დღეს დღის ბოლოს გავაანალიზე, რამდენად კარგია და მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ადამიანური ურთიერთობები. ოღონდ ნამდვილი, რასაც ჰქვია ჭეშმარიტი, და არა ყალბი და მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებული რიტუალები. რა თქმა უნდა, ყოველთვის იცი, მაგრამ არის მომენტები, როდესაც განსაკუთრებით ხვდები, რამდენად ბევრს ნიშნავს ახლობლები, ისინიც, რომლებიც შეიძლება დიდი ხანია არ გინახავს, მაგრამ გარკვეულ დროს და სიტუაციებში ხვდები, რომ ახსოვხარ და ფეხებზე არ კიდიხარ და თურმე არც შენ გკიდია ფეხებზე, იმიტომ რომ ეს ადამაინები შენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გარკეულ და არც თუ ისე უმნიშვნელო როლს თამაშობდნენ. ეს ხშირად "არა ლხინში" ვლინდება, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ვლინდება. დიფერენციაცია უნდა შეძლო და პრინციპში, შეძლებ კიდეც.
და საერთოდ, ბოლო დროს მივხვდი, რომ ბევრ რაღაცას ისე ბოლომდე ვერ აღიქვამს ადამიანი, სანამ თვითონ არ გამოცდის.
სიტყვა "გადაანალიზება" არსებობს? არა? არა უშავს. მე დავამკვიდრებ.
რელაქსაცია ჩატარებულია. თანამეინახობა გაწეულია. მოგონებები გამოხმობილი და გაჟღერებულია. სითბო გაცემულ-მიღებულია. ცრემლი დაღვრილია. ბევრი თქმულია და გახსენებულია, განწყობის და სიტუცაიის მიერ მოტანილი. რაღაცეების თქმაც - ვერ მოსწრებულია. არ გაკვირვება მაგრამ მაინც ძალიან მადლიერებაც გამოხატულია. განწყობა გადმოცემულია.
დაღლილი ვარ, ემოციურადაც გადაღლილი, თან დაცლილი და თან სავსე. და ვიძინებ
p.s. კიდევ ერთხელ მიხარია, რომ ბუნებით, მოწოდებით, თუ არ ვიცი რით, ვარ მშვიდი. კიდევ ერთხელ ვრწუმნდები, რომ არ უნდა იშალო ადამიანმა ნერვები არაფერზე, რაც გამოუსწორებადია, არ უნდა იშალო ნერვები სხვის არასასიამოვნო თუ ცუდ თვისებებსა თუ ერთჯერად ან თუნდაც არაერთჯერად საქციელზე, არ უნდა მოიშალო ნერვები რაღაც ელემენტარულზე (ცოტა დიდი მასშტაბით რომ შეხედავ, ისეთ ელემენტარულზე), ცოტა უფრო გლობალურად უნდა შეხედო ყველაფერს და თუ შეგიძლია, უნდა იცხოვრო უფრო მშვიდად. უფრო სწორად, უნდა შეძლო! რაც არ არის დიიდი, მასშტაბური, მართლა საშინელი, მართლა დამაზიანებელი, იმაზე რატომ უნდა იჩხუბო, გაბრაზდე, მოიშალო ნერვები, მართლა არ მესმის. აი რატომ, თორემ კი!
არც თავს ვიქებ და არც ხაზს ვუსვამ რამეს. უბრალოდ კიდევ უფრო მეტი სიმშვიდე ჩამოწვა ბოლო დროს, ვიდრე იყო, ასე მგონია. და თუ ვინმე იტვის, რასაც ხაზს უსვამ, ის ზუსტადაც რომ ისე არ არისო, ძალიან შეცდება ამ შემთხვევაში, რადგან ეს ხაზგასმა არ არის. უბრალოდ, ხანდახან მეც გამოვხატავ ემოციებს, ვიტოვებ ამის უფლებას.
