Posts

Showing posts from 2009

Прощай Берлин

რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით ამ დროს მკითხეს, რა გინდა ახლა ყველაზე ძალიანო (ზოგადად არა, კონკრეტულად იმ დროს იგულისხმებოდა). ვერ გავეცი პასუხი. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ძილი მინდოდა, ხოდა წავედი და დავიძინე. აი, ახლა ვიცი, რა მინდა ყველაზე ძალიან, ამ წუთს. ხომ არის, რომ ხანდახან რაღაც თითქმის ტკივილამდე გინდა, ფიზიკურად გრძნობ, ისე. აი ასე მინდა ახლა იმ ქალაქში, რომელზეც ყოველთვის ვამბობდი, მაინცდამაინც არ მომეწონა მეთქი. ბერლინში. მართლა არ გადავრეულვარ. შეიძლება ეს იმ დაძაბული რეჟიმის, სტრესის და ნერვიულობის ბრალი იყო, ზოგადად სიტუაციის. არ ვიცი. კი, რა თქმა უნდა აღვიქვი მისი სილამაზეც, ისიც, რაც საინტერესო იყო და ყველაფერი, რაც იმ ძალიან მცირე თავისუფალ დროში შეიძლებოდა აღმექვა. ალბათ ამ დროის სიმცირის ბრალიც იყო ყველაფერთან ერთად. მოკლედ, აასეა თუ ისე, აი ახლა, ღამე, სახლში მომავალს, მანქანის ფანჯრიდან abwesend ყურებისას, /море причин зачем осколки берегут/ ჩუმად მყოფს, განათებული ღამის თბილისმა და ცარიელმა ქუჩებმა უცებ ძალიან მომანდომა ღამის ბერლინი. /в двух пустых город

Спасибо большое, я как нибудь сама... :)

дайте мне lithium! - Вот я всегда лотерейный билет покупаю. - Выиграла? - А как же! Два раза по рублю დღეს მგონი პირველად ვიყიდე ცხოვრებაში ლატარიის ბილეთი. ან შეიძლება პირველად არ მიყიდია, მაგრამ პირველად მოვიგე. ჯერ 3 ბილეთი. ანტილოპა გნუ. მერე კიდევ სამი და მოვიგე 1ლარი. იმით ავიღე კიდევ ერთი და კიდევ 1ლარი მოვიგე. ამითაც ავიღებ ბილეთს და ვერაფერსაც ვეღარ მოვიგებ. და საერთოდ, ამ აჟიტირებასაც ალბათ ბოლო ექნება. ან პაუზა მაინც. არ გეგონოთ, რომ ლატარიის გამო ვარ ასე. აქ არ ვიცი რამდენად ჩანს, უფრო ლაივში და fb-ში იგრძნობა ბოლოდროინდელი განწყობა. აფიშირებას არ ვცდილობ. თავისით მოდის, უბრალოდ ვერ ვაკავებ ხანდახან ამ ემოციებს და რატომაც არა, რა ჯობია კარგი განწყობის გაზიარებას. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ დამამშვიდებელს დამინიშნავენ, ან უბრალოდ შეეგუებიან და მეც შევეგუები იმ ფაქტს, რომ უბრალოდ ასე ვარ და კარგია. თუმცა: Есть моменты, когда все удается. Не ужасайтесь - это пройдет! არა, не то что удается, უბრალოდ რაც გაქვს იმას რომ დაინახავ და გაიაზრებ უცებ, იმის დაფასებას რომ შეძლებ,ელემენტარ

ძილისწინა ჩანაწერი на скорую руку

აი, ამიტომ მიყვარს პარასკევი. მეორე დილით არავინ ადრე ასადგომი არ არის ((პ)არანორმალური გამონაკლისების გარდა), ყველა ეშვება, ისვენებს, კარგ ხასიათზეა და ტრიალებს ყველგან, ჰაერში, სადაც არ უნდა მიხვიდე, ეს განწყობა. სიგარეტის ბოლით, ხმაურით და მუსიკის ჰანგებით მეტი რომ არ შეიძლება ისე გაჯერებულ ჰაერშიც კი. მერე გამოხვალ გარეთ და ზამთრის ყინვა შვებად მოგეჩვენება. ყველაფერი 'გისწორდება'. განსაკუთრებით კარგია, როცა მრავალფეროვანი საღამო გამოდის, სხვაგან და სულ სხვა ჰანგებით დაწყებული და სხვაგან და სხვანაირად + მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ხალხით დამთავრებული. როცა არსად გეჩქარება და საღამო გრძელია. ხვალ გამონაკლისად ადრე რომ ხარ ასადგომი, ესეც კი არ გთრგუნავს და "რატომ მიდიხართ?!" სიტყვებით "გამოტირებულ" მეგობრებს ბოლო სიტყვას უტოვებ: ყოველ პარასკევს, აქ, ამავე დროს. Место встречи изменить нельзя (ნუ, ცხადია შუალედში ბევრი სხვა შეხვედრაა, მაგრამ მაინც)! :)

მოკვდა ალი. მორჩა კინო. წადით ახლა სახლში!

