Posts

Showing posts from August, 2023

წერილი #7

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ზაფხულის ბოლო დღეა. არასოდეს მეთმობა ზაფხული. დილას და საღამოს გრილა. ერთი, ან იქნებ ერთად ერთი პლუსი ამისი, არის ის რომ... დაიცა, ჯერ გეტყვი, როგორ მივედი ამ აზრამდე: მუშაობას რომ მოვრჩი, ცოტა ეზოში გავლის მიზნით ნაგავი წავიღე გადასაყრელად და უცებ მივხვდი, ისეთი ამინდია უკვე, რომ თავისუფლად და სიამოვნებით შემიძლია ისევ ველოთი სეირნობა ეზოში. რაც ძალიან დაცხა, აღარ მივლია. ახლა კი ზუუსტად ის ამინდია, როცა მააგრამ გამისწორდება :) უცებ რომ მივხვდი ამას, რაღაცნაირად ძალიან გამიხარდა. მაგრამ სახლში ნაპოლეონი მელოდა და სკამზე ფეხების აწყობა :)) ასე რომ, ხვალისთვის გადავდე სპორტული სიამოვნება, ნაგავი გადავყარე და კულინარიული სიამოვნებისთვის ამოვბრუნდი უკან. გზაში ყველა სახის ბორბლებზე მოსიაარულე ხალხი შემხვდა, თითქოს განგებ. ზოგი სკუტერით იყო, ზოგი მოტოთი, ზოგი სკეიტით. მაგრამ არა, ვერ შემაცდინეს. შტოშის ნაპოლეონი მაცივარში იდო და ჩემ გემოს რეცეპტორებს ელოდა. დავიმსახურე დღეს დასვენება.  ძალიან მეძინება. გადავეჩვიე გვიან დაძინებას. თან სულ ადრე ვი

წერილი #6

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. დღეს იცი რა დღეა? დღეს არის დღე ხვალის შემდეგ. არა და რეალურად ხვალ არის. წინა წერილიდან გამომდინარე ვითვლიდი, მაგრამ მაინც ხვალ გამოდის. მოკლედ, არ აქვს ამას მნიშნელობა.  თბილისში აგრილდა. დილით და საღამოს ძალიან გრილა. გრილა კი არა, ახლა ისეთი გრიგალი ამოვარდა, ისე აჯახუნებს მშენებლობის არმატურებს, რომ დაატრიალოს და გადმოაგდოს აქეთ, რამეს დააზიანებს. თან ელავს. როგორც იქნა მოვრჩი ყველა საქმეს, ამოვბრუნდი, გავიხადე, ყველაზე თხელი რამ, რაც კი ვიპოვე კარადაში გადავიცვი (აივანზე რომ არ მნდომებოდა გამოსვლა, ამასაც არ ჩავიცმევდი), მოვიმარაგე ყავის და ბეზეს ტორტი, მაწონი, ქინდლი, ლეპტოპი და შუქის ანთების გარეშე გამოვზიდე ყველაფერი აივანზე. და აი აქ დაიწყო ქარაშოტი, წვიმა, ელვა და ა/შ. მომიწია შესვლა და ხალათის ჩაცმა. ეს ხალათი მიყვარს, ფერი მიყვარს და სირბილე. მაგრძნობინებს, რომ შემიძლია ახლა არაფერი ვაკეთო და ვინებივრო. აი ასეთია და ასეთ დროს ჩასაცმელი.  შემცივდა და მსიამოვნებს ეს. დღეს არ ვიცი, რა მჭირდა. დღის მეორე ნახევარში ისეთი თავის ტკივილ

