Posts

Showing posts from September, 2018

ჰანი, ამ ჰოუმ

Image
აქაურობისთვის ცალკე ბლოგი უნდა გამეხსნა, ახლა ვხვდები. შემოვიხედე და ბოლო ნაწერები ყველა ბაქოში მაქვს გაკეთებული. ძირითადად ბაქოს ქრონიკებია. სხვები კი ჩვ.წ.აღ.-მდე ერას ეკუთვნის. მაგრამ რაღა დროსია, იყოს, როგორც არის. ოდესმე ცხოვრების სხვა ეტაპზეც მომინდება ხოლმე წერა, იმედი მაქვს. მანამდე კი, რუბრიკა "ბაქოს ქრონიკები" გრძელდება.  დღიურის სახე პრინციპში არასოდეს ჰქონია ამ ქრონიკებს. დეტალურად არ აღმიწერია არც ჩემი მოღვაწეობა აქ და არც რომელიმე კონკრეტული დღე. პრინციპში, არც სხვა ბლოგებში მაქვს ჩემი დღეების დეტალური აღწერა არსად: დილით ავდექი, პირი დავიბანე, კიჭები გამოვიხეხე და ა.შ. ანტრეში ვზივარ პირველ სართულზე. ფანჯარასთან არსებულ ბარის ტიპის მაგიდასთან. ასეთი ტიპის კაფეებში ასეთ ადგილას ვამჯობინებ ჯდომას, და არა სავარძელში და ჩვეულებრივ პატარა მაგიდასთან, თუკი მარტო ვარ და მით უმეტეს, თუ ლეპტოპი მაქვს თან. რაღაც თავის ხიბლი აქვს ამ ყველაფერს. არასოდეს მესმოდა ხალხის, რომელსაც უყვარს წამოწოლა, წოლა ზოგადად (თუ ღამე არ არის და არ გეძინება) და ბევრი ძილი. ბო