და კიდევ, უბრალოდ, ბევრი მაინც ისე აღიქვამს ამ ყველაფერს, როგორც თვითონ სჩვევია და თავისი თავიდან გამომდინარე აანალიზებს. ეს, უბრალოდ, ჩვენი თვისებაა, ადამიანების. როგორც ერთხელ უკვე ვთქვი: каждый воспринимает по мере своей истеричности. შეიძლება, სულაც არ არის კარგი ეს თვისება - ზედმეტი გაწონასწორებულობა; კაცმა არ იცის. მაგრამ მე, ჯერ-ჯერობით, კარგად მაგრძნობინებს თავს. და არ მიყვარს, როდესაც თავს მახვევენ იმას, რასაც არ ვგრნობ და მაჯერებენ, რომ ახლა ასე ვარ, მარტო იმიტომ, რომ ეს ასეა მიღებული, ან იმიტომ, რომ თვითონ ასე ჰქგონიათ და ასე გრძნობენ თავს, ან არ უნდათ, დაიჯერონ, რომ მე ცუდად არ ვარ.
ესეც, მგონია, თვითონ იმ ადამიანის ტიპაჟიდან, ბუნებიდან გამომდინარე ხდება, ვინც ამას არ იჯერებს და საპირისპიროს გიმტკიცებს, როდესაც შენ არაფრის დამტკიცებას არ ცდილობ, ხარ შენთვის, წყნარად.
არაფერი ზებუნებრივი და განსაკუთრებული ჩემში არ არის და არც არაფერია საკვირველი და დაუჯერებელია იმაში, რომ არ ვნერვიულობ ხშირად იმაზე, რაზეც ბევრი ძალიან ნერვიულობს, რასაც ზოგი ზედმეტად ემოციურად აღიქვამს და გამოხატავს (თუნდაც თვითონ ვერ ხვდებოდეს), რაზედაც ზოგი ნერვებს იშლის, იმას მშვიდად აღვიქვამ, თუნდაც მესმოდეს მათი და მხარს ვუჭერდე.
ძალიან შორს გავიჭერი, თემიდან და ემოციებიდან გადავიჭერი (მთლად ქვა არ გეგონოთ მართლა) და ცოტა არეული და გაუგებარი პოსტიც გამომივიდა; და საერთოდ, რა დროს პოსტია, მაგრამ ახლა უნდა დამეჭირა ეს განწყობა, რომელიც მჭირდებოდა, რომ გადმომეცა, თორემ ხვალ და მერე ვეღარ გადმოვცემდი
Thursday, February 24, 2011
Wednesday, February 23, 2011
Saturday, February 19, 2011
старьё 2, ანუ არ ახალი, მაგრამ არც ისე ძველი
პუნქტუაციის წესების იგნორირებით
да отстань ты вообще отстань
видишь это не к чему не приводит
да отстань ты навеки отстань
это грусть да и только наводит
думаешь мне это было легко
да молчи ты не смей ухмыляться
ты и так все прекрасно поймешь
да не буду не буду я клясться
не видать тебе слез моих нет
и упреков - и тех не услышишь
я из камня из льда я как степь
и пустыня где воды не отыщешь
миражи? да я их всех спугнула
уничтожила чтоб не мечтать
я в песке золотом утонула
отучившись в небе летать
тебе кажется это стихи?
да какой из меня писатель?!
просто мыслям так тесно в груди
вот открыла им двери я настежь
но ведь мыслям крылья нужны
у меня их уже не осталось
я сожгла их сожгла и мосты
я с огнем у реки обвенчалась
некого больше ждать я не стану
а придет кто - в глаза посмотрю
улыбнусь - а может оставлю?
а может и сразу сотру
აბსურდის თეატრი, სატირა და დამკვირვებელი
ამ სტრიქონებს მიღმა იმალება პოსტი, რომელიც (პოლიტ)კორექტულობის გამო არ დაიწერა (არც დაიწერება)
Thursday, February 17, 2011
არ ვიცი ეს ინტუიციაა, ერუდიცია თუ უბრალოდ დამთხვევა. ბოლო რამდენიმე დღეა ესენინის ორი ლექსი მახსენდება. მთლიანად არც ერთი მახსოვს ზეპირად, მაგრამ ორივედან რამდენიმე ნაწყვეტი მიტრიალებს თავში. წუხელ ძველ ჩანაწერებს გადავაწყდი. ზუსტად ამ პერიოდის ჩანაწერებს, ოღონდ რამდენიმე, პრინციპში ბევრი წლის წინანდელს. და რას გადავაწყდი იქ?! ესენინის ზუსტად ამ ორი ლექსის თარგმანს. ორივე მითარგმნია თურმე ოდესღაც ნაწილობრივ. რომ წავიკითხე, მერეღა აღვიდგინე. ვასრულებ და გადმომაქვს. ყოველგვარი პრეტენზიების და ამბიციების გარეშე.
