Posts

Showing posts from April, 2009

ჩემი თავგადასავალი ანუ სუპერ მარიოს აღსარება

ნელ-ნელა თითქმის ვრწმუნდები იმაში, რომ რაღაც ვირტუალური თამაშის გმირი ვარ. მარიო, ან სუპერ მარიო (არ დამიწყოთ ახლა, რა დროს მარიოაო. ჩემ ბავშვობაში მარიო იყო და არ მაინტერესებს ახლა რა არის და ვინ). და რაღაც დაბრკოლებების გადალახვა მიწევს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, სხვა ოთახში გადასასვლელად და საბოლოოდ მიზნის მისაღწევად. საქმე იმაშია, რომ დიდი ხანია იგეგმება და სურვილის დონეზეა ჩემი წასვლა გერმანიაში მეგობართან, სტუმრად; და სასურველი იყო ეს წასვლა დამთხვეოდა ხელის მოწერას და ქორწილს (არაქართული გაგებით). მე - მეჯვარე (ჯერ-ჯერობით სამოქალაქო). სხვადასსხვა მიზეზების და გამო იდებოდა და იდებოდა და მოკლედ, საბოლოოდ ჩამოვყალიბდით თითქოს, ავიღე კიდევ ერთი პასპორტი, ახალი და ჩავეწერე საელჩოში საბუთების შესატანად. ჩამწერეს დაახლოებით 1,5 თვის მერე.... შესაბამისად კიდევ გადაიდო წასვლა. მოკლედ, 29 იანვარს შევიტანე განაცხადი ვიზაზე და ყველა საჭირო საბუთი. პრინციპში, მიუხედავად აგვისტოს მოვლენების მერე სავიზო რეჟიმის გართულებისა (თუმცა ამბობდნენ, რომ უნდა გამარტივებულიყო), მაინც მშვიდად ვიყავი, რ

.......... პაციფისტი ხარ?! ანარქისტი ხარ?! - გაგივლის!...

გუშინ ღამე, ჩაძინებამდე მიტრიალებდა თავში უამრავი რაღაც, დაწერა მინდოდა, მაგრამ ადგომა დამეზარა, თან ვიცოდი, ინტერნეტი არ იყო და ხვალ დავწერ მეთქი.... ხვალ - ანუ დღეს ვერ მოვედი კომპამდე, ხან სად ვიყავი და ხან სად, ახლახანს შემოვედი. აქციაზეეეე? არაააა, რა თქმა უნდა არა! არა და არა! იცით რა მაგიჟებს? ააა, ესენი არ გინდა? აბა ისინი გინდა?! არ მინდა ბატონო არც ერთი, არ მომწონს, არ მეხატება გულზე და არავისი ამ მჯერა! არც ერთი კაცი/ქალი არ მოიძებნება დღეს იმ შრეებში, რომელსაც შეიძლება დაუჯერო და ენდო - ეს ჩემი აზრია. და კიდევ ის, რომ მარაზმის პიკს ვიპყრობთ, რომ ყელშია უკვე ეს ყველაფერი. რომ დეჟა ვუ მაქვს, რომ ერთი და იგივე ფონს ვუყურებთ ამდენი წელია. უკან - მთავრობის სასახლე/პარლამენტი, წინ - აღტყინებული ხალხი და ერთადერთი რაც იცვლება - სახელია. rename კეთდება. ეს ყველაფერი ალბათ უკვე დავწერე, მექნება სადმე მსგავსი პოსტი, უბრალოდ ახლა ძებნა მეზარება. რა თქმა უნდა მექნება, აბა პირველად ხომ არ ხდება ასეთი რაღაც? მას შემდეგ, რაც ბლოგი გავხსენი, მრავალმა (აქციის დასაშლელად გამოყენებულმა) წყალმ