Posts

Showing posts from February, 2010

"ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები"

Image
ფანქარი მინდაა, ფან ქა რი! თან ზუსტად ასეთი! ისე ვერ ვაგრძელებ წერას. არა და მინდა. ხოდა ჩემი ფანქარი მიითვისეს :)) დამეზარა ახსნა, რომ მჭირდება და მინდა ეს ფანქარი და თან რაღაც პატარა ბავშვივით ქცევა გამოვიდოდა. და დავიკიდე. და ახლის ყიდვა კი მავიწყდება. ნუ, ორიგინალს ვეღარსად ვნახავ, ცხადია. მაგრამ არა უშავს. რას არ იპოვი ინტერნეტში. და აი, ვნახე მეც ჩემი ბლოკნოტი, ჩემი საყვარელი ბლოკნოტი. მართალია გვერდის მისამართი არ იყო ზედ მითითებული, მაგრამ მონდომებული და აზრიანი ადამიანი... მოკლედ, აი, ასეთი ბლოკნოტი მაქვს, რაც ფოტოზეა, ზუსტად ამ ფირმის , ოღონდ წითელი, ოდესღაც თავისი ფანქრით, handmade in Italy. წითელი რატომღაც არ უდევთ საიტზე. ბლოკნოტი არ მახსოვს რამდენი ხნისაა. არც ისე დიდია ჰასაკით. ყოველ შემთხვევაში სულ ახლად გამოიყურება და თუ არ გადაშლით (და ცხადია არ გადაშლით :)) ), ახალი გეგონებათ. სულ რაღაც 7-8 (ჩა)ნაწერიან და 1 ნაჯღაბნიან (!). სუნი აქვს რაღაცნაირი. მაგარი. და მიყვარს. მოკლედ, დავასრულებ ოდესმე იმის წერას, რაც იქ გასულ ზაფხულს დავიწყე და ვეღარ დავასრულე. გონებაში დიდი

კუ დი ა ნი

მე რა, გამოდის რომ კუდიანი ვარ?! დღეს ფაქტიურად სიტყვა სიტყვით ასრულდა ის, რაც დავწერე. ვინც წაიკითხა რამოდენიმე პოსტის წინანდელი ჩვენი (მე და ჩემი მეგობრები) ერთობლივი მოთხრობა , მიხვდება, რაზე ვლაპარაკობ. ჩემს წარმოსახვაში გათამაშებული და მერე ფურცელზე გადმოტანილი მოთხრობის ჩემი ნაწილი დღეს ჩემს თვალწინ გათამაშდა. მითხარით, ელოდებოდით ასეთ გრიგალს ან ასეთ შედეგებს? ქარიანი დღე კი იყო, მაგრამ დილით მზეც ჩანდა... და აი მერე... მერე მე მართლა ბოძს ვეჭიდებოდი, საღამოს. არა და რომ არ გავსულიყავი, არ შეიძლებოდა. სუულ პატარა გადასასვლელი მქონდა დარჩენილი მიზნამდე, მაგრამ ვხდვებოდი, რომ ეს რისკი შეიძლება სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. ჩემი წონა ქარის ძალას აშკარად ვერ გაუძლებდა და ვიდექი ასე, რკინის კონსტრუქციას ჩაჭიდებული. მართალია ეს გაჩერებაზე მდგომი ავტობუსის ნიშნიანი ბოძი არ იყო, მაგრამ ნუ ასეთ დეტალებს ნუ გამოვეკიდებით (თუ გაინტერესებთ, დახლია საკმაოდ არასტანდარტული ნივთებით მოვაჭრე კაცის). ზუსტად, აი ზუსტად რაც წარმოვიდგინე წერისას, ის ხდებოდა. უბრალოდ გვიანი საღამო იყო უკვე და არც წიგ

* * * - ახლა უკვე ჩემი ფოტოებით

Image
. Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи еще хоть четверть века - Все будет так. Исхода нет. Умрешь - начнешь опять сначала И повторится все, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь.

The Winter of My Calmness

Image

შემთხვევით მოსმენილი დიალოგი

სანამ ისევ დამვიწყებია. 2 დღის წინ მაღაზიაში შევესწარი დიალოგს, რომელიც არ შემიძლია რომ არ გადმოგცეთ. დამავიწყდა და ახლა დომენიკოს განახლებულ ბლოგზე ბოდიალისას გადავაწყდი პოსტს, რომელმაც კვლავ გამახსენა და აი ის დიალოგიც (უფრო სწორად მხოლოდ ერთი მოსაუბრის პარტიას გთავაზობთ, რადგან დიალოგი მობილურით მიმდინარეობდა და პასუხები არ მესმოდა, მხოლოდ ვივარაუდე.): - ალო, ხო მამა გიორგი, მე გირეკავდით - - რა მაინტერესებს, ამ კვირაში თევზის ჭამა შეიძლება? - - აა, ანუ ყველაფერი ხორცის გარდა? - - კარგით. გკოცნი , დაგირეკავთ. კი არა და მოვალ, მოსვლა მინდა. არ მითხრათ, იქნებ მეგობარი იყო, რომელიც მერე სასულიერო პირი გახდაო. არა, ზუსტი ტექსტი არ მახსოვს დანარჩენი, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ აშკარად არა მეგობარს და შიგადაშიგ თქვენობით ელაპარაკებოდა. გკოცნი... კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ უნდა დამეწერა ეს :))) პ.ს. ყურმილის აქეთ გოგო რომ იყო, მიხვდებოდით :)))) სამწუხაროა, ტონალობის და სტილის გადმოცემა რომ არ ხერხდება აქ. მაინც მგონია, რომ მიხვდებით და დაიჭერთ იმას, რისთვისაც დავწერე :)

ბოდვა ერთობაშია

. Kalandia Pictures Presents In Association With მ ე, ც & ბლოგი ესე & also (non blogers) თამუნა, სალომე & მარიამ A Coproduction მ ო თ ხ რ ო ბ ა idea by Kalo music supervisor c. *** *** *** I Kalo შარშან იყო? თუ შარშანწინ? აღარ მახსოვს. შეიძლება იმის წინაც. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ამ ამბავში ისაა, რომ შესანიშნავი შუადღე იდგა. მზეს გამოეზაფხულებინა და ოცდათორმეტივე კბილი გადმოეყარა თბილისის თავზე. ეს წამხედურად ხალხიც, აქაოდა მზე იცინისო, გაღიმებულები მიდი-მოდიოდნენ საცობებით მდიდან და ამწვანებულ, არცთუ ისე ლამაზ ქალაში. მეც ვიღიმოდი (არა და როგორ ვერ ვიტან ამ „მასოვკაში“ გარევას), ენერგიულად ვიქნევდი ყბას და საფეთლებატკიებულს აზრდაც არ მომდიოდა ე.წ. „ჟუვაჩკის“ გადაგდება. ზუსტადაც ღირსი ვიყავი ერთმა ქალმა პირდაპირ რომ მომახალა - შე კამეჩო, როგორ იცოხნები, ზრდილობა სად დაკარგეო. ისე, არც ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტაქტით, მაგრამ მაინც მადლიერი დავრჩი, თავის ატკიების მიზეზს რომ მიმახვედრა. (შუადღე იყო და მე არხეი

ნოუსერი (არაპოსტი)

Tonight I'm tangled in my blanket of clouds Dreaming aloud