в городе пахнет...



меня преследует этот запах... периодически

ცუდი არაააა, არა! კარგი. ძალიან ნაცნობი. და ძააალიან სასიამოვნო. ჯერ გულის რევის შეგრძნება იყო. თითქმის ფიზიკურად რომ გრძნობ, ისეთი. სიბრაზის და გულის რევის. საიდანღაც გაჩენილი. და მერე უცებ ასევე საიდანღაც გაჩენილმა ამ შეგრძნებებმა და საკმაოდ უცენზურო ეპითეტებმა ადგილი დაუთმო ამ სურნელს. სრულიად არაადეკვატურად.

და ვერ ვწერ ამაზე. და კიდევ ბევრ რაღაცაზე. და საერთოდ - ვეღარ ვწერ და მაწუხებს ეს.


სამაგიეროდ ვიღებ ფოტოებს. ხანხახან. ვცდილობ.




დანარჩენი (უფრო ხარისხიანები) შეგიძლიათ ჩემს ფლიკრზე იხილოთ. ლინკი დევს ბლოგის ზედა კუთხეში.


нескромный p.s.
მიყვარს ეს კაბა და ჩემი თმის ფერი. და მიყვარს როცა ყველას მოსწონს და აღნიშნავს. მიყვარს, როცა კარგად ვგრძნობ თავს თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ვიცი - კარგ ფორმაში ვარ და კარგად გამოვიყურები. და განსაკუთრებით მიყვარს როცა ამას არაერთხელ აღნიშნავენ საღამოს/დღის განმავლობაში :)
და კიდევ მიყვარს შემთხვევით დაჭერილი მზერა, გამოყოლებული. ხან სხვის მიერ დაჭერილი და მერე ნათქვამი. ოღონდ არა ყველანაირი. ისეთი, რომელიც გაგაღიმებს და გესიამოვნება :)

და რაა? ისმის კითხვა? არაფერი. სრულიად არაფერი. არაფერი განსაკუთრებული ამ ყველაფერში არ არის და არც ხაზგასასმელი და არც აღსანიშნავი. უბრალოდ ღამის 4 საათია, რატომღაც კიდე არ მეძინება. ალბათ გრძელი და ბევრი ადამიანით, ბევრი ადგილით, მიმოსვლით და მოვლენით დატვირთული და სასიამოვნო კვირა დღე რომ იყო, იმიტომ. უბრალოდ რაღაც შეგრძნებები და ემოციები აირია ერთმანეთში და უცებ რაც მომივიდა თავში და რაც ვიგრძენი, დავწერე. მეტი არაფერი

p.p.s. ჩაიკოვსკი ამ ყველაფრის ფონად. თავში. სერენადა. ძალიან ლამაზი. შთაბეჭდილება არ განელებულა ჯერ....

Comments

Kate said…
:)
ლამაზი ლავიწი გაქვს.
© said…
მადლობა, ქეთი :)
Keti said…
ალ, ძალიან მომეწონა ფოტოები – ხედვა მომწონს, დეტალებს აღიქვამ და მე მიყვარს დეტალები :)
და კიდევ, შენი თმის ფერი მეც მომწონს:)
© said…
რა კაია ფოტოები რომ მოგეწონააა! გამეხარდა :)

და.... მადლობა :)
Kalo said…
xooo, tmis peri mec momcons da vabshe perebi. vikingebis shtamomavals gavs. qera, gamxdari, magram mebrzol vidze :-):-):-)
© said…
:) მაგრა მეცინება კალო სკანდინავიელებს და ვიკინგების შთამომავალს რომ მამსგავსებს ხოლმე :)
კალერ, სახელიც ხომ არ გადავირქვა, რას იტყვი, ვიკი ხომ არ დავირქვა?! :)

და მერე ვიტყვი: "I bought guitar today" :)))))))))))))) გახსოვს ვიკი და მისი ეს მოგვიანებით ციტატად ქცეული ფრაზა?! :))))
Kalo said…
aaaaaa :-):-):-) I bought guitar today :-):-):-):-) videozec ki aris agbechdili eg saukunis phraza :-):-):-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..