ოთხით მივედი ლოგინამდე. არა და წვეთი ალკოჰოლი არ დამილევია იქ! клянусь честью... ну падла буду! არც დამჭირვებია "დასაქოქად". კარგი მუსიკა, ბევრი ხალხი და წითელი ფორთოხლის წვენი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 3 საათის განმავლობაში მცირე პაუზებით მეცეკვა :) დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები, რომ დიდი ხანია ასეთ საღამოზე "ვოცნებობთ" (ნუ, ოცნება ცოტა ზედმეტი და ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ იყოს) - ჩვენი ბავშვობის და ადრეული ახალგაზრდობის სიმღერებიანი დისკო. თუნდაც "ბანძი" (მაგრამ თუ შეიძლება - კარგი გაგებით) სიმღერებიანი მაგრამ ისეთი, რომ აგიყოლიებს და მაგრად გამხიარულებს.

მოკლედ გუშინ, "შუა ქალაქში"-ს მერე წავედით თუმანიშვილის თეატრის ფოიეში, ანუ კოტეტიშვილის კაფეში, სადაც ნემსი არ ჩავარდებოდა. ნაცნობებ-მეგობრები უკვე განთავსებულიყვნენ და მაგიდასთან რომც შევიწროებულიყვნენ, სკამებს მაინც ვერ ვიშოვიდით. ჯერ მორიდებით ჩამოვსხედით აშკარად ვიღაცის მაგიდასთან, სადაც ჩანთები, პალტოები და ა.შ. ეწყო და პატრონები სავარაუდოდ ცეკვით იყვნენ დაკავებულნი. მერე სკამის კიდეებიდან სკამების შუაგულისკენ გადავინაცვლეთ. მერე პალტოები გავიხადეთ, მოვშინაურდით და... მოკლედ, ჩვენდა გასახარად არავის გამოუთქვამს პრეტენზია, გაგებით მოეკიდნენ ჩვენს საქციელს; უბრალოდ პერიოდულად თავიანთი ნივთების ასაღებად მოდიოდნენ და აქეთ გვებოდიშებოდნენ, რომ "გვაწუხებდნენ" :) გაგვიმართლა, მოკლედ ხალხშიც და...
უცებ გაისმა, მაგრამ რა გაისმააა, რა ჰანგები! :))) ყოველი ახალი სიმღერის დაწყებას ერთხმად აღმოხდენილი აღფრთოვანების შეძახილები ფარავდა რამდენიმე წამით :) მერე ყველა (თუ ვინმე იჯდა) ჟივილ-ხივილით მიდიოდა საცეკვაოდ :) მათ შორის ჩვენც. სახლში მოსულს ეს შედარება მომივიდა უცებ თავში - მარჟენკა :) გახსოვთ, მარჟენკა? :)) ზღაპარი რომ იყო, "უკვდავების თეთრი ვარდი" და იქ გოგონა, რომელიც ღამეს ცეკვაში ატარებდა და ფეხსაცმელებს ცვეთდა :) მოკლედ, მთელი არა მაგრამ დაახლოებით მესამედი ღამე გავატარეთ 80-იანი წლების არაჩვეულებრივ ჰანგებზე როკვაში (ერთ-ერთი მარჟენკა დარჩა ;) და ალბათ კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი გაცვითა ვინ იცის მერამდენედ და რომელ საათამდე ცეკვაში) და მაგრად გაასწორა (სად ჰაუსი და სად ჯექსონი, ჯორჯ მაიკლი და..... საბრინა, :)))))))))))))))) და ყველაზე "სერიოზული" - Fatboy Slim's :) ). მერე ნინო იძახდა - ეს იყო დისკოტეკა ხანშიშესული ინფანტილურებისთვისო :)))))

დღეს მამაჩემმა გამაღვიძა კუს ტბაზე წასვლის შემოთავაზებით და ჩავრთე თუ არა მობილი, 2 იდენტური შეთავაზება მივიღე სმს-ების სახით. ავირჩიე პირველი - მამა :) და წავედით. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე... კი არა მზე კუს ტბის მხოლოდ ნახევარს მოეფინებოდა, ამიტომ ჩვენ სტრატეგია დავსახეთ და მხოლოდ ნახევარწრეს ვაკეთებდით.ვგიჟდები ასეთ კვირა დღეებზე და ასეთ ამინდზე კვირას! სუსხი და მზე :)
ამასობაში ადგილზე მოგროვდნენ მოსალოდნელი და მოულოდნელი მეგობრები, დაგეგმილები და სპონტანურად შეხვედრილები. უკვე მერამდენედ გათამაშდა სცენარი "სხვისი შვილები" :) ნელ-ნელა შევუერთდი მათ და დღე უკვე მეგობრებთან ერთად გაგრძელდა.
მერე დავიქსაქსეთ და ამას მოჰყვა სადილი თამუნასთან და ჩაი მარიამთან +/- მეგობრებით :) და რა თქმა უნდა "შუა ქალაქში. რომლის გარეშეც უკვე weekend წარმოუდგენელია. ბეეევრი, ძალიან ბევრი სიცილი (თუმცა უნდა ვაღიარო, საკმაოდ სერიოზული და თითქმის ფილოსოფიური საუბრებიც ფინჯან ჩაისთან, საჭირბოროტო საკითხების განხილვა :) ) და ბევრი დადებითი ემოცია დადებით ადამიანებთან ერთად.

და ხო, რა მინდა კიდევ: რა და, "შუა ქალაქში"-ს ერთად ყურების ტრადიცია დამკვიდრდა. ხან ვისთან, ხან ვისთან. ორივე დღეს თუ არა, ერთ დღეს მაინც. და ძალიან მომინდა, ძალიან, რომ სადმე ბარში იყოს დიიიდი ეკრანი, ისე, როგორც ჩემპიონატების დროს არის ხოლმე და იქ იყოს ბევრი ხალხი, ვიყოთ ჩვენ, ბევრი ნაცნობი და ყველა ერთად ელოდებოდეს ამ სერიალს :) და ერთად ვუყურებდეთ. მერე სარეკლამო ჭრების დროს იქნებოდა ყაყანი და სიცილი და სერიალის დროს - ერთობლივი სიცილი და ჩუუუ, უსმინეთ - შეძახილები :) დიდი ხანია ასეთი იდეა და სურვილი გამიჩნდა და რა ვქნა, ამის გულისთვის ხომ არ გავხსნი ბარს?! :) ჯანდაბას, მომპარონ იდეა და აიტაცონ, მათ, ვისაც აქვს საშუალება, ოღონდ მერე ჩვენ იქ მისვლის საშუალება მოგვეცეს :)

იმედია მიხვდებით, რომ შემეცნებით და ესსე-ს ხასიათს არ ატარებდა ეს პოსტი და არც პრეტენზია ჰქონდა ამაზე. "პოსტობაზეც" კი არ ჰქონია პრეტენზია :) უბრალოდ ჩანაწერი იყო, განმუხტვა მოვახდინე და ცოტა მაინც თუ გადმოვეცი და გადმოვდე ვინმეს დადებითი განწყობა, ცუდი არ იქნებოდა.

