Posts

Showing posts from December, 2023

შეჯამება არა, უბრალოდ ბოლო პოსტი ამ წელს :)

Image
სთორებს არ ენდოთ! :) არც საკუთარ წარმოსახვას. ზოგადად, დასკვნებს ხომ საკუთარ ცოდნაზე, გამოცდილებაზე, ვარაუდებზე და ხანდახან ინტუიციაზე დაყრდნობითაც ვაკეთებთ? იმ ცოდნაზე, რაც გაგვაჩნია. მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ ზუსტად ვიცით რაღაც. ან შეიძლება ვიცით კიდეც, მაგრამ რაღაც  - არც ვიცით.  ხოდა ნახავ სთორის, რომელიც უამრავ რაღაცას შეიძლება ნიშნავდეს. არანაირი მინიშნება, მხოლოდ ფაქტი. და წავიდა მერე შენი ვარაუდები. აჰა, ოკ. ახალი წელი მოდის. სად შეიძლება წავიდეს ამ დროს ადამიანი? გამოგაქვს დასკვნა შენი ფონური ცოდნიდან გამომდინარე და ვარაუდებზე დაყრდნობით. თუმცა, სადღაც უშვებ კიდეც, რომ ცდები. ან არ უშვებ.  ამ დასკვანაზე აგებ შემდგომ მოვლენებს. წაგიღებს ფიქრები, ვარაუდები და აი, უკვე 1 იანვარია, შენ სახლში ხარ, გვიანი საღამოა, მეგობრები მოვიდნენ სტუმრად და ზარია დამაფონზე. პასუხობ. გეუბნება, რომ კურიერია, არა და კურიერს არ ელოდები. მხოლოდ კიდევ სხვა მეგობრებს. ფიქრების ერთ ვერსიაში აივნიდან იყურები გადასამოწმებლად, ვინმე ხომ არ ლამობს შემოპარვას სადარბაზოში, მაგრამ ეს ისეთი ვერსიაა, მერე გა

დეკემბრის წერილი

Image
მერამდენედ უნდა შემიყვარდეს ზამთარი თავიდან, საინტერესოა. ყოველ წელს, ზამთრის დადგომამდე თავგადაკლული ვამბობ, რომ არ მინდა, ზაფხული დამთავრდეს, რომ ვერ ვიტან ზამთარს და წარმოდგენაც არ მინდა, რომ უნდა მოვიდეს. და შენ გგონია რამეს ვაჭარბებ ამ დროს, ან ვიტყუები? არა, მართლა ასე ვფიქრობ. მერე მოდის ზამთარი და... უპს, ახლიდან მიყვარდება, ახლიდან "ვამუღამებ" და ყინვაში გარეთ სიარულშიც კი სიამოვნებას ვპოულობ. მთავარი, კომფორტულად მეცვას, გემრიელად, ისე, როგორც მე მიყვარს, სახლში სითბო იყოს და სადაც შევალ - იქაც. და ქარი და სისველე ნუ იქნება. ყინვა და სიცივე არ მაფერხებს. აქვს რაღაც საოცარი სიმყუდროვე ზამთარს. განსაკუთრებით კი, დეკემბერში, წინასაახალწლო პერიოდში, როცა ჰაერში რაღაც ტრიალებს, რაღაც ჯადოსნური. როცა მარტო შენ კი არ ისვენებ, სხვებიც ისვენებენ, რაღაცნაირად შენელებულია ტემპი, გგონია, რომ გაღიმებულია ხალხი, როცა იდიოტური რომანტიული კომედიების ყურების და ხანდახან გულის აჩუყების დროც გაქვს. მე მიყვარს, როცა სხვებისთვისაც დასვენებაა და არა მარტო ჩემთვის, ეს ერთიან განწყობას ქმნ

წერილი ბუდისტურ-ცისიური სიბრძნით

Image
  თუ მემორის დილით ნახულობ, ესე იგი წინა დღეს ადრე დაიძინე. ბუდისტური სიბრძნე აწი ვიცი, რა დროს უნდა გავიღვიძო დილით, რომ აივანზე თუნდაც დილის სუსხში მშვიდად დავლიო ყავა და დილა ჩემ თავს, ხო, პირადად ჩემ თავს დავუთმო. 9 საათზე უნდა უნდა შევბრუნდე სახლში, რადგან ზუსტად 9-ზე, საათს გაასწორებ ისე, უეცრად ზღაპრის გმირებივით აღმოცენდებიან მშენებლობაზე მომუშავენი და ერთად იწყებენ ხმაურს.  აწი ისიც ვიცი, რა დროს უნდა დავიძინო, რომ დილით ასე კარგად გავიღვიძო და ასე დავიწყო დილა. გაგიკვირდება და აფირმაციით და ცოტა ვიზუალიზაციითაც. ეს უკანასკნელი ცოტა მიჭირს ჯერ-ჯერობით, მაგრამ არა უშავს, მივეჩვევი ამასაც. პრინციპში, იქნებ არც გაგიკვირდეს კიდეც.  ხო, ის ბუდისტური სიბრძნე სინამდვილეში ცისისტური სიბრძნეა. და ფბ-ზე დავპოსტე დილიდან.  სტაფილოსფერქურთუკიანი ქერა ტიპი, სავარაუდოდ არამოძმე ერის წარმომადგენელი ნელი ნაბიჯით შემობოდიალდა ეზოში. თავიდან გავიფიქრე, რა კარგი იდეაა, ადრე თუ ავდგები, ეზოში ჰაერზე სიარულსაც მოვასწრებ მეთქი. მერე შევხედე, რომ ამ ჰაერზე სიგარეტს აბოლებს და მივხვდი, მაინცდამაინც ჯ