Posts

Showing posts from July, 2013
..მე ასეთ მომენტს 'ჭეშმარიტების წამს' დავარქმევდი. ან ასე: 'წამი ჭეშმარიტებისა'. მართალია, წამზე მეტ ხანს გრძელდება, მაგრამ მაინც. და დილით დგება. ადრე დილით. ნების საწინააღმდეგოდ გაღვიძებულ დილით. და ისიც არა ყოველთვის. ხანდახან. ამ დროს ზუსტად იცი ადამიანმა, რა გინდა და რა - არა. ტირილამდე ზუსტად იცი. ეს არის 'წამი' სიზმრის სამყაროდან რეალურ სამყაროში სრულ გადმოსვლამდე. აღარ გძინავს. მაგრამ სამუშაო დღეში თავით-ფეხებამდე ჯერ არ ხარ ჩართული. ჯერ კიდევ სუფთა ხარ და ჯერ კიდევ შენ ხარ. ეს 'წამი' ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე მერე მთელი დღის განმავლობაში არსებული რეალობა. ეს სურვილიც, რასაც იმ წამს გრძნობ, ბევრად უფრო ნამდვილი და შენია, ვიდრე დღის დარჩენილი დროის მანძილზე გაჩენილი თუ გააზრებული სურვილები. უბრალოდ, არასოდეს ვაძლევთ მას გახანგრძლივების, რეალობად, რეალურ რეალობად ქცევის საშუალებას. ან იქნებ, ჩვენ არ გვეძლევა ამის საშუალება?! არა და რომ შეგვეძლოს იმ რეალობით ცხოვრება, მაშინ აღვიქვამდით, რა არის მართლა ბედნიერება. მერე ჩვეულებრივ მოძრაობებს