წერილი #10
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება . ხო, რამდენიმე დღეა არ მომიწერია. ერთი იმიტომ, რომ წერა. ჩემთვის სიამოვნებაა და არ მინდა, სიამოვნება ვალდებულებად იქცეს. მეორე ალბათ იმიტომ, რომ განწყობა არ მქონდა. რატომ არ მქონდა, ზუსტად არ ვიცი, შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ რამდენიმე მიზეზი, რომლებზე შეჩერებასაც აქ არ ვაპირებ. თუ გეგონა, უბრალოდ არაფერი მქონდა სათქმელი ან მოსაყოლი, ცდები. ყოველთვის არის რამე მოსაყოლი ან გასაზიარებელი. უბრალოდ, მთლად დღიურის სახეც არ მინდა ჰქონდეს და ყველაფერს ვყვებოდე, რაც ხდება. მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს ალბათ დილის, უფრო სწორად უკვე დღის წერილი გამოვა. ამ ამ წუთას მივხვდი, რა მინდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. აი ასე ჯდომა კვირაში რამდენჯერმე, სრულიად მშვიდი ს...