წერილი #5

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ეს წერილი გუშინ უნდა დამეწერა. გუშინ დილითვე ყალიბდებოდა თავში დრაფტად და დღისითვე ვაპირებდი დაწერას. ხოდა, მოდი, წინა თარიღით დავწერ, ვითომ ჯერ კიდევ 28 აგვისტოა, ორშაბათი  (სინამდვილეში კი უკვე 12-ს გადასცდა, 2 ხდება და უკვე 29 აგვისტოა, მაგრამ არ მივაქციოთ ამას ყურადღება). გუშინ დავბრუნდი თბილისში. იცი? შეიძლება იცი. შეიძლება არ. გააჩნია. შრიოდინგერის კატასავით ხარ  - ეს იდეა დღეს დილით იოგას კლასის დროს მომივიდა თავში. არა და წესით, ყურადღება არ უნდა გამეფანტოს, სუნთქვაზე უნდა ვკონცენტრირდე. მე კიდევ წერილის დრაფტი მიყალიბდებოდა თავში და უცებ მივხვდი, რომ შენ - შრიოდინგერის კატასავით ხარ. თან ხარ და თან არ. და პრინციპში, სულ ასე არ იყო? ისე მომეწონა ეს აზრი (რომ დავაკვირდე, მოსაწონი არაფერია, მაგრამ სახალისო იყო), რომ გამეღიმა და უცებ დავინახე ჩემი თავი სარკეში - გაბადრული განვაგრძობდი ვარჯიშს. დიდად არ მგონია, ვინმეს გაკვირვებოდა. ვინმეს რა - ჩვენ ინსტრუქტორს, მასწავლებელს. პერიოდულად ისეთ სიამოვნებას ვიღებ იოგასგან, რომ ღიმილით ვვარჯიშ

წერილი #4

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ჩემი 5 წლის წინანდელი პოსტი გამახსენდა, ვიპოვე და საკუთარ თავს ვციტირებ:  "ამასობაში მზე ღრუბლებში შეიმალა. ამასობაში აგვისტოც იწურება. აგვისტოსთან ერთად - ზაფხულიც. ზაფხულთან ერთად - დასვენებაც… შეგრძნება მაქვს, რომ ეზოში ვთამაშობდი დიდხანს და ლაღად, მზეში. და უცებ გავჩერდი და მივხვდი, რომ მალე დედა დამიძახებს, ამოდიო…" დიდხანს არ მითამაშია, საერთოდ, მეგონა, ამ ზაფხულს "ეზოში ვერ ჩავიდოდი", მაგრამ მთელი 1 კვირა ჩავედი გადაბმულად. ოღონდ ეს 1 კვირა იმხელა იყო, იმდენად დატვირთული ემოციურად და შთაბეჭდილებებით, ისეთი დადებითად დამმუხტველი, რომ გადაფარა მთელი წლის გადაღლა, სტრესი და მარაგიც მომცა, ვფიქრობ, შემდეგ ასეთ ერთ კვირამდე მაინც. ბავშვობაში არდადეგების მერე საიდანმე (მე - თელავიდან და შენ - არ ვიცი) წამოსვლა რომ არ გვინდოდა ხოლმე, ტირილამდე რომ არ გვინდოდა, აი ასეთი შეგრძნება გამიჩნდა დღეს. ვიცი, რომ მერე ჩამყლაპავს ისევ თბილისი, მაგრამ ახლა არ ვფიქრობ ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო მართლა კვირა საღამოსავით არის

წერილი #3

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. აფირმაცია… ერთი მეგობარი მეუბნება სულ, აფირმაცია აკეთეო. სხვადასხვა ტექნიკასაც მაზიარებს პერიოდულად. მე კიდევ - მავიწყდება. საქმიან პერიოდში კიდევ ხო, მესმის, მაგრამ ახლა? ახლა სავარაუდოდ ისე ვარ მოცული შთაბეჭდილებებით და ემოციებით, რომ ამიტომ მავიწყდება. მაგრამ თუ სწორად აქ მივხვდები, რა მინდა, მაშინ აფირმაციასაც მეტი აზრი ექნება. უფრო სწორად აფირმაცია არა, შემეშალა, ვიზუალიზაცია. ისე, იქნებ იმიტომ "მავიწყდებოდა", რომ არ ვიცოდი ზუსტად, რა უნდა წარმომედგინა…  არა და,,, არა და ერთი კონკრეტული ვიზუალიზაცია, ძალიან დეტალებამდე კონკრეტული მახსოვს ჯერ კიდევ. მაგრამ ახლა აღარ ვარ დარწმუნებული, მინდა თუ არა ეს… აი ამ წუთას რა მინდა, უცებ მივხვდი. რა და, ეს "არდადეგები" და მოგზაურობა რომ დამთავრდება, 2-3 დღე სადმე კარგ სასტუმროში, ტბასთან, სიმშვიდეში, კარგ ნომერში დიიდი თეთრი საწოლით, თეთრი ხალათით, დიდი ვერანდით ან აივნით, გემრიელი საუზმით და სრულიად თავისუფალი დროით, არსად სიჩქარით და არსად წასასვლელით, რომ ეს მთელი შთაბეჭდილებ

