მერე რა, რომ

ზაფხულია და ენით აუწერლად ცხელა (განსაკუთრებით ბოლო ორი დღეა და რომ ბოლო 2 ღამეა სრული სასოწარკვეთილება მეუფლება იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ოდესმე უნდა დავწვე ლოგინში... ამ სიცხეში და მერე მაინც ვწვები და არ ვიცი როგორ, მაგრამ მეძინება. კითხვა მშველის. წიგნი მივარდება ხელიდან, ან ხელი მივარდება წიგნზე და მეორე ხელი ავტომატურად აქრობს "ნაჩნიკს". წამის მეათასედიც და... სადღაც ვარ უკვე, სხვა სამყაროში. და უკვე ყოველ დილით წინა დილაზე 1 საათით ადრე მეღვიძება. შუადღის სამ საათზე გაღვიძებით დავიწყე დასვენების პირველი დღეები და დღეს უკვე 9-ის ნახევარზე დავასწარი მაღვიძარას. ხო, ნუ დილით წასასვლელი ვიყავი. მერე რა, რომ შაბათია?! ჩემთვის ახლა სულ შაბათია ისედაც. ასე თუ გაგრძელდა, მალე დაძინებიდან 1 საათში გავიღვიძებ, მერე - 1 წუთში და ბოლოს ალბათ სულ აღარ დამჭირდება ძილი. გეომეტრიული პროგრესით ზრდადი სიფხიზლის სინდრომი დაერქმევა ამას. სიცხის ფონზე, ესეც. )?!
ზაფხული და ეს(/ასეთი) ფილმ(/ებ)ი არაჩვეულებრივად კარგ ხასიათზე მაყენებს. აი, ახლაც :) (სანამ წავიდოდნენ, ერთ-ერთ მეგობარს ვუთხარი, 'მზარავს იმის წარმოდგენა, რომ უნდა დავწვე. კომპიუტერსაც კი ვეღარ ვეკარები ამ სიცხეში. დავჯდები ახლა ამ ვენტილატორთან, ტელევიზორის წინ პულტით ხელში და სანამ უძალიანესად არ მომემძინარება, არ დავწვები მეთქი'. უკვე გვიანი იყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ კიდევ დიდხანს არ დავიძინებდი მათი წასვლის შემდეგ. ასეც მოხდა. მივალაგე. დავრეცხე და მოვკალათდი. პროგრამის გაზეთი და სათაური, რომლის წაკითხვაზეც ფართოდ გამეღიმა და ფართოდ დახუჭული თვალები ასევე ფართოდ გავახილე სულ რაღაც 5 წუთის წინ დაწყებული საყვარლი ფილმის კიდევ ერთხელ საყურებლად. და ახლა, არ დამეზარა კომპის ჩართვა.) ვიცი, ბუნდოვნად მახსოვს, რომ მიწერია უკვე ამაზე. მაგრამ მერე რა, რომ მიწერია?! :)
a good year

პ.ს. წვიმის სუნი შემოდის ღია ფანჯრებიდან და კარიდან. არ წვიმს, მაგრამ მაინც შემოდის. უბერავს და მოაქვს ეს სუნი. სად წვიმს, ნეტავ?

Comments

Kalo said…
მეც დილის 6 საათამდე მეღვიძა გუშინ. ჯერ კინოს ვუყურე, მერე ვკითხულობდი. მეც ღია მქონდა კარი და ეზოდან წვიმის სუნი შემოდიოდა. ისე, ჩემთან იქვიმა და რა უცნაურია, შენთან რომ არა. დღეს 11 საათზე გამეღვიძა და დავწერე პროექტი, რომელიც ძალიან მინდა რომ განხორციელდეს.
Kalo said…
იქვიმა არა ოღონდა რააა :-):-):-) იწვიმა თქო მინდოდა მეთქვა :-):-):-)
© said…
:))))))))) შეიძლება ჩემთანაც იქვიმა, ოღონდ უფრო გვიან, ან დილისკენ, როცა უკვე მეძინა მშვიდი და უშფოთველი ძილით :))) ან შეიძლება როცა ამ პოსტს ვწერდი, მაშინაც ქვიმდა, ოღონდ უხმოდ, და იმიტომ შემოდიოდა ეს სუნი :)

მეც მინდა რომ შენი პროექტი განხორციელდეს! ja boleju za tebja! და მგონია რომ გამოგივათ (თან ამჯერად რამდენადაც ვიცი, vezdesushchaja თ. არ არის ჩარეული კონკურენტის სახით, ასე რომ წესით უნდა გამოგივიდეთ :)))) ). წარმატებები, ნინელი!

პ.ს. აწი (აქი) წ-ს მაგივრად ქ ასო ვიხმაროთ ხოლმე. მომეწონა "იქვიმა" :))). და შეგიძლია უკვე გამოიყენო, თქვენს პროექტში და აუცილებლად გაიმარჯვებთ ამ შემთხვევაში! :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..