Friday, November 20, 2009

იგრძენი ქალი

В гибельном фолианте
Нету соблазна для
Женщины. - Ars Amandi
Женщине — вся земля.

Сердце — любовных зелий
Зелье — вернее всех.
Женщина с колыбели
Чей-нибудь смертный грех.

Ах, далеко до неба!
Губы — близки во мгле...
— Бог, не суди! — Ты не был
Женщиной на земле!

М. Ц.

ვგრძნობ ამ ლექსს, ძალიან მიყვარს. ორი სიტყვით რომ იყოს საჭირო რაიმეს თქმა ამ ლექსზე, ვიტყოდი - ქალი იგრძნობა

Thursday, November 19, 2009

აუცილებლად!

ნახეთ!

"რუსულის გაკვეთილები"

"Уроки русского"

"Russische Lektionen"

"Russian Lessons"



Regie: Andreij Nekrasow & Olga Konskaya, 2009


არც შეფასებას დავიწყებ. არც ემოციების გადმოცემას. არც გარჩევას. რაზეა ფილმი, ისედაც ყველამ იცით ალბათ. უბრალოდ ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ - ნახეთ.

მხოლოდ იმას ვიტყვი - დიდი ხანია ასე არაფერს უმოქმედია ჩემზე


(ლინკები უბრალოდ ინფორმატიულია. ფილმის გადმოსაქაჩი ლინკის ძიებას ნუ დაიწყებთ ან პოსტში ტყუილად)

p.s. კომენტარში მინი-პოსტია, შეიძლება ითქვას. სხვაგან რაც დავწერე, ვერ მოვითმინე და აქაც გადმოვიტანე, მაგრამ უკვე საკუთარი კომენტარის სახით

Wednesday, November 18, 2009

Любовь во время свиного гриппа

არც მოთხრობა

არც პოსტი

არც(ა) შიოლა ყოფილა

უბრალოდ სათაური (ფრაზა, რომელიც შევქმენ-გადავაკეთე და ავიჩემე)


p.s.
For more information visit...

или

Zu Risiken und Nebenwirkungen lesen Sie...

მოკლედ, გადაიკითხეთ ბუმბერაზი (თუნდაც არა)კლასიკოსები

აი

Friday, November 13, 2009

Луна у ворот твоих

ეს არც რაიმე თამაშის გაგრძელებაა, არც რჩევა მკითხველს, არც 5 ავტორი და არც 5 წიგნი. თუ რამე გეცნოთ ან რამეს დაემთხვა, უბრალო შემთხვევითობად და დამთხვევად ჩათვალეთ.

წუხელის....... პოსტი დაბადებულა! ბოლო დროს ჩაძინებამდე და აზრების გააბსურდებამდე რაღაც მომენტში თავში draft მიყალიბდება და მერე ან მახსოვს ხოლმე ზუსტად და ან - არა.

კუნდერა იყო პირველი, ვინც გამახსენდა. მანამდე სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი, ზუსტად ვიცი, რომ არ იყო კავშირში მასთან არანაირად, მაგრამ რა იყო - არ მახსოვს. მერე საიდანღაც ტერეზა გაჩნდა. დედა ტერეზა არა, ტომაშის ტერეზა, თავისი უცნაური, რაღაცნაირად (ემოციურად) მტკივნეული ჩვევით... მერე - კარენინი. მერე ზოგადად - კუნდერა. მერე? მერე მახსოვს, ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება და ემოციები მაქვს ამ მწერლის მიმართ. რომ წაკითხული მაქვს ყველა მოთხრობა და ყველა რომანი, გარდა ორისა. არ მაქვს წაკითხული ესსეები და ლექსები. და რომ პირველი, რაც წავიკითხე, იყო Невыносимая лёгкость бытия და მერე მიჰყვა და მიჰყვა. წიგნის სახლში, მეგობრების თაროებზე, სხვისი, ჩემი, მეგობრის მეგობრის, ახლობლის, ახლობლის ვიღაცის, ინტერნეტში მოძებნილი, ეკრანზე, ამობეჭდილი.... ყველა სახით. ეს ძალიან ცოტაა. მეასედსაც არ ვწერ იმისას, რაც შემეძლო/მინდოდა მეთქვა

მერე მიჰყვა უცებ. ერთბაშად. უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ზღვის ნაპირთან ვიჯექი. არა, რა მზე?! არც მზე და არც პალმები. უკაცრიელი, ქვიშიანი ზღვის ნაპირი იყო. ცა - ნაცრისფერი და ზღვა ღელავდა. ცოტა. და ცაზე - ბაცი მთვარე. ისეთი, მზესთან ერთად რომ ჩნდება ხოლმე, ჯერ კიდევ დღე რომ არის და მაინც რომ ჩანს, სადღაც, ოდნავ, წვრილად და მკრთალად.

და უცებ ტალღებმა ქაფს რაღაც ამოაყოლф, ქვემოდან - ზემოთ, ზედაპირზე და მერე უკვე ნაპირზე. ქვიშიან ნაპირზე ეყარა რაღაც. ქაფისგან დატოვებული. მივედი. ეს ასოები იყო. გახსოვთ, ჩვენს ბავშვობაში მაგნიტური ანბანი რომ შემოვიდა (ხო, ვიცი რომ ახლა ბევრია ასეთი, მაგრამ მე უშუალოდ იმისი ასოციაცია გამიჩნდა წუხელ, ჩვენი ბავშვობის მაგნიტური ასოების)?! ხო, მაგ ასოებით იყო შედგენილი სიტყვები, უფრო სწორად - სახელები. და თან... როგორ გადმოვცე, ვერ ვხვდები. მინდა რომ ფოტო მქონდეს იმის, რასაც ვხედავდი. ვეცდები: ეს ასოები კი არ იყრებოდა, ხელში რომ აგეღო, არა - ასე დაიჭერდი, მთელს სახელს, თითქოს უკან რაღაც უხილავი იმაგრებდა ამ მაგნიტებს, ფერად (მუქი ფერები იყო, ალბათ უფრო ლურჯი), დიდ მაგნიტურ ასოებს. რუსული ასოები იყო, თუ არ ვცდები, რადგან მახსოვს ასოციაცია - მარტო სახელის პირველი ასო კი არ იყო დიდი, არამედ ყველა. მაგ.: МИЛАН КУНДЕРА. მიხვდით? ქვემოთ ვეცდები, შეძლებისდაგვარად მიახლოებულად გადმოვცე ვიზუალურად დანარჩენი სახელებიც.