ორიგინალი იხ. ამ ბმულზე
*****
გიყურებ, მტკივა და ვგრძნობ სინანულს
და სულში ისევ სევდა მეღვრება
ამ სექტემბრიდან შემოგვრჩა მხოლოდ
ტირიფის ტოტის შემოფეთება
სულ სხვა ტუჩებმა წამართვა ისევ
შენი სხეულის გემო და სითბო
და ჩემი სული, გადაქანცული
წვიმად იღვრება და შველას ითხოვს
მაგრამ არ ვნანობ, არც მეშინია
სხვა სიხარული მომელის მალე
აქ კი რა დარჩა, მხოლოდ-ღა ყვითელ
დამჭკნარ ფოთოლთა ცივი სიმრავლე
მე არც მინდოდა, არც მიცხოვრია
ღიმილიანი, მშიდი ცხოვრებით
არც გზა მივლია დიდი, თუმც ეს გზა
მოფენილია სულ შეცდომებით
ახლა ვიცინი - როგორ აეწყო
და ისევ როგორ ეწყობა გზები
ვეღარ გაარჩევ, სასაფლაოა
თუ ბაღში ბებერ არყის ხის ძვლები
ჩვენც ასე წავალთ, ასე გავქრებით
სიცილ-სიცილით, დავჭკნებით მალე
ზამთრის ყვავილს ნუ გაეტირები,
შენ შეცდომები შენი ინანე!
Monday, February 14, 2011
Spin Doctors - Two Princes
რა მოხდა, რა, აქ არ შეიძლება სიმღერის დადება?! :)) ძალიან მომინდა უცებ! :) კარგ ხასიათზე მაყენებს. ცანცარული სიმღერაა, ტინგიცური :))) მიყვარს! :)
Labels:
music
Saturday, February 12, 2011
старьё
* * *
Снег с утра как странник в белом
Бродит по бульварам
Может вправду я из стали
- говорят недаром
И следа нет от печали
Странно, сладко, горько
Словно к сердцу лед прижали
- да не тает только
Ляг на снег и сделай „ангел(а)“
Это пахнет детством
Не поможет - так спасайся
вымышленным бегством
Разобей все стекла в сердце
И взломай все двери
Босиком помчись, ликуй как
на свободе звери
А потом на миг притихни
Притворись, что спится
Сказка, замок, снег и ......
пусть тебе приснится
Снег с утра как странник в белом
Бродит по бульварам
Может вправду я из стали
- говорят недаром
И следа нет от печали
Странно, сладко, горько
Словно к сердцу лед прижали
- да не тает только
Ляг на снег и сделай „ангел(а)“
Это пахнет детством
Не поможет - так спасайся
вымышленным бегством
Разобей все стекла в сердце
И взломай все двери
Босиком помчись, ликуй как
на свободе звери
А потом на миг притихни
Притворись, что спится
Сказка, замок, снег и ......
пусть тебе приснится
Friday, February 11, 2011
Дороги, которые мы выбираем
ხანდახან ჯერ კი არ ვწერ, ჯერ ვხედავ პოსტს. უფრო სწორად უცებ კადრებად ჩნდება ის, რისი დაწერაც მინდა. მერე გადმომაქვს. ვიწყებ და თვითონ მოდის. წინასწარ არც ვფიქრობ და არც ვწერ დრაფტად.
ამჯერად რა კადრმა დამაწერინა? ნაფეხურები. კვალი. ამაზე მინდა ვთქვა. ჯერ დავინახე, როგორ აბიჯებს ვიღაც მიწაზე ფეხს, ფეხი ოდნავ ეფლობა, ნაფეხური ჯერ აჩნდება მიწას და მერე ნელა ისევ ივსება და ზედაპირი ისევ სწორი ხდება. ეს ზედაპირი მიწისფერი არ არის. რაღაცნაირი თეთრია. თიხისფერი. გამოუმწვარი თიხისფერი. და ოდნავ რბილი. ისე, რომ ზედ კვალის დატოვება შეიძლება. ანაბეჭდი. ნაკვალევი. ნაფეხური. ან კვალი.
