Posts

Showing posts from September, 2023

ტერმინალი

Image
მგონი უნდა ვეცადო, დავიძინო. ლაუნჯში ვზივარ. ერთში ვიჯექი, ცოტა ვჭამე, ყავა დავლიე, პატარა ბრაუნიც მივატანე და ახლა მეორეში გადმოვჯექი, სადაც მხოლოდ სნექებია, დასალევი და მშვენიერი დასაჯდომ-წამოსაწოლი. ხოდა შემოვედი, გავხსენი ლეპტოპი და მივწექი. არავინ იყო. მანამდე დავინახე, შორიდან როგორ შეათვალიერა ვიღაც ბიჭმა აქაურობა. გარედან. ალბათ იფიქრა, აქ არ შეიძლება შესვლაო. ჩემი შემოსვლიდან ცოტა ხანში, შემომყვა. ცოტა ფრთხილად შემოვიდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ არავინ უშლიდა და განთავსდა. ცოტა ხანში სხვაც შემოყვა. ის სხვა რუსს უფრო ჰგავს, ეს - არ ვიცი, მაღალი, კიკინიანი ბიჭია. რაღაცით ძველი სლოვენიელი მეგობარი მომაგონა, აი ის, გერმანიში პირველად ყოფნისას რომ გავიცანი, სრულიად რომ გააფანატა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენც - მასზე და მერე ორჯერ რომ ჩამოვიდა საქართველოში. ხოდა აი ზუსტად გუშინ ამომიგდო გუგლის ფოტოებმა ეს მემორი, სურათები, რომლებიც სულ არ მახსოვდა, მისი მეორე სტუმრობისას გადაღებული და ეტყობა ამანაც გამახსენა ასოციაციურად.  აქ ისეთი სიმშვიდეა. იქით მაინც მიდი-მოდის ხალხი, დგებიან, საჭმ

წერილი #15

Image
აეროპორტში ვზივარ. გაფრენამდე 4.5 საათია დარჩენილი. ალბათ ფიქრობ, რა უნდა ასე ადრეო. გუშინ გამაფრთხილეს (კონკრეტულად თურქიშის მოთხოვნაა), 4 საათით ადრე მოდითო. ხოდა აჰა, ტაქსი მალე მოვიდა, წვიმის მიუხედავად მალე მოვედით და + ნახევარი საათი მაქვს. ერთი სული მაქვს, გახსნან რეგისტრაცია, რომ ბარგი ჩავაბარო და ზევით ავიდე. ძალიან მიხარია, რომ მოვახერხე, მხოლოდ 1 ჩემოსანში ჩავეტიწ და თან მხოლოდ ზურგჩანთა მექნება და სათრევი - არაფერი.  ვერ ვიტან ჩემოდნის ჩალაგებას. არ ვფასონობ, არც ვაჭარბებ. მართლა ვერ ვიტან. სტრესია ჩემთვის. აი, სხეული მტკივდება ლამის 😁 ყველაფერი მოგვარებულ-გამზადებული მქონდა უკვე გუშინ საღამოსვე. დღეს მხოლოდ ტანსაცმლის ჩალაგებაღა მქონდა დარჩენილი. გრუპ ჩეთში მივიწერე ჩემი სრულიად არაპრობლემური პრობლემის შესახებ, გაოცება გამოვიწვიე, მერე ლეპტოპში სერიალი ჩავრთე, მობილურში - ტანსაცმლის კეცვის ტუტორიალები და ასე ვალაგე 4 საათის მანძილზე. აქედან 1 საათი შესვენება გავაკეთე, სტუმარი მყავდა, რომელსაც საბედნიეროდ კარგად ესმოდა ჩემი. მართლა მინდა ხოლმე, ჩემოდნის ჩამლაგებლის ვაკანსი

