Wednesday, January 27, 2010

ლექსი - მეწყერი by c.

შესავალი:
პოეზიაში ოდნავ მაინც ჩახედულები სათაურიდანვე მიხვდებით, ვისი და რომელი ლექსია. იმედია მეპატიება, ეს პატარა ანცობა. არ დავმჯდარვარ, არ მიფიქრია და ისე არ დამიწერ-გადამიკეთებია. ზუსტად ლექსი-მეწყერი გამოვიდა ესეც. ლექსპრომტი (როგორც საერთოდ, თითქმის ყველაფერი, რასაც ვწერ). დავაკონკრეტებ: ხელებს ვიბანდი, უცებ წამოვიდა, წამოვიდა, შეუჩერებლად, თითქოს უკვე დაწერილი მქონდა და ზეპირად ვიცოდი, ისე "ითქვა" გონებაში. ხოდა შემოვედი და მომენტალურად გადმოვიტანე აქ, შელამაზებისა და გადაკეთების გარეშე.
საერთოდ, ოდითგანვე მქონდა ფარული ვნება ლექსების გადაკეთებისა. ხოდა აი კიდევ ერთხელ იჩინა თავი. სერიოზულად ნუ მიუდგებით და კრიტიკოსის თვალით ნუ დაუწყებთ კითხვას, თუ შეიძლება :))


მე არ ვწერ პოსტებს, პოსტი თვითონ მწერს
ჩემი სიცოცხლე ამ ბლოგს თან ახლავს
პოსტს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს

მე დავიბადე აგვისტოს თვეში
გაშლილ ინტერნეტ საიტებიდან
მაწვიმს პოსტები, და წვიმის თქეში
სიტყვებად მოდის კლავიშებიდან

და ასე ვიცი, მე რომ მოვკვდები
ამ პოსტს რომ დავწერ, ესეც დარჩება
ერთ ბლოგერს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად

იტყვიან ასე, იყო ამაყი,
ჰქონდა ბლოგი და ფარული ნიჭი
პოსტები იყო მისი საგზალი
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული .ge და ქართული მიწა
ბედნიერებას მას უმალავდნენ
ბედნიერება მან blogspot-ს მისცა

მე არ ვწერ პოსტებს, პოსტი თვითონ მწერს
ჩემი სიცოცხლე ამ ბლოგს თან ახლავს
პოსტს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს

c.

p.s. ვისაც ორიგინალი გაინტერესებთ: ლექსი თავდაპირველი სახით ეკუთვნის ტიციან ტაბიძეს და ჰქვია "ლექსი-მეწყერი". სავარაუდოდ lib.ge-ზე იქნება, თუ წიგნში ძებნა დაგეზარებათ.

Wednesday, January 20, 2010

Tuesday, January 19, 2010

თოვლი მოსულა, ... თოვლი!

რამდენი ხანია ეს ლექსი მიტრიალებს თავში. იმიტომ რომ თოვლის სუნი ტრიალებს ჰაერში დიდი ხანია, ველოდები და არა და არ მოთოვა... დღევანდლამდე :)

არ მითხრათ, რომ ცუდი ამინდია! გადასარევი ამინდია, მით უმეტეს, როცა დასვენების დღეა, თან დღესასწაული, თან არსად გეჩქარება (თუნდაც საქმეზე იყო წასასვლელი, მაინც) და თან ბოდიალიც შეგიძლია.

მთავარია კომფორტულად გეცვას და მერე ასევე კომფორტულ სახლში შედიოდე გარედან, თბილ სახლში. დღეს ყველაფერმა ერთად იზრუნა და შექმნა ეს განწყობა.

და ნუ ბოლოს, ეს ლექსი, რომელიც ამდენი ხანია ელოდება თოვლს. უფრო სწორად ნაწყვეტი, რომელიც მიტრიალებდა თავში (თოვლი ოთარ ჭილაძესთან ასოცირდება... სხვა რამდენიმეც მახსენდება. მისივე. მაგრამ ეს - განსაკუთრებით. თან ყველას ხომ არ დავწერ.

მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს
ცისკან გარბოდა თვალი თავისით
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს
თუმცა რას მკითხავს თოვლი, არ ვიცი...

Monday, January 18, 2010

შეკითხვა

თქვენი ცხოვრების ერთი დღის შეცვლა რომ შეგეძლოთ, დაბრუნება და ახლანდელი აზროვნებით და სურვილებით იმ დღის შეცვლა, თქვენი ქმედების, თქვენი ქცევის შეცვლა, რომელიც მერე სხვა მოვლენებს, სხვა ცვლილებებს განაპირობებდა თქვენს ცხოვრებაში, რას იზამდით? უფრო ზუსტად: გაქვთ ერთი, მხოლოდ ერთი ასეთი დღე, რომლის დაბრუნებას და იქ რამის შეცვლას ისურვებდით? აი, ასე, უცებ, ბევრი ფიქრის გარეშე გახსენდებათ ასეთი დღე და გინდათ ასეთი შანსი?!

