უცნობი. (ნახევრადdraftი პოსტის) ნაწილი III

(დასაწყისი იხ. აქ, ნაწილი II - აქ)


დამიდასტურა და დადუმდა. არც შეკითხვა, არც არაფერი. როგორც ჩანს, ჩვეულებაში ჰქონდა გამჯდარი უცხო ხალხის მიერ შეთავაზებული მეგობრობის მიღება. как должное, ასე იღებდა და მერე დუმდა. ან იქნებ, "უცხო ქალად რომ შემიცნო შერცხვა და თავი დახარა?" არა, არ მგონია. არც ისე რთულად გამოდიოდა თითქოს კონტაქტზე, როგორც შემდგომში მივხვდი. თუმცა, იქნებ პირიქითაც იყო...
მოკლედ, მივყვეთ მოვლენებს.

კიდევ ერთი ვირტუალური მეგობარი დაემატა სიას. უბრალოდ სიას. არ ვიცოდი, რა მიმეწერა, რა მეთქვა, რა მექნა. ოდნავი აქტივობა მაინც რომ გამოეჩინა თავის გვერდზე, ერთი ლინკი მაინც რომ დაედო, მერე კი, მე ვიცი რასაც ვიზამდი, მაგრამ ასე? რა მექნა? ინბოქსში მიმეწერა ყველაფერი? დიდი ხანია მომწონხარ, ახლახანს გავიგე შენი ვინაობა და შეიძლება გაგიცნომეთქი? რა მარაზმი იქნებოდა! ამიტომაც დავდუმდი მეც და მივყევი დინებას.

დინება კი მდორე იყო. არსად მივყავდი.
ნელ-ნელა გაუფერულდა თემა. ამოიწურა. ვიცინეთ, ვიხუმრეთ, ვიხალისეთ და დავივიწყე/თ.

და ისევ გამოხდა ხანი.

ფარდა იხურება. ისევ იხსნება და სცენაზე ახალი მოქმედი პირები გამოდიან. მთავარი მოქმედი პირი კი ჩემი მოსწავლეა. ჰასაკი - 17. სქესი - მამრ. პირობითი სახელი - S.
არც პროფესიით ვარ მასწავლებელი და არც მოწოდებით. მაგრამ მოზრდილებთან ურთიერთობა და სწავლება საკმაოდ საინტერესო და სახალისოა. საბედნიეროდ ჩემი მოსწავლეების 90%-ს ამ ასაკის "ბავშვები" შეადგენდნენ წელს (ბოლო ერთი წელი აქტიურად გადმოვერთე ამ საქმიანობაზე). რაც მიადვილებდა საქმესაც და შედეგის მიღწევას. რა თქმა უნდა, ბავშვებად არ თვლიან თავს და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დიდები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით მათ ასაკში. მემეგობრებიან, ვემეგობრები და ერთად მივდივართ გერმანული ენის მწვერვალის დასაპყრობად!

დეკორაციები:
ჩემი ოთახი. გვიანი საღამო. კომპ. მე მასალებს ვამზადებ მეორე დღისთვის. მახსენდება, რომ რაღაც მაქვს გადასაგზავნი S-სთან. ვრთავ სკაიპს და ვეხმიანები. ცოტა ხანში საუბარი გერმანულს სცილდება. აუზი, ფილმები, სკოლა, სხვა საგნები და ა.შ. და აი, აქ იწყება მთავარი. დიალოგის ამ ნაწილს ვამჯობინებ პირდაპირ გაეცნოთ, ამიტომ "ალაგ-ალაგ ვაკოპირებ საინტერესო ადგილებს":

S: ra magar proeqts vaketeb ici? :D
S: :D
S: e.i
S: .......ebze :D (აქ და შემდგომში წერტილებით ის თემა და სახელებია მოცემული, რომელთაც ღიად არ ვასახელებ - ავტორის შენიშვნა)
c: RAAAA? (ეს იყო კიდევ ერთი შოკი ამ ისტორიაში)
S: didi sarkazmit da iumorit :D
S: proeqts vaketeb :D
S: ragac clubi
S: rotary
S: ackobs shejibrebas
S: gushin vikavi prezentaciaze ... skolashi
S: xoda me da kide 2 vaketebt proeqts
S: ra shejibreba?
S: dzaan magari prikolia :D
S: ra da 10 skolidan
S: vaketebt
S: sxvadasxva proeqtebs
S: prezentaciebs
S: xoda chven vaketebt mecnierebaze
S: .......elebi :D
c: :D
c: ui
S.: da dzaan didi iumorit
c: da masala gaqvs? :D
S: exla vagrovebt :D
c: gvkavs saqartveloshi ......logebi
c: da daekontaqte :D
c: mogacvdian zgva masalas :D
S: :D
S: ....s dzmis nomeri ar gaq? :D :D
c: saxeli gvari da fb
c: :D
S: :D
c: .... ....... (და ჩემი უცნობის სახელი და გვარი მივწერე)
c: :D
c: aha, meti ra gitxra :D

