Posts

Showing posts from October, 2026

ჩემი, შენი, ჩვენი არაფერი

Image
რამდენადაც დაჩქარებულია დრო , იმდენად შენელებული ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს ყველა ქარდი, ეიაის გაკეთებული ფოტოები, ვიდეოები, სურათები ... დავეწიოთ და გავასწროთ ... - ეს დევიზი სადღაც წინა საუკუნეში დარჩა თითქოს. რა მაგის პასუხია და მგონი წერის ბლოკადა მაქვს. ქართულად ასე ამბობებ? წერის ბლოკადა? არ ვიცი.  მას მერე, რაც იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა დაიწეროს წიგნი, რომ არსებობს რაღაც წესები, რომ რაღაც უნდა გავაკეთო და რაღაც არ, თითქოს ვეღარ ვწერ.  მგონი უნდა დავივიწყო ყველას ნასწავლი და ნათქვამი. არა, წიგნის წერისთვის არ ვგულისხმობ, აქაურობისთვის ვგულისხმობ. აქ კარებს რომ ვხსნიდი, თვითონ იწერებოდა, არაფერზე ვფიქრობდი. და აქაურობას არ მინდა, რამე შეზღუდვა შეეხოს ან ვინმეს აზრმა იქონიოს გავლენა. წიგნი - ცალკე. ბლოგი ცალკე. წიგნი სხვაა, ბლოგი სხვაა შუა უზის დიდი ზღვარი.  არა და რამდენჯერმე მქონდა ისევ შემოტევა, განწყობა, იდეა. მერე? მერე დროულად ვერ გავხსენი ლეპტოპი და ჰა, დაიკარგაა ისევ. მაგრამ მოვა, სად წავა. მოვა, მაგრამ როდის? :) ამას ახლა დრაფტად დავტოვებ, უბრალოდ თი...