წერილი 13+1

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. თემა პირველი: ძალიან საინტერესო პოდკასტების სერიას გადავაწყდი სრულიად შემთხვევით. სპოტიფაი ჩავრთე საღამოს ვარჯიშზე მიმავალმა, რადგან ასე გზაში უცებ რამე ახალი აუდიო წიგნის ძებნის დრო არ მქონდა. და გადავაწყდი პოდკასტების სერიას "ამერიკული მოთხრობა". ქართველი მწერლები და პუბლიცისტები კითხულობენ თავიანთივე არჩეული ამერიკელი მწერლის ერთ მოთხრობას, ასევე თავიანთ არჩეულს. და შემდეგ მცირე გარჩევა მოჰყვება ამას. გადაცემა მიჰყავს გიგი გულედანს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა კარგად კითხულობს. თან იმდენად მივეჩვიე აუდიოწიგნებს, რომ უკვე პრეტენზიაც მიჩნდება, რომ კარგი მკითხველის წაკითხული მოვისმინო. მაგრამ პატარა მოთხრობის მოსმენა მაინც შეიძლება. არის მოთხრობები, რომლებიც არც წამიკითხავს და არც გამიგია. მწერლების უმეტესობა ვიცი მაინც, თუ არ წამიკითხავს, მაგრამ აქაც არიან ისეთები, რომ არ ვიცნობ. მოკლედ, საინტერესოა, ღირს მოსმენად. აი ამ წამს უკვე მესამე მოთხრობა ჩავამთავრე და დროებით დავხურე. თემა მეორე: წასვლამდე დარჩა 3 დღე და დაახლოებით 5-6 საათი. წ

წერილი #13-1

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. დღეს კვირაა. ჯერ კიდევ. კარგი კვირა დღე მოვიწყე, პრინციპში. საქმეებს გუშინ მოვრჩი, სახლის ლაგებიან გაკვეთილებიანად. დღეს ვარჯიშზეც არაფერზე ვიყავი ჩაწერილი. ასე რომ... ამინდი კი იყო კარგი. გუშინ მეგობარი შემითანხმდა, მოვალო. მეგობარი, რომელსაც ჩემი ბინა არ ჰქონდა ჯერ ნანახი. ხოდა ეგ "ივენთი" მქონდა დღეს. ცოტა ვიდიასახლისე და მშვენიერი საღამო გავატარეთ. და უსაყვარლესი საჩუქარი მივიღე, რომელსაც პოსტის ბოლოს ნახავ სურათზე. იქვე ჩემ გამომცხვარ უგემრიელეს კექსსაც მოკრავ თვალს. ხელი მიმირბის, არა და 11 საათი ხდება და ვცდილობ, ღამე მაინც არ ვჭამო ტკბილი. არა და მაცდურად გამოიყურება. ხვალიდან ისევ სწავლა მეწყება. დღეს დავალებები უკვე გაუხსნიათ. და წეღან, რომ ავალაგე ყველაფერი, გავხსენი და შევყევი, რამდენიმე გავაკეთე, ასე ვთქვათ "საქმე წინ წავიგდე". ისე, ორი საღამოა, ბილეთებს ვუზივარ. ძალიან ადრე უნდა მეყიდა, როგორც ჩანს. ახლა ფრენაც და მატარებელიც საკმაოდ გაძვირებულია. ბოლოს, ოპტიმალურ ვარიანტზე შევჯერდით, რომელიც ასე სპონტანურად