პაუზა

S.: ui ..... gkavs friendebshi :P
S: vame cisi :D
c: :D
c: :D

პაუზა

S: au prosta imdeni idea gvaq
S: :D
S: magari prezentacia gamova

პაუზა

S: au ..... .......s vwer exla werils :D :D
S: rame informacia mome tqo :D :D
c: martlaaaaaaaaaaa????? :D
S: vcdi mainc :D: D
c: fb-ze cer? :D
S: xo :D :D
S: vetyvi cisia chemi maswia aba ..... araferi shegeshalos metqi :D :D
c: :D :D :D :D
c: me nu maxseneb tkuilad :D
S: :D :D
S: da rato gkavs friendebshi? :D
c: ise :D .....s (აქ გადაცემის სახელია) mere davamate, ar vicnob :D
S: :D :D :D
S: nwu nwu nwu nwu :D
c: uari ar utqvms sxvata shoris, damamata usitkvod :
c: :D
S: :D :D

არ არის საჭირო დეტალურად ყველაფერი წაიკითხოთ. რა თქმა უნდა, ბევრი სისულელე ითქვა და ვიხუმრეთ, ვიცინეთ ბევრი ამ საკითხზე. S-მ ჯერ ვერსიები წამოაყენა, რატომ დამიმეგობრა N-მა, რაზეც, რა თქმა უნდა ისევ ვიცინეთ და მერე მართლა მისწერა წერილი, რადგან მასალა მართლა სჭირდებოდა და პრინციპში, მის გარდა ვერავინ დაეხმარებოდა.
ალბათ მიხვდით, ჩემი მოსწავლე თავის ორ მეგობართან ერთად აკეთებდა პრეზენტაციას თემაზე, რომლის ექსპერტიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემი უცნობი იყო (/არის. თუმცა თემა არააქტუალურია დღესდღეობით და მისი საქმიანობის სფეროც შესაბამისად ეს არ არის).
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი რეაქცია? აი როგორ, საიდან?! რამდენი დამთხვევა იყო შემთხვევითი. რამდენი პროცენტი იყო შანსი ამ ყველაფრის ასე დამთხვევისა: ჩემი მოსწავლე მონაწილეობას იღებს კონკურსში. თემები სხვადასხვაა. არჩევანი მოსწავლეებზეა. ირჩევენ თემას მეცნიერება. კერძოდ კი - ....ს. პრეზენტაცია უნდა იყოს შემეცნებითი, საინტერესო და იუმორით გაჯერებული. არა მოსაწყენი. S ამის შესახებ ისე, სიტყვაზე მიყვება მე. მე, რომელიც ასევე შემთხვევით შევდივარ სკაიპში მასთან დასაკონტაქტებლად, იმიტომ რომ გაკვეთილის მასალის მიწოდება დამავიწყდა აქამდე და უნდა გავუგზავნო. პრეზენტაციამდე რამდენიმე დღე რჩება და მასალა ჯერ არ აქვთ. არა, ნუ ამ თემის არჩევის ალბათობა....
ძალიან უცნაური ჯაჭვი იყო მოვლენების.

ბერვი რომ არ გავაგრძელო, S-მ "ინბოქსში" გაუგზავნა N-ს წერილი დახმარების თხოვნით. მერე დავსხედით და სიცილით ჩამოვაყალიბეთ პასუხის შესაძლო ვერსიები. ანუ რა სახის შეიძლება ყოფილიყო პასუხი. მე მაინც ვფიქრობდი, რომ არასერიოზულად მიიღებდა ის ვიღაც უცხო ბიჭის მიერ მიწერილ წერილს და ყურადღებას არ მიაქცევდა. გარდა ამისა, მისი აქტივობის კოეფიციენტის მიხედვით შანსი წერილის დროზე ნახვისა და პასუხის გაცემისა არც თუ ისე დიდი იყო.
თურმე როგორ ვცდებოდი, თურმე როგორი გულისხმიერი ყოფილა N...