ერთ დროს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის აქტიური სტუმარი ვიყავი. მაშინ დროც მეტი მქონდა, ენერგიაც და წლები კი - ნაკლები. ძალიან მიხაროდა ამ პერიოდის მოახლოება. გაგება - რა ფილმებია, სახლში საღამოს გვიან პროგრამის ფურცვლა, დაგეგმვა და წასვლა. მარტოც კი წავსულვარ (ნუ, იქ შანსი არ იყო ნაცნობ-მეგობრები არ შემხვედროდნენ. თუნდაც იმ დღეებში ახალ გაცნობილები). იყო გახსნა-დახურვაზე მოსაწვევებით და გამოპრანჭული მისვლა და კარგ ადგილებზე დაჯდომა; ვითომ "აკრედიტაციით" შესვლა და თუ გამიმართლებდა, მთელი ფილმი სადმე ჯდომა, თუ არა და ჯერ დაცდა და მერე დაჯდომა, ან სულაც კიბიდან ყურება (ეს ყოველივე ჩემი ძმის დამსახურებით, მაშინ ამ ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის წევრი იყო); ბილეთის ყიდვა და ჩვეულებრივი მოკვდავივით შესვლა...მაშინ ვნახე პირველად პოლანსკის "პიანისტი", იოსელიანის "ორშაბათის დილა" და კალატოზიშვილის "მე, კუბა".. და ნუ კიდევ ბევრი სხვა. დღეში ხან რამდენიმე ფილმზე შესვლას ვასწრებდი, ამირანში, კინოს სახლში, ისევ ამირანში...მოკლედ, ეს რაც შეეხება იმ წლ

Carpe diem/მიყვარს!!!

დღეს დილით დაიწყო, нахлынула რასაც ჰქვია, ტალღა. და სანამ ეს ტალღა გადაივლიდეს, სანამ გულის კოვზთან რაღაც ძალიან სასიამოვნოს ვგრძნობ, თუ შეიძლება ითქვას - "სასიამოვნოდ гложет", სანამ ისე სავსე ვარ, რომ გადმოდის დადებითი ემოცია, მინდა carpe diem მოვახდინო :) მინდა ეს "пугающий приступ счастья" რაღაცნაირად სიტყვებადაც ვაქციო ნაწილობრივ და აქ ჩავიჭირო, დავტოვო, მინდა დავწერო, რომ მიყვარს მიყვარს მზე და მზის ენერგიაზე ვმუშაობ მიყვარს ზაფხული და ზამთარიც მიყვარს (როცა კომფორტულად ვგრძნობ თავს) გვირილები მიყვარს! სითბო მიყვარს. სიცხეც. და სინათლე! მე მზე მიყვარს მიყვარს "გემრიელად" როცა მაცვია მიყვარს საქმეს რომ ვაკეთებ, რომელიც კარგად გამომდის და შედეგს ვხედავ მიყვარს, ჩემი დანახვა რომ უხარიათ მიყვარს, რომ ვუყვარვარ მიყვარს ჩემი მეგობრები! ვგიჟდები, ისე მიყვარს :) ყველა! ყველა სხვადასხვანაირად (მეტად და ნაკლებად-ს არ ვგულისხმობ). ძალიან მიყვარს! მიყვარს სიცილი. ვგიჟდები, ისე მიყვარს. სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. ხუმრობა მიყვარს და იუმორი, მიყვარს, როცა ესმით და

რა არის იგი weekendიიი, ჩიტივით გაგვიფრინდეეებააა

გქონიათ, ასე, წვეთი არ დაგილევია და გგონია, რომ მთვრალი ხარ? მანქანაში სავარძელში ცოტა დაბლა რომ ჯდები, რომ თავი მიადო სკამს და ფანჯარას რომ დაბლა წევ ყინვაში?! :) საერთო განწყობა და სხვისი სიმთვრალე გადამდებია :) თუმცა ამ შეგრძნებებს მაინც არ შეუშლია ხელი, რომ მანქანაში უკანა გზაზე უზომოდ ბევრი გვეცინა და გვეხუმ-გევმხიარულა :) აი ზუსტად ისე, ნასვამს რომ გაგეხსნება და ვეღარ ჩერდები და ყველაფერზე რომ კაიფობ :) წუხელ ღამე სახლში დაბრუნებული თავს ვგრძნობდი როგორც ბევრ ალკოჰოლ მიღებული და ოთხით მივედი ლოგინამდე. არა და წვეთი ალკოჰოლი არ დამილევია იქ! клянусь честью... ну падла буду! არც დამჭირვებია "დასაქოქად". კარგი მუსიკა, ბევრი ხალხი და წითელი ფორთოხლის წვენი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 3 საათის განმავლობაში მცირე პაუზებით მეცეკვა :) დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები, რომ დიდი ხანია ასეთ საღამოზე "ვოცნებობთ" (ნუ, ოცნება ცოტა ზედმეტი და ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ იყოს) - ჩვენი ბავშვობის და ადრეული ახალგაზრდობის სიმღერებიანი დისკო. თუნდაც "ბანძი" (

იგრძენი ქალი

* * * В гибельном фолианте Нету соблазна для Женщины. - Ars Amandi Женщине — вся земля. Сердце — любовных зелий Зелье — вернее всех. Женщина с колыбели Чей-нибудь смертный грех. Ах, далеко до неба! Губы — близки во мгле... — Бог, не суди! — Ты не был Женщиной на земле! М. Ц. ვგრძნობ ამ ლექსს, ძალიან მიყვარს. ორი სიტყვით რომ იყოს საჭირო რაიმეს თქმა ამ ლექსზე, ვიტყოდი - ქალი იგრძნობა

აუცილებლად!

