ჯადოსნური ღამე

იცით რა ხდება გარეთ ამ წუთებში? რა და "ნისლი ნისლი ნისლი ნისლი ნისლი ნისლი ნისლი" (სანდროს დავესესხე ციტატა ლექსიდან :) )

დაახლოებით 15 წუთია შემოვედი სახლში და ამ ხნის მანძილზე კიდევ უფრო მოიმატა, როგორც ფანჯრიდან ვხედავ. და საერთოდ ბოლო დროს მოუხშირა თბილისში ნალექის ამ სახეობამ. რას უნდა მოასწავებდეს ნეტავ?! :))

მეგობრისგან მოვდიოდი, ჯერ კიდევ ეზოში გამოსულებმა შევამჩნიეთ რომ რაღაც უცნაური იყო ჰაერში. მერე ჭიშკართან, როცა ვიშლებოდით და შევყოვნდით, უკვე თვალშისაცემი და აშკარა გახდა რომ საოცარი ნისლია ქუჩაში. უცებ მომივიდა და გავაჟღერე (არ მიყვარს, ის ეს გამოთქმა) აზრი, რომ შეიძლება დავიკარგო ამ ნისლში და სახლის გზა ვერ გავიგნო (ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით) და გამოვაცხადე რომ ამ საღამოს (პრინციპში ამ შუაღამისას) ვიქნები ежиек в тумане და ვივლი ქუჩაში და ვიყვირებ: медвежонооооок!!! :) რა კაი სანახავი ვიქნებოდი :)

თუმცა, რა სანახავი ვიყავი, ეს არ ვიცი, ისეთი ნისლი იყო რომ მანქანებიც კი არ მიჩერებდნენ (თავისი ინიციატივით სიჩქარის შემნელებელი, ზადნით წამომსვლელი და ბოლოს როგორც იქნა მიხვედრილი მძღოლები, მიხვედრილი, რომ არ მჭირდება გენიცალე. სპასიბა, პეშკომ... დაიდუ :D ) ერთადერთი ფეხით მოსიარულე ვიყავი მთელს ქუჩაზე, ცარიელი იყო ყველაფერი, შიგადაშიგ მანქანები და ბეეეევრი ნისლი. თან მთელს ქუჩაზე ენთო ლამპიონები და განსაკუთრებულად იკვეთებოდა ეს თითქმის ხელშესახები ბურუსი. ლამაზი იყო პრინციპში და არ ციოდა.

და ვგიჟდები ფეხით სიარულზე. მარტოც კი.

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..