ეს ადამიანების ნაფეხურებია. ის ნაკვალევებია, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანები ტოვებენ სხვადასხვა დროს. წარმოიდგინეთ, რამდენს უვლია ამ გზაზე. ახლა უფრო ფართე კადრი წარმოიდგინეთ, თითქოს კამერა შორს მიდის და დიდ არეალს გაჩვენებთ. აი ეს გზა, თუ თეთრი მიწა, თიხის მიწა, თქვენი ცხოვრებაა. და ზედ უამრავი ნაფეხურია. ზოგი - დინოზავრის ნაფეხურივით დიდი და ღრმა. უკვე გამომწვარი და გამშრალი. ზოგი ჯერ კიდევ ნედლი, მაგრამ ისეთი, რომ იცი, აუცილებლად დარჩება, არ ამოივსება. ზოგი - ჩვეულებრივი ზომის, სტანდარტული. ზოგ ადგილს ეტყობა, რომ აქაც იყო ნაფეხური, და ამოივსო. ზოგი ისე გადასწორებულა, იმდენს გადაუვლია ზედ, რომ აღარაფრი ეტყობა. არის უბრალოდ დატკეპნილი ადგილები. ზოგი კი მუდმივად დადიოდა და ივლის, მუდმივად გადაიკვეთება თქვენი ნაფეხურები. უკვე ნაკვალევად კი ისინია ქცეული, ვინც ან სულ, ან თითქმის წავიდა შენი ცხოვრებიდან. ან უბრალოდ აქტუალობა დაკარგა მოვლენებმა და თქვენი გზები გაიყო.
ზოგი ისე სწრაფად ივსება, ნორმალურად გარჩევასაც ვერ მოასწრებ, რა იყო და რატომ. ცხადია ყველა ადამიანი, ვისაც კი ცხოვრების გზაზე შეხვედრილხართ, ვერ დატოვებს ნაკვალევს თქვენს მიწაზე. ზოგი უბრალოდ გაივლის. ზოგი დიდხანს ტკეპნის ერთ ადგილს, მაგრამ მხოლოდ ტკეპნის. ზოგი კი, გგონია, არც ისე უმნიშვნელო მოვლენით კვეთს შენს გზას, მაგრამ მოხედვას ძლივს მოასწრებ და უი, სად არის? ამოსვებულა უკვალოდ მისი ნაფეხური. აი, ეს დავინახე, ეს ამოვსების პროცესი.
კილოგრამები, წონა არ განსაზღვრავს აქ ნაკვალევის სიღრმეს. მე წონით შეიძლება მსუბუქი ვარ, ყოველ შემთხვევაში, მძიმე მაინც არ, მაგრამ რამდენიმე მილიმეტრი სიღრმის ნაკვალევს მაინც რომ დავტოვებდი თუნდაც რამდენიმე ადამიანის ცხოვრებაში, ეს ზუსტად ვიცი. იქაც კი, ვისი ნაკვალევიც დაბიჯებიდან ძალიან მალევე ამოივსო.
პ.ს. პოსტის სათაური ჩემი არ არის. უფრო სწორად ამ კადრების დანახვისას თვითონ ამოტივტივდა მეხსიერებაში. ო'ჰენრის მოთხრობის სათაურია. ნუ მომედავებით, რუსულად რატომო?! ალბათ დავწერე ეს უკვე სადმე: რა ენაზეც მახსენდება ფრაზა, სათაური თუ ციტატა, იმ ენაზე გადმომაქვს ყოველთვის. და ალბათ იმ ენაზე მახსენდება ხოლმე, რა ენაზეც მაქვს წაკითხული/მოსმენილი.

just,
მე,
ცხოვრება. კადრები,
ჰაზრები.
ფიქრნი ძილის პირას
კორტასარს მოთხრობა აქვს ასეთი - Axolotl. ტიპი ყოველ დღე მიდის დიდ აკვარიუმში და უყურებს ამ არსებებს. მინდოდა დამეწერა საშინელს მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. ბოლოს თავად იქცევა ერთ-ერთ მათგანად და ამ ყველაფერს პირველ პირში ყვება. ეს ძალიან მოკლედ და უხეშად. დეტალები მეც არ მახსოვს და თუ დაგაინტერესებთ (მიუხედავად ასეთი არამხატვრული გადმოცემისა და სიტყვაზე მენდობით, რომ ღირს წაკითხვა), აქ შეგიძლიათ ნახოთ რუსული თარგმანი და აქ კი - ორიგინალი.
რა კავშირში შეიძლება იყოს სერიალი Sex and the city და ხულიო კორტასარი ერთმანეთთან? ერთი შეხედვით არავითარი საერთო არ აქვთ. არც მეორე და არც მეასე შეხედვით. ერთი მეორეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგახსენებს, თუ ასეთი ასოციაციურარანორმალურარვიციამასრადავარქვა აზროვნება გაქვს ადამიანს. და მეხსიერება.