ნახეთ! "რუსულის გაკვეთილები" "Уроки русского" "Russische Lektionen" "Russian Lessons" Regie: Andreij Nekrasow & Olga Konskaya, 2009 არც შეფასებას დავიწყებ. არც ემოციების გადმოცემას. არც გარჩევას. რაზეა ფილმი, ისედაც ყველამ იცით ალბათ. უბრალოდ ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ - ნახეთ. მხოლოდ იმას ვიტყვი - დიდი ხანია ასე არაფერს უმოქმედია ჩემზე (ლინკები უბრალოდ ინფორმატიულია. ფილმის გადმოსაქაჩი ლინკის ძიებას ნუ დაიწყებთ ან პოსტში ტყუილად) p.s. კომენტარში მინი-პოსტია, შეიძლება ითქვას. სხვაგან რაც დავწერე, ვერ მოვითმინე და აქაც გადმოვიტანე, მაგრამ უკვე საკუთარი კომენტარის სახით

Любовь во время свиного гриппа

არც მოთხრობა არც პოსტი არც(ა) შიოლა ყოფილა უბრალოდ სათაური (ფრაზა, რომელიც შევქმენ-გადავაკეთე და ავიჩემე) p.s. For more information visit... или Zu Risiken und Nebenwirkungen lesen Sie... მოკლედ, გადაიკითხეთ ბუმბერაზი (თუნდაც არა)კლასიკოსები აი

Луна у ворот твоих

ეს არც რაიმე თამაშის გაგრძელებაა, არც რჩევა მკითხველს, არც 5 ავტორი და არც 5 წიგნი. თუ რამე გეცნოთ ან რამეს დაემთხვა, უბრალო შემთხვევითობად და დამთხვევად ჩათვალეთ. წუხელის....... პოსტი დაბადებულა! ბოლო დროს ჩაძინებამდე და აზრების გააბსურდებამდე რაღაც მომენტში თავში draft მიყალიბდება და მერე ან მახსოვს ხოლმე ზუსტად და ან - არა. კუნდერა იყო პირველი, ვინც გამახსენდა. მანამდე სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი, ზუსტად ვიცი, რომ არ იყო კავშირში მასთან არანაირად, მაგრამ რა იყო - არ მახსოვს. მერე საიდანღაც ტერეზა გაჩნდა. დედა ტერეზა არა, ტომაშის ტერეზა, თავისი უცნაური, რაღაცნაირად (ემოციურად) მტკივნეული ჩვევით... მერე - კარენინი. მერე ზოგადად - კუნდერა. მერე? მერე მახსოვს, ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება და ემოციები მაქვს ამ მწერლის მიმართ. რომ წაკითხული მაქვს ყველა მოთხრობა და ყველა რომანი, გარდა ორისა. არ მაქვს წაკითხული ესსეები და ლექსები. და რომ პირველი, რაც წავიკითხე, იყო Невыносимая лёгкость бытия და მერე მიჰყვა და მიჰყვა. წიგნის სახლში, მეგობრების თაროებზე, სხვისი, ჩემი, მეგობრ

სმაილსკრიტი

იცით რას ვერ ვიტან? მომკალი და ვერ გავითავისე და არც მიცდია. უბრალოდ მიუღებლობა მჭირს: სმაილებს რომ წერენ სიტყვიერად. მმმმ, მაჟრიალებს ამის დანახვაზე. რა მაგალითი მოვიყვანო, არ ვიცი, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიყენებ ასე და არ მისწავლია დამწერლობა "სმაილსკრიტი". ვიცი, რომ ეს ფორუმულია. რა მნიშვნელობა აქვს. უხეში მაგალითი - :სმაილ: (ნუ, ასე ალბათ არც წერენ, მაგრამ ხომ გასაგებია, რასაც ვგულისხმობდი?). ნუ, რა არის ეს?! აბა, წავიდა ახლა მინუსებიი! დააგროვებს ეს პოსტი ალბათ ბლოგროლის ისტორიაში ყველაზე მეტ მინუსს და ალბათ შემდგომში ჩემი სხვა პოსტებიც (kak vso eto predskazuemo) :) რა მნიშვნელობა აქვს... ასე მგონია, ეს სიახლეც მალე მომბეზრდება (მიდის უკვე იქითკენ საქმე) და ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობ ბლოგვაწეობას. მხოლოდ ფოსტის საშუალებით შევიტყობ დაfავორიტებულ ბლოგებზე ახალი პოსტის გამოჩენის შესახებ და არ დავინტერესდები, საერთოდ გამოჩნდა თუ არა ჩემი პოსტი სადმე, წაიღო თუ არა ბლოგროლმა, გადაფარა თუ არა ის უკვე სხვა პოსტებმა და ა.შ. სხვა სარტყელშია ჩემი ბლოგი აშკარად. პერიოდულად სულ სხვა დრ

H1N1. ZDF-მა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს გაასწრო ანუ ვერ დაიჭირავს სიკვდილსა...

წეღან ვუყურებდი საინფორმაციოს ZDF-ზე. გადავრთე და შევრჩი... ე.წ. ღორის გრიპზე ლაპარაკობდნენ. სტუდიაში მოწვეული ჰყავდათ ბონის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, პროფესორი ვინმე... ნუ, სახელი არ მახსოვს, ცხადია. და არ იცით ეს კაცი - აი ითონი მეათე ხარისხში! (ითონს ვინც იცნობთ, მიხვდებით რას ვგულისხმობ და ვინც არ იცნობთ, რომ განაგრძობთ კითხვას, იმას მიხვდებით, ითონი რა ტიპია) - წამყვანის ყველა შეკითხვას მშვიდი და აუღელვებელი ტონით სცემდა ისეთ კატასტროფულ პასუხებს, რომ სიცოცხლე აღარ მოგინდებოდა. ფაქტიურად ასე - არაფერი გვეშველება, ყველა დავაავადდებით და ბევრი დაიხოცება. ბავშვებიც დაავადდებიან. როგორმე შეიძლება თავი ავარიდოთ ამ დაავადებას? - არა, არ შეიძლება. ძალიან გადამდებია და ყველგან შეიძლება დაგემართოთ. ტრანსპორტში, ქუჩაში, სამსახურში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შეიძლება ვიღაცამ ქუჩაში თქვენს სიახლოვეს დაახველოს და თქვენ - დაავადდეთ. ნიღაბი? არ შველის. ნუ, კარგია, მაგრამ მაინც იხსნი - იკეთებ, ჩამოიწევ-აიწევ და რისკი დიდია. აცრებზე თქვა, კარგიაო, აიცერითო. 6თვემდე ბავშვებსაც კი ვცრითო. ნ

ვიაგრა. შვებულება. ex-job. 2008 წლის ზაფხული და...

