I have a dream და მე არ ვარ მარტინ ლუთერ კინგი I have a dream და ამას არც ქართულ პოლიტიკასთან აქვს რამე კავშირი I have a dream ეს dream ძალიან მიწიერია, გამაღიმებელი, ახდენადი I have a dream ეს პრინციპში, სურვილი უფროა, მალე მიზანიც გახდება, მაგრამ... I have a dream და მე მომწონს, ამას dream-ს რომ ვეძახი ჯერ კიდევ I HAD a dream: დამესიზმრა, ვითომ ჩემი ძმა გამომყვა ველოსიპედის საყიდლად. ბაზრის კვლევა არ ჩაგვიტარებია, არც კი გვივლია, არც ფასები შეგვიდარებია, პირველივე შემხვედრისგან ვიყიდეთ 450 ლარად, შევაჭრების გარეშე. რაღაცნაირად პირდაპირ ვენდე და მარტივად გადავწყვიტე. ჰოდა ვიყავი ბედნიერი, მოვაჯექი ჩემ ოცნებას და გავაქროლე. მერე, მახსოვს, უცებ გამიფუჭდა. "ცეპი" გადაძვრა. ბავშვობიდან გამოყოლილი უნარი იყო ეტყობა, არც დავფიქრებულვარ, ისე დავიწყე შეკეთება (ბავშვობაში ხშირად დავმდგარვარ ასეთი ფაქტის წინაშე და ძირითადად თვითონვე ვაკეთებდი ხოლმე. (ხო, ანუ ამით ხაზი გავუსვი იმას, რომ ბავშვობაში მყავდა (თუ მქონდა?) ველოსიპედი. სულ.)). ისეთი ნაცნობი და სასიამოვნი შე...