ვუყურებდი და ვფიქრობდი, შეიძლება ადამიანი ერთხელაც აი ასე, უბრალოდ ეკრანს მიღმა აღმოჩნდე? მიღმა - ანუ არა აქეთ, არამედ იქით. კინოს ნაწილი აღმოჩნდე უეცრად? უბრალოდ მიხვდე, რომ იქ გადაინაცვლე? ან იქნებ უბრალოდ იმდენად ჩვეულებრივი და რეალურია ეს ყველაფერი, რომ ყოველი დეტალი რაღაც დეტალს გახსენებს ან ასოციაციას გიჩენს, ყოველი და ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე დეტალი და შეგრძნება გეცნობა, მიუხედავად რადიკალური სხვაობისა ყველაფერში?
ამაზე დიდი ხანია მინდოდა დამეწერა და ბევრად უფრო მეტი. მაგრამ მაინც არ დავწერ, ვიცი, ამიტომ ამას მაინც დავტოვებ, ამ რამდენიმე ფიქრს პოსტად.
ზუსტად ვიცი, რომ ეს მარტო მე არ მემართება. ელემენტარული ჭეშმარიტება: უბრალოდ ყველგან და ყველა დროში ერთი და იგივე პრობლემები არსებობს, როგორც ჩანს (ალბათ ჯობდა ჩამემატებინა სიტყვა "ქალები", რამე ბრუნვაში. მაგრამ მგონი ისედაც გასაგებია). პრობლემები რეალური თუ თითიდან გამოწოვილი. ეს ყველაფერი ელემენტარული რეალობაა, ეკრანზე გადატანილი და ლამაზად შეფუთული, + / - ....
ძალიან ბევრჯერ გამოვიყენე სიტყვა უბრალოდ. მაგრამ არა უშავს. ალბათ, რადგან ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც მართლა უბრალოდ და მარტივად არის

Wednesday, February 09, 2011
ყველა სიზმარს უნდა ჰქონდეს თავისი საუნდტრეკი :)
Tuesday, February 08, 2011
herstory
თვალდახუჭული იწვა. აღარ ეძინა. უბრალოდ ელოდებოდა, როდის წავიდოდა ყველა. თავს იმძინარებდა. არ უყვარდა ახალგაღვიძებულს პასუხების გაცემა. нечленораздельный პასუხებს იძლეოდა ასეთ დროს. დაელოდა, სანამ სიჩუმე ჩამოვარდებოდა და მხოლოდ მერე გაახილა თვალები. გაიჭიმა, ხელები გაშალა და გაიღიმა. წინა დღეებიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები ამოტივტივდა ნელ-ნელა თავში. ”თმა ასე...”, ”რა ლამაზი....”
ხელებს დახედა. თითქოს გადაამოწმა, მართლა ლამაზი თითები ჰქონდა თუ არა. ხოო... მოეწონა. ისევ გაეღიმა.
მერე ნელა წამოდგა. პულტით ჩართო ტელევიზორი. პულტი იქვე საწოლზე მიაგდო და ნელა წავიდა აბაზანისკენ.
გზაში გაჩერდა. სარკე გრძელი იყო და მთლიანად აჩენდა. რაღაცნაირად მაღალი ჩანდა. შეიძლება ეს ჩაცმულობა... არა, ”გახდილობა” აჩენდა ასე - მარტო საცვლები. ’ხოო, თმა მართლა კარგად მაქვს, ახალწამომდგარის მიუხედავად და... რაღაც... რაღაც მომწონს! რაღაც ძალიან მომწონს! ხო, ეს ქალური ახალგაღვიძებულობა, განსაკუთრებით, როცა არსად მეჩქარება. ქალურად ოდნავ ნავარჯიშები სხეული. არააა! როგორ შეიძლება არ გინდოდეს, როგორ არ უნდა გინდოდეს ასეთი ქალის გვერდით გაღვიძება?! მით უმეტეს, თუ იცი ეს ქალი. არა, კი არ იცნობ უბრალოდ, იცი.’
მერე ხმამაღლა და გულით გაეცინა ამ ნარცისისსურნელშეპარულ აზრებზე, სარკეს მოშორდა და დიდი და მშვიდი უიქენდური სიმშვიდით განაგრძო ზაფხულის დილის რიტუალები.