იმ ღამეს არ ეძინა ილიკოს. იმ ღამეს არ ეძინა S-ს, იმ ღამეს არ მეძინა მე... ეძინა მხოლოდ N-ს, მშვიდი და უშფოთველი ძილით.

მეორე საღამოს სკაიპითვე ვიგებ, რომ პასუხი მოვიდა... დეტალურად ამის შესახებ უშუალოდ გაკვეთილზე მოსმენა ვარჩიე და დაგვიანების გარეშე დავერჭე S-სთან. პასუხმა სასიამოვნოდ გამაოცა. ჩემი უცნობი აჟიტირებული თუ არა, კმაყოფილი მაინც იყო იმით, რომ ამ მივიწყებული თემით ახალი თაობა დაინტერესდა და მის კომპეტენციაში დარწმუნებულმა ახალგაზრდებმა რჩევისთვის და დახმარებისთვის მიმართეს. მანაც არ დაახანა და აღუთქვა დახმარება, რითიც შეეძლო.
მიმოწერა ჩემს იქ ყოფნაში გაგრძელდა. ორიოდ წერილის გაცვლის შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა მის სამსახურში უნდა შემდგარიყო. მეორე დღეს. დრო კი დილით ტელეფონით უნდა შეეთანხმებინათ. ტელეფონით.... N-მ თავისი მობილური მისწერა ჩემს მოსწავლეს...

კომპ-ის ეკრანი ჩემგან არც ისე შორს იყო, მაგრამ არც ისე ახლოს, რომ ნომერი გამერჩია. თუმცა ამის საჭიროება არ იყო. S ისედაც ყველაფერს ხმამაღლა კითხულობდა და ახლა, როცა ნომერზე მიდგა ჯერი, ხმას კიდევ უფრო აუწია და ისე მკვეთრად, გარკვევით და დამარცვლით წაიკითხა ნომერი (თან მობილურში იწერდა), თითქოს სმენადაქვეითებულს ან წერა-კითხვის თითქმის უცოდინარს კარნახობდა. მიზანი ალბათ გასაგებია. S ყველაფერს კარგად მიხვდა. მე ძლივს შევიკავე თავი, რომ მის ამ ქცევაზე არ გადამეხარხარა. მადლობელი ვიყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ გარწმუნებთ, არც კი მიცდია ნომრის დამახსოვრება, არა თუ ჩაწერა. ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. თავისთავად სიტუაცია იყო უკვე ისეთი სასაცილო და სახალისო... მოკლედ, შეხვედრაზე შეთანხმდნენ და გაკვეთილი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

საღამოს, სახლში მოსული, მივხვდი, ვერ ვისვენებდი. სხვა არაფერზე მეფიქრებოდა. ვცმუკავდი. მართლა საოცარი შანსი მეძლეოდა, როგორიც ალბათ აღარასოდეს მომეცემოდა და ამ შანსის არ გამოყენება სამშობლოს ღალატის თუ არა, დანაშაულის ტოლფასი მაინც იქნებოდა. მოვლენათა ასე გავითარება, ასე აწყობა ჯაჭვივით, ასე უცნაურად, კარგად და წარმოუდგენლად. მართლა გაოგნებული ვიყავი. რომ იცოდეთ, რა თემას ეხება, კიდევ უფრო კარგად გაიგებდით და გაიზიარებდით ჩემს გაოგნებას-სიხარულს. მაგრამ მაპატიეთ, დავტოვებ ღიად ამ საკითხს.
წარმოიდგინეთ, ამდენი წელი, არც ერთი ნაცნობი. არც სახელი. არც გვარი. მერე უცებ სახლი, გვარი. ჟურნალი. ტვ. fb. მერე ისევ არაფერი და ხელის ჩაქნევა და უცებ! ჩემი მოსწავლე. ასეთი შანსი! მორჩა, გადაწყდა! უნდა გავყვე მეც!

