Posts

Showing posts from February, 2018

დღე 29-ე. happy :)

Image
Phil: Anything different is good. Do you know what  today  is?  Rita: No, what?  ... არასოდეს, არასოდეს არ მომნატრებია სხვაგან ყოფნისას აქაურობა. არასოდეს გამხარებია დაბრუნება ასე ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად ამეწყო იქაც.  ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება.   ღამის თბილისი.  "თურმე როგორ მყვარებიხარ, ბიჭო" 😄   ერთი დიდი პოსტი მაქვს დასაწერი. ბევრი მოვლენა და თემა დაგროვდა. მაგას მერე მივხედავ. დავწერ. soon 😉  ახლა კი, ახლა უკვე აქ ვარ, ძალიან მონატრებული, გახარებული და ბედნიერი.  Phil:  Today is tomorrow . It happened :) . ...

მარტოობის 28 დღე. lost in translation.

Image
ფილმი არ მინახავს რამდენი ხანია. რაც ჩამოვედი. უცნაურიც არის, ალბათ. ასეთ ადგილას, თუ საღამოს მარტო ხარ, სავარაუდოდ ფილმის ყურებით უნდა შეიქციო თავი. მე კი ჯერ არც ერთხელ არ ჩამირთავს. ჩცდ-ს თუ არ ჩავთვლით. არა და თან სულ გვიან ვიძინებ. ამასაც ვერ ვხვდები, როგორ ვახერხებ. ან რატომ. და დღეს საღამოს, მას მერე რაც ბულვარში ინტერნაციონალური (თუმცა მთლიანად გერმანულენოვანი) night jogging-ის და შემდეგ ინტერნაციონალურივე ჩაი-ლუდის სმის შემდეგ სახლში მოვედი, მას შემდეგ, რაც დადგა ჟამი მოდუნებისა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა, (სინანულით) გამახსენდა, რომ წიგნი დავამთავრე... და გამახსენდა, რომ არსებობს ფილმი "lost in translation". უფრო სწორად, ამ უკანასკნელის არსებობა კი არ გამახსენდა უბრალოდ, არამედ უცებ ძალიან მომინდა, მენახა. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ხდება მოქმედება და მოქმედი პირებიც სულ სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, მაინც რაღაც ძალიან ახლობელი და ნაცნობია ამ ყველაფერში. რაღაც დიდი მსგავსება. თითქოს ერთი და იგივე ხდება ჩვენ თავს და ერთ

შუალედური ჩანაწერი

როცა არსად გეჩქარება, მაგრამ მაინც ადრე გეღვიძება/გაღვიძებენ. მერე აღარ გეძინება, შედიხარ აბაზანაში,  ცხელი შხაპი, ცხელი, ახალგამშრალი თმა და მერე ისევ ჯერ კიდევ  ოდნავ თბილი ლოგინი. ხანდახან რა ცოტა გინდა ადამიანს ბედნიერებისთვის. ხო,  ბანალურია, მაგრამ მართლა დეტალებშია ხშირად ბედნიერება. გაჩერდე უნდა უბრალოდ და შეირგო. პ.ს. ახლა წავალ, სადმე კარგ ადგილას ვისაუზმებ, გემრიელ ყავას დავლევ. დანარჩენი - მერე, შემდეგ ჩანაწერში

მარტოობის 28 დღე. მესამე კვირის დასასრული

Image
წიგნის დასრულების ფობია. არსებობს ასეთი? იარსებებს ალბათ. ლიბროფინიშფობია ერქმევა, ან რამე მსგავსი 😊 ბოლო დროს ძირითადად ელექტრონულ წიგნებს ვკითხულობ. კი, მიყვარს წიგნის სუნიც, წიგნის ხელში შეგრძნებაც, მაგრამ ძალიან მივეჩვიე ქინდლს.  იმას, რასაც ახლა ვკითხულობ, რეალურად დიდი ხანი მოვუნდი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ რაღაც მომენტში შევწყვიტე უბრალოდ კითხვა. თავიდან - კარგად წავიდა. მერე არ ვიცი, დრო აღარ მქონდა თუ უბრალოდ ცოტა ხნით ინტერესი დამეკარგა, ან იმ პერიოდში კითხვა არ მინდოდა, მოკლედ, რაღაც პერიოდი, აღარ ვკითხულობდი. და ახლა ისევ დავიწყე. დავიწყე და ვეღარ ვწყდები. და უცებ, როცა გავიაზრე, რომ სავარაუდოდ მალე დავამთავრებ, შიშმა შემიპყრო. შიშითვე გავაპარე თვალი მარჯვენა კუთხეში, სადაც პროცენტებით არის აღნიშნული, რამდენი დარჩა წიგნის ასრულებამდე და ცივი წყალი გადამესხა...  93% წამიკითხავს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს საყვარელი მეგობარია ჩამოსული და რაღა დარჩა მის წასვლამდე. ცოტაც და დამტოვებს. სერიოზულად შემეშინდა იმ სიცარიელის, რომელსაც წიგნის დამთავრების შემდეგ ველოდები. ეს