როგორ იცვლება ყველაფერი. როგორი ადაპტაციის უნარი აქვს ადამიანს და ყველაფერს ეგუება. მერე ვერ იდგენს - აი ამას როგორ ვაკეთებდი, ეს როგორ იყო... 4 თვეზე ოდნავ მეტია, რაც ბოლო სამსახურიდან წამოვედი. იმ დღეს ვუყვებოდი ძველ ნაცნობს და უცებ დავფიქრდი და მივხვდი, უკვე მეოთხე სამსახურიდან წამოვედი + ერთში ვიცოდი რომ ვიყავი დროებით და + 1-დან მეორეში გადამიყვანეს (და მერე იქიდან წამოვედი). არა, კი არ ვნანობ ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ რა მინდოდა მეთქვა: წავიკითე ერთი ძველი პოსტი (ვეძებდი, შეგნებულად, რადგან ბოლო დროს მეფიქრებოდა იმაზე, რა იყო და რა -არის), სადაც აღწერილია ჩემი შვებულებაში გასვლის წინის წინა ერთი დღე სამსახურში. 2008 წლის 1 აგვისტო. პარასკევი. ეს არის პოსტი დამაინტრიგებელი სახელით "ვიაგრა?! არა, შვებულება!" ხანდახან ვიხსენებ, და ვეღარ ვიდგენ, როგორ ვმუშაობდი ასეთ რეჟიმში. ერთად ვიხსენებთ ხოლმე მე და თ. ორივე წამოვედით. არა იმიტომ, რომ რეჟიმს ვერ გავუძელით. არა, უბრალოდ ასე ჯობდა. რა თქმა უნდა, მუდმივი სახე არ ჰქონდა იმას, რაც იმ პოსტშია აღწერილი, მაგრამ იყო პერიოდები. უ

это длинная история о подробностях моей жизни, которые мы лучше обойдем молчанием

დროა ფარდა აეხადოს ყოველივეს და თუ ზაფხულში ვინმე შეცდომაში შევიყვანე და ჰგონია რომ მე.... თუმცა, ჯობს(.ge) თანმიმდევრობით მივყვეთ ყველაფერს: ჯერ შეიცადე! ვიდრემდე დაიწყებ კითხვას, მიპასუხე: შენ! წაკითხული გაქვს ჩემი ცხოვრების რამოდენიმე ეტაპის მოკლე მიმოხილვა? ! 1. კი?! ძალიან კარგი, მაშინ უბრალოდ გადახედე, საჭიროების შემთხვევაში, რომ კარგად მიჰყვე კომენტარებს 2. არა?! მაშინ ჯერ გაეცანი ზემოთ დიდი ასოებით დალინკულ პოსტს, ისე ქვემორე პოსტის (კომენტარების) წაკითვას არ ექნება აზრი. გაეცანი, არ ინანებ. და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხე: რამოდენიმე კომენტარი ზემოთხსენებულ პოსტთან (ანუ მიმოხილვასთან) დაკავშირებით: ქვედა პალეოლითი: მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა არ მინანია, და დღემდე კმაყოფილი ვარ :D ;) შუა პალეოლითი: დღემდე გრძელდება ჩვენი სპორტული მოღვაწეობა (სტატუსი დიდად არ შეცვლილა. არც სასტუმროს მფლობელები გავმხდარვართ და არც მილიონერები). მართალია, გვაქვს პერიოდული ჩავარდნები, რასაც ან დასავლეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები და ჭარბი ნალექი, ან ჩვენი სიზარმაცე და გვიან დაძინებ

ქალმა დამწყევლა, ლამაზმა, ანუ ბლოგერობით დათა(ნ)გულნი

კალომ დამ...tagა :) ეს არ აღმოჩნდა 1001 კითხვიანი "მეგობრობის დღიური"-ს ნოსტალგიით განმსჭვალული საოცარი კითხვარი შეკითხვებით - რა გიყვარს? რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს და ა.შ. :))) რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კალო ამაში არ გაერეოდა და არ გამრევდა :) ჩამითრია, მოკლედ, ვასილ კეჟერაძეობაში (თამაშია, ასეთი) და მეც მორჩილად ვასრულებ :)(ერთი სული მაქვს, გავიდე ბოლოში და მერე მისი პასუხებიც წავიკითო, თუ დაემთხვევა რამე, მაინტერესებს). პრინციპში, სპონტანური პასუხებია. რატომღაც, გადავწყვიტე, რომ ასე სჯობდა, ბევრი ფიქრის გარეშე, პირველივე, რაც მომივიდოდა თავში, ის დამეწერა. უფრო მშვიდად და დაფიქრებით წერისას, შეიძლება ცოტა სხვა პასუხებიც გამეცა. მოკლედ, აი, შედეგი: 1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი? - წიგნი არასქელტანიანი. მოკლედ, ნოველა - "Пикник на обочине". ავტორი? ები! - Аркадий и Борис Стругацкие. რაც წავიკითხე, იმის მერე ვემზადები ფილმის საყურებლად. მეორედ. დიდი ხნის წინ და წაუკითხავად ნანახს აშკარად სხვანაირად აღვიქვამდი. ახლ

"one". more. (then. "one"). evening.