წერილი #2

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება. ადამიანი იმიტომ არ იბადება, რომ დაიტანჯოს. არ მგონია, რომელიმე რელიგიას მოძღვრებად ადამიანის ტანჯვა ჰქონდეს და ბედნიერების უფლებას ართმევდეს. თუ სადმე ასეა, ეს უფრო საზოგადოების მიერ დამახინჯებული ინტერპრეტაცია უნდა იყოს. ჩვენი საზოგადოებაც არ აკლებს. თუმცა, ვფიქრობ, ნელ-ნელა მივდივართ ამ მარწუხსებისგან გათავისუფლების გზაზე. ნელ-ნელა მივალთ იქამდე, რომ სხვისი ბედნიერება არ მოგვიშლის ნერვებს, არ გაგვაბრაზებს. საკუთარ თავსაც და სხვებსაც მივცემთ ამის უფლებას.  უფლება კი არა, იქნებ ვალდებულებაც კია. იქნებ ამისთვის იბადება ადამიანი? ეს რომ გაითავისო, რამდენად მეტი სიკეთე იქნება ქვეყნად და ნაკლები ბოროტება.  მაგრამ ამასაც სწავლა უნდა, თუ არ გაქვს თანდაყოლილი უნარი. თუმცა, ზოგი ამ უნარით იბადება. ან იქნებ ყველა, და მერე ვკარგავთ? ან გვავიწყდება.  შენ როგორი ხარ? შეგიძლია, იყო ბედნიერი, აძლევ თავს ამის უფლებას? თუ არ გახსოვს, რომ ამისთვის მოხვედი? წეღან მეგობარს ვწერდი და უცებ მომივიდა ეს აზრი თავში და ვუთხარი

წერილი #1

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. დღიურის სახე რომ მივცე ამ წერილებს? უადრესატო წერილებს. ან იქნებ ჰყავთ ადრესატი. შეიძლება არაერთიც. ორი,  სამი… გააჩნია განწყობას, პერიოდს. რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არც ერთს არ გავუგზავნი, არ მივმართავ, არ წავაკითხებ პირდაპირ, თუ თვითონ არ მოაგნეს. და ჯობს, მიმართვაზე გადავიდე, არდაკონკრეტებულ მიმართვაზე. უფრო სწორად წერილ-დღიურის სტილზე. თბილისში გაწვიმდა. რიცხვი კი ვიცოდი, მაგრამ დღე არ მახსოვდა. დღე სასწაული. ფბ-ზე ერთი შეჭყეტვა და მეგობრის სტატუს დამხვდა - ფერისცვალება დადგა და გაწვიმდაო. კი, ეგრეა. იცვალა ამინდმაც ფერი. ამას წინათ მეუბნებოდა ზუსტად ვიღაც, ვერ ვიხსენებ, ვინ, წესით ხომ ფერისცვალების მერე იცვლება ხოლმე ამინდი, მაგრამ სინამდვილეში არ იცვლებაო. აი, თუ არ იცვლება. თუ კითხულობ ამას, ამოიცნობ შენ თავს, მე არ მახსოვს ოღონდ, ვინ იყავი.  სანამ გაწვიმდებოდა, სიჩუმე და ჭრიჭინის ან კალიის ხმა იყო. და ლავანდის სურნელი. ახლა ელავს. და ლავანდის სურნელს წვიმის და სველი მიწის სურნელი შეერია. კი, მიწის, რადგან ჩემი სახლის გვერდზე პატარა