იყო რამდენიმე სახელი და იყო ასოციაციები და შეგრძნებები, თითოეულთან დაკავშირებით. ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება ნახევრად მეძინა კიდეც, იმდენად სიზმრისეულს და არა ფიქრს აღვწერ აშკარად. რა მნიშვნელობა აქვს. ეს შეგრძნებები და ემოციები, რეალობაშიც ზუსტად იგივეა (მაგრამ ისიც ვიცი, ახლა ვეღარ შევძლებ ზუსტად და კარგად აღწერას და გადმოცემას. მაინც ვეცდები და ცოტათი მაინც მიგახვედრებთ, როგორ მიყვარს)

М И Л А Н К У Н Д Е Р А
К У Р Т В О Н Н Е Г У Т
Х У Л И О К О Р Т А С А Р (Хулес Флоренсио Кортасар)
Д И Н О Б У Ц Ц А Т И (Дино Буццати-Траверсо)


ЭРНЕСТ ХЕМИНГУЭЙ (Эрнест Миллер Хемингуэй )

Милан Кундера - ჩემი. ძალიან ჩემი. სრულიად განსხვავებული და ვიტყოდი - განუმეორებელი. ზოგისთვის მიუღებელი და ჩემთვის პირველივე წიგნის პირველივე გვერდებიდან ჩამთრევი, სადღაც თავის სხვანაირ თხრობაში თავით ჩამთრევი და გამაოცებელი. ყველა წიგნი თავიდან მაკვირვებდა და მიხაროდა, რომ ამას ვკითხულობ

Курт Воннегут - აუუუუ. ეს რა არის! უფრო სწორად - ვინ! ფოტო რომ ვნახე პირველად, მივხვდი, რომ სხვანაირი არც უნდა ყოფილიყო. საოცარი კაცია. ასეთ რაღაცეებს რომ წერ, საოცარი ხარ. დღემდე ისე მახსოვს ერთი ადგილი ერთ-ერთი წიგნიდან - "Колыбель для кошки", თითქოს წიგნი კი არ წავიკითხე, ფოტოებს ვათვალიერებდი და ერთი - განსაკუთრებით მომხვდა თვალში. ფოტო, ან კადრი ფილმიდან. აი, ვიპოვე კიდეც და უნდა ჩავსვა აქ ის ადგილი. თუ არ გინდათ - ნუ წაიკითხავთ. ეს ვერ შეგიქმნით შთაბეჭდილებას წიგნზე. ეს უბრალოდ 'ჩემი პირადი კადრია':
"Должно быть, он сам удивился, когда нечаянно сплел из веревочки "кошкину колыбель", а может быть, это напомнило ему детство. Он вдруг вышел из своего кабинета и сделал то, чего раньше никогда не делал, он попытался поиграть со мной. До этого он не только со мной никогда не играл, он почти со мной и не разговаривал.
А тут он опустился на колени около меня, на ковер, и оскалил зубы, и завертел у меня перед глазами переплет из веревочки "Видал? Видал? Видал?- спросил он - Кошкина колыбель. Видишь кошкину колыбель? Видишь, где спит котеночек? Мяу! Мяу!"
Поры на его коже казались огромными, как кратеры на луне. Уши и ноздри заросли волосом. От него несло сигарным дымом, как из врат ада. Ничего безобразнее, чем мой отец вблизи, я в жизни невидал. Мне и теперь он часто снится.
И вдруг он запел: "Спи, котеночек, усни, угомон тебя возьми. Придет серенький волчок, схватит киску за бочок, серый волк придет, колыбелька упадет ."
Я заревел. Я вскочил и со всех ног бросился вон из дому"
წიგნს ფიზიკურად რომ იგრძნობ, ესე იგი იმის წაკითხვა ღირდა!

Хулио Кортасар - პერიოდულად მახსენდება, რომ სადღაც, ან ჩვენს წიგნებში, ან ჩემს ძმასთან არის კორტასარის ის წიგნი. უშუალოდ, ის, რომელიც პირველად წავიკითხე და რომელიც ასე ძალიან მიყვარს. MILLENNIUM-ის. ვიცი, რომ არის, მეგულება სადღაც და ეს რომ მახსენდება, მშვიდად მეღიმება. როცა ისევ დამიდგება კორტასარის პერიოდი, გადმოვიღებ და გადავშლი... და შემიშვებს უკვე მერამდენედ იმ საოცარ სამყაროში.

Дино Буццати - ახლა დავწვები დასაძინებლად და ისევ გამახსენდება, რა მინდოდა ამაზე მეთქვა. "Татарская пустыня" ხომ ძალიან მაგარია, დამგრუზველი, ცოტა სახტად დამტოვებელი და ვერ მოსაყოლი. მაგრამ მოთხრობები?! ერთმანეთზე უკეთესი. დამაფიქრებელი. არა - ჩვეულებრივი. მერე რა, რომ არარეალური. ვგიჟდები ამ ორი ადამიანის თითქოს და გამოგონილ სამყაროზე, რომელსაც კითხულობ, და ისე აღიქვამ, თითქოს ასეც არის. თითქოს თვალს გიხელენ ნამდვილად რეალურზე.

ახლა ამას ვწერ და უცებ Рэй Брэдбери გამახსენდა. რატომ არ გამორიყა წუხელ ტალღამ ეს სახელი? ან იქნებ ისე მეძინებოდა, ვერ დავინახე?... რადგან არ დამინახავს, უბრალოდ დავწერ, რომ ამ ბოლო ორთან რაღაცნაირად ასოციაციურად ვაკავშირებ ხოლმე. განსაკუთრებით - ბუცატისთან. მოთხრობები - გენიალური!


ჰემინგუეი

:)





p.s. ვაიიი, 2 საათი ვწერდი თურმე ამ პოსტს :) ღამის 4 საათია და ყველაფერი რიგზეა ;)

სმაილსკრიტი

იცით რას ვერ ვიტან? მომკალი და ვერ გავითავისე და არც მიცდია. უბრალოდ მიუღებლობა მჭირს: სმაილებს რომ წერენ სიტყვიერად. მმმმ, მაჟრიალებს ამის დანახვაზე. რა მაგალითი მოვიყვანო, არ ვიცი, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიყენებ ასე და არ მისწავლია დამწერლობა "სმაილსკრიტი". ვიცი, რომ ეს ფორუმულია. რა მნიშვნელობა აქვს. უხეში მაგალითი - :სმაილ: (ნუ, ასე ალბათ არც წერენ, მაგრამ ხომ გასაგებია, რასაც ვგულისხმობდი?).

