რუბრიკარუბრიკარუბრიკარუბრ

დავარქვათ ამას... არ ვიცი, რა უნდა დავარქვა. ზოგი "შემოქმედებით კრიზისს" ეძახის (ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება), ზოგი კი ეგზისტენციალურს (ეს ალბათ უფრო ახლოა სიმართლესთან).
ასეა თუ ისე, რაღაც ძაფი გამიწყდა. დროებით. ან ვერ ვასწრებ ჩაწერას, და ან განწყობა ქრება.

მოკლედ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ასეა თუ ისე, დიდი ხანია, ჩემს ძველ პოსტებზე მეფიქრება. ხან რომელი მახსენდება და ხან რომელი. განწყობის მიხედვით. გუშინ აღმოვაჩინე, 3 წელი ხდება რაც აქ ვარ. აქ, ანუ აქ!

ახალი "რუბრიკა" მინდა წამოვიწყო. "რეტრო რეტრო". ან "არც ისე კარგად დავიწყებული ძველი". რაში მდგომარეობს? პერიოდულად ძველი პოსტების "ამოგდება"ში. ალბათ უფრო თემატურად. რუბრიკის თითო პოსტში 3-3 ძველი პოსტის ლინკს დავდებ. განწყობა. მე. მიმდინარე მოვლენები და მიმდინარე აზრები. თუმცა შეიძლება თემატურად დაკავშირებული არც იყოს ეს 3 ერთმანეთთან, უბრალოდ შინაგანი რაღაც კავშირი იყოს, განწყობისეული.

მოკლედ, თუ დაგაინტერესებთ, წაიკითხავთ. უმეტესობა ძალიან დიდი იქნება, როგორც საერთოდ მჩვევია, როცა მოდის და მოდის და ვწერ. და არა, როგორც ახლა.

პ.ს.
რომ ვიღაც დადის პოსტებში ღამით
და ამინუსებს დილისთვის ნათქვამს ;)

იმედია, მირზა მომიტევებს მისი ლექსის გადაკეთებას. ეხ, მოვა დრო, და ამისათვის რამდენი ადამიანისთვის მექნება ბოდიში მოსახდელი :) ან იქნებ იუმორით შეხედონ მათაც და არ განაწყენდნენ?

p.p.s. უკვე რუბრიკის პირველი პოსტის შექმნის შემდეგ მომივიდა თავში სახელი რუბრიკის: "დამტვერილი პოსტები"

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..