Posts

Showing posts from April, 2024

სანამ წვიმა გადაიღებს

Image
 შემოვედი და დრაფტი დამხვდა. გავხსენი - ცარიელი ფურცელი. თითქოს რაღაცის დაწერა გინდა და ფიქრობ, სად დაწერო და უცებ დაინახავ, ცარიელი ფურცელი დევს და ბარემ აიღებ და გამოიყენებ.  დღეს წვიმს დილიდან. და გრილა. არ ცივა, გრილა, ოღონდ სასიამოვნოდ. სუფთა გაზაფხულის ამინდია. სინაცრისფრეც ისეთია, გამჭვირვალე, არა მძიმე. მე, მზის ენერგიაზე რომ ვიტენები, მეც კი მესიამოვნა. მაღვიძარა არ მქონდა დაყენებული. ჩემით გამეღვიძა, ვისაუზმე, მერე ცოტა ხანი აივანზე ვსვი ყავა, პლედით და ჩემი საყვარელი ჟაკეტით (დედაჩემის მოქსოვილია, ასეთი შედევრი არაფერი მოუქსოვია, ვფიქრობ). ჩიტების ჭიკჭიკში და წვიმის ხმაში. ნელა წვიმს რაღაცნაირად. და სიმშვიდეა. ისეთი ამინდია, ახლა სადმე ლეპტოპაკიდებული კაფეში უნდა მივდიოდე, იქ ვწერდე ამ პოსტს, თან ყავას ვსვამდე და რამე გემრილობას ვჭამდე. მერე რომელიმე მეგობარი, ან მეგობრები შემომიერთდებოდა. არსად რომ გეჩქარება. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ასეთი დილები. ცოტაც, ცისია, ცოტაც... ცოტაც კიდევ მოითმინე ლამ... ცისიაა... და ნანატრი მთა-გორებიც იქნება :)) ეს წამღერებით, თუ არ არის ს