ნუ, რა არის ეს?!

აბა, წავიდა ახლა მინუსებიი! დააგროვებს ეს პოსტი ალბათ ბლოგროლის ისტორიაში ყველაზე მეტ მინუსს და ალბათ შემდგომში ჩემი სხვა პოსტებიც (kak vso eto predskazuemo) :) რა მნიშვნელობა აქვს...

ასე მგონია, ეს სიახლეც მალე მომბეზრდება (მიდის უკვე იქითკენ საქმე) და ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობ ბლოგვაწეობას. მხოლოდ ფოსტის საშუალებით შევიტყობ დაfავორიტებულ ბლოგებზე ახალი პოსტის გამოჩენის შესახებ და არ დავინტერესდები, საერთოდ გამოჩნდა თუ არა ჩემი პოსტი სადმე, წაიღო თუ არა ბლოგროლმა, გადაფარა თუ არა ის უკვე სხვა პოსტებმა და ა.შ.

სხვა სარტყელშია ჩემი ბლოგი აშკარად. პერიოდულად სულ სხვა დროს აფიქსირებს. რეალურისგან მკვეთრად აცდენილს. ბლოგი არა, ალბათ უფრო კომპ.

google reader-ს მაინც არაფერი შეედრება :) მკვდარი სულები მყავს იქ (მკვდარ ბლოგთა საზოგადოება) და ბლოგროლში არ გაწევრიანებული 1-2 ბლოგერი, რომლებიც არც ისე ხშირად, მაგრამ სამაგიეროდ ისე წერენ.... :)

Thursday, November 12, 2009

H1N1. ZDF-მა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს გაასწრო ანუ ვერ დაიჭირავს სიკვდილსა...

წეღან ვუყურებდი საინფორმაციოს ZDF-ზე. გადავრთე და შევრჩი... ე.წ. ღორის გრიპზე ლაპარაკობდნენ. სტუდიაში მოწვეული ჰყავდათ ბონის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, პროფესორი ვინმე... ნუ, სახელი არ მახსოვს, ცხადია. და არ იცით ეს კაცი - აი ითონი მეათე ხარისხში! (ითონს ვინც იცნობთ, მიხვდებით რას ვგულისხმობ და ვინც არ იცნობთ, რომ განაგრძობთ კითხვას, იმას მიხვდებით, ითონი რა ტიპია) - წამყვანის ყველა შეკითხვას მშვიდი და აუღელვებელი ტონით სცემდა ისეთ კატასტროფულ პასუხებს, რომ სიცოცხლე აღარ მოგინდებოდა. ფაქტიურად ასე - არაფერი გვეშველება, ყველა დავაავადდებით და ბევრი დაიხოცება. ბავშვებიც დაავადდებიან. როგორმე შეიძლება თავი ავარიდოთ ამ დაავადებას? - არა, არ შეიძლება. ძალიან გადამდებია და ყველგან შეიძლება დაგემართოთ. ტრანსპორტში, ქუჩაში, სამსახურში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შეიძლება ვიღაცამ ქუჩაში თქვენს სიახლოვეს დაახველოს და თქვენ - დაავადდეთ. ნიღაბი? არ შველის. ნუ, კარგია, მაგრამ მაინც იხსნი - იკეთებ, ჩამოიწევ-აიწევ და რისკი დიდია.

აცრებზე თქვა, კარგიაო, აიცერითო. 6თვემდე ბავშვებსაც კი ვცრითო. ნუ, ეს ყველაზე დადებითი ინფო იყო. მერე იყო რეპორტაჟი კლინიკიდან, აცრების შესახებ და ითქვა, რომ ცხადია, აცრას აქვს პოსტ მოვლენები, როგორიც შეიძლება იყოს, საუკეთესო შემთხვევაში -აცრილი ადგილის ტკივილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფაღარათი, სიცხე და ა.შ. მაგრამ ეს არაფერი. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაგემართოთ - სასიკვდილო ალერგიული რეაქციაა და რომ შვედეთში 30 კაცს ჰქონდა ალერგიული რეაქცია. რით დამთავრდა ეს, არ დაუკონკრეტებიათ.

შემდეგ ისევ სტუდიაში დავბრუნდით და პროფესორმა გააკეთა დასკვნა, რომ თითოეული ადამიანი თვითონ ირჩევს უნდა თუ არა, დაავადდეს. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. (!!) ისიც მინდა ვთქვა, რომ წამყვანი რატომღაც ძალიან ბედნიერი სახით იჯდა. ეტყობა ან უკვე აცრილი იყო, ან რატომღაც დარწმუნებული, რომ არაფერი დაემართებოდა.

და ეს კიდევ ყველაფერი არ არის. შემდეგი სიუჟეტი?! კარგად სხედხართ? სიუჟეტის სახელი - " სიცოცხლე სიკვდილში". წამყვანი, ახლა უკვე სხვა, გამოდის ტექსტით, რომ სიცოცხლეს და მერე ცხოვრებას შორის არის უშუალოდ სიკვდილი და რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ავირჩიოთ, სად და როგორ დაგვასაფლავებენ!!!!! შოკირებული ვიყავი და უკვე მეცინებოდა. არაჩვეულებრივად плавно გადავიდნენ თემიდან თემაზე. ცხადია, თუ ღორის გრიპით მოკვდები, სჯობს წინასწარ განსაზღვრო, მორიკონეს ჩართავენ შენს დაკრძალვაზე (ჩემთან არც კი გაბედოთ), თუ la bomba-ს. მოკლედ, წამყვანმა შესავლის შემდეგ სიტყვა თავის კოლეგას გადაულოცა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, სასაფლაოდან ჩაერთო პირდაპირ ეთერში!!! ზოგს აკლდამაში სურს დაიკრძალოს, ზოგს ოჯახურ სასაფლაოზე და ზოგს - ცალკე -გვამცნობდა ჟურნალისტი. მერე დაიძრა და ვიღაც ჭირისუფალთან მიიჭრა ინტერვიუს ასაღებად. ის ცოცხალი იყო ჯერ და თავისი რომელიღაც წინაპრის ბოლო სურვილის შესახებ დაიწყო საუბარი. ვეღარ გავუძელი და რუსთავზე გადავრთე! მშობლიურ რუსთავი 2-ზე! ამ დროს იქ ბიზნესკურიერია! დაილოცოს აკაკის მოტვლეპილი თავი და არაფრისმასწავებელი ბიზნეს-სიუჟეტები!!!

