
მულენი. მეორე სართული. შარშან(წინ). ჩემი ტკბილი ფლავის შეუჭმელი ნაწილი და ჯერ კიდევ დაულეველი არაყი ჭიქებში. იდეა და წამოწყება (რამდენადაც მახსოვს) - ჩემი. თანაავტორი იდეის განხორციელებისას - თეზ(ევს)ი. მაგიდასთან მსხდომნი და თვალის მდევნებელნი - სხვანი ბევრნი. ზაჟიგალკა ვისია - არ მახსოვს. არც წელიწადის დრო. მახსოვს (არტე)ფაქტი. ისტორიამ ფოტოც შემოინახა. ვიპოვე. გამახსენდა. დავდე.
პ.ს. ხელოვნების ნიმუშსა და მის ფოტოზე საავტორო უფლებები დაცულია
2 comments:
სანთებელა ჩემია გენაცვალე :-):-)
და სეზონი ზამთარი.
კიდევ რა გაინტერესებ, მკითხე სანამ ხასიათზე ვარ :-):-):-):-)
კიდევ მაინტერესებს:
"რატომ ვარდება მეხი
ან ცაზე რატომ ელააავს
რად არის კარგი პურიიი
როგორ ვეწვიო მთვარეს
მე გეკითხები კალოო
გთხოვ მიპასუხო მალეეე"
:))))) გემახსოვრება ალბათ მელოდია და წაღიღინებით წაიკითხე :)
თუ არ გახსოვს - დამირეკე და გიმღერებ; ხომ იცი, მე მოსიარულე არქივი ვარ სიმღერების, ციტატების (პოეზიიდან და პროზიდან), ფილმებიდან ფრაზების და კიდევ ათასი წვრილმანის, რაც არაფერში მჭირდება და რის გამოც memory full მაქვს უკვე და ვერ ვშლი :)
Post a Comment