ბუხარი. უფრო სწორად - შუაცეცხლი. პლედი, ანუ ადიალა. შორს. ტყეში და თან ცივილიზაციაში. სიმყუდროვე. სიმშვიდე. მეგობრები. ამჯერად ცოტა, მაგრამ - როგორი! საუბრები. ემოციები. სადღაც სიღრმიდან, როგორც ჩაძინების წინ ვიღაცის მიერ დაძახებული შენი სახელი, ისე უცებ გაგონილი ძახილი. ძალიან შორიდან. ყრუდ თითქოს. შუაცეცხლი ბუხარს გახსენებს. ადიალა - ადიალას. სკამი მაგარია. ჯდები, როგორც რბილზე და რჩები ღიმილშეყინული, რადგან ეს - სავარძელი არ არის. ეს სკამია. მყარი. მაგრამ ცოტა ხანში გავიწყდება და გგონია, რბილად ზიხარ. ასეც არის. ბალიშები - ბალიშები. კომფორტი. სახლში წასვლა აღარ გინდა. ზიხარ, რა თქმა უნდა არა ისე, როგორც ნორმალური ადამიანი ზის მაგიდასთან. არა, რამდენადაც შესაძლებელია ფეხმორთხმული. ხელებიც არ გიჩანს ადიალიდან. მხოლოდ სიგარეტის მოწევისას და ყავის დალევისას. მოპირდაპირე მხარეს - უცნობი სახეები. ერთ-ერთი მათგანი მალე ცნობილი გახდება. sun. არ ხმაურობენ. მშვიდად ერთობიან თუ მხიარულად ისვენებენ. хорошо сидим. არა და ეძინება, ვინც მოგიყვანათ, იმას. უნდა წახვიდე. ცოტაც. უცებ ჩაიბურტყუნებ რაღა

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდამ :) I

link: მე თქვენი თმები დამაბრუნებენ რამ გამახსენა ახლა ეს? არაფერმა. პრინციპში, ჯერ პოსტს გადავაწყდი, აქ ბოდიალისას, და მერე უკვე თვითონ ეს ნაწყვეტი გამახსენდა. გადავიკითხე, მერე კომენტარებიც მივაყოლე, გამეღიმა და ამოვაძვრინე დღის სინათლეზე წარსულის კარგა ხნის (ამ პოსტის დაწერისას უკვე) გამქრალი აჩრდილი :) პრინციპში, ესეც დამტვერილი პოსტების ციკლში შედის, მაგრამ ქვესათაური იყოს "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი..." ცოტა სხვა განწყობის პოსტები მოხვდება აქ.

ფრთხილად, თვალები იხუჭება!

შემდეგი გაჩერება - ძი ლი. ეს პოსტი გუშინ მწიფდებოდა. ალბათ სადღაც ღამის 3-4 საათზე. და მეგონა, დავწერდი. მაგრამ ახლა ვიხსენებ, და ვხვდები, რომ აბსურდში გარდამავალი აზრების დომხალი იყო და მეტი არაფერი. აბსურდის პოსტი. მე კი მეგონა, მეღვიძა და ვაზროვნებდი. რა უცნაური მდგომარეობაა, აი ის, სიფხიზლიდან ძილამდე რაღაც პატარა ტრანზიტული სადგურივით, ფიქრები საოცრად რომ ირევა, ვეღარ არჩევ და რაღაც მომენტში (ან მეორე დღეს) ხვდები, რომ საოცარ სისულელეებს ფიქრობ, აბსურდული აზრები მოდის, ალოგიკური და სადღაც სასაცილოც კი. ხო, მერე გეცინება. იმ მომენტში ვერ ხვდები, რომ სისულელეები გიტრიალებს თავში. ხოდა პოსტის 2 ვარიანტი იყო: 1. 3 საათზე დავწექი, შეიძლება ითქვას - ადრე. ასე ამერია რეჟიმი ბოლო დროს... ვიწრიალე, ვიწრიალე. გადავწყვიტე, არაფერი წამეკითხა, რადგან ბოლო დროს თვალებს საკმაო ტრამვა მივაყენე ამ დაწოლილი კითხვით. არა და საუკეთესო საშუალებაა დასაძინებლად. მერე გაწვიმდა. ხმაურით. მაგრად. ისე, რომ გგონია, გაწვიმს. სველდები. და თითქმის გამოვფხიზლდი. ძალა არ დამიტანებია. თვითონ წამოვიდა. ასე მოდის ხო

დამტვერილი პოსტები. ნაწილი III. მგზავრობის თემა გრძელდება ;)

რიგითი ...ძის გადასარჩენად, ანუ, ბატონო ვასო, თქვენზე ამბობენ ლიფტში გაიჭედაო - კიდევ ერთი მგზავრობის, ოღონდ ამჯერად ტროსიანი და არა ბორბლებიანი მგზავრობის ისტორია

დამტვერილი პოსტები. ნაწილი II. გაიღიმეთ ;)

მათთვის, ვინც არ იცის ეს ერთი მგზავრობის ისტორია . (ბლოგზე შემოსვლის გარეშე ნუ ეცდებით წაკითხვას, ან ამ ისტორიის სტრიქონებს შორის ამოკითხვას, არ გამოვა :) )

"სიმართლის დრო"

ამ გადაცემის გარჩევას არ ვაპირებ, ერთი მინდა მხოლოდ ვთქვა/დავწერო - კარგი იქნებოდა გადაცემის ბოლოს, ან თუნდაც დასაწყისში, შალვა რამიშვილი რესპოდენტს (თუ რა ჰქვიათ ამ "წამებულებს"?) შესაბამისი ტონით ეკითხებოდეს: "აღსარებაზე ეშმაკთან მოხვედი, ბიჭო?!" იმედი მაქვს მკითხველთა 99% მიხვდება, რაზე მაქვს ლაპარაკი და რატომ და შესაბამისად აღიქვამს ამ იდეას პ.ს. თუ საჭიროა - :)