ვიაგრა. შვებულება. ex-job. 2008 წლის ზაფხული და...

როგორ იცვლება ყველაფერი. როგორი ადაპტაციის უნარი აქვს ადამიანს და ყველაფერს ეგუება. მერე ვერ იდგენს - აი ამას როგორ ვაკეთებდი, ეს როგორ იყო...

4 თვეზე ოდნავ მეტია, რაც ბოლო სამსახურიდან წამოვედი. იმ დღეს ვუყვებოდი ძველ ნაცნობს და უცებ დავფიქრდი და მივხვდი, უკვე მეოთხე სამსახურიდან წამოვედი + ერთში ვიცოდი რომ ვიყავი დროებით და + 1-დან მეორეში გადამიყვანეს (და მერე იქიდან წამოვედი).

არა, კი არ ვნანობ ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ რა მინდოდა მეთქვა: წავიკითე ერთი ძველი პოსტი (ვეძებდი, შეგნებულად, რადგან ბოლო დროს მეფიქრებოდა იმაზე, რა იყო და რა -არის), სადაც აღწერილია ჩემი შვებულებაში გასვლის წინის წინა ერთი დღე სამსახურში. 2008 წლის 1 აგვისტო. პარასკევი. ეს არის პოსტი დამაინტრიგებელი სახელით "ვიაგრა?! არა, შვებულება!"

ხანდახან ვიხსენებ, და ვეღარ ვიდგენ, როგორ ვმუშაობდი ასეთ რეჟიმში. ერთად ვიხსენებთ ხოლმე მე და თ. ორივე წამოვედით. არა იმიტომ, რომ რეჟიმს ვერ გავუძელით. არა, უბრალოდ ასე ჯობდა.

რა თქმა უნდა, მუდმივი სახე არ ჰქონდა იმას, რაც იმ პოსტშია აღწერილი, მაგრამ იყო პერიოდები. უარესიც. იყო წინასაახალწლო, წინასაარჩევნო ან ორივე ერთად. იყო კიდევ გაუგებარი გააქტიურებისა და სიგიჟის პერიოდები. მოკლედ, ცუდად არ მახსენდება. იყო ცუდიც, როგორც ყველგან, მაგრამ მთლიანობაში - კარგი იყო. იყო საკმაო გამოცდილება, ახალი ხალხი, ურთიერთობები და თუნდაც საკუთარ თავში კიდევ მეტი უნარისა და შესაძლებლობის გამოვლენა. კი, ახლა სულ სხვა ტალღაზე და ეტაპზე ვარ, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ეს - იყო და ე.ი. - შემიძლია. მაგრამ მართალი გითხრათ, მე თვითონ დავიძაბე იმ პოსტის კითხვისას.

და მერე, მერე... ნანატრ შვებულებას ველოდებოდი და უბედნიერესი ვიყავი, რომ მივდიოდი 4 დღეში და რა მოხდა? - ომი დაიწყო. ჩავედით გონიოში და 3 დღეში ომი დაიწყო... აი იმ პერიოდს და იმ ყველაფერს არასოდეს არ დავწერ და არ აღვწერ. პანიკა - არა. რაღაცნაირი გაქვავებული ემოცია და მაქსიმუმ - ქვიდან წამოსული ცრემლები. მე რა მაქვს აღსაწერი. მე როგორ გავბედავ ამას. ეგ კი არა, მეგობრები (და ამავე დროს თანაომგამოვლილები და მარშუტკით მორიგ დაბომბვამდე წუთებით ადრე გორგამოვლილები და ბეწვზე გადარჩენილები) რომ იხსენებენ, ესეც კი აღარ მსიამოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ღიმილითაც კი შეიძლება რაღაცეების გახსენება. ჩვენ რა, ჩვენ - არაფერი.

და საერთოდ, რატომ შევეხე ამ თემას? სულ სხვა თემას ვავითარებდი - სამსახური, შრომა, რომელიც ვითომ და აკეთილშობილებს ადამიანს?!

კიდევ ის მინდოდა მეთქვა, რომ будьте осторожны со своими желаниями – они могут исполниться! თუმცა, ამაზე შემდეგ პოსტში, რომლის დაწერასაც ვაპირებ, და რომელშიც კიდევ ერთხელ და ალბათ ბოლოჯერ შევეხები ყოფილ სამსახურს, ისიც გაკვრით და მხოლოდ იმიტომ, რომ თემა მოიტანს, სფერო, რომლის შესახებაც დავწერ :)

Tuesday, November 10, 2009

это длинная история о подробностях моей жизни, которые мы лучше обойдем молчанием

დროა ფარდა აეხადოს ყოველივეს და თუ ზაფხულში ვინმე შეცდომაში შევიყვანე და ჰგონია რომ მე....

თუმცა, ჯობს(.ge) თანმიმდევრობით მივყვეთ ყველაფერს:

ჯერ შეიცადე! ვიდრემდე დაიწყებ კითხვას, მიპასუხე: შენ! წაკითხული გაქვს ჩემი ცხოვრების რამოდენიმე ეტაპის მოკლე მიმოხილვა? !

1. კი?! ძალიან კარგი, მაშინ უბრალოდ გადახედე, საჭიროების შემთხვევაში, რომ კარგად მიჰყვე კომენტარებს
2. არა?! მაშინ ჯერ გაეცანი ზემოთ დიდი ასოებით დალინკულ პოსტს, ისე ქვემორე პოსტის (კომენტარების) წაკითვას არ ექნება აზრი. გაეცანი, არ ინანებ.

