Posts

Showing posts from February, 2024

ბოლო უმისამართო წერილი

Image
ვფიქრობდი, ეს ბოლო წერილი იქნება მეთქი. ხო, წუხელ ვიფიქრე, ჩაძინებისას. ხვალ ბოლო წერილს დავწერ მეთქი. მაგრამ არა, ბოლო წერილი არ იქნება. ზოგადად, ეს ჟანრი თუ სტილი მომეწონა, რაღაცნაირად უფრო მარტივად გადმოვცემ თუ მარტივად ველაპარაკები თითქოს მკითხველს. ამიტომ, წერილები სავარაუდოდ გაგრძელდება. ისევ გაუგებარი იქნება, ვის მივმართავ, ან მივმართავ თუ არა ვინმეს. ხან იქნება ისე, რომ მივმართავ ერთს, ორს, სამს, არავის. ხან ერთდროულად რამდენიმეს. უბრალოდ, შენ - ბოლოჯერ გწერ.  ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გამიშვი. გამათავისუფლე. არის ამაში რაღაც შვებაც და მტკივნეულიც. ვერ ვხვდები, მიხარია, თუ არა. მგონი უბრალოდ მჭირდებოდა რაღაცის მოსმენა/წაკითხვა.  და ასეც მოხდა. როგორ? აი ასე: არ ვიცი, ვის გაეცინება, ვინ სერიოზულად მიიღება, მაგრამ ჩემი ინტუიცია მუშაობს. დღემდე მუშაობს და პრინციპში, მიხარია. რომ გითხრა, რამეში ვიყენებ მეთქი, არა. ხანდახან ცოტა მაშინებს კიდეც. მაგრამ ნუ, რაც არის, არის. ცოტა "კუდიანი" ვარ. რამდენჯერ მითქვამს, ადრეულ საუკუნეებში რომ მეცხოვრა, შეიძლება კოცონზე დაწვაც კი გა

შავი ტკბილი ჩაი, სანქტ გალენი და ახდენილი ოცნებები

Image
ჩემთვის ვიდექი ესკალატორზე, სახლში ვბრუნდებოდი და უეცრად, არსაიდა მოვიდა ჩაის სურნელი. ოღონდ იცი როგორი, აი ბავშვობაში შაქრიან ჩაის რომ გვასმევდნენ, საკმაოდ დამტკბარს, გასაგრილებლად ლამბაქზე რომ ვასხამდით, აი მაგ გაგრილებული შავი, ტკბილი ჩაის სუნი. კი, გაგრილებულ ჩაის სხვა სუნი აქვს, მით უმეტეს, შაქრიანს. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ჰქონდა. ხომ არ გადავამოწმო, ისევ შერჩა თუ არა, თუ შევეშვა, არ ჩამოინგრეს ეს სურათი :) არა და ჩაიში კი არა ყავაშიც დიდი ხანია აღარ ვიყრი შაქარს. თუმცა, როცა რამე მაწუხებს, უფრო სწორად თუ რამე საჭმელი მაწყენს და დიეტის დაცვა მიწევს 1-2 დღე, აი მაშინ მინდება ხოლმე ტკბილი შავი ჩაი. რა უცნაურია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ასეთ დროს. ხოდა როგორც ჩანს, ბავშვობის სუნი აქვს მაგ ჩაის. მაგრამ დილით, მეტროში საიდან გაჩნდა, არ ვიცი :) სახლს ვალაგდებდი და თან ყურსასმენში წიგნს ვუსმენდი, 2 კვირა უცხო ქალაქში - ასე ქვია. ნუ, ალბათ ასე თარგმნიდნენ ქართულად. და იქ ერთგან იძახის ერთ-ერთი გმირი: არის ქალაქები, რომლებიც ერთი ნახვით გაყვარებენ თავსო. რომზეა თვითონ შეყვარებული, ადრეუ