Posts

Showing posts from May, 2023

მთვარის ასული

  “and when nobody wakes you up in the morning, and when nobody waits for you at night, and when you can do whatever you want. what do you call it, freedom or loneliness? ” გააჩნია, რა განწყობაზე ხარ. დროთა განმავლობაში ამას სულ უფრო მეტად აღიქვამ თავისუფლებად და ამ თავისუფლებით ტკბები.  ხანდახან მართლა არაფერი გჭირდება გარდა იმისა, რომ დაბრუნდე შენ სახლში. იქ, სადაც ყველაზე მშვიდად, თავისუფლად და ბედნიერად გრძნობ თავს.   ჯერ კიდევ გზაში ფეხით სიარულისას რენდომ ჩართული ალბომი სპოთიფაიზე ჟღერას განაგრძობს. სახლში მოსული ბლუთუსს თიშავ, ყურსასმნებს იხსნი და ტელეფონს უბრალოდ დებ, რომ მთელ სახლში ფონად ისმოდეს მუსიკა, თუმცა არა ისეთ ხმაზე, რომ მეზობლები შეწუხდნენ. საერთოდ, ვერ იტან ვერც ხმამაღალ ლაპარაკს, ვერც ხმამაღლა ჩართულ ტელევიზორს და მუსიკას.  შენ იცვლი, ხალათს იცმევ, რომელიც მთელი ეს კვირა დღე არ გაგიხდია, გარდა იმ პერიოდისა, როცა გარეთ გახვედი საღამოს და მშობლებს ესტუმრე. გუშინ დამლაგებელი გყავდა. ინგას მერე სახლში შემოსვლა განსაკუთრებით გიყვარს. შემოსვლა რა, გუშინ სემინარზე იჯექი მ