Posts

Showing posts from June, 2016

სანამ დილა დადგებოდეს / პირველ ჭიქა ყავამდე

დილით, სამსახურის გზაზე ჯერ ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვარ. არა, არ გეგონოთ, რამე მეტყობოდეს. უბრალოდ ვგრძნობ, რომ აზრებით და შინაგანი მდგომარეობით ჯერ აქ არ ვარ. ბოლომდე არ ვარ. ამ დროს ყველაფრის აღქმა სხვანაიარია. ვიყურები მანქანის ფანრჯიდან. შუშიდან. მინები აწეულია და გრილა. რატომ არ რთავს ყველა კონდიციონერს ამ სიცხეში? ჯიპი ჯიპი ჯიპი... ძალიან ბევრი ჯიპია, ისედაც ამ მანქანათუხვ ქალაქში. შუქნიშანზე გვერდზე მდგომი მანქანის ფანჯარაში ვიხედები. საჭესთან ქალია. დავიძარით. კიდევ ერთი ჯიპი. კიდე გავიხედე ავტომატურად. იქაც ქალი. შემდეგი მზერა უკვე მიზანიმართული იყო. ისევ ქალი დამხვდა. ცოტა გამოვფხიზლდი. ფიქრებში იუმორი შეერია. და ცოტა ფანტასტიკა. 'ახლა რომ გავიხედო და ქუჩაში მარტო ქალები დავინახო. უეცრად ქალების ქალაქად რომ იქცეს აქაურობა.' ჩემ ფიქრზე მეღიმება და ვიშმუშნები. არც ისე სასიამოვნო პერსპექტივაა. ცოტა "ჟუტკიც" კი. ფილმი მახსენდება - "დაწნული ადამიანი". ნიკოლას კეიჯი თამაშობს. თუ სწორად მახსოვს, კუნძულია მხოლოდ ქალებით დასახლებული. ისეთი ფილმი იყო, მა

in football we trust

რიბერი იყო საფრანგეთის ცრუეროვნული ნაკრების საფეხბურთო ტრიადის ბავარიული ნახევარმცველი

ჟამები სიყვარულის დროს

ვიცოდი, რომ ოდესმე დავწერდი ამა(თ)ზე. და ვწერ. სავარაუდოდ, ორ პოსტს ვაერთიანებ, სხვადასხვა დროს თავში დრაფტებად დაბადებულებს. არსებობს სიყვარული, რომელიც თავს გაკარგვინებს და სიყვარული, როცა თავს პოულობ. პირველში არის რაღაც ავადმყოფური და ბრმა, უპირობო. არ ვიცი, რამდენად ნამდვილია ის. მაგრამ ძლიერი არის. იმ პერიოდში დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილია. მერე, თუ "არ გაგიმართლა" (თუმცა, მე უფრო ვიტყოდი - თუ "გაგიმართლა") და ისე არ დასრულდა, როგორც მაშინ გინდოდა, დროსთან ერთად თავისუფლდები მისგან და... საკუთარ თავს პოულობ. ან აღმოაჩენ. ნელ-ნელა იცილებ იმ გარსს, რომელიც შენ თვითონ შემოიხვიე, ფეხებიდან იძრობ ბორკილებით მობმულ მძიმე გირებს, მხრებიდან - მძიმე მოსასხამს, თვალებიდან - ფარდას და პირველ რიგში რასაც ხედავ, ეს - შენ ხარ. შენ თვითონ. ძალიან მაგარია საკუთარი თავის დაბრუნება / პოვნა. მერე უკვე თავისი გზით მიდის ყველაფერი, თავისით ვითარდება. მეორე შემთხვევაში - და ეს აუცილებლად მეორეა (და არამც და არამც პირველი) - ზოგადად უკვე ნაპოვნი გყავს საკუთარი თავი, გ