პერიოდულად რაღაც ახსენებდა თავს. რაღაც სასიამოვნო, რასაც სახელს ვერ არქმევდა, მაგრამ სადღაც მკერდქვეშ, მარცხენა მხარეს, გულთან გრძნობდა და ეღიმებოდა. ’როგორ იცვლება ყველაფერი შაბათ-კვირას. თითქოს სულ სხვა ადამიანი ხდები. თითქოს სხვა ცხოვრებით ცხოვრობ. ვგიჟდები ამ საოცარ განწყობაზე, ჰაერშიც კი რომ იგრძნობა.’
.............. .............. ............. ............. .............
მერე ჰკითხა. მოგვიანებით. გვიან:
- როგორ შეიძლება არ გინდ...
- მინდა! ძალიან მინდა. მაგრამ... მაგრამ არ მინდა. ты слишком хороша для меня и слишком... (პაუზა)
- ხო, თქვი, თქვი
- ...слишком доступна...
- მოდი, მე განვაგრძობ: მართალი ხარ - слишком хороша для тебя. უბრალოდ გვიან მივხვდი, როგორც ბევრ სხვა რაღაცას. მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. და კიდევ - слишком любила тебя. აი, ეს იყო შენი მთავარი პრობლემა. შენ გაშინებს, როცა ადამიანს უყვარხარ. მოგწონს და გაშინებს. და გარბიხარ. დამაცადე! ნუ მაწყვეტინებ! ვიცი, რამდენი შეცდომა დავუშვი. ვიცი რომ არავინ არის დამნაშავე და ამავე დროს - ორივე. я была слишком доступна. и была всегда. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ არ გაწვალებდი.
შენ იცი, ვისთან აღმოჩნდები ბოლოს? შენი ოცნების სრულ ანტიპოდთან! არაფერი განსაკუთრებული არ იქნება იმ ქალში. არავიზე არაფრით უკეთესი. სადღაც იმასაც ვუშვებ, რომ შეიძლება გო... კაი, არ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა. არაფრით უკეთ არ იქნები მასთან, ვიდრე, თუნდაც, ჩემთან. я буду в сто раз лучше нее во всех смыслах и отношениях. და ეს შენ გეცოდინება! არაფრით მეტი გრძნობა არ გექნება მის მიმართ, ვიდრე ჩემდამი გქონდა და შეგეძლო გქონოდა. უბრალოდ ის იქნება - სხვა. მეტი არაფერი. არც იმისგან იგრძნობ იმას, რაც ჩემგან იგრძნობოდა და რაც გაშინებდა. რა თქმა უნდა არ შეგიყვარდება, ამაში დარწმუნებული ვარ (შენ არავინ შეგიყვარდება). უბრალოდ დააჯერებ თავს სიჯიუტით (რომლითაც თავის დროზე დააჯერე რომ - აღარ!), რომ აი, ეს უნდა იყოს ის и все! ამით დაამთავრებ უბრალოდ. და შეეჩვევი. დაიბრმავებ თავს, ან ის აღმოჩნდება ისეთი ინიციატივიანი, რომ დაგაბრმავებს და დაგაჯერებს. და დაიკიდებ იმას, რაც არ გეკიდა ადრე და არ დაიკიდებდი ალბათ არასოდეს. და დაიჯერებ, რომ ხარ ბედნიერი. თუმცა, პრინციპში, მთავარი ეს არის - როცა გჯერა.
მერე? მერე გაიღვიძებ ერთ დილას. გადახედავ და... სინანულს იგრძნობ. თუნდაც წამის მეათასედით, მაგრამ ინანებ და გეტკინება, თუნდაც ყრუდ (თუმცა, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დააჯერებ თავს ისევ, რომ ასე - სწორია) და მე ვიგრძნობ ამას, აუცილებლად ვიგრძნობ, ოდნავ ძილბურანში მყოფი. მერე ოდნავ, სულ ოდნავ, წამიერად სევდაშეპარული ღიმილით გადავტრიალდები და თითის წვერებით (რომელიც ერთ დროს შენ გეხებოდა) შევეხები კისერზე.... სხვას.