არ ვლაპარაკობ ზოგადად და არ ვგულისხმობ: ცხოვრებაში რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, ან ცხოვრების ახლიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რამეს თუ შეცვლიდით? ეს სისულელეა და ვერ დავიჯერებ, რომ მოიძებნება ვინმე, ვინც საერთოდ არაფრის შეცვლას არ მოისურვებდა, თუნდაც პატარა დეტალის მაინც. გლობალურზე არ არის ლაპარაკი.

მოკლედ, გაიგეთ, ალბათ, რაც ვიკითხე. ერთი დღე, ერთი კონკრეტული დღე. თქვენ იმ დღეს. მოვლენები იმ დღეს (თქვენზე დამოკიდებული). თქვენი ქცევა იმ დღეს....

თამამად დააკომენტეთ :) თუ სახელით არ გინდათ, უსახელოდ :)


p.s. "მეგობრობის დღიურ"ში დასმულ კითხვასავით ჟღერს, იდიოტურად, მაგრამ დავიკიდე. დამეზარა ნორმალური ფორმულირება და ა.შ. 4 საათია ღამის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და საერთოდ, აზრი თუ ჩამოვაყალიბე, ამაზეც მადლობელი ვარ.

Monday, January 11, 2010

Времена всегда одинаковые

и стандартные фразы тоже...

- Что ты во мне нашла?! Встретить бы тебе хорошего человека!
- Стимул отсутсвует, хорошего человека любить неинтересно...

აი ქალის პასუხი კი... ქალის პასუხი ასე არ ჟღერს ხოლმე. а хорошо бы. так вернее

Sunday, January 10, 2010

ორიოდე სიტყვა facebook-ის შესახებ

ექსჰიბიციონიზმი თავისი პირდაპირი გამოვლინებითღა აკლდა facebook-ს. მდაა...




(მიხვდით, ალბათ, რაც მაქვს მხედველობაში.)

Friday, January 08, 2010

Там, где чисто, светло

A Clean, Well-Lighted Place

მინდა, იქ....

გავხსნიდი, რამე ასეთ ბარს. და შეიძლება ასევე დამერქმია... თუმცა სახელი ბარისთვის ზედმეტად გრძელია. ვარიაციებიც მაქვს, ამ თემაზე, მაგრამ ის ვარიაციები ზედმეტად სახუმაროა და მაიმუნური. ამ პოსტს არ მოუხდება :)

зовите меня просто эрни :)))

Wednesday, January 06, 2010

zavtra budet den' opjat'...

დიადი გადაწყვეტილება მივიღე: საღათას/ლეთარგიულ ძილს უნდა მივეცე გარკვეული ხნით. უნდა გამოვეთიშო ყველას და ყველაფერს (თითქმის) და დავისვენო. ყველაფრისგან. (საქმიანი ცხოვრების მცირე შესვენება საბედნიეროდ კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება). დავიღალე... :( სიცილის და ზედმეტად კარგ ხასიათზე ყოფნის "პერედოზი" მომივიდა მგონი. და არა მარტო.

საინტერესოა, k chemu eto privedjot და რამდენ ხანს გავქაჩავ? აი ეს "თითქმის" მაინც კარგია, უკან დასახევი საცალფეხო ბილიკი

Monday, January 04, 2010

Zapiski iz palaty

ჩემი მობილურით რატომღაც ვერ შემოვდივარ აქ. აქ კი არა, gmail-შიც აღარ შემოდის რატომღაც. ამიტომ გუშინ "პირდაპირ ეთერში" ვერ დავპოსტე და ახლა პირდაპირ, კორექტირების გარეშე ვაკოპირებ "დედანს" იქიდან, სადაც მოვახერხე ამ პოსტის დადება... იქ პოსტი არ ჰქვია ოღონდ . note. note-ს დრო: 03.01.10 17:27

Palatashi ratomgac germaniis sunia. Germanuli wohnheimis. Tbila. Ara. Cxela. Garet talaxia da kata cvimashi. Ara. Kata nacvimarshi. Talaxshi. Aq tbila. Sichumea da simshvide. Zils vdarajob. Mshvid zils da mobiluris zarebs. Damcxa. Es sacolic magalia. Fexmortxmuli vzivar. Rogorc mikvars. Da vkitxulob. Kari periodulad chumad igeba. A, szinavs? Ikos, ikos. Isev fexmortxmit vjdebi da kitxvas ganvagrzob. Alles ok. Cigni sainteresoa. Chamitria. Mgoni gacvimda. Xma mesmis. Aq ki cxela da uchveulo simkudrovea. Kaisnagit naqsovi zveli didi shali gamoukeneblad da mitovebulivit agdia utetreulo magali sacolis tavshi. Boloshi ki tetri xalati. Mcxeloda. Garet qaria. Talaxi. Gza. Xeebi da magali cisferi saxlis zeda kutxe. Da ishviati gamvlelebi. Derefnidan periodulad yrud shemodis adamianebis xmebi. Kedlis iqidan ki cklis. Yrud. Me vusmen xmebs, cvimas, zils da vkitxulob.

Friday, January 01, 2010

Happy! :)

I'm just happy! :)

გილოცავთ ყველას, ვისაც გიხარიათ და არ გიხარიათ ახალი წელი და გისურვებთ, ყოველთვის გიხაროდეთ და გქონოდეთ საამისო ბევრი მიზეზი! ცხოვრება გიხაროდეთ, უბრალოდ და ბრალიანად! :)