და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხე:


რამოდენიმე კომენტარი ზემოთხსენებულ პოსტთან (ანუ მიმოხილვასთან) დაკავშირებით:


ქვედა პალეოლითი: მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა არ მინანია, და დღემდე კმაყოფილი ვარ :D ;)


შუა პალეოლითი: დღემდე გრძელდება ჩვენი სპორტული მოღვაწეობა (სტატუსი დიდად არ შეცვლილა. არც სასტუმროს მფლობელები გავმხდარვართ და არც მილიონერები). მართალია, გვაქვს პერიოდული ჩავარდნები, რასაც ან დასავლეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები და ჭარბი ნალექი, ან ჩვენი სიზარმაცე და გვიან დაძინება განაპირობებს, მაგრამ სეზონის შეცვლამ რადიკალური გავლენა მაინც ვერ იქონია ამ ყოველივეზე და მიხარია. მეტსაც გეტყვით, ისეთი ადგილები ავითვისეთ და ისეთი მწვერვალები დავიპყარით, აღფრთოვანებულები ვიყავით ჩვენი თავებით :) ფოტომასალა დევს fb-ზე. ნუ, ეს საიდუმლო მასალების დონეზეა и там "пройдет только кающийся" (Индиана Джонс и последний крестовый поход) :D


ზედა პალეოლითი: ნუ, ამაზე რა ვთქვა, რაც მიწერია, იმაზე მეტი... :)


მეზოლითი: ამაზეც საკმარისი მიწერია უკვე ამ პოსტში


ნეოლითი:
Перемены всегда к лучшему или Дом 3: ძალიან კმაყოფილი ვარ და საოცრად კომფორტულად, მეტსაც გეტყვით - ბედნიერად ვგრძნობ თავს. აურაა აშკარად ძალიან კარგი, აქ :)

სიახლე საქმიან ცხოვრებაში: მოკლედ, ბევრი ფიქრის, ყოყმანის თუ ცოტა ნერვიულობის შემდეგ, შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი და გაუგებარი, იქნებ მიუღებელიც, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ამიყვანეს და მე მივედი და ვუთხარი - რომ გადავიფიქრე, არ მინდა, აღარ მინდა :) აი, ასე. ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე 8 საათი იმის კეთება, რაც არანაირად არ მაინტერესებს, არ მიზიდავს და ცუდ ემოციებს იწვევს. ვერ წარმოვიდგინე ასეთი ემოციებით გამოკეტვა ოფისში ამხელა თავისუფლების შემდეგ. არ მინდოდა დამეწყო მუშაობა მხოლოდ იმიტომ, რომ მეთქვა - მე სამსახური მაქვს, მე - ვმუშაობ. აი, ასე :)

დღეს - არ ვუსაქმურობ. დავუბრუნდი ძველ, აპრობირებულ და შემოსავლიან საქმიანობას, რომელიც ბევრად უფრო მეტ თავისუფალ დროს მიტოვებს, ვიდრე ნებისმიერი 8 საათიანი კატორღული სამსახური და იმაზე მეტი შემოსავალი მოაქვს, რასაც იმ უარყოფილ სამსახურში მთავაზობდნენ.

ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ (და ეს ორმხრივია). მშვიდად ვარ. და მაქვს დრო საფიქრალადაც. თუმცა, ამით არ ამოიწურება ყველაფერი და სავარაუდოდ კიდევ მაქვს მისაღები გადაწყვეტილება. უფრო სერიოზული და რთული... Но, "об этом я подумаю завтра"! მანამდე კი ვარ ასე, პრინციპში - კარგად, თითქმის გოშასავით. ეს მაშინ, როცა ვირგებ იმას, რაც მაქვს და ხანდახან როცა даже 'უსინდისოდ ძალიან მიხარია ცხოვრება?,' ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ ბევრი სხვა სულიერი, უსულო, კონკრეტული თუ აბსტრაქტული ნიუანსის გამო (которые мы лучше обойдем молчанием).

პ.ს. სათაური რუსულად რატომ არის? და საიდან არის ეს სიტყვები? ერთი ფილმიდან, რომელიც ძალიან მიყვარს და საიდანაც ძალიან ხშირად მახსენდება ფრაზები. არ არის საჭირო დაკონკრეტება. ვისაც უყვარს, თვითონვე მიხვდება.

Monday, November 09, 2009

ქალმა დამწყევლა, ლამაზმა, ანუ ბლოგერობით დათა(ნ)გულნი

კალომ დამ...tagა :)

ეს არ აღმოჩნდა 1001 კითხვიანი "მეგობრობის დღიური"-ს ნოსტალგიით განმსჭვალული საოცარი კითხვარი შეკითხვებით - რა გიყვარს? რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს და ა.შ. :))) რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კალო ამაში არ გაერეოდა და არ გამრევდა :)

ჩამითრია, მოკლედ, ვასილ კეჟერაძეობაში (თამაშია, ასეთი) და მეც მორჩილად ვასრულებ :)(ერთი სული მაქვს, გავიდე ბოლოში და მერე მისი პასუხებიც წავიკითო, თუ დაემთხვევა რამე, მაინტერესებს). პრინციპში, სპონტანური პასუხებია. რატომღაც, გადავწყვიტე, რომ ასე სჯობდა, ბევრი ფიქრის გარეშე, პირველივე, რაც მომივიდოდა თავში, ის დამეწერა. უფრო მშვიდად და დაფიქრებით წერისას, შეიძლება ცოტა სხვა პასუხებიც გამეცა. მოკლედ, აი, შედეგი:

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
- წიგნი არასქელტანიანი. მოკლედ, ნოველა - "Пикник на обочине". ავტორი? ები! - Аркадий и Борис Стругацкие. რაც წავიკითხე, იმის მერე ვემზადები ფილმის საყურებლად. მეორედ. დიდი ხნის წინ და წაუკითხავად ნანახს აშკარად სხვანაირად აღვიქვამდი. ახლა კიდევ უნდა ვნახო. ფილმი - ტარკოვსკის. "Сталкер"

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
- სამი? მმმმ მაშინ ასე: ოთარ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე. :) ნუ, კარგი. როცა პოეზიის სიყვარულის პერიოდი მაქვს - ოთარ ჭილძე, მარინა ცვეტაევა, ლადო ასათიანი, გალაკტიონი (რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს). ვიცი, რომ ოთხია და თან ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა პოეტები არ მომწონს.

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
- შანსი არ არის. რა სამი?! ჩამოთვლა დავიწყო? "კლიმ! რომელი საათია?!" ;) :))) (მიმიხვდით, იმედია)

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
- რაც ახლა ზუსტად მახსენდება - "Цветы для Элджернона" ავტორი - Дэниел Киз. გავსკდი ბღავილით :) სანამ მთავარი მოხდებოდა, მივხვდი და უკვე იქიდან დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. ალბათ კიდევ ბევრ სხვა წიგნზეც. მაგრამ ახლა ეს განსაკუთრებულად მახსენდება

5. რომელ წიგნს დასცინეთ?
- :))) კოელიოს "НА БЕРЕГУ РИО-ПЬЕДРА СЕЛА Я И ЗАПЛАКАЛА " :)) და ალბათ ჩემს თავსაც, რომ 1-2 საათი ამაში დავხარჯე :))) გაოცებული დავრჩი პრინციპში :)))