დამტვერილი პოსტები. ნაწილი I

ეს კამორაა ცრემლი არაფერი, ისე

რუბრიკარუბრიკარუბრიკარუბრ

დავარქვათ ამას... არ ვიცი, რა უნდა დავარქვა. ზოგი "შემოქმედებით კრიზისს" ეძახის (ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება), ზოგი კი ეგზისტენციალურს (ეს ალბათ უფრო ახლოა სიმართლესთან). ასეა თუ ისე, რაღაც ძაფი გამიწყდა. დროებით. ან ვერ ვასწრებ ჩაწერას, და ან განწყობა ქრება. მოკლედ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ასეა თუ ისე, დიდი ხანია, ჩემს ძველ პოსტებზე მეფიქრება. ხან რომელი მახსენდება და ხან რომელი. განწყობის მიხედვით. გუშინ აღმოვაჩინე, 3 წელი ხდება რაც აქ ვარ. აქ, ანუ აქ! ახალი "რუბრიკა" მინდა წამოვიწყო. "რეტრო რეტრო". ან "არც ისე კარგად დავიწყებული ძველი". რაში მდგომარეობს? პერიოდულად ძველი პოსტების "ამოგდება"ში. ალბათ უფრო თემატურად. რუბრიკის თითო პოსტში 3-3 ძველი პოსტის ლინკს დავდებ. განწყობა. მე. მიმდინარე მოვლენები და მიმდინარე აზრები. თუმცა შეიძლება თემატურად დაკავშირებული არც იყოს ეს 3 ერთმანეთთან, უბრალოდ შინაგანი რაღაც კავშირი იყოს, განწყობისეული. მოკლედ, თუ დაგაინტერესებთ, წაიკითხავთ. უმეტესობა ძალიან დიდი იქნება, როგორც საერთოდ მჩვევ

შეწყვეტილი სიმღ... პოსტი

'მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა _ ედემია, ვკოცნი ვაზის რქას და ვაზის ფესვებს, ყველა სირაჯი მამაჩემია და ყველა კახპას ვუკითხავ ლექსებს.' დიდია ეს ლექსი. მთელის დაპოსტვას არ ვაპირებ. უბრალოდ გამახსენდა. ნუ, მთლად უბრალოდ - არა. უფრო იმიტომ, რომ ალკოჰოლის არც ისე მცირე დოზა მაქვს მიღებული :) მრავალსახეობა ეკრანისა... რა კარგია გადახალისება ხანდახან, ყველაფერში. მრავალფეროვნება... ადამიანებში. სხვანაირი საღამო. მოკლედ, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან კარგი საღამო იყო ძალიან კარგ ხალხთან ერთად. ძველი ნაცნობი - "გამარჯობა და ღიმილი" - ასეთი ნაცნობი საახეები, ცოტა უფრო მეტად ნაცნობი, კიდევ უფრო ახლოს, თითქმის დამეგობრებული, მეგობარი, და ახალი სახეებით. და საინტერესო და სასიამოვნო და... და ბევრი საერთო ნაცნობი და ბევრი საერთო ინტერესი. ახალგაცნობილ ადამიანებთან საერთო ენის სწრაფად პოვნა და საღამოს ბოლოს თავის ახლობლად გრძნობა. მოკლედ. რამდენ რაღაცას არ ვწერ, ისე... :( მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა ედემია... პ.ს. ერთ დროს ამ ლექსს ყველგან ვეძებდი, ყველას ვეკითხებოდი. ვისაც მეგონა, ეცოდინებოდა

in out in out in out in out...

это не то что вы подумали a вот что: კიდევ ერთი log in ახლა უცებ დამარტყა, ჩვენი ცხოვრება შედგება უამრავი log in-ისგან და log out-ისგან. უამრავი (ან ბევრგან ერთი და იგივე) სახელისა და პაროლე(პაროლეპაროოოლე)ბისგან... და რამდენი გაუქმებული log in ჩაბარდა წარსულს. იქ აღარავინ წვება და აღარავინ დაწვება. და რამდენი კიდევ იქნება. და ნამდვილ ლოგ ინ-ს რაც შეეხება... მინდოდა, ცოტა ხნის წინ გაცილებისას კიბიდან მობრუნებული მეგობრის ნათქვამი ფრაზა დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე. ჯობია მოვრჩე ამ ღამის ბოდვას და რეალურ ცხოვრებაში შევ ლოგ ინ დე. იქ 'პასვორდი' არ მჭირდება

fb.აღ-მდე

- Не будет ни книг, ни газет, ни театра, ни кино, ни телевидение... - Ну, все-таки что-то будет?! - Facebook!. Один сплошной Facebook! პერიფრაზed by ც. ადრე ვამბობდით, ტელევიზორი გამორთეთ, კომუნიკაციას უშლის ხელსო. ახლა.... :( ერთ ოთახში, ერთმანეთის გვერდზე მჯდომი ადამიანები საღამოს, სამსახურის მერე, მეგობრების წრეში ერთმანეთს facebook-ზე კომენტარების საშუალებით ეკონტაქტებიან.... :( არ მინდა აი ფინიში! :( :)

свой стакан газировки...