წერილი #13

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.  მეცამეტე წერილი მინდა დავწერო ახალი ლეპტოპიდან. ხო, დღეს ვიყიდე ახალი ლეპტოპი. ახალი მეორადი ლეპტოპი :) ახლა ძველში ყველაფრის დალაგება, წაშლა, აქ გადმოტანა... ძალიან მეზარება, მაგრამ უნდა გავაკეთო ამ შაბათ-კვირას. მიხარია. გერმანიაში ამას წავიღებ უკვე.  ხო, ეს მეთორმეტე წერილია რიგით, მაგრამ რადგან მინდა, აქ დაწერილი პირველი წერილი მეცამეტე იყოს, რიგობითობას გადავახტები.  თან ჩართული მაქვს აუდიო წიგნი. რაღაც საოცრად ბანალური, ბულვარული რომანის დონის. წინა წიგნი რომ დავამთავრე, უბრალოდ რამე მინდოდა დამეწყო, სადღაც მივდიოდი და გზაში ყოველთვის მინდა ხოლმე, რამეს ვუსმინო. ხოდა პირველი რაც მომხვდა ხელში, ჩავრთე. და რა ირონიაა, ან დამთხვევა - წერილებს წერს ორი მთავარი პერსონაჟი ერთმანეთს. ოღონდ ანონიმურად. ნუ მთლად ანონიმურად არ გამოდის, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამას. უბრალოდ დამთხვევაა. განსხვავება ის არის, რომ მე ცალმხრივად და უმისამართოდ ვწერ. ნაწილობრივ უადრესატოდაც. ხანდახან ადრესატიანად, ხან ადრესატებიანად.  ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღ

წერილი #11

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ნახე, მთელი კვირაა არ მომიწერია. ახლა ვფიქრობდი, ბოლო 2 წერილს მაინც გადავხედო, რა იცის და რა არა მეთქი.  უკუღმა რომ დავიწყო, ანუ ბოლოდან? უფრო სწორად, ალბათ არაფერსაც არ დავიწყებ. გავხსენი და ვიფიქრე, ისევ დავხურო მეთქი. არა და პერიოდულად იყო რაღაცეები, რომ მინდოდა, უცებ მომეყოლა, გამეზიარებინა. არაფერი განსაკუთრებული, რაღაც დეტალები ყოველდღიურობიდან, რომლებიც განწყობას ქმნის. მაგრამ, როგორც ყოველთვის - ან მაშინვე, ან არასდროს, მერე კარგავს ხოლმე ელფერს. ეტყობა არ ვარ წერის განწყობაზე.  დღეს საღამოსკენ სახლში რომ დავბრუნდი, მივხვდი, ვსო, აღარც ვარჯიშზე წავალ დღეს, არც არავინ მინდა მოვიდეს. ჩემთვის მინდა მშვიდად ვივახშმო, არც ვიმუშაო, არც ვიმეცადინო, უბრალოდ სერიალს ვუყურო, მოვდუნდე, ღვინო მოვწრუპო. მოკლედ, არაფრის კეთებით ვისიამოვნო. და ასეც ვქენი, არაფერს შეუშლია ამაში ხელი.  გუშინ საღამოს დავამთავრე კიდევ ერთი აუდიო წიგნი. იმ დღეს მითხრა ერთმა მეგობარმა, ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, აუდიოწიგნების მოსმენა არ ითვლება წიგნის კითხვადო. ვერ ჩ

წერილი #10

Image
                                                                         ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება . ხო, რამდენიმე დღეა არ მომიწერია. ერთი იმიტომ, რომ წერა. ჩემთვის სიამოვნებაა და არ მინდა, სიამოვნება ვალდებულებად იქცეს. მეორე ალბათ იმიტომ, რომ განწყობა არ მქონდა. რატომ არ მქონდა, ზუსტად არ ვიცი, შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ რამდენიმე მიზეზი, რომლებზე შეჩერებასაც აქ არ ვაპირებ. თუ გეგონა, უბრალოდ არაფერი მქონდა სათქმელი ან მოსაყოლი, ცდები. ყოველთვის არის რამე მოსაყოლი ან გასაზიარებელი. უბრალოდ, მთლად დღიურის სახეც არ მინდა ჰქონდეს და ყველაფერს ვყვებოდე, რაც ხდება.  მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს ალბათ დილის, უფრო სწორად უკვე დღის წერილი გამოვა. ამ ამ წუთას მივხვდი, რა მინდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. აი ასე ჯდომა კვირაში რამდენჯერმე, სრულიად მშვიდი სინდისით და აუჩქარებლად საუზმე ანტრეში, ან სადმე სხვაგან. ამ ერთი თითქოს მარტივი და უბრალო სურვილის უკან კი რამდენი რამდენ წინაპირობას მოითხოვს რეალურად. მე პირდაპირ შედეგზე გელაპარაკები. და კიდევ - ბევრი საინტერესო მოგზაურობ

