Posts

Showing posts from April, 2019

sentimental blog from silent baku

Image
sentimental mood უკუსვლით რომ დავიწყო, სიმბა გამახსენდა, ფრენდის პოსტმა გამახსენა, რომელიც, სავარაუდოდ დღეს საკუთარი ძაღლის ევთანაზიას დაესწრო. მე ვერ დავესწარი. ვერც ვიტირე. მანამდე ვიტირე შინაგანად, როცა ბოლოჯერ ავიყვანე ხელში და თითები ლამის ერთმანეთს შეეხო, ლამის ნეკნებში გავიდა, ისეთი ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი, როცა ჩვეულებისამებრ ტახტზე ახტომას ეცადა და ვერ ახტა, გადასაფარებელს დაეკიდა საცოდავად და ჩამოვხსენი... გული მიკვდება, რომ მახსენდება. სად მიდიან ცხოველები სიკვდილის შემდეგ?... მანამდე გოგოებმა დამირეკეს ვიდე ქოლით, თამუნას (ჭ.) დაბადების დღიდან. თითქმის ყველა ერთად, პლუს სხვებიც. თბილისში, ვერაზე მეგობართან სახლში საღამოს ყოფნის სენტიმენტები... უფრო მანამდე, საღამოს თამუნამ (ვ.) მოიწერა გრუფში, ჩამოვედი გუშინ გერმანიიდან და რას შვებით, ახლა ვბრუნდები ჩემი დისგან და სანამ სახლში წავსულვარ, მოვალ რომელიმესთან, ან თქვენ მოდითო, მალე, თორემ მერე დამეძინებაო. იქ ერთი ჩვეულებრივი თბილისური საღამო იყო და ეს მიმოწერაც ჩვეულებრივი იყო დანარჩენებისთვის. მე ვერ ჩავერ