.......... პაციფისტი ხარ?! ანარქისტი ხარ?! - გაგივლის!...

გუშინ ღამე, ჩაძინებამდე მიტრიალებდა თავში უამრავი რაღაც, დაწერა მინდოდა, მაგრამ ადგომა დამეზარა, თან ვიცოდი, ინტერნეტი არ იყო და ხვალ დავწერ მეთქი.... ხვალ - ანუ დღეს ვერ მოვედი კომპამდე, ხან სად ვიყავი და ხან სად, ახლახანს შემოვედი.

აქციაზეეეე? არაააა, რა თქმა უნდა არა! არა და არა!

იცით რა მაგიჟებს? ააა, ესენი არ გინდა? აბა ისინი გინდა?! არ მინდა ბატონო არც ერთი, არ მომწონს, არ მეხატება გულზე და არავისი ამ მჯერა! არც ერთი კაცი/ქალი არ მოიძებნება დღეს იმ შრეებში, რომელსაც შეიძლება დაუჯერო და ენდო - ეს ჩემი აზრია.

და კიდევ ის, რომ მარაზმის პიკს ვიპყრობთ, რომ ყელშია უკვე ეს ყველაფერი. რომ დეჟა ვუ მაქვს, რომ ერთი და იგივე ფონს ვუყურებთ ამდენი წელია. უკან - მთავრობის სასახლე/პარლამენტი, წინ - აღტყინებული ხალხი და ერთადერთი რაც იცვლება - სახელია. rename კეთდება. ეს ყველაფერი ალბათ უკვე დავწერე, მექნება სადმე მსგავსი პოსტი, უბრალოდ ახლა ძებნა მეზარება. რა თქმა უნდა მექნება, აბა პირველად ხომ არ ხდება ასეთი რაღაც? მას შემდეგ, რაც ბლოგი გავხსენი, მრავალმა (აქციის დასაშლელად გამოყენებულმა) წყალმა ჩაიარა. ასე რომ....

ამისტი ხარ? არაა?! აბა იმისტი ხარ?! არავისტი არ ვარ! პაციფისტი ვარ! აღარ მინდა ამ ისტერიის ყურება. არ მინდა, საინფორმაციო გადაცემების ყურება დაძაბულად. არ მინდა მეგობრებთან ერთად საღამოს პოლიტიკას განვიხილავდეთ აღშფოთებულები. ბევრი სხვა ინტერესი მაქვს, ძალიან ბევრი და მინდა დამაცადონ, მშვიდობა მინდა....

ჩინელებს აქვთ ასეთი წყევლა: "საინტერესო დროში გეცხოვროსო". არ მინდა ეს საინტერესო დრო! ყოველ შემთხვევაში ასეთი საინტერესოც არა, რაა.... ნეტა მაომ ხომ არ დაგვწყევლა თავის დროზე?!...

გუშინ გამოვაცხადე, არ შეიძლება საპროტესტო აქციის საპროტესტო აქცია გავმართოთ მეთქი?! 2 მეგობარი იქვე ამყვა (სახეზე ისინი იყვნენ იმ წუთას) - ხო, მარტო ჩვენ სამმაო. მერე ამაზე აეწყო, აეწყო (საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით ვინარჩუნებთ სიცილის უნარს და იუმორს) და... მოკლედ, იდეა წამოვჭერი არასაპროტესტო ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა. ხომ არის არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ შევქმნით არა NGO-ს, არამედ NPO-ს!

დღეს მიუხედეავად ამ ყველაფრისა, გარკვეული მოვლენებით ძალიან დადებითად დატვირთული დღე და საღამო იყო, გვიანობამდე...

ეხლა მოვედი და მაია ასათიანმა გადამრია.... ღიმილიანი სახით იწვევს სტუდიაში 10 წლის წინ 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, და ასეთივე სახით ისეთ კითხვებს უსვამს, რომ ჩემს ოლიმპიურ სიმშვიდესაც კი ბოლოს უღებს და მდგომარეობიდან გამოვყავარ...

მერე კიდე მეშლება ნერვები იმაზე, რომ ეს ყველაფერი დღეს დაიწყეს. რომ 20 წლის წინ სულ სხვა იდეა და სულ სხვა რაღაც ამოძრავებდა იმ ხალხს, და უბრალოდ სირცხვილია, თავხედობაა ამ ყველაფრის იმ დღესთან გაიგივება და ასე "სიმბოლურად" გამოყენება. 5 წუთით რომ შეხედოთ ტრანსლაციას, მიხვდებით, რომ ისედაც სამარცხვინოა...
როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ ქვეყანაში აზრის გამოხატვა ამ ფორმით?! ეს ენერგია ყველამ საქმეს რომ დაახარჯოს, მგონი აქამდე გვეშველებოდა. არა, ვერავის ვერ ვაბრალებ. ანუ ცალკეულ ადამიანებს, ვერც იმ მხარეს და ვერც ამ მხარეს.
ეს ჩვენი ბრალია, ისევ ამას ვიძახი, მასის, ხალხის, რომელიც კიდევ დიდხანს, დიდხანს ვერ დაიწყებს სხვანაირად, ცივილიზებულად აზროვნებას და კიდევ დიდხანს დავინახავთ ამ კადრებს. ვინც არ უნდა მოვიდეს. ახალი მოვა? რა პრობლემაა. მაქსიმუმ 2 წელიწადში იმისი სახელი იქნება სიტყვა "წადი"-ს და "გადადექი"-ს წინ, ან შემდეგ. და ა.შ.
ეეხ, "ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!.."

