განწყობა um 03:13

ღააააამის სამი სააათია და ყველაფერი....

ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება

და ა.შ.

ღამის სამი საათია, ვზივარ კომპთან, არც მეძინება და არც არსად მეჩქარება. ვაპირებ ვნახო ფილმი, რომელიც ფრიად კომპეტენტურმა ადამიანმა გადმომიწერა ;) და აქო. ვენდობი და რადგან დილითაც არ ვარ ადრე ასადგომი, მოვკალათდები ახლა გემრიელად და ჩავუჯდები (თუ ჩავუწვები :)))) ). მერე მოგახსენებთ შთაბეჭდილებას, სახელსაც და დავდებ კიდეც ლინკს ან რამეს.

გარეთ სიჩუმეა. თუმცა პერიოდულად არანორმალური სისწრაფით დიდ ქუჩაზე ჩაქროლებული მანქანის ხმა მაინც არღვევს ამ სიჩუმეს. და კიდევ ვიღაც ბიჭების ხმაური. ერთი მეორეს ძალიან ემოციურად უყვება ასეთივე ემოციურ თავგადასავალს. კარი მივხურე. შემაწუხეს ცოტა არ იყოს :) რა ხმაურიანი ერი ვართ, მაინც...

წითელი ბოტასები წითელმა ხალათმა შეცვალა. девушка в красном. დავივლი ახლა და გამოვრთავ ყველა საკომუნიკაციო საშუალებას, რომ რომელიმე გვიან შემობოდიალებულმა უძილო მეგობარმა არ დამიფრთხოს კომფორტი და შუა ფილმში მაგ. სკაიპის საოცარი ხმა არ გაისმას

რაღაცნაირად დადებითად დამუხტული დღე იყო. დილიდან. კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ჯერ მეგობარმა გამაღვიძა, დამირეკა. ამანაც კი კარგად იმოქმედა. შევიბრუნე. მერე მეორე მეგობარმა - მომწერა. ამ დროს უკვე შეფხიზლებულივით ვიყავი. ბოლოს ავდექი. დღის სტუმარი - მეორე მეგობარი, რომელსაც კარი ჯერ ოდნავ გავუღე, გავიხედე და სანამ შემოვუშვებდი, ვკითხე: "cel' vizita? ძილი, ინტერნეტი თუ უბრალოდ ჩემთან ვიზიტი?" ნუ, რა თქმა უნდა სათანადო რეაქცია მოჰყვა ამას ზღურბლს იქით მდგარი მეგობრისა. ყავა, ინტერნეტი, ტვ, საუბარი, სიცილი და ა.შ.

რამდენიმე საათის შემდეგ. ეს გავისტუმრე და სანამ ეზოდან გავიდოდა და ვუყურებდი, ეზოში მესამემ შემოუხვია. სტუმარი N2. სახლში, მერე გარეთ. მშვენიერი ამინდი. ფეხით სიარული. მერე საქმიანი შესვლა და არასაქმიანი შეხვედრა (მეგობრის მეგობართან) ბანკში. მოულოდნელი შეხვედრა მეგობრის (დაუნომრავი და დაუგეგმავი) - იქვე. კიდევ ბოდიალი. ახლა უკვე სამნი. დამშვიდობება და კიდევ ერთი ვიზიტი - პირველ (დილით გამღვიძებელ) მეგობართან. ისევ დადებითი მუხტი. მერე ისევ სახლში, ისევ მეორე სტუმრიანად.

ვიზიტი სახლში გრძელდება. შემოდის 4 მოქმედი პირი - 3 ოჯახის წევრი და ერთი ოჯახის (ახლა უკვე მშობლის) მეგობარი. სადილი, ვახშამი. ავახშმე. ყავით გაუმასპინძლდი. ერთ ოთახში ოჯახის სამი წევრი (მცირედნი), და ჩემი მესამე მეგობარი, საუბრები, ჩაი და ა.შ. მეორეში - ოჯახის ერთი წევრი და მისი მეგობარი (მშობელთა თაობა). ბოლოს დიდი ნაწილი მიდის. ვრჩებით მე, მშობელი დედა და ჩემი მესამე მეორე მეგობარი.

