შეწყვეტილი სიმღ... პოსტი

'მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა _ ედემია,
ვკოცნი ვაზის რქას და ვაზის ფესვებს,
ყველა სირაჯი მამაჩემია
და ყველა კახპას ვუკითხავ ლექსებს.'

დიდია ეს ლექსი. მთელის დაპოსტვას არ ვაპირებ. უბრალოდ გამახსენდა. ნუ, მთლად უბრალოდ - არა. უფრო იმიტომ, რომ ალკოჰოლის არც ისე მცირე დოზა მაქვს მიღებული :)

მრავალსახეობა ეკრანისა... რა კარგია გადახალისება ხანდახან, ყველაფერში. მრავალფეროვნება... ადამიანებში. სხვანაირი საღამო.

მოკლედ, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან კარგი საღამო იყო ძალიან კარგ ხალხთან ერთად. ძველი ნაცნობი - "გამარჯობა და ღიმილი" - ასეთი ნაცნობი საახეები, ცოტა უფრო მეტად ნაცნობი, კიდევ უფრო ახლოს, თითქმის დამეგობრებული, მეგობარი, და ახალი სახეებით. და საინტერესო და სასიამოვნო და... და ბევრი საერთო ნაცნობი და ბევრი საერთო ინტერესი. ახალგაცნობილ ადამიანებთან საერთო ენის სწრაფად პოვნა და საღამოს ბოლოს თავის ახლობლად გრძნობა. მოკლედ.

რამდენ რაღაცას არ ვწერ, ისე... :(

მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა ედემია...

პ.ს. ერთ დროს ამ ლექსს ყველგან ვეძებდი, ყველას ვეკითხებოდი. ვისაც მეგონა, ეცოდინებოდა, არ იცოდნენ... ახლა კი ხელის ერთი მოძრაობით ვიპოვე... ზუსტად მახსოვს, რა პერიოდში ვეძებდი. რა მნიშვნელობა აქვს

დღეს ერთმა თქვა - არ მიყვარს წარსულიო. არანაირი სახითო. არც ფოტოები, არც ვიდეო, არაფერიო. მერე კი გადაიღო სურათები :) მაგრამ მაინც. მმ, როგორ ვთქვა, წარსული მიყვარს მეთქი. ასე არ არის, მაგრამ... არა, მოგონებების სადღეგრძელოს ნამდვილად არ ვსვამ ახლა :))) უბრალოდ ვხვდები, საკმაოდ ბევრი ეტაპი გამივლია, აშკარად

ხო, ლექსი პეტრე გრუზინსკის არის

პ.პ.ს. ოდესმე თუ შევძლებ, ყველაფერი დავწერო, რაც თავში მიტრიალებს და შიგნით, საერთოდ, კარგი იქნება. ოდესმე. აი ერთხელაც რომ ვეღარ შევიკავო ყველაფერი და გადმოიღვაროს ფურცელზე :) წავიდოდი მაშინ სადმე, ცოტა განმარტოებულ ადგილას და ნონ სტოპ რეჟიმში დაარღვევდა კლავიატურის ხმაური სიჩუმეს. დიდხანს. ვერ ვიტყვი, რომ პასტით დავიწყებდი წერას და ფურცლები მიმოიბნეოდა ოთახში. არა და ასე უკეთ წარმომიდგენია. და ეს ყველაფერი გამოვიდოდა ბეევრი, ბეევრი, და იქნებოდა ყველაფერზე

Comments

Kalo said…
sad gailece cisia? :-):-) loti xar raa. lo-ti :-):-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..