სკაიპი ჩავრთე და S-ს მივწერე:

c: ha, S, shemogexmiana kide N?
c: :D
c: mec xom ar camogkvet shexvedraze? rogorc mascavlebeli, romelsac mouvida tavshi es idea da dagakavshira? :D
S: aha e.i. N-is gacnoba ginda ara? :D :D
c: xo, ra :D
c: davinteresdi tqveni proeqtit tan ;)
S: :D
S: vaime cisiaaa :D
S: me ver gamomapareeeb :D
S: :D
S: :D
S: gagacnob sheni facebookis friends :D
c: gmadlobt :D
c: :D
S: xval romel saatze gcalia shen rodis gavidet?
c: tqen togorc shetanxmdebit, me sagamomde mcalia, sadgac 6-mde
S: aha ok
S: dagirekav
c: ok

მეორე დილით შევთანხმდით, S-სთან უნდა მივსულიყავი და ყველანი, მე, S და მისი ორი მეგობარი ერთად წავსულიყავით შეხვედრაზე. გავემზადე და ავედი. S-სთან მისი ორი კლასელი გოგონა დამხვდა. პირველი რეაქცია ერთ-ერთის (A-ს) მხრიდან იყო გაოცებული: "მე მასწავლებელი სხვანაირი წარმომედინა". გულით გამეცინა. შეიძლება ითქვას, სასიამოვნო კომპლიმენტი იყო. აჰა, კიდევ ერთ ბავშვს დავუმსხვრიე სტერეოტიპი მასწავლებლის შესახებ.
ბავშვები ძალიან მონდომებულები იყვნენ. ინტერესით ვადევნებდი თვალს, როგორ ამზადებდნენ საპრეზენტაციო მასალას, მაისურებს, ფორმებს.... მართლა მიხაროდა, რომ მივხვდი, ამ თაობას ჯერ კიდევ აინტერესებს რაღაცეები, სწავლა "არ ტეხავს" და მიზანდასახულები და მონდომებულები არიან.
მოკლედ, დავირაზმეთ და გავემართეთ ოფისის საძებნელად, რომელიც ამავე უბანში მდებარეობს, თუმცა ტრანსპორტი და ცოტა ძებნა მაინც დაგვჭირდა.
წინა დღიდან მოყოლებული ცოტა შეფიქრიანებული ვიყავი: 'სად ვუშვებ ისე ამ ბავშვებს, ვისთან გადავამისამართე? მე თვითონ არ ვიცი ვინ არის. დაეთანხმა შეხვედრაზე მომენტალურად, სამივე დაიმეგობრა. სად იბარებს? რა ოფისია? სად მუშაობს? კაცმა არ იცის...' თუმცა ეს ძალიან თეორიული და მკრთალი ფიქრი იყო.

ცოტა ადრე მოგვივიდა ტრანსპორტიდან ჩამოსვლა. ძალიან ცხელოდა. გარკვეული მანძილი ფეხით ვიარეთ და სახლების ნომრებს ვაკვირდებოდით. მალევე მივაგენით. სადარბაზო შესასვლელი ეზოდან იყო. ოფისი ჩვეულებრივი, რიგითი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩნდა. აბრაზე ამოტვიფრული წარწერა არაფერს მეუბნებოდა. ღრმად ჩავისუნთქეთ ოთხივემ და ზარი დავრეკეთ იმედით, რომ არ შეგვეშალა და სწორად მოვადექით...




შემრჩა კიდევ მსმენელები? მაშინ გაგრძელება იხ. შემდეგ პოსტში ;) :)

Comments

Anonymous said…
სერიალია რა :)))
© said…
კი, გეთანხმები :)

ნამდვილად არ მეგონა, ამხელა რაღაც თუ გამოვიდოდა :))

ნუ, ამ ყველაფრის მოყოლა 5 წუთშიც შეიძლება, უფრო მოკლედ, მაგრამ რომ დავიწყე წერა "მუღამში შევედი" ასე ვთქვათ და ერთი ადამიანი მაინც თუ ადევნებს თვალს, მიღირს :)
Kate said…
კი, კი, კი, აგერ ვარ.
მიდი მიდი.
მაინტერესებს.


აუ რა სამწუხაროა, რომ დღეს მეტი არ გაქვს დაწერილი, არადა ხვალ ზღვაზე მივდივარ :(
© said…
:) :) kate, ჩაგითრია? :) :)

არა უშავს, რომ ჩამოხვალ ზღვიდან, სავარაუდოდ დასრულებული დაგხვდება თხრობა, ანუ ალბათ კიდევ 2 ნაწილი (ასე ვვარაუდობ) :)
babisa said…
hoda
meotxe nawilamdec movedit :)
© said…
ki, babisa :) male! soon :))
Kate said…
აი ჩამოვედი.

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..