უცნობი (ნახევრადdraftი პოსტი)

ხოდა....

მოგსვლიათ ასეთი რაღაც?!

10 წლის წინ? ალბათ. დაახლოებით. მინიმუმ 8! ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ მეგობრის დაბადების დღეზე რესტორანში ერთ მაგიდაზე შეკრებილი გოგოები. ე.წ. "ძევიშნიკი". ქმრები, შეყვარებულები და მამრობითი სქესის სხვა წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ საიდუმლო შეკრებას. გვერდზე მაგიდებზე სხვები ისხდნენ. ისინი - თავისთვის. და უცებ.... დენი რომ დაგივლის სხეულში, მოულოდნელობისგან, აღფრთოვანებისგან, შოკისგან, არ ვიცი კიდე რისგან. დაინახა და მერე მთელი საღამო იმას უყურებდა. აღარც საერთო საუბრებში ჩარეულა, აღარც ჭამა-სმა ადარდებდა. მონუსხულივით მისჩერებოდა მთელი საღამო. უქართულესი და უსიმპატიურესი!
მაშინ ამდენი გამბედაობა არ ჰქონდა, არც ზოგადად ურთიერთობის გამოცდილება... ვერ გაბედავდა მისვლას. უბრალოდ უყურა მთელი საღამო. მერე წამოვიდა.

მერე?
მერე გამოხდა ხანი

და სავარაუდოდ ჯანმრთელობის ელემენტარული პრობლემის (მოდი, დავაკონკრეტოთ, რომ ავადმყოფიო არ იფიქრონ), კერძოდ კი ჰაიმორიტის გამწვავების გამო ვაკის "ლეჩ.-კომბინატში" უწევდა სიარული. და იქ შენობაში უცებ იგივე შოკი განმეორდა. მინიმუმ 2 წელი იყო იმ დღის მერე გასული და რა თქმა უნდა აღარ ახსოვდა (მისთვის ლამაზი) უცნობი. უცნობი კი არა, არავინ და არაფერი ახსოვდა პერიოდულად, სხვა მოვლენებს შეევსო ამასობაში ცხოვრების და ემოციურ სფეროთა დიდი ნაწილი. საჭირო თუ არასაჭირო. მართლა გაქვავდა ადგილზე. რა თქმა უნდა არც ამჯერად გადაუდგამს რამე ნაბიჯი. საერთოდ, ნაბიჯებს მარტო შემხვედრს დგამდა, ძალიან დიდხანს. ინიციატივის აღებისა და აქტივობისგან ძალიან შორს იდგა.

და ისევ გამოხდა ხანი.
და ისევ შემთხვევით, ისევ ქუჩაში, ან შენობაში და ისევ იმ ტერიტორიაზე. ისევ წლების მერე. და ისევ არაფერი. რამდენიმე წელიწადში 3 შემთხვებითი შეხვედრა. რამხელაა ალბათობა იმის, რომ თბილისში შემთხვევით წლების წინ დანახული (ნანახი კი არა, დანახული, თვალმოკრული) ადამიანი, რომელზეც უცებ შეიშალე, მაგრამ დაგავიწყდა, ნახო ასევე შემთხვევით და იცნო. თან არაერთხელ...

.............. ............... ............... ............ .......... ....... ......
და ისევ გამოხდა ხანი. უცნობი წარსულს ჩაბარდა. და არა მარტო უცნობი. ახალი სახეები, სახელები, მოვლენები - ყველაფერი ერთად დაეფინა წარსულს. სახელი - უცნობი დარჩა. უბრალოდ სადღაც მეხსიერების უღრმეს კუნჭულში, სხვა ბევრ არასაჭირო ინფორმაციასთან და სურათთან ერთად იყო ესეც. საერთოდ რამდენ არასაჭირო ინფოს იტევს ჩვენი ტვინი და სულ რომ არ იცი, რომ იცი ეს, ამოტივტივდება, დაფიქრების გარეშე. სიტყვები, ციტატები, ფრაზები, სურათები, კადრები, სუნები, შეგრძნებები. ცოტა გადავუხვიე.

ყვითელი პრესის მოყვარული არასოდეს ყოფილა. თავისი ინიციატივით არასოდეს უყიდია. მარტო მაშინ, შეიძლება, როცა დიდი ხნის გზა ჰქონდა მატარებლით გასავლელი და უსისულელესი და ტვინის განძრევის საჭიროების არანაირი მოთხოვნის დონის ინფორმაციის მიღების სურვილი როცა გასჩენია. სახლშიც ასეთივე შემთხვევითობით თუ ხვდებოდა მსგავსი ჟურნალები 1000-ში ერთხელ.
ტელევიზორის წინ მოცალეობის ჟამს უსაქმოდ მჯდომმა, დასვენების რეჟიმში მყოფმა ტვ-პროგრამის გაზეთისკენ გაიწოდა ხელი. უფრო პრიალა ყდა მოხვდა ხელში, ვიდრე გაზეთია და მექანიკურად აიღო. მექანიკურად ათვალიერა და.... რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე მოვლენის გამო ჩაგიტარონ შოკური თერაპია? სტატია არ იყო, მაგრამ იყო რაღაც პატარა საინფორმაციო მონაკვეთივით. ფოტოთი... შეუძლებელი იყო, შემცდარიყო....
ახლა უკვე ვინაობდა და სახელიც იცოდა.... მაგრამ მაშინ არ იყო ჯადოსნური ქსელი, რომელშიც ბუზებივით ვყავართ დაჭერილი მარკს და ენერგიას გვწოვს. ოღონდ ამაზე სრულიად ზომბირებულები ნებაყოფლობით მივდივართ. მოკლედ, fb არ იყო. სხვა სისტემებს დიდად არ ცნობდა და არ ინტერესდებოდა. ასე რომ სახელი სახელად დარჩა და უცნობი - მაინც უცნობად.

