პოსტი - მთვრალი ალუბალი :))))))))

"მთვრალი არა ვარ, ეგოისტი ვარ მე!" :)))))

ვგიჯდები ამ ფილმზე და კიდევ წითელ ღვინოზე. თუ შავზე? რა ვიცი, რაც ჰქვია, რა. ამ წუთას არ აქვს ამას ჩემთვის გადამწყვეტი და პრინციპული მნიშვნელობა

და მივხვდი, წითელ ღვინოს რომ ვსვამ, ბოლო დროს, მერე ვიწყებ სიმღერას - "შავ ღვინოში ალუბლები ბანაობეეეეეეეეეენ" და ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები. პრინციპში წითელი ღვინის გარეშეც აჩემებული მაქვს ეს სიმღერა ბოლო დღეებია და თან, ასევე პრინციპში თითქმის ყოველ საღამოს ვახერხებ დავლიო ცოტა, ან საჭიროზე/საკმარისზე მეტი, მიუხედავად მამაჩემის პროტესტისა. აბა რა ეგონა, ასეთი ფანტასტიური ღვინო რომ მოჰქონდა?! დიახაც, მე მომიტანა, იმიტომ რომ სპეციალურად მე მიგზავნიან ხოლმე ასეთ წითელ ღვინოებს. მართალია გუშინ გამაფრთხილა, ეს მართლა ცოტა უნდა დალიო, თოფივით არისო, მაგრამ თოფთან ერთად უგემრიელესია და შავ ღვინოში ალუბლები ბანაობეეეეეეეეეეენ......

ვსო, ახლა მინდა სასწრაფოდ სადმე გარეთ, ან ბუნებაში და ან ვერანდაზე და ნუ ჯანდაბას, ნუ იქნება გიტარა და სიმღერა, კარგი განწყობა ყველა ვარიანტში იქნება

ზაფხულია ხალხოოო! როგორც იქნა ზაფხულია და დღეს სრულიად გავისიგრძეგანე რომ ვარ free as a bird და უმაგრესი შეგრძნება იყო, პირველი დღე ნებაყოფლობითი დასვენება-უსაქმურობისა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ღამის სამ საათამდე და დღეს დილის თითქმის 10 დან შუადღემდე გონებრივად, ხოლო შემდეგ საღამოს 8 საათამდე ფიზიკურად ვმუშაობდი, მაინც უბედნიერესი ვიყავი :) იმიტომ რომ სამსახურში არ უნდა წავიდე. უნდა - არ იყო. როცა მინდა და სადაც მინდა გავალ და ის, რასაც ვაკეთებდი, სასიამოვნო და საინტერესო იყო. freelancer-ობა არის ყველაზე მაგარი :)

მოკლედ, მინიმუმ სექტემბრამდე არც კი შემომბედოთ სამსახურის შემოთავაზება :) ვიღებ მხოლოდ გერმანულიდან ქართულად სათარგმნს და ქართულ დასარედაქტირებელ ტექსტებს - სიამოვნებით.
სხვა მხრივ კი დამაცადეთ, ბატონო, უნდა დავისვენო, განვიტვირთო, შევირგო და მერე ვიფიქრო და მოვიფიქრო და გადავწყვიტო :)

უf. მაგარიააა! :) "დაჟე" დღის პირველ საათზე არც კუჭს და არც გონებას ჩვეული სიგნალი არ გამოუშვია და არავინ და არაფერი გამხსენებია ;)

"...მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურაააა"

Comments

Kalo said…
ლოთი ხარ ცისია. სიმთვრალე გალაპარაკებს :-):-):-):-)
© said…
შენ კიდე ანიკო ხარ :))))))))

ლოთი კი არა, კარგი ღვინის მოყვარული ვარ. ისე, პროფესია ხომ არ შევიცვალო და დეგუსტატორი ხომ არ გავხდე? არ არის გვიან. კი არა და კაკ რაზ დროულია მგონი :)))))

ჩამიწყე, რა, საქმე შენს ნაცნობ უცხოელ დეგუსტატოებთან, მასტერკლასს გავივლი :)))

აი ხედავ, კამათში მოდის ჭეშმარიტება! :)
Kalo said…
shen degustatoroba advili sakme xom ar ggonia? :-) moindoma qalbatonma :-):-)
Kate said…
ბევრი არ მოგივიდეს დალევა.
ketketa said…
მთვრალია ეს :ბატონიბონა:
:)))))))))

ცის, რა მაგარია თავისუფალი დროოო:)
© said…
ხო, ქეთ! ძალიან მაგარია! უ მაგ რე სი! თან ზაფხულში - განსაკუთრებით :) უბრალოდ ამას უფულობა რომ არ ახლავდეს თან, სრული იდილია იქნებოდა :)
Unknown said…
I'm like a bird, I'll only fly away
I don't know where my soul is, I don't know where my home is ai ese xar shen : )))) da meccccccccccccc yuhuuuuuuuuuuuu : )))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..