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
- დოჩანაშვილს და ჭილაძეს

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
- Мир - прекрасное место. За него стоит бороться.
Эрнест Хемингуэй
(შეიძლება არ ვეთანხმებოდე ბოლომდე :) მაგრამ ხშირად მახსენდება მაინც ეს ფრაზა. წიგნი - "По ком звонит колокол", ერთ-ერთია ჰემინგუეის იმ 2-3 რომანიდან, რომლებიც არ მაქვს წაკითხული. მაგრამ ეს ფრაზა მაინც ვიცოდი, როგორც სხვა ბევრი რამ არწაკითხული წიგნებიდან :) )

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
- ღრმა ბავშვობის? - ემილი (ლიონებერგელი) და კიდევ არ გაგეცინოთ - :))) მგონი ჩეხური ზღაპრები იყო. ლურჯი, რბილყდიანი წიგნი. ცოტა უცნაური ზღაპრებით, ისეთით, რომ მაშინებდა, მაგრამ მაინც ძალიან მომწონდა :))) სტივენ კინგი გაიზარდა ალბათ იმ ზღაპრებზე (ხვდებით, ალბათ, როგორიც იყო) :)) კიდევ ჩამოვთვლიდი. მაგრამ...

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
- ალისასთან ვაიგივებდი თავს ერთხანს. არასერიოზული პასუხია, ვიცი. ვერ გეტყვით. დაფიქრება მჭირდება და ახლა დრო არ მაქვს :)

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
- კი, კარტოთეკა მაქვს. ყველა წაკითხული ავტორი, წიგნი, შინაარსები (მოკლე), გმირები, გმირების დახასიათებები და შედარებითი დახასიათებები. კიდევ რა? ხო, კიდევ მაქვს დამუშავებული სხვადასხვა თემები, მაგალითად: ხიდჩატეხილობა ჰომო ფაბერში :))))
არა, რა თქმა უნდა არ მაქვს დათვლილი! :))

პ.ს. ჩავამატებდი შეკითხვას: რომელ მწერალს წაართმევდით ნობელის პრემიას?! :))

ვინ დაგთაგოთ ახლა? ამ ბლოგოსფეროშიც ყველაფერი დასწრებაზეა :) მე ვისაც დავთაგავდი სიამოვნებით, ისინი უკვე დათაგეს ან უკვე დაწერილი აქვთ და დავრჩი ასე :) მოდი, გადავდებ ამ საკითხს მერესთვის :)

პ.პ.ს. ძალიან ვჩქარობდი, თან რაღაცას ვაკეთებდი და ორთოგრაფიული შეცდომები თუ მიპოვეთ, ნუ გამკიცხავთ. "ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად, ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა" :)))

p-p (post-production ;) ) ლიკა, შენ რომ იყო შემდეგი? :)

Saturday, November 07, 2009

"one". more. (then. "one"). evening.

ბუხარი. უფრო სწორად - შუაცეცხლი. პლედი, ანუ ადიალა. შორს. ტყეში და თან ცივილიზაციაში. სიმყუდროვე. სიმშვიდე. მეგობრები. ამჯერად ცოტა, მაგრამ - როგორი! საუბრები. ემოციები. სადღაც სიღრმიდან, როგორც ჩაძინების წინ ვიღაცის მიერ დაძახებული შენი სახელი, ისე უცებ გაგონილი ძახილი. ძალიან შორიდან. ყრუდ თითქოს. შუაცეცხლი ბუხარს გახსენებს. ადიალა - ადიალას. სკამი მაგარია. ჯდები, როგორც რბილზე და რჩები ღიმილშეყინული, რადგან ეს - სავარძელი არ არის. ეს სკამია. მყარი. მაგრამ ცოტა ხანში გავიწყდება და გგონია, რბილად ზიხარ. ასეც არის. ბალიშები - ბალიშები. კომფორტი.
სახლში წასვლა აღარ გინდა. ზიხარ, რა თქმა უნდა არა ისე, როგორც ნორმალური ადამიანი ზის მაგიდასთან. არა, რამდენადაც შესაძლებელია ფეხმორთხმული. ხელებიც არ გიჩანს ადიალიდან. მხოლოდ სიგარეტის მოწევისას და ყავის დალევისას. მოპირდაპირე მხარეს - უცნობი სახეები. ერთ-ერთი მათგანი მალე ცნობილი გახდება. sun. არ ხმაურობენ. მშვიდად ერთობიან თუ მხიარულად ისვენებენ.

хорошо сидим. არა და ეძინება, ვინც მოგიყვანათ, იმას. უნდა წახვიდე. ცოტაც. უცებ ჩაიბურტყუნებ რაღაც ფრაზას. თითქოს შენთვის. მაგრამ გვერდზე მჯდომი გაიგებს. და გაიგებს. იცი, რომ გაიგებს. მერე იმის გვერდზე მჯდომი დაინტერესდება - რა თქვა? ეტყვის. რა პრობლემაა. ორივეს ეღიმება. შენც. და ალბათ ოდნავ აწითლებული (რაც შეიძლება გარეთ სიცივიდან შიგნით სითბოში შემოსვლას და ცეცხლს დააბრალო. მაგრამ ახალშემოსულები არ ხართ. ასე რომ, ვერ დააბრალებ) სახეს ბალიშში მალავ რამდენიმე წამით. მერე შემინულ კედელში იყურები. ისეთი შეგრძნებაა, რომ გარეთ დიდი თოვლი უნდა იდოს. ბევრი, თეთრი, რომანტიული კი არა, ცოტა მისტიურშუქდაკრული თოვლი. და აი, ის სკამი-საქანელა, ქალაქს რომ გადაჰყურებს და ზურგით დგას თქვენსკენ, უნდა ქანაობდეს. მერე რა, რომ შიგნით არავინ ზის. სწორად ასე, მარტო უნდა ქანაობდეს.

ისევ მოიხედავ და... განათება დაბალია. არა, დაბალი კი არა. კარგი. მაგრამ არც იმდენად მკვეთრი, რომ თვალებში ადვილად შეიძლებოდეს რამის დანახვა. ან იქნებ დაინახეს ყველაფერი? ყველა სიტყვა, ყველაფერი, რაც იცი. რაც არ გითქვამს და არ მოგიყოლია. რაც იყო და და რაც იქნება.

