კიდევ ერთხელ

რაღაცნაირად ვერ გადავუხვიე თემიდან. შემოვალ, ვუყურებ ეკრანს. ისევ ოთარ ჭილაძეზე მეფიქრება თუ მეწერება. ჯერ ლექსი მინდოდა დამედო რომელიმე. მერე რაღაც მებანალურა ეს და თან გამახსენდა, რომ არაერთხელ დამიდია აქ, ან შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ სადღაც რამე ნაწყვეტი, უცებ მომსვლია თავში რომელიმე ლექსიდან ნაწყვეტი და პოსტში ჩამირთია. თუ არ ვცდები - არაერთხელ. *

ბევრი შეიძლება როგორც პოეტს, ასე არც იცნობდა. ანუ, ბევრი, რა, ნუ... დღემდე ძალიან მიყვარს ის ლექსები. დღემდე ყველა მახსოვს, რომლებიც არასოდეს მისწავლია ზეპირად (ამ თემას უკვე შევეხე ცოტა ხნის წინ), მაგრამ რაღაცნაირად ჩემი იყო და ძალიან ძალიან ხშირად სხვადასხვა სიტუაციაში გამხსენებია.

ახლა უცებ ისიც გამახსენდა, რომ ბოლო რამდენიმე დღე თავში მიტრიალებდა ხშირად ერთ-ერთი. ჯერ კიდევ მის გარდაცვალებამდე. არაფერი საკრალური და მისტიური ამაში არ არის, ისედაც ხშირად მახსენდებოდა.

არა, უნდა დავწერო, იმიტომ რომ თუ არ დავწერე ახლა, ასე "გამაწვალებს" და არ მომეშვება, ვიცი:

როგორც მორევი ჩუმად და მუხთლად
შენ ისევ მღვრიე ფსკერისკან მითრევ
მე მინდა შენს თმებს ათასჯერ ვუთხრა
ის რაც ჩემამადე ათასჯერ გითხრეს

მერე ვიპოვით უბრალო მიზეზს
და დავშორდებით როგორც ბავშვები
მაგრამ ხსოვნაში დარჩები ისევ
როგორც ჭიქაში ყავის ნარჩენი

სადმე რამე თუ შემეშალა, მაპატიეთ, გადამოწმება არ დამიწყია, ისე დავდე. და სასვენი ნიშნები შეგნებულად არ დამისვამს. მიუღებლობა მაქვს ხანდახან :)


* ერთ-ერთი პოსტი

Comments

ketty said…
posttan araper kavshirshi, mara mainc unda vtkva:
au, ra kargi sagamo iko gushin. ragac zalian pozitiuri. tavi adamianad vigrzen:)
© said…
აუ ხოოოო, გამოგიტყდები და მეც მაგ განწყობით წამოვედი და გამომყვა, და მინდოდა, სადმე დამეწერა, გამეზიარებინა და მომესმინა რომ "ხო, კაი იყო ძალიან" :) გამეხარდა, რომ დაწერე :)აი ზუსტად პოზიტიური
Kalo said…
manamde araadamiani gegona tavi, keti? :-):-)
xoo, kargi iyo zaan. mravalperovani da dadebiti adamianebi tavisi emociebianad :-):-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..