წერილი #9

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ხანდახან ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არსებობ. არც არსებობდი. ხან ისევ შროდინგერის კატა ხარ - თან ხარ, თან არ. ხან ისევ სხვადასხვა ხარ. მაგრამ მაინც მხოლობითში მოგმართავ, რადგან მომართვის მომენტში მაინც ის რომელიღაც კონკრეტული ერთი ხარ. ამასობაში კინაღამ ჩემ გაჩერებას გავცდი. ავიხედე და უკვე ვაჟას ბოლოში იდგა ავტობუსი. შტოშს მინდა, მივუსწარო და ჩემი საყვარელი ყავის დესერტი თუ ექნებათ, რომელიც ხან აქვთ და ხან არ, კარგი იქნება. ისე, ეს დესერტიც თან აქვთ თან არ. ყავის კრემით და ბეზეთი რაღაც სულ აქვთ. უბრალოდ ეს რაღაც სულ სხვადასხვანაირია. რომელიმე მაინც იქნება. დღეს სულ არ ვაპირებდი მოწერას.არ ვიყავი განწყობაზე. დილიდან მტკივა ყბა. უფრო სწორად სახის მარცხენა ნაწილი და უკვე ვეღარ ვხვდები, კონკრეტულად რა. ვფიქრობ, ამჯერად ყბის სახსარი არ არის, ან უადგილოდ გაწოლილი სიბრძნის კბილია, რომელმაც ახლა, უდროოდ გამოიღვიძა, ან ღრძილი. და სახსარი ამჯერად არ არის შუაში. ძალიან დამღლელია მუდმივი ყრუ ტკივილი. ცხოვრების ხარისხს დაბლა წევს და ხასიათზე მოქმედებს. განს

წერილი #8

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. დღეს აი ისე უბრალოდ ქუჩაში მიმავალს რაღაც აზრები მიტრიალებდა თავში, თუ რაღაც ასოციაციები, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ვიფიქრე - ყველაფრის გაზიარება მინდა, ყველაფრის მოყოლა. ასე ზეპირსიტყვიერად ვის ელაპარაკები ადამიანი ყველაფერზე, აი სულ ყველაფერზე, რაც თავში მოგდის, ხედავ, გრძნობ. ნუ ბევრ რამეზე კი, გარკვეულ ადამიანებს, მაგრამ თავში გავლებულ ყველა დეტალზე და ხან სისულელეზეც? მოკლედ, მგონი გაზიარების კარგ გზას მივაგენი ამ ეტაპისთვის :) გუშინ ვეღარ დავჯექი დასაწერად. ისეთი საღამო იყო, რომ… ჰმ, არ ვიცი, როგორი საღამო იყო. მოკლედ, ფიზიკურადაც და ემოციურადაც ვერ გადმოვერთვებოდი წერაზე. დავიღალე, ოღონდ სასიამოვნოდ და დავიძინე. დეტალები რომ არ მოგიყვე? გუშინ დავფიქრდი, მეც არ მიყვარს დამშვიდობება? აი ისე, მთელი ამბებით და ცრემლებით და აჩუყებებით. არ ვიცი. ვერ მივხვდი. მაგრამ ხანდახან შეიძლება მართლა ჯობს, უბრალოდ ისე გამოემშვიდობო ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში, და არა ისე, რომ რ იცი, კიდევ როდის შეხვდებით. ზოგადად, ეს ზაფხული (კატ