Posts

Showing posts from March, 2011

მოსახატი კარი

ლექსის შესავალი-წინასიტყვაობა-ანოტაცია იხ. წინა პოსტში მიკვირდა, ვერ ვცნობდი გვერდზეც კი გავდექი მენახა ასეთი არასდროს აქამდე თითქოს მე - მე არ ვარ მე მაინც ავდექი და დავრჩი ბოლომდე ჩაკეტილ კარამდე და ხატვა მომინდა ამ კარის მოხატვა არ იცი! - დამცინა წამართვა ფერები მოასხა მიწაზე ფანქრებიც ამტვრია ჯიბეში გასაღებს ჩუმად ვეფერები იაროს, მიაროს იხტუნოს, იყვიროს დაადოს ბოქლომი დალუქოს კარიბჭეს მე მაინც გავაღებ მე შევიპარები მე შევალ! და ახალ ცხოვრებას დავიწყებ 30.10.09

შესავალი

ეს, შემდეგი პოსტის (ლექსის) ერთგვარი შესავალია. უბრალოდ, ცალკე დაწერა ვამჯობინე, ასე უფრო აღქმადი იქნება, ჩავთვალე. პერიოდულად, ალბათ უფრო ისეთ პერიოდებში, როდესაც რაღაცის კითხვას დავამთავრებ და ახალი ჯერ არ დამიწყია, არა და რაღაც მინდა, 5 წუთის საკითხავი მაინც, რომ ძილის წინ წავიკითხო და მერე თუნდაც ანთებულ სინათლეში ჩამეძინოს, ვაღებ ქვედა უჯრას და ვიქექები ბლოკნოტებში და ფურცლებში. არც ისე ძველია უკვე ეს ყველაფერი. ბევრი ძველი და ალბათ ძირითადად ყველაფერი გადავყარე. ხოდა, სადღაც უახლესი ისტორიაღა შემოინახა ერთმა უჯრამ. და ასეთ პერიოდებში ვაწყდები ძველ ჩანაწერებს და ვკითხულობ. ხანდახან ვიხსენებ, ვახერხებ აღვიდგინო განწყობა, ხან - ვერ. ან, კი ვიხსენებ, მაგრამ მიუხედავად წლებით არც ისე დაშორებისა, მაინც მეშორება და ცოტა მეუცხოება რაღაცეები. ხან - არა. ხან უბრალოდ ვერ ვიხსენებ, რატომ დავწერე. ამჯერად კიდევ ერთი ლექსი აღმოვაჩინე. არც ისე ძველი ყოფილა, მაგრამ სულ არ მახსოვდა, რომ დამიწერია. არც ის მახსოვს - რა დროს, რატომ, რა ეტაპი იყო... უბრალოდ შევუბერავ სულს, რომ მტვერი გადაიწმინდოს და
Я люблю жизнь и не боюсь признаться ей в этом :) ჩემი აღიარება

ქართული ტელევიზია და საზოგადოება ანფასში

მოდი, თავიდანვე ვიტყვი, რომ: ეს არც საპროტესტო წერილია ვინმეს პოსტზე, არც პასუხი (მით უმეტეს, რომ პირადად ჩემთვის არავის მოუმართავს), არც პასუხის პასუხი და მით უმეტეს, არც რომელიმე თქვენთაგანისკენ მიმართული კრიტიკა. მეტსაც ვიტყვი: ეს არც კონკრეტული გადაცემის კრიტიკაა. ეს არის ჩემი მცირედი გამოხმაურება გარშემო ამტყდარ აჟიოტაჟზე ყველასთვის უკვე ნაცნობი თემის შესახებ და ზოგადად ჩემი შეხედულება ჩვენს სანაქებო ტელესივრცეზე. სულ არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, თავში ჰაზრადაც არ მომივიდოდა, მით უმეტეს, რომ პროფილის ბოლო გადაცემა (ისევე, როგორც არს სხვა რომელიმე), მიუხედავად ამხელა აჟიოტაჟისა, არც myvideo.ge-ზე, არც tvali.ge-ზე და არც ტვ-ში განმეორებით არ მინახავს. რა ვქნა, მაინც არ დამაინტერესა, ან, იქნებ მონათხრობი/წაკითხული საკმარისზე მეტი აღმოჩნდა და შემივსო ის სიცარიელე, რომელსაც ყოველ ხუთშაბათს (ხომ არ მეშლება დღე?) ვგრძნობ და აქამდე ვერ ვაცნობიერებდი, რისგან. მაგრამ, მოხდა ისე, რომ მაინც შემომეფიქსირა ჩემი პოზიცია/აზრი ერთი-ორგან (რა ვქნა, ყველგან ცხვირაპრეხილი გოგოს პროფილი მეჩხირებოდა თვა

ო, ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი თ/ი/ბი/ლი/სი

Image
მიტინგებობანა მოდაში აღარ არის, 10 hyundai-ც უკვე გათამაშდა, iPod-ებიც და iPad-ებიც... არა და გაზაფხულია, მარტი, მზე და ხალხს გასართობი სჭირდება. ხოდა იზრუნეს მავანთ ერზე და ქალაქი მორიგმა ისტერიამ მოიცვა. ამჯერად ყველა დიდი W-ს საძებნელად დაირაზმა :) იმედია, ყველას გახსოვთ ეს ფილმი და არ გაგიჩნდებათ შეკითხვები: რა შუაშია თბილისი და ეს პალმები ან "რა უნდა აქ დუბლი ვეს?!" . მე კი, აი, ამ ტიპს ვუგულშემატკივრებ, ანუ მის ქართველ ანალოგს, არ არსებობს, ამდენ ხალხში ვინმე მსგავსი არ იყოს. ამ ტიპს, მის საცოლეს და დედას. მარტო ეს ცეკვა რად ღირს! აბა, წარმატებები, განძის მაძიებელნო! :)

egal

Image
რაც გინდათ, ის თქვით და იფიქრეთ, მაგრამ არანორმალური გაფანატება დამემართა ამ სერიალზე (პრინციპში, ნორმალური გაფანატება არც არსებობს.)! და ბოლო სეზონის ბოლო სერიაც დამთავრდა... რა ვქნა, ახლა, თავიდან ვუყურო?! ძალიან მინდოდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მინდოდა, დამეწერა რამე ამაზე (ფილმზე არა, სერიალზე), სხვა თვალით დანახულ ამ სერიალზე. იმაზე, რომ წერის სურვილი მიჩნდებოდა ამ პერიოდში და ბევრ პოსტს "პროვოცირებაც" გაუკეთა, ან შთაგონების წყაროდ იქცა ბევრი ნაწერისთვის. მინდოდა არაბანალურად დამეწერა და მეთქვა, რომ თურმე უფრო მეტის დანახვა შეიძლებოდა, ვიდრე ჩანდა (აუ ეს რა ღრმა სერიალია მეთქი, არ ვამბობ, ცხადია). რამდენიმე წლის წინ, ალბათ, სხვანაირად შევხედავდი. ახლა სხვა პარალელებს ვავლებ. უბრალოდ, ის, რაც ისედაც ვიცით, ის, რაც ალბათ ყველას ცხოვრებაში ხდება, ხდებოდა, მოხდება,ეს ყველაფერი ცოტ-ცოტა ოდენობით არის აქ თავმოყრილი. ცხადია, შეფუთულ-გალამაზებული, მაგრამ არსი იგივეა; იმიტომ, რომ მეგობრობა, სამსახური, კარიერა, ქალის და მამაკაცის ურთიერთობები ყველგან არის და ყველა ერთ პლანეტაზე