წარსულის აჩრდილ(ებ)ი

Спасибо, Сэмюэл Коэн
и прочие гуманисты,
За вашу новую американскую «игрушку» —
Не ту, которой играют дети,
А ту, которая играет детьми,
Пока не останется ни одного ребенка…
Евгений Евтушенко.
Мама и нейтронная бомба



ვკითხულობ წიგნს, რომელიც, ზუსტად მახსოვს, რომ თავის დროზე დავიწყე და ბოლომდე არ წავიკითხე, მალევე შევჩერდი.

რამდენიმე დღის წინ გამახსენდა. ან შეიძლება თვალში მომხვდა. ან შეიძლება მორიგი დგომის დროს თაროების წინ, როცა დგახარ და ფიქრობ, რომ რაღაც გინდა წაიკითხო, და არ იცი რა და ამ საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკიდან ბევრი წაკითხული გაქვს და ბევრის წაკითხვის სურვილი არ გაქვს და ალბათ არც არასოდეს გექნება. ეს ისეთი გრძნობაა, როცა გშია, და არ იცი რა გშია. არ იცი რისი ჭამა გინდა, არა და ნებისმიერი რაღაცის - არა, ეს ზუსტად იცი.

ხოდა ამ დროს მომხვდა თვალში თუ ხელში. ალბათ 1-2 წლის წინ ვიყიდე. სამწუხაროდ თარიღი არ მიმიწერია. ქუჩაში ვიყიდე, ძველი წიგნებით მოვაჭრე ინტელექტუალთან. მახსოვს, რომ ძალიან გამეხარდა ამ გვარის დანახვა. და ძალიან მომინდა წაკითხვა. თვითონ ეს წიგნი - არ ვიცოდი. მოკლედ, დავიწყე და მივანებე. ეტყობა მაშინ ეს არ მშიოდა...

ახლა ვკითხულობ, თითქმის ნახევარი წავიკითხე. გასაგებია, რომ თავიდან მეცნობოდა ყველაფერი და მახსენდებოდა გზადაგზა. გასაგებია, რადგან დაწყებული მქონდა კითხვა ადრე. მაგრამ ამდენი? ვაგრძელებ, ვაგრძელებ და ვხვდები, რომ ესეც წაკითხული მაქვს, ესეც. ესეც მახსოვს, რომ მოხდა და ეს წინადადებაც მეცნობა (ხო, ასეთი მეხსიერება მაქვს, მხედველობითი, შეიძლება ზუსტად დამამხასოვრდეს რომელ მხარეს და რომელ ნაწილში და რა ეწარა. შეიძლება - არც...). მოკლედ, ვკითხულობ და მახსენდება თან. ანუ არ მეუცხოება. "ეს ვიცი" შეგრძნება მაქვს. მაგრამ საბედნიეროდ არ მიჩნდება სურვილი, გადავახტე, რადგან უკვე ვიცი და მოვძებნო ადგილი, საიდანაც არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ კითხვისას მახსენდება და ისე - არა. და თან - არ მაღიზიანებს ეს ცოდნა და მაინც როგორც ახალს, ისე ვუყურებ.

უბრალოდ ერთი მაფიქრებს - არ აღმოჩნდეს, რომ წაკითხული მაქვს მთლიანად. ბოლოში გასული არ მივხვდე ამას. ბოლო წინადადებამდე რომ მექნება შეგრძნება - ესეც წაკითხული მაქვს და წიგნს რომ დავხურავ - მერე არ აღმოვაჩინო, რომ ბოლომდე წამიკითხავს :)

თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს.

სიტყვები, რომლებიც წავუმძღვარე პოსტს, წიგნის არაავტორისეულ წინასიტყვაობას აქვს წამძღვარებული.


ესეც წიგნი





















წარსულის აჩრდილ(ებ)ი მდევს თან. უნდა მოვიშორო...

Comments

nastasia said…
ramis cakitxva ogina da ro gshia shedareebi momecona :)
zstad egre vituzebi xolme mec chem taroebTan mshieri :P

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..