Posts

Showing posts from January, 2020

strangers in the... life

Image
მაშ ასე, ოდესმე ამაზე უნდა დამეწერა. ყოველთვის ასე ვფიქრობდი, რომ ოდესმე დავწერდი და ალბათ ეს ოდესმე დადგა. ან დადგა ის ოდესმე, როცა ვიწყებ მაინც ამაზე წერას. არ მგონია, ერთი ამოსუნთქვით და ერთ ჯერზე დაჯდომით ამოიწუროს თემა და თხრობა. ამასობაში ანტრეში ე.წ. perfect stranger შემოვიდა. რა თემატურია. და რა საინტერესოა გემოვნება და როდის ვის რა თვალზე შეხედავ. ვიღაცას შეიძლება ამ ტიპისთვის სულ არ შეეხედა. ან შეეხედა და რაღაც არადადებითი ეთქვა. მე თვალში მომხვდა. თავი რომ ავწიე, დახლთან ახალგაზრდა ქალი და ეს კაცი იდგნენ. ძალიან ახლოს არა, მაგრამ ორივე ნამცხვრებიან ვიტრინას ათვალიერებდა და თავიდან ვიფიქრე, ერთად არიან მეთქი. ამასთან ისიც გავიფიქრე, რომ ძალიან შეუსაბამო წყვილია. არა, სიმაღლე არაფერ შუაში იყო. რა მნიშვნელობა აქვს, რომ მამაკაცი ბევრად მაღალი იყო. როგორც წესი, მაინც ასე ხდება ხოლმე. არა, უბრალოდ ვიფიქრე, რატომ მოეწონა ამას ეს ქალი მეთქი. მერე ჩემ თავს შემოვუძახე, შენ ვინ გეკითხება, რა სნობიზმიამეთქი. ადრე ალბათ უფრო "მკაცრად" განვიხილავდი ასეთ რაღაცეებს. უფრო &qu

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს

"კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი". არა და, მინდა, ვწერო. "გინდა წერო? უნდა წერო!" "წერე!" და კიდევ რამდენი სლოგანი მომიწოდებს. თემები თითქოს ბევრია. დამიგროვდა. მაგრამ დომხალიც არ მინდა გამომივიდეს. არა და, იმაზეც ვერ ვყალიბდები რა და საიდან დავიწყო.  ბოლო რამდენიმე დღეა (და სულ რამდენიმე დღეა ისედაც, რაც ჩამოვედი. ანუ 1 კვირაა), პრიმიტიულ საშობაო ფილმებს ვუყურებ. არ იფიქროთ, რომ ზოგადად საშობაო ფილმებზე მაქვს ასეთი წარმოდგენა. არა, მართლა ასეთ ფილმებს ვუყურებ. ჰოლივუდურსაც კი არა. ჰოლმარკის. არ ვიცი, პირველად რა და რატომ, ან როგორ მოვძებნე, მაგრამ რომ დავამთავრე და მერე მეორეც მსგავსი დავიწყე, შევყევი და ვეღარ გავჩერდი. ოღონდ სრულიად გააზრებული მაქვს ბოლომდე, რას ვაკეთებ. იცით როგორი ფილმებია? - აი მარტივ ჰოლივუდურ მელოდრამებში მთავარი გმირის საუკეთესო მეგობრების როლს რომ ასრულებენ, ისინი არიან აქ მთავარ როლებში. არა, ვაჭარბებ. ამ მეგობრების მეგობრები. თითქოს პაროდიაა ჰოლივუდურ ფილმებზე, იმდენად პრიმიტიულია. პაროდიაც არ არის, არა. საკურსო ნამუშე