(შესავალი/განმარტება: ეს არის არც ისე ძველი მაგრამ არც რამდენიმე დღის draft-ი, რომელსაც როგორც იქნა ეღირსა დღის, უფრო სწორად ბლოგის სინათლის ხილვა, დასამუშავებელი იყო. ნუ, დასამუშავებელი - უხეში ნათქვამია. არაფერი შემიცვლია, უბრალოდ წასაკითხად რომ ნორმალური ყოფილიყო, ინგლისურად აკრეფილი ტექსტის გადარუსულება მომიხდა. დიახ, სულ ჩემი ამ ორი ხელით ავკრიფე და არ დამეზარა. და არც ღამე გამითენებია ამისთვის. ქართულივით ცხადია ვერ, მაგრამ არა უშავს ვბეჭდავ რუსულად. ელემენტარული შეცდომები ალბათ იქნება, ამის კირკიტის და გრამატიკულად ზედმიწევნით სწორების თავი აღარ მაქვს. იქნებ არც იყოს?! მოკლედ, პოსტი - განწყობა - გარკვეული ხნის წინანდელი. განწყობა, რომელიც პერიოდულად მახსენებს თავს. და დიალოგი ჩემი უსაყვარლესი ფილმიდან. დიალოგი, რომელიც მართლა ზეპირად ვიცი. თუმცა საკუთარ თავს არ ვენდე და გადამოწმებულია ;) დედანის იდენტურია J ინტერნეტში ტყუილად დაიწყებთ ძიებას. არსად დევს. ყოველ შემთხვევაში ასეთი სრული და ზუსტად ფილმის დიალოგის იდენტური სახით არსად დევს. სცენარი - კი. მაგრამ იქ ცოტა სხვანაირად მიდ

Sei!

ბოლო დროს განსაკუთრებით დავრწმუნდი იმაში, და სხვებიც დამეთანხმნენ და დამეთანხმებიან კიდეც, რომ სიგოიმის სერიოზული პროპაგანდა მიდის საქართველოში, ყველა სფეროში და ყველა საშუალებით. იყავი გოიმი და შენს სიმღერებს ხალხი მოისმენს! იყავი გოიმი და შენს ფრაზებს აიტაცებენ და გაააფორიზმებენ! იყავი გოიმი და შენ მოგისმენენ! იყავი გოიმი და შენგან ინტერვიუებს აიღებენ! იყავი გოიმი და შენ წაგიკითხავენ! იყავი გოიმი და შენ გაგაპიარებენ! ყველა მასობრივი საშუალებით! იყავი გოიმი და შენ გიყურებენ! იყავი გოიმი და შენს სიმღერებს ხალხი იმღერებს! მაშ იყავი გოიმი! ან დალიე fანტა და იყავი ბამბუჩა!

ივლისი. 1996

ვწევარ და ვუსმენ, ვუსმენ სიჩუმეს სიჩუმეს მოჰყავს შენზე ფიქრები ფანჯრიდან თითქოს წვიმა მიყურებს ვერ გაუგია რატომ გცილდები მინას აწყდება წვეთი მრავალი მემუდარება სარკმლის გაღებას დავიწყებია წვიმას თავშალი და საწვიმარი ქოლგის აღებაც გარეთ დარჩენილს დასველებია გაშლილი თმა და მთრთოლვარე მხრები ფანჯარას ვაღებ, საწვიმარს ვაწვდი და მის ვერცხლისფერ თითებს ვეხები ოთახში ისევ შენზე ფიქრი დგას და გასაშვებად არ ვემეტები მე კი მივიწევ გარეთ, წვიმისკენ მის ვერცხლით ნაქსოვ ხლართში ვედები წვიმა კი თითქოს მადლობას მიხდის ნაზი ღიმილით მიხუტებს გულზე და ფიქრით დაღლილს მისი ალერსი როგორც ყოველთვის - მომისწრებს სულზე ც.მ.
Легкомыслие!- Милый грех, Милый спутник и враг мой милый! Ты в глаза мне вбрызнул смех, и мазурку мне вбрызнул в жилы. Научив не хранить кольца,- с кем бы Жизнь меня ни венчала! Начинать наугад с конца, И кончать еще до начала. Быть как стебель и быть как сталь в жизни, где мы так мало можем... - Шоколадом лечить печаль, И смеяться в лицо прохожим! М. Ц.

რომელი საათია?!

როგორი შედარებითია ყველაფერი, და ცვალებადი. შეხედულებებიც. ' სამის შეიძლება არის მესამედი...' - ყოველთვის, როცა ამ სტრიქონებს ვკითხულობდი, ეს დრო (სამის მესამედი, სამი...) საოცრად გვიანი და რაღაც იდუმალებით სავსე მეჩვენებოდა ხოლმე. და ზუსტად მახსოვს, დღესაც თვალწინ მიდგას ის სურათი, სცენა რაც წარმომიდგებოდა თვალწინ. განსაკუთრებით სიტყვებზე - ' ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.' და მერე იქ თამაშდებოდა მთელი სცენა, იქ მიდიოდა მთელი ლექსი, იქ იშლებოდა. ხატვა რომ შემეძლოს, დავხატავდი. ის - რეალური ადგილი იყო. ახლაც არსებობს, უბრალოდ ალბათ სულ სხვანაირი. სხვა ხალხის ისმის იქ ახლა ჟრიამული . და ახლა? ' ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.' და რა? მხოლოდ! მხოლოდ გახდა სამი. უბრალოდ სამი, და არაფერი იდუმალი ამაში აღარ არის. გავიზარდეთ. დიდი ხანია, გავიზარდეთ. უბრალოდ რაღაცეები აღარც კი გვახსოვს. რაღაცეები კი პერიოდულად ტივტივდება სიღრმიდან, დროებით.... და მაქსიმუმ - დავწეროთ ამაზე, ან გავიხსენოთ და ისევ დავივიწყოთ

remember

I'm a.... I'm a... მე ვარ ქალი, მე ვარ ნათლია, მე ვარ მეჯვარე, მე ვარ (სხვების)სიზმართაღმწერელი.... მე მახსოვს სხვების სიზმრები, სხვების ამბები, მე მახსოვს ის, რაც სხვებს არ ახსოვთ საკუთარი ცხოვრებიდან, მე დეტალები მახსოვს, მე განწყობები მახსოვს, მე მახსოვს ბევრი პატარა რაღაც. მე მკითხეთ, მე, მე გაგახსენებთ, თუ ოდესმე მოგიყოლიათ ჩემთვის, ან მომსწრე ვყოფილვარ.... მე ჩემიც მახსოვს, ისიც, რაც არ მომიყოლია....