დღეს პირველად, 20 წლის მანძილზე პირველად გავაცნობიერე ცხადად, რას გადავრჩით მაშინ... პირველად გავაცნობიერე, რა ბედნიერებაა, რომ სულ რაღაც 1 საათით ადრე წამოვიდნენ ჩემი მშობლები იმ საშინელ ღამეს მიტინგიდან... დღეს პირველად ბოლო 20 წლის მანძილზე გაიხსენა დედაჩემმა ის დეტალები, რაზეც არასოდეს არ ულაპარაკია ჩემთან, რაც არასოდეს მოუყოლია. დღეს პირველად დავინახე უფრო ცხადად რაღაცეები, რაც აქამდე გუმანით ვიცოდი.... მამაჩემი ჩუმად იყო, არ განავრცო თემა, უბრალოდ ეთანხმებოდა.
პატარა ვიყავი, მაგრამ არც ისე, რომ არ მახსოვდეს. და რაღაცეები ძალიან მძიმედ ამოტივტივდა მეხსიერებაში. პოსტ დეტალები, მოვლენები.... დღეს ძალიან დამძიმებული ვარ და ამავე დროს ძალიან მადლობელი...

Comments

NPO-ს იდეა მომეწონა და პრინციპში ვემხრობი, მაგრამ ასეთი აქცია რომ გაიმართოს საქართველოში, აუცილებლად მოგაკრავენ მიშიზმის, შიშიზმის ან სულაც ფაშიზმის (ნუ, რა ვიცი, ერითმება და ალბათ იმიტომ) იარლიყს. ”გარაჟშია” ასეთი ფრაზა: იარლიყების მიკვრას არავის დავანებებთო, ხოდა, ეგრეა, კომუნისტებისგან ეს კარგად ვისწავლეთ, ვერაფერს იტყვი!

მომბეზრდა, ძალიან მომბეზრდა საკუთარ ეზოში (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) აქციების მოთმენა, მაგრამ კიდევ ოცი წელიწადი დაგვჭირდება ალბათ იმისთვის, რომ მსგავსი რამეები აღარ ვნახოთ. ბოლოს და ბოლოს, რითი ვართ მოსეზე მაგრები, იმან ორმოცი წელიწადი იარა, თანაც უდაბნოში! :D

20+20=?
© said…
მეც მაგას ვამბობ, რომ აუცილებლად ვიღაცის იარლიყი უნდა მოგაკრან, ვიღაცისტი უნდა გერქვას, ისე არ შეუძლიათ. გარაჟის ფრაზაზე ვიხალისე, მახსოვს :) და თან გვეტყვიან (იქიდანვე) "mi vam nichivo ne dadim pakazat', mi vam sami vso pakajem!" (დამეზარა რუსულად აკრეფა და თან თუ ზუსტი ციტატა ვერ მოვიყვანე, მაპატიეთ). ხოდა გვაჩვენებენ რამდენი წელია უკვე.

20 წელი? ცოტაა, ცოტა... ათწლეულები დასჭირდება (და არა მხოლოდ 2 და არც 4 ათწლეული.... სამწუხაროდ)
Tiko said…
ყველაფერში გეთანხმები ელის, უკვე ამოვიდა ყელში ყველაფერი ...
© said…
ეხ, თიკო, რა იქნება ყველა ასე რომ ფიქრობდეს...
cartwheel said…
me ara, orive ara, mxolod erT mxares ver vitan.


veerrrrr vitan!
Kalo said…
გული მერევა პოლიტიკaზე და პოლიტიკოსებზე.
და მაია ასათიანზეც :-):-)
Keti said…
იგივე პოზიცია მაქვს!

და ამ პროტესტში მაია ასათიანის ხმის ჩართვა! :) აი, მას ვეტყოდი – გადადგეს :)
Nikoloz said…
მე ვწევრიანდები მაგ პარტიაში საპროტესტო აციების წინააღმდეგ გავილაშქროთ :|
© said…
ძალიან კარგი

მობრძანდით, საწევრო არ არის თან გადასახდელი...
Anonymous said…
me davigale saprotesto aqciebit, mati mosmenit da yurebiT :( amitom ver giertdebi, gverdze vidgebi mshishara kurdgelivit da giyurebt :(
elis ici, 20 clis cin vicyebdi cxovrebas da ertma kacma tqva am qveyanas minimum 20 celi araferi eshvelebao :( guli gamiskda mashin, ufmetqi, 20 clis shemdeg an momindeba rame an aratqo :( eh gavida es oxeri oci celi da ra, igive. shemdegi 20 celic ese chqara da uazrod gava, amashi ukve davrcmundi :(
© said…
და თან რა ჩქარა გადის, ვერაფერს ასწრებ... :(

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..