სანამ წვიმა გადაიღებს

 შემოვედი და დრაფტი დამხვდა. გავხსენი - ცარიელი ფურცელი. თითქოს რაღაცის დაწერა გინდა და ფიქრობ, სად დაწერო და უცებ დაინახავ, ცარიელი ფურცელი დევს და ბარემ აიღებ და გამოიყენებ. 

დღეს წვიმს დილიდან. და გრილა. არ ცივა, გრილა, ოღონდ სასიამოვნოდ. სუფთა გაზაფხულის ამინდია. სინაცრისფრეც ისეთია, გამჭვირვალე, არა მძიმე. მე, მზის ენერგიაზე რომ ვიტენები, მეც კი მესიამოვნა. მაღვიძარა არ მქონდა დაყენებული. ჩემით გამეღვიძა, ვისაუზმე, მერე ცოტა ხანი აივანზე ვსვი ყავა, პლედით და ჩემი საყვარელი ჟაკეტით (დედაჩემის მოქსოვილია, ასეთი შედევრი არაფერი მოუქსოვია, ვფიქრობ). ჩიტების ჭიკჭიკში და წვიმის ხმაში. ნელა წვიმს რაღაცნაირად. და სიმშვიდეა. ისეთი ამინდია, ახლა სადმე ლეპტოპაკიდებული კაფეში უნდა მივდიოდე, იქ ვწერდე ამ პოსტს, თან ყავას ვსვამდე და რამე გემრილობას ვჭამდე. მერე რომელიმე მეგობარი, ან მეგობრები შემომიერთდებოდა. არსად რომ გეჩქარება. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ასეთი დილები. ცოტაც, ცისია, ცოტაც... ცოტაც კიდევ მოითმინე ლამ... ცისიაა... და ნანატრი მთა-გორებიც იქნება :)) ეს წამღერებით, თუ არ არის სიმღერა და მე მოვიგონე? მარტო ლექსია?

პირველის ნახევარი გახდა ამასობაში. მორჩა, ახლა უნდა დავხურო ბლოგი და გავხსნა სხვა ფოლდერი. ანუ მეცადინეობას შევუდგე. ამაზე მეტის დაწერა აქ არ მინდა :) დავტოვებ კარს ღიას, შემოვიდეს სველი ჭიკჭიკის ხმა, უფრო გამიადვილებს მუშაობას. იმედია :))

შუადღე მშვიდობის.


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..