იცი, რომ ამბობენ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო - სწორი ყოფილა. დიდი არ არის ეს ნაბიჯი. პატარა ნაბიჯია, უბრალოდ, შეიძლება დიდხანს ვერ გადადგა და თუ ასწიე ფეხი - все! მერე კი კიდევ ერთი ნაბიჯია თურმე - როცა ეს გრძნობაც - ეს სიძულვილის შეგრძნება - ქრება. ეს უკვე ყველაზე სასიამოვნოა. და ბოლოს - უბრალოდ გკიდია!
ახლა? не то что уже недоступна, меня просто нет! უბრალოდ აღარ მაინტერესებს, ისევ გინდა თუ არა და გაინტერესებს თუ არა. მე! მე აღარ მინდა! მე აღარ მინდიხარ! ... ღმერთო, რა ბედნიერებაა! - და თითქოს ახლა გააცნობიერაო, მართლა ბედნიერება გამოესახა სახეზე ღიმილთან ერთად.

მერე? მერე წამოვიდა. არა, წავიდა იქ, სადაც უკვე ელოდნენ. წავიდა მსუბუქად.
თითქმის გალეული საშლელი პირდაპირ ქუჩაში გადააგდო
.............. .............. ............. ............. ............. .............. ..............
ეპილოგის ნაცვლად
ნუ დაუწყებთ ძებნას კონკრეტულ სახე(ლ)ებს. it was just herstory :)

Sunday, February 06, 2011
ცხოვრება - როგორც puzzle
იყო პერიოდი - "все казалось — не живу, а так, черновик пишу, успею еще набело перекатать"
იყო პერიოდი - მეგონა, ვიცოდი, რა იყო წინ. კმაყოფილი ვიყავი, პრინციპში და მეგონა ასე იქნებოდა (ანუ როგორც იყო, მაშინ, ოდესღაც) სულ. თურმე რამდენი რამ იცვლება ცხოვრებაში და სულ სხვა გზები იყო წინ. სრულიად ვერგანსაჭვრეტი
იყო პერიოდი - მაინტერესებდა, რა იქნებოდა წინ. აზრზე არ ვიყავი
იყო პერიოდი - მეგონა ვიცოდი, რაც იყო წინ. დაახლოებით მაინც. ვგეგმავდი, ვაწყობდი მომავალს, გეგმებს, ვხედავდი თითქოს
იყო პერიოდი - სავსე. რაღაცნაირად სავსე. ყველაფრით
იყო პერიოდი - მეჩვენებოდა, რომ прожигаю жизнь. მიუხედავად იმისა, რომ უსაქმურად არ ვიყავი. მაგრამ მაინც. მუშაობაში, გართობაში, იქით-აქეთ წოწიალსა თუ ბოდიალში, კაფით-კაფედ, ბარით-ბარად და ა.შ. მაგრამ მეჩვენებოდა, ან ვგრძნობდი, რომ რაღაცას ან ვიღაცას ვაკლებ ჩემს ყურადღებას. რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. იმ იშვიათ მომენტებში მეჩვენებოდა/ვგრძნობდი, როცა ვჩერდებოდი
იყო პერიოდი - ისევ მეჩვენებოდა, რომ прожигаю жизнь. თან არაფერში. და ნერვები მეშლებოდა თან ამაზე. თან - არ ვცდილობდი რამის შეცვლას
იყო პერიოდი - უბრალოდ ვცხოვრობდი. უბრალოდ ისე, როგორც იმ პერიოდში აეწყო. უბრალოდ მივყვებოდი დინებას. არა მდორეს. უბრალოდ - დინებას. ვცხოვრობდი.
იყო პერიოდი - ისევ უბრალოდ ვცხოვრობდი. თითქოს დალაგდა ყველაფერი. რაღაც აეწყო. მაგრამ ახალგაღვიძებულს და თითქმის ჩაძინებულს ჩუმად მეპარებოდა შეგრძნება (და მერე უკვე არა ჩუმად. მერე - მყარად ჩამომიჯდებოდა ხოლმე საწოლზე), რომ ეს ის არ არის. რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. რომ ამით არ უნდა დაასრულო ყველაფერი
იყო პერიოდი - ვცხოვრობდი. ყველაფერი იყო ოკ. მაგრამ რაღაც მღრღნიდა. რაღაც. რასაც ერქვა "გასაკეთებელი/გადასაწყვეტი გაქვს"
მერე იყო პერიოდი, როცა გასაკეთებელი გავაკეთე. გადასაწყვეტი გადავწყვიტე. ისე, რომ თვალიც არ დავახამხამე. მერე პოსტ ფაქტუმ ვთქვი და სხვადასხვაგვარი რეაქცია მივიღე. ერთია - მე არც ერთი წამით არ მინანია. ეს იყო პერიოდი, როცა მივხვდი, რომ რაც არ გინდა, უბრალოდ არ უნდა გააკეთო, არ უნდა აიკიდო და არ უნდა დაიტანჯო თავი თუნდაც ათასში ერთხელ იმის გახსენებით, რომ ეს ჯერ კიდევ არ მიგიყვანია ბოლომდე.
