მე.ზღვა.ტალღები.არაზღვა.დღეს

საოცარი სიმშვიდის შეგრძნებამ მომიცვა უცებ. მთელი არსება მოიცვა. და შეგრძნებამ იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე; უბრალოდ მშვიდად უნდა იყო.

ფიზიკურ შეგრძნებას რომ შევადარო, აი ეს გამოვა: ზღვა. საღამოს მზე, რომელიც აღარ წვავს. წყალზე ვწევარ გულაღმა, ანუ ზურგზე. მოდუნებული და ზღვას მინდობილი. ოდნავ მაქანავებს ზღვა და ოდნავ საგრნძნობ "ტალღებად" მივლის ზედ. მზის სხივებიც ტალღებად მივლის, არამცხუნვარედ.

ეს შეგრძნებაც ამ ტალღებს ჰგავს

Comments

Clown said…
როგორც ჰამსუნის მისტერიებშია, ნაგელს უცებ, რომ მიახტება ხოლმე არაფრისგან გამოწვეული სიხარულის გრძნობა ^_^
მეც მომდის ასეთები <3
babisa said…
სიმ7ე ძალიან სანატრელი რამაა :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..