Fahrenheit 451 ვაჟა-ფშაველაზე

ვჭრით და ვიბარ... უკაცრავად! ვყიდით და ვწვავთ წიგნებს! 451 ფარენჰეიტზე. გადავდივართ ახალ ბინაში, ფართით უფრო მცირეში და შესაბამისად დადგა მწვავე საკითხი იმისა, თუ სად უნდა წავიღოთ ყველაფერი ის, რაც აქ თავსდებოდა (აქ - ადგილი ბევრია, საკმაოდ და შეიძლება მეტადაც...)
ეს ყველაფერია ავეჯი, ჭურჭელი და... წიგნები. პირველ ორს დაახლოებით მოეძებნა გამოსავალი და აი წიგნებს, რომელიც 3-4 თაობის მოგროვილია, ყველა სფეროში და ყველა ენაზე, მგონი... მე მშობლებს ვთავაზობ - დავწვათ! ბრედბერის გადავიშლი წინ, როგორც კულინარიული რეცეპტების წიგნს და მის მიხედვით ვიხელმძღვანელებ. როგორია?

მოკლედ, 3 კარადა და ბევრი თარო დაიცალა დილიდან. ყველგან ფურცლები, ძველი წიგნების, ყველგან ყდები, ყველა მაგიდაზე წიგნები და მტვერი. თავის დროზე რამდენი სამედიცინო უკვე გამოუსადეგარი ლიტერატურა მიეცა ისტორიის (და ალბათ არა მარტო ისტორიის) სანაგვეს

მოკლედ, გადავახარისხეთ (არც თუ ისე მარტივად. ეს მინდა! ეს არ გადააგდოთ! ეს გადააგდეთ! ეს დაწვით! ეს გაყიდეთ! ამას ვინ წაიკითხავს! ეს მიყვარს! ამას ვერ ვიტან და ა.შ...) დასატოვებელი, მართლა გადასაგდები (და გაუგებარია ვის მიერ როდის და რატომ ნაყიდი), გასაყიდი, გასაჩუქებელი და გაუგებარი სტატუსის წიგნები. მოვიდა ვიღაც. ტრიალებს ახლა იქით, ოთახებში. არ შემიძლია ძალიან მსუქანი და გაოფლილი ინტელექტუალი გამყიდველის საზოგადოებაში დიდხანს გაჩერება. მით უმეტეს, თუ ამ უკანასკნელს სიცხეში ფეხით მოუწია სიარული და ისე მოვიდა ჩვენთან... ნუ, საწინააღმდეგო მისი შეიძლება არაფერი მაქვს, მაგრამ... გასაგებია, ხო? :)

წავედი, წავედი, ჩემი გადარჩეულ-გადარჩენილი არაფერი გააყოლოს ხელს. გემოვნება აშკარად კარგი ჰქონია. ისეთებს მოკიდა წეღან ხელი, კინაღამ ვეფხისტყაოსნის დიდი გამოცემა ჩავარტყი თავში სიტყვებით - руки прочь от достояния народа... მაგრამ ეს ისეთი ჩანს, მიპასუხებდა - а по чем опиум для народа?-ო და შევეშვი...

წავედი

Comments

s.p. said…
სცენა...

ჩვენთანაც სულ წიგნებია.

ყველგან.

უბრალოდ ბოლო დროს კითხვა მეზარება...

ხოდა მიყურებენ ასე, შორიდან, ზამანჩივად.

თქვენი დროც მოვა.
nastasia said…
eg plexanoveli msuqali bukinisti xo ar iyo xuchucha chagara Tmit?
© said…
არაა, ხუჭუჭა ჭაღარა თმა არ ჰქონდა აშკარად. ერთმა უარი გვითხრა, ახლა სეზონი არ არისო და არ მოვიდა და შეიძლება კაკ რაზ ეგ იყო :))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..