მერე წამოხვალთ. თქვენ ორისთვის ეს ტყე - მისტიურია. მესამესთვის რატომღაც ცუდი აურის. სხვებისთვის... არ ვიცი. არც ისე შორიდან თვალი გიყურებთ. ანათებს სიბნელეში საოცრად. მერე ატრიალებს თავს და გადარბის. იმალება. მოსახვევები. -ები, -ები. ასეთი ადგილები, უფრო სწორად მისასვლელები ასეთ ადგილებთან ერთმანეთს ჰგავს. და კადრები გარბის თვალწინ. ყველა ასეთი ადგილის. ყველა აგარაკის. ყველა ტყე-ღრის. ყველა ღამის და ყველა სახის. -ები, -ები... დღისით ალბათ სხვანაირია ეს ყველაფერი. ღამე - ჰგავს. Одеялом лоскутным на ней...

Friday, November 06, 2009

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდამ :) I

link:
მე თქვენი თმები დამაბრუნებენ

რამ გამახსენა ახლა ეს? არაფერმა. პრინციპში, ჯერ პოსტს გადავაწყდი, აქ ბოდიალისას, და მერე უკვე თვითონ ეს ნაწყვეტი გამახსენდა. გადავიკითხე, მერე კომენტარებიც მივაყოლე, გამეღიმა და ამოვაძვრინე დღის სინათლეზე წარსულის კარგა ხნის (ამ პოსტის დაწერისას უკვე) გამქრალი აჩრდილი :)

პრინციპში, ესეც დამტვერილი პოსტების ციკლში შედის, მაგრამ ქვესათაური იყოს "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი..." ცოტა სხვა განწყობის პოსტები მოხვდება აქ.

Wednesday, November 04, 2009

ფრთხილად, თვალები იხუჭება!

შემდეგი გაჩერება - ძი ლი.
ეს პოსტი გუშინ მწიფდებოდა. ალბათ სადღაც ღამის 3-4 საათზე. და მეგონა, დავწერდი. მაგრამ ახლა ვიხსენებ, და ვხვდები, რომ აბსურდში გარდამავალი აზრების დომხალი იყო და მეტი არაფერი. აბსურდის პოსტი. მე კი მეგონა, მეღვიძა და ვაზროვნებდი.
რა უცნაური მდგომარეობაა, აი ის, სიფხიზლიდან ძილამდე რაღაც პატარა ტრანზიტული სადგურივით, ფიქრები საოცრად რომ ირევა, ვეღარ არჩევ და რაღაც მომენტში (ან მეორე დღეს) ხვდები, რომ საოცარ სისულელეებს ფიქრობ, აბსურდული აზრები მოდის, ალოგიკური და სადღაც სასაცილოც კი. ხო, მერე გეცინება. იმ მომენტში ვერ ხვდები, რომ სისულელეები გიტრიალებს თავში.

ხოდა პოსტის 2 ვარიანტი იყო:

1. 3 საათზე დავწექი, შეიძლება ითქვას - ადრე. ასე ამერია რეჟიმი ბოლო დროს... ვიწრიალე, ვიწრიალე. გადავწყვიტე, არაფერი წამეკითხა, რადგან ბოლო დროს თვალებს საკმაო ტრამვა მივაყენე ამ დაწოლილი კითხვით. არა და საუკეთესო საშუალებაა დასაძინებლად. მერე გაწვიმდა. ხმაურით. მაგრად. ისე, რომ გგონია, გაწვიმს. სველდები. და თითქმის გამოვფხიზლდი. ძალა არ დამიტანებია. თვითონ წამოვიდა. ასე მოდის ხოლმე, სხვადასხვა სიტუაციებში. თვითონ მახსენდება. ხოდა ავდექი. ჩავრთე ისევ და გადმოვიტანე აქ:

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს
ო.ჭ.

და ისევ დავწექი. და დავიძნე.

2. 3 საათზე დავწექი, შეიძლება ითქვას - ადრე. ასე ამერია რეჟიმი ბოლო დროს... ვიწრიალე, ვიწრიალე. გადავწყვიტე, არაფერი წამეკითხა, რადგან ბოლო დროს თვალებს საკმაო ტრამვა მივაყენე ამ დაწოლილი კითხვით. არა და საუკეთესო საშუალებაა დასაძინებლად. მერე გაწვიმდა. ხმაურით. მაგრად. ისე, რომ გგონია, გაწვიმს. სველდები....

აი აქ უკვე სხვანაირად ვითარდებოდა აზრები. სხვა მიმართულებით მიდიოდა და მომკალი და ვერ ვიხსენებ ახლა - როგორ. არა და რამდენი რაღაც იყოოო. თავი ალისა მგონია, საოცრებათა ქვეყნიდან. ვიყავი კიდეც, იყო ასეთი დროც. ახლა ხომ ხედავთ, ალისა კი არა ბლოგზე რაც მერქვა, ის სახელიც კი შეიცვალა/შევიცვალე. რას ვამბობდი? ალისა მეგონა მეთქი თავი. კერძოდ კი ასეთ აბსურდულ მომენტებში ეს მონაკვეთი მახსენდება: 'То ли колодец был очень глубок, то ли падала она очень медленно, только времени у нее было достаточно, чтобы прийти в себя и подумать, что же будет дальше.' მე ვერ მოვასწარი. არა ვფიქრობ, იყო რაღაც, რისი გადმოცემაც შეიძლებოდა და დაწერა. რა ცუდია, რომ ვერ მოვასწარი. ან იქნებ, ისეთი იყო, რისი დაწერაც აქ არ ღირდა?..

რაში გაინტერესებთ ახლა თქვენ ეს შუაღამის ბოდვა. არაფერში. ვწერ უბრალოდ. და მეც არ მაინტერესებს, ჩემის მხრივ, აინტერესებს თუ არა ვინმეს ეს, და გაიგებს თუ არა ჩადებულ ემოციებს.

პ.ს. რამდენადაც მახსოვს, კეროლს შაკიკი აწუხებდა. და იყო კიდევ რაღაც საინტერესო ამ ყველაფერში. აურა, რომელიც შაკიკის დაწყების წინ ჩნდება... სად წავიკითხე ეს ყველაფერი? არ მახსოვს. ვიპოვი და გადავხედავ.


ლუის კეროლი, ოთარ ჭილაძე, მე, ალისა, ძილი, ღვიძილი, ბლოგი, ღამე

'ლუი არმსტრონგი, ჟანა დ'არკი და კიკაბიძე' (ეს ჩემი არ არის. ეს უკანასკნელი სტრიქონი ერთ საკმაოდ ცნობილ ქართველ პოეტს ეკუთვნის ;) იცით, ვის? ;) და იმედი მაქვს, უშეცდომოდ მოვიყვანე ციტატა. ხვალ გადავამოწმებ. და თუ ვინმემ იცით, ან ვარაუდობთ ვინ არის ავტორი, კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ. იქვე დაგიდასტურებთ ან არ დაგიდასტურებთ :D )