спустя 10 лет ÖD

08. 1999. ღამე. ქალაქი ბრემენი. გერმანია. irish pub. სიტუაცია - ცოცხალი კარგი მუსიკა. გაბუღული ბარი. ბევრი ხალხი. ახალგაზრდები. ინტერნაციონალური სასტავი. სილაღე. განწყობა - სრულად გადმოცემული ფრაზით: "ისე კარგადა ვარ რომ ცjუდადა ვარ" ფრაზის ავტორი - ელენე ს. ბოლო ათწლეულის ჯერ-ჯერობით უკვდავი ფრაზა наши дни. 12.10.09. nachmittag. დაახლოებით 15:... ქალაქი თბილისი. საქართველო. კალოს აივანი. მზე. ბევრი მზე. უჩვეულოდ თბილი შემოდგომის ნაშუადღევი. სიტუაცია - easy like a sunday morning. რაოდენობა - 4 (3 გოგო, 1 ბიჭი). განწყობა - ყველაფერი კარგად იქნება. განწყობა (ჩემი) გადმოცემული ფრაზით: "რა ვქნა, ხანდახან უსინდისოდ ძალიან რომ მიხარია ცხოვრება?!" :) ფრაზის ავტორი - მე. პ.ს. პოსტის სათაურში სმაილიკი გერმანულად არის აკრეფილი ;) :)

განწყობა um 03:13

ღააააამის სამი სააათია და ყველაფერი.... ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება და ა.შ. ღამის სამი საათია, ვზივარ კომპთან, არც მეძინება და არც არსად მეჩქარება. ვაპირებ ვნახო ფილმი, რომელიც ფრიად კომპეტენტურმა ადამიანმა გადმომიწერა ;) და აქო. ვენდობი და რადგან დილითაც არ ვარ ადრე ასადგომი, მოვკალათდები ახლა გემრიელად და ჩავუჯდები (თუ ჩავუწვები :)))) ). მერე მოგახსენებთ შთაბეჭდილებას, სახელსაც და დავდებ კიდეც ლინკს ან რამეს. გარეთ სიჩუმეა. თუმცა პერიოდულად არანორმალური სისწრაფით დიდ ქუჩაზე ჩაქროლებული მანქანის ხმა მაინც არღვევს ამ სიჩუმეს. და კიდევ ვიღაც ბიჭების ხმაური. ერთი მეორეს ძალიან ემოციურად უყვება ასეთივე ემოციურ თავგადასავალს. კარი მივხურე. შემაწუხეს ცოტა არ იყოს :) რა ხმაურიანი ერი ვართ, მაინც... წითელი ბოტასები წითელმა ხალათმა შეცვალა. девушка в красном. დავივლი ახლა და გამოვრთავ ყველა საკომუნიკაციო საშუალებას, რომ რომელიმე გვიან შემობოდიალებულმა უძილო მეგობარმა არ დამიფრთხოს კომფორტი და შუა ფილმში მაგ. სკაიპის საოცარი ხმა არ გაისმას რაღაცნაირად დადებითად დამუხტული დღე იყო. დილი

კიდევ ერთხელ

რაღაცნაირად ვერ გადავუხვიე თემიდან. შემოვალ, ვუყურებ ეკრანს. ისევ ოთარ ჭილაძეზე მეფიქრება თუ მეწერება. ჯერ ლექსი მინდოდა დამედო რომელიმე. მერე რაღაც მებანალურა ეს და თან გამახსენდა, რომ არაერთხელ დამიდია აქ, ან შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ სადღაც რამე ნაწყვეტი, უცებ მომსვლია თავში რომელიმე ლექსიდან ნაწყვეტი და პოსტში ჩამირთია. თუ არ ვცდები - არაერთხელ. * ბევრი შეიძლება როგორც პოეტს, ასე არც იცნობდა. ანუ, ბევრი, რა, ნუ... დღემდე ძალიან მიყვარს ის ლექსები. დღემდე ყველა მახსოვს, რომლებიც არასოდეს მისწავლია ზეპირად (ამ თემას უკვე შევეხე ცოტა ხნის წინ), მაგრამ რაღაცნაირად ჩემი იყო და ძალიან ძალიან ხშირად სხვადასხვა სიტუაციაში გამხსენებია. ახლა უცებ ისიც გამახსენდა, რომ ბოლო რამდენიმე დღე თავში მიტრიალებდა ხშირად ერთ-ერთი. ჯერ კიდევ მის გარდაცვალებამდე. არაფერი საკრალური და მისტიური ამაში არ არის, ისედაც ხშირად მახსენდებოდა. არა, უნდა დავწერო, იმიტომ რომ თუ არ დავწერე ახლა, ასე "გამაწვალებს" და არ მომეშვება, ვიცი: როგორც მორევი ჩუმად და მუხთლად შენ ისევ მღვრიე ფსკერისკან მითრევ მე

.

Image
არა, ახალგაზრდა აღარ იყო, მაგრამ არც იმხელა, რომ... 76 წლის. მოკლედ, მართლა ძალიან დამწყდა გული. მეტკინა... :( ძალიან მიყვარდა და მიყვარს. ეს ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვისაც მხოლოდ მისი შემოქმედებით იცნობ, მაგრამ შეგრძნება გაქვს, რომ ისედაც იცნობ, ზუსტად იცი, რომ ძალიან კარგია, იცი, თითქოს იცი, როგორი ადამიანია და იცი, რომ გული გეტკინება, როცა აღარ იქნება... როცა არ იცნობ, მაგრამ აგეტირება, როცა წავა. ვინღა დაგვრჩა?... ცოტაღა, თითებზე, ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი. არც კი. ...

ვარიაციები თემაზე iPod

Image
iრჩიეთ ;) :)