.......................... ............ .......... ..................... .............. .
наши дни

საღამოობით ამ დროს სახლში ვერც ისე ხშირად დაიჭერ. თუ ძალიან დაღლილი არ არის და დილით ძალიან ადრე ასადგომი, ძირითადად გასულია მეგობრებთან ერთად. ამჯერად გამონაკლისი იყო. სახლში და ოჯახთან ყოფნის სურვილმა სძლია სხვა შემოთავაზებებს. გამონაკლისი იყო ისიც, რომ ტელევიზორი არავის გადაურთავს ამ გადაცემის დაწყებისას... როგორც ჩანს, რეკლამამ თუ თემატიკამ, დასაწყისმა თუ მოწვეულმა ადამიანებმა შეაჩერა ოჯახის წევრების ყურადღება ეკრანზე. თვითონ ცალ თვალს და ყურს ადევნებდა სამზარეულოდან, მერე კი გავიდა და დაჯდა. მექანიკურად. არა, ეს ტიპი არასოდეს ეგონა ნორმალური. უბრალოდ ამჯერად კიდევ უფრო შეეპარა ეჭვი და კიდევ უფრო ეუცნაურა ეს ყველაფერი. მაგრამ ინტერესი არასოდეს ჰქონია ამის მიმართ. მერე შერჩა. მერე რეკლამა. ისევ ტვ-ს წინ იჯდა. სარეკლამო ჭრდა დამთავრდა და...




ახლა მე გავდივარ რეკლამაზე. გაგრძელება იქნება. არ გადახვიდეთ Next blog-ზე :)

პ.ს. პოსტი რეალურ ფაქტებზეა დამყარებული. სახელებს (ნუ, პირველ პირში უნდა ვყვებოდე, ამას მიხვდებოდით), არხს, გადაცემას, პროფესიებს და ა.შ. შეგნებულად არ ვასახელებ :)

პ.პ.ს.გაგრძელება (ნაწილი II) იხ. აქ

Comments

kalo said…
ვერაფერი ვერ გავიგე :–))))))))) იმედია სარეკლამო ჭრის მერე მაინც მივხვდები რაშია საქმე :–))))))))
Anonymous said…
აუუუ!!!
მაგარია ეგ განცდა...
მიყვრს ეს ბლოგი, გემრიერლი მოყოლა იცი მისმა პატრონმა :)
ახლა , იმედია, რეკლამა ტელევიზიაში რომაა ეგეთი ხანგრძლივი არ იქნება ;)
ცნობისმოყვარეობა მკლავს...
ველოდები hapy end-ს ;)
© said…
კალო, რა უცნაურია, ეგ დეტალები ნუთუ არ იცოდი?! :) :) რამ დაგაბნია? :)

ანონიმუსო, მადლობა, ვინც არ უნდა იყო :) :) ცოტა გამიგრძელდა პაუზა, მაგრამ მალე განვაგრძობ :) რაც შეეხება hapy end-ს.... :) მოდი ეს გაგრძელებისთვის და დასასრულისთვის შემოვინახოთ ;) :)
Anonymous said…
ველოდებიიიიი
გაგრძელებააას
და დასასრულსსს
:)
© said…
ანუ გაგრძელების გაგრძელებას, ხო? :)(რადგან ერთი გაგრძელება უკვე დავდე. ახლე მეორეს ვამთავრებ ;) ). 3-4 ნაწილიანი გამოვა :)))
Anonymous said…
ხო, რაც მეტი მიტ უკეთესი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ყვები:)
თუმცა, ფინალი მაინტერესებს ისე ვკვდები ;)
© said…
რამხელა პოსტი დავწერე, დამთავრებამდე 2 წინადადბა მქონდა დარჩენილი და.... წამეშალა. და შეინახა წაშლილი ვერსია...

ნერვებიც კი ვერ მეშლება. რა ვქნა? :(
Anonymous said…
აბა ის რა იყო, რაც წავიკითხე ? :)
© said…
სანამ ვინმე შემოვიდოდა დავჯექი და ახლიდან დავწერე უფრო სწრაფად და ერთი ამოსუნთქვით :) დრაფტის დატოვების გარეშე :)
Kate said…
"რა თქმა უნდა არც ამჯერად გადაუდგამს რამე ნაბიჯი. საერთოდ, ნაბიჯებს მარტო შემხვედრს დგამდა, ძალიან დიდხანს. ინიციატივის აღებისა და აქტივობისგან ძალიან შორს იდგა. "

ჩემნაირო!!!
© said…
:)))

ნაბიჯები გაგრძელებაშია, შემდგომ პოსტებში ;) :)
Kate said…
ხოდა ვკითხულობ. :))
babisa said…
aba velodebit gagrzelebas :)) tvshi dainaxa albat?
Anonymous said…
ვკითხულობ...
ველოდები...
მომწონს...
:)
© said…
მიხარია, მიხარია :)
მალე იქნება გაგრძელებაც (IV) ნაწილი :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..