იყო პერიოდი - ვიცოდი, რომ ცოტაც უნდა მომეთმინა. რომ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა. და მოთმინება შედეგს იღებდა.
იყო პერიოდი - წამის მეათასედით ვფიქრდებოდი, უი, ეს სად მოვსულვარ. და თვალების ოდნავ მოჭუტვით ვხედავდი ჩემს თავს უკან სადღაც შორს. როგორ გზრდის და გცვლის ცხოვრება. გაყალიბებს და შენ შედეგს გზადაგზა ვერ ხედავ. შეიძლება უცებ მიხვდე. და რომ მიხვდები, მერე უკვე "ამუღამო" ნელ-ნელაც.
იყო პერიოდი ძებისა და პოვნისა
იყო პერიოდი პოვნისა და დაკარვისა
იყო პერიოდი სიმძიმისა და სიმსუბუქისა
იყო პერიოდი წართმევისა და დათმობისა
იყო პერიოდი მღელვარებისა და სიმშვიდისა
იყო პერიოდი მწუხარებისა და მხიარულებისა
იყო პერიოდი სიყვარულისა და სიძულვილისა
იყო პერიოდი ზესაქმიანობისა და უსაქმურობისა
იყო პერიოდი გაურკვევლობისა და გარკვეულობისა
იყო პერიოდი სასოწარკვეთილებისა და ფრთაშესხმისა
იყო პერიოდი მოულოდნელობისა და მოსალოდნელისა
იყო პერიოდი მნიშვნელოვნებისა და უმნიშვნელობისა
იყო "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"
და დადგა ჟამი puzzle-ს აწყობისა. არა. არასწორად ჩამოვაყალიბე. puzzle-ს აწყობის შეგრძნება ადრეც მქონია. და დამიწერია კიდეც. მაგრამ დღეს ცოტა სხვანაირად ვიგრძენი.
დღეს შაბათია. კი, უკვე კვირაა, მაგრამ მე ჯერ შაბათში ვარ ჩარჩენილი. ევროპულ ყაიდაზე გადასულ შაბათში. მთელი კვირა დატვირთული მუშაობის მერე პარასკევი და შაბათის უკეთ შერგების და ათვისების შაბათი იყო ერთ-ერთი.
და საღამოს, როცა დავიშალეთ და მე ცოტა ხანი მარტო ფეხით გავლა ვარჩიე, რადგან ჯერ კიდევ იყო ჟამი ისეთი, როცა შეიძლებოდა ფეხით გავლა, მოვდიოდი და ტრიალებდა და ილექებოდა აზრები. ზოგი ერთმანეთს დაეფარა და ვეღარ ვარჩევ. ზოგი გამოვიტანე და გადმოვიტანე აქ.
და მივხვდი, რომ თითქმის დამიმთავრებია puzzle-ს აწყობა. უცებ მივხვდი, რომ ამიწყია. ძირითადი მაინც. მთავარი სურათი მზად მქონია. თუმცა არასრულად. ერთი ნაწილი, რომელზეც დიდი ხნის წინ დამიწერია, ახლაც აკლია. უფრო სწორად ისევ დამიკარგავს ან იქნებ არც მიპოვია ჯერ. მაგრამ მაინც მომიხერხებია აწყობა.
დახურული არ არის ეს სურათი. გვერდები ღიაა. ღია ახალი ნაწილებისთვის. ღია სიახლისთვის და გავრცობისთვის. ღია ზრდისთვის. ეს ყველაფერი გარშემო შემოეწყობა და გამრავალფეროვნდება გზადაგზა. როგორც აქამდე ხდებოდა. მაგრამ ის ერთი ნაწილი შუაშია სადღაც. არა ცენტრში, მაგრამ შუაში
აი, ასეთია ეს puzzle
და ასეთია ჟამი სიცოცხლისა

ცხოვრება. კადრები
Subscribe to:
Posts (Atom)