სმს-თი შემოდის კიდევ ერთი მოქმედი პირი - მეოთხე მეგობარი. იკვეთება გვიანი საღამოს "გეგმა". ვამთავრებ ლაგებას. მესამე მეგობარი ერთგულად მეხმარება და მორალურად მხარში მიდგას. ვიცმევ. გავდივართ ორნი.

ფეხით. მესამეს გზაშივე "ვაბინავებ" სამარშრუტო ტაქსში. ვაგრძელებ გზას. გვიანია. არსად მეჩქარება. კარგად ვარ. + 1-2 ჭიქა უგემრიელესი წითელი ღვინო სადილზე (თუ ვახშამზე). შუქნიშნის ასანთებს ვაჭერ ხელს და მშვიდად გადავდივარ. ადამინად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს ხელდაჭერილზე აჩერებენ მანქანები. მიხარია, რომ შემოიღეს ბოლოს და ბოლოს აქაც და თან მარტო ერთ ადგილას აღარ დგას თბილისში. მაგრამ ქართული მენტალიტეტისთვის მაინც მიუღებელია რაღაცეები, როგორც ჩანს. ნახევარი წუთი ლოდინს რა თქმა უნდა ჯობია წითელზე გადარბენა და 90% ავარიის რისკზე წასვლა. უფრო მაგარი ტიპი ხარ. არა, ამჯერად არ მინდა ამაზე. აქედან მე მივაჭირე, იქიდან ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა. ცივილიზებულად გადავედით. არ ვიცი, არ ვიცი...

შევდივარ ენერგიული და კარგ ხასიათზე მყოფი. მხვდება მეოთხე მეგობარი და ა.შ. ოჯახის წევრები, ოჯახის მეგობარი... საღამო შიგნითაც კარგი, გარეთაც. მუხტი გრძელდება. ლაპარაკის სურვილი და თავი და უნარი - შენარჩუნებული. ბაღი. ყავა. სიგარეტი. ბნელა. ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ... შიგნით. სინათლეა. ტვ. სხვებიც. ვუყურებთ. ვლაპარაკობთ. ვიცინით. ისევ გარეთ. ისევ სიგარეტი... ისევ შიგნით.

გაცილება ქუჩის ბოლომდე. ამ ასახვევიდან ჩემს ჩასახვევამდე თურმე სულ რაღაც 2 წუთი მინდა. ქუჩა თითქმის ცარიელია. მაინც ველოდები მწვანეს. ჩავდივარ ღიღინით. მერე ვხვდები lifeee, ooo lifee-ს ვღიღინებ და მიხარია. ჩავუვლი სახლს. აქ მალე "ჩვენები" გადმოვლენ. მეღიმება. ქუჩა წყნარია. უბანი. ის უბანი მახსენდება. წუთიერი მონოსტალგიო შემოტევა. გარეთ რომ გახვალ ღამე და ყველა კუთხეში, მაღაზიაში, ეზოში, ქუჩაში ნაცნობი გხვდება. არა, აქ მაინც ძალიან კარგად ვარ (მახსენდება ისევ და ისევ მეღიმება. უსინდისოდ კარგად ვარ :) ).

სძინავთ. კატა მეგებება. არ მომასვენებს, სანამ რიტუალს არ შეასრულებს. car trapeznichat jelaet! ვესწრები მის ტრაპეზს. მერე ვეფერები და თავისუფალი ვარ.

მერე ინტ. ისევ მეგობრები, თითქმის მეგობრები, ნაცნობები, ახალი ინფორმაციები სხვადასხვა სახით და ფორმატით.

უი, მე ხომ ფილმის ყურებას ვაპირებდი?! :)))))) 4 დაიწყო და ყველაფერი რიგზეა :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..