მათთვის, ვინც თურმე კითხულობს ჩემს ბლოგს, ოღონდ არ ვიცოდი

მორიგი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კიდევ ერთხელ და უკანასკნელად შევეხები ყოფილი სამსახურის თემას და "გავაიასნებ" დეტალებს:

"სარკე"-დან მე და თამუნა (თათა) შოშიტაიშვილი, ჩემი მეგობარი და თანამშრომელი/თანამებრძლოლი ერთდროულად და საკუთარი ნებითა და გადაწყვეტილებით, ყოველგვარი ექსცესების და კონფლიქტის გარეშე მშვდად წამოვედით.

ანუ ჩვენ "სარკე"ში აღარ ვმუშაობთ! და საერთოდ არსადაც არ ვმუშაობთ ახლა.
ეს იყო ზოგადი მიმოხილვა.

ახლა - ცალ-ცალკე მოკლედ

მე - პირადად ვუსაქმურობ და ვისვენებ. მალე დავიწყებ ფიქრს, რა ვაკეთო მომავალში. ჯერ ფიქრიც კი არ დამიწყია. სამსახურს აქტიურად არ ვეძებ და საერთოდ არ ვეძებ ჯერ. არც ვნერვიულობ. ჯერ სხვა სფეროებში და სხვა დეტალები მაქვს მოსაგვარებელი თუ უბრალოდ მისახედი. იგივე საქმის კეთებას აღარ ვაპირებ. სხვა - ვნახოთ. დრო გვიჩვენებს. ვნახოთ რა გამოჩნდება და ვინ რას შემომთავაზებს ან რა გზას ავირჩევ და ა.შ.

თამუნა - როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, არ იტყვის უარს კარგ სამსახურზე. ჩემგან განსხვევებით - ეძებს, რამდენადაც ვიცი. თუმცა ასევე ვიცი, რომ არ ნერვიულობს და იმედი აქვს - რაღაც გამოჩნდება (რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ - ანუ რაღაც ძალიან კარგი). შემოთავაზებებით და დეტალური შეკითხვებით შეგიძლიათ პირადად მიმართოთ.

p.s. გმადლობთ, რომ (მ)კითხულობთ

Comments

s.p. said…
როგორ მაინტერესებს ჩემი თავი ასეთი, ,,დროებით უმუშევარი;''

რა კარგი ვიქნები, ბლაჟენნი...
რაღაც დებილობებს ვიზავ, წავალ და დღის 2 საათზე სადმე ჩამოვდგები ქალაქში, ბირჟავიკ მეგობრებს მოვანხავ, სპორტულებში გავიჩითები და გამვლელ გამომვლელს თვალს გავაყოლებ, მანქანებზე, ქალებზე და ქალაქის ამბებზე ვილაპარაკებ და გადავაპურჭყებ ხოლმე და მაგარ სიამოვნებას მივიღებ...

ოფისებს შორიდან შევხედავ, და ისეთი თვალით შიგნით რო აზრზე არ ხარ რა ხდება და ვაბშე რამდენს მოძრაობს ეს გაუგებარი ხალხი...

ჭუჭყიან მაიკებს ჩავივამ, დასაუთოებელს...

პროფილაქტიკებში (საროსკიპოსავით ჟღერს) ვივლი, ისე პროსტა, წვრილმანებზე რო ტვინს უბურღავ ხელოსანს...

სემიჩკას ვიყიდი ბევრს....